ანგელოზის სიმღერა

-*-*-*-*-*-1
გარინდულ სასტუმრო ოთახში მხოლოდ და მხოლოდ კლავიატურის ჩხაკუნი ისმოდა. მარიამმა წარბი ასწია და ისე გადახედა დას, რომელიც ისე უბღვერდა ეკრანს, თითქოს თვალებით სურდა მისი გახვრეტა.
-აჰ, აღარ შემიძლია! – წამოიძახა მან და ბრაზით დაჰკრა მაგიდას ხელი, მერე კი ტყავგადაკრული სკამი უკან გააგორა.
-რა გჭირს? – ჩაეკითხა მარიამი და ცნობისმოყვარეობით აღვსებულმა, კალამი გვერდით გადადო. ხელი სტკიოდა უკვე წერისაგან, ცოტას შეისვენებდა…
-თოთხმეტი უტვინო ქათამი მწერს ერთდროულად, აი რა მჭირს! – თეონამ გრძელი, დაღლილობით აღსავსე სუნთქვა ამოუშვა და ხელები ასწია, წითლად მოელვარე ფრჩხილებს თვალი გადაავლო. – თან ათას სისულელეზე მელაპარაკებიან, ეს ამდენი მეგობრობის თხოვნა და თაგი…
-გეტყოდი, ყოველ წუთში ნუ ამოწმებ ანდა წაშალე შენი ფეისბუქი მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ არ დამიჯერებ… – ამოიხვნეშა მარიამმა და დის გაოცებულ, შავ ფანქარშემოვლებულ თვალებს გაუსწორა მზერა. – გამოდი და აღარ გექნება ამდენი სახლაფორთო.
-რას ამბობ? – ატყდა თეონა. – მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ფეისბუქი პირდაპირი გზაა პოპულარულობისაკენ! მე თუ ჩემი გვერდი გავაუქმე, სადღა დავდო სურათები?
მარიამმა თავი დასწია, ისე რომ თმა გვერდზე ჩამოშლოდა და მისი დაჭყანული გამომეტყველება დაემალა. არ სურდა, რომ ეს თეონას დაენახა, თორემ მისი და ერთ ამბავს ატეხავდა.
-ინსტაგრამი არ გაქვს? – ჰკითხა მან და დას გადახედა. – იქ დადე სურათები.
-ინსტაგრამი ყველას არა აქვს. – თავი გადააქნია თეონამ.
მარიამმა აღარაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ ამოიხვნეშა და კალამი აიღო. მაჯა და საჩვენებელი თითი ჯერ კიდევ სტკიოდა კალამზე დაჭერისაგან, მაგრამ თეონასთან ლაპარაკს ისევ ამის წერა ჯობდა…
მამამისის ანგარიშები უნდა გადაეწერა და ბლანკები შეევსო. „ნეტავ როდის მოვა სახლში, რომ თვითონ მიხედოს ამ ყველაფერს?“ გაიფიქრა გოგონამ და გაღიზიანებით გადახედა მის წინ, სასტუმრო ოთახის დაბალ მაგიდაზე დახვავებულ დოკუმენტებს. კომპანიის ფინანსური ანგარიშები, ჩანაწერები, გადარიცხვები და გადმორიცხვები, გამავალი და შემომავალი კაპიტალი, პარტნიორთა კონტრაქტები და მათ მიერ გაკეთებული შემოთავაზებები…
გოგონამ წარბები აწკიპა და სწრაფად შეტრიალდა, როცა მის ზურგს უკან, შემოსასვლელიდან ჩხაკუნის, ჭრიალისა და კარის მიჯახუნების ხმა გაისმა. თეონა ისევ მიგორდა კომპიუტერთან და კლავიატურაზე კაკუნი გააგრძელა, ამავდროულად ოთახში კი გურამ ხატიაშვილის მაღალი ფიგურამ შეამოალაჯა. მან კოსტუმი გაიძრო და დივნის ზურგზე გადაჰკიდა, მერე კი ხმამაღალი ოხვრით ჩაეხეთქა სავარძელში, მარიამისაგან მარჯვნივ. გოგონამ ტუჩები მოკუმა, და ისევ ქაღალდებს ჩააშტერდა. კალამი ხელში დაატრიალა, წერის ხასიათზე აღარ იყო.
