ალყა – თავი 1

ფუნჯის მიერ დანატოვარი ფირუზისფერი სულაც არ ჰგავდა მისი სიზმრების ცივ სილურჯეს. ოდნავ უკან გადაიხარა ასტრიდი, თავი გვერდზე გადააგდო. ეს ფირუზისფერი გოთჰეიმის ყურებში მოლივლივე, მზის სითბოთი გამაძღარ ტალღებს წააგავდა.