"ჯერ ნელა დაეშვა სიბნელის მსუბუქი წიაღიდან ნარა, სულშემხუთავ მეწამულ შემოგარენში ჩადნა მისი სხეული. დამძიმდა, დამძიმდა, დამძიმდა, თითქოს ტყვია ჩაეღვარა მუცელში, გულზე მოეხვია, სასულეში გაეხირა. ხროტინი აღმოხდა, პირისპირ მეწამულ სინათლეში გამოხვეულ საკუთარ მოკრუნჩხულ ხელებს ხედავდა მხოლოდ."