-როგორ ჩაიარა დღემ? – ჰკითხა მან ბოლოს, ზურგს უკან ისევ ესმოდა კლავიატურის აჩქარებული ჩხაკუნი. გურამმა გადმოხედა და ცალი წარბი ასწია.
-არა უშავდა… – ამოიხვნეშა მან. მან მაგიდაზე დახვავებული დოკუმენტებისაკენ აიქნია თავი. – რა ქენი? მიხედე ამათ?
-კი, ანგარიშებს გადავხედე… გასავალი და შემოსავალი გამოვითვალე წინა თვისათვის… რამდენიმე დოკუმენტიც ჩავასწორე… – გოგონამ ფურცელზე ჩამოწერილ ციფრებს უღიმღამოდ გააყოლა თვალი. – აქ რაღაც მემგონი შეცდომაა. წინა თვეში ჩვეულებრივზე თერთმეტჯერ მეტი მოგებაა, მამა…
-აა, ჰო… – გურამმა გაიცინა. – ახალი პარტნიორი მყავს და იმან იყიდა აქციები…
-აქციები? – მარიამი მოიღუშა. მამამისი აქციებს არ ყიდდა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. წინა კვირაში ახსენა კიდეც, რომ ახლა აქციები იაფი იყო და დაელოდებოდა, თუ როდის გაძვირდებოდა, რომ ბაზარზე გაეტანა…
-შენ ხომ თქვი… – დაიწყო მან, მაგრამ გურამმა ხელი აუქნია.
-ესენი ახიკე და გაიტანე ჩემს კაბინეტში. – თქვა მან და ტელევიზორის გადამრთველს გადასწვდა. – და რამე მაჭამე, მშია.
მარიამი რამდენიმე წამი არ გაინძრა, უკმაყოფილო დაჰყურებდა თავის გამოთვლებსა და წითელი კალმით შემოხაზულ არაბუნებრივად მაღალ მოგებას. ამის დატოვებას ასე არ აპირებდა, მაგრამ მაინც შეაგროვა ქაღალდები და მამის კაბინეტში, მაგიდაზე დააწყო, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა.
კატლეტებს რომ ტაფაზე ატრიალებდა, დაფიქრდა. საკუთარ თავს დაჰპირდა ადრე, რომ აქედან გადავიდოდა, ახალ ცხოვრებას დაიწყებდა პატარა, კომპაქტურ ბინაში, მაგრამ როგორც ჩანდა, ეს არ გამოუვიდოდა. საკუთარი ფული არ ჰქონდა, ჯერ კი საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდა, რომ სამუშაო ეშოვა. პირველი კურსი დახურა მხოლოდ უნივერსიტეტში…
მაგრამ ვეღარ აიტანდა აქ ცხოვრებას. რამე თავშესაქცევი უნდა ეშოვა, მამამისის ანგარიშების, საჭმლის კეთების და თეონას განუწყვეტელი წუწუნის გარდა. გარეთ გასვლა არ უყვარდა, ამ სიცხეში მითუმეტეს. ერჩივნა სახლში ყოფილიყო, ინტერნეტში ეძრომიალა და რამე წაეკითხა. მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარ აკმაყოფილებდა.
მარიამმა კატლეტები გადმოაწყო თეფშზე და გვერდით პიურე შემოუწყო, ჭიქაში ცივი წყალი ჩამოასხა. იცოდა, რომ მამამისი ლუდს მოსთხოვდა, მაგრამ მაინც…
მაგიდა გააწყო და დივანზე ჩამოჯდა. უსიტყვოდ მისჩერებოდა ტელევიზორს, სადაც კიდევ ერთი უღიმღამო, უაზრო ამბებით გატენილი პროგრამა გადიოდა. თვალები ოდნავ გადაატრიალა და გვერდით გაიხედა, სადაც ფანჯარასთან დადგმულ სავარძელზე გადაკიდებული თეონა გამწარებული არაკუნებდა თითებს თავის ლეპტოპზე.
-მე ოთახში გავალ. – ამოღერღა ბოლოს და ფეხზე წამოდგა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, მისი ნათქვამი არავის არ გაუგონია. მამამისი გაშტერებული მისჩერებოდა ტელევიზორს და კატლეტს ღეჭავდა, თავი არც კი შემოუტრიალებია. თეონაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.
თავისი ოთახის კარი რომ გამოხურა და ლოგინზე დაეშვა, მაშინღა იგრძნო თავისუფლად თავი. თეთრ ჭერს ახედა და თავი გვერდზე გადააგდო, თავისი ოთახი მოათვალიერა. ახლა წამოდგებოდა, ლეპტოპს მიუჯდებოდა და რამე საინტერესო სერიებს მოძებნიდა…
მაგრამ ყველანაირი გეგმა თავიდან გაუფრინდა, როცა მისი ოთახის კარი წუილით გაიღო და თეონა შემოვარდა. კარი მის ზურგს უკან დაიკეტა.
-მოვიფიქრე. – განაცხადა მან და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. – შენ უნდა დამეხმარო.
მარიამმა წარბი ასწია. ეს ამბავი უკვე არ მოსწონდა.
-შენ დაგჭირდა ჩემი დახმარება? – იკითხა მან მშრალად. – ხომ არ მძინავს?
-არა, არ გძინავს, სულელო. – ხელი აუქნია თეონამ. მისი ღია წაბლისფერი, ლამაზად დაკულულებული თმა ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე აბრწყინდა. – მინდა რომ ჩემს ფეისბუქს მიხედო.
-ჰა? – ჩაეკითხა მარიამი. ჯერ ეგონა, მომეყურაო, რადგან ეს უკანასკნელი რამ იყო, რასაც თეონასაგან ელოდებოდა. – რას მივხედო?
-ჩემს მაგივრად დაპოსტავ, გამოგიგზავნი სურათებს, და დადებ… სტატუსებს დაწერ, მეგობრობის თხოვნებს მიიღებ, მადლობებს გადაიხდი. მე მომბეზრდა, აღარ მინდა ამ ყველაფერს მივხედო…
-არა. – მოუჭრა მარიამმა და გადაბრუნდა, დას ზურგი შეაქცია. – არ მინდა.
-რატომ? – ატყდა თეონა. – მიდი რა!
-რატომ გავაკეთო? – წაიბუზღუნა მარიამმა ხმადაბლა, არ სურდა, რომ მამამისს რამე გაეგონა, თორემ ისევ მოუწევდა ლექციისა და ღრიალის ატანა. – ხომ იცი რომ არ მიყვარს სოციალური ქსელები… ფეისბუქი უკვე მქონდა, გავაუქმე და ხელახლა იქ დაბრუნებას აღარ ვაპირებ. და კიდევ, დავიჯერო ახლა რომ შენი მეგობრები რაღაც-რაღაცებს არ გწერენ, რაც მე არ ვიცი? როგორ ვუპასუხო?
-ჩემი ნამდვილი მეგობრები ტელეფონზე მწერენ, ფეისბუქი სულ სხვა საქმეა. – განაცხადა თეონამ. – თუ ამას გააკეთებ, დაგპირდები, რომ შემდეგ წელიწადს თემებზე აღარ შეგაწუხებ…
მარიამი სწრაფად წამოჯდა. ამ შემოთავაზებამ მიიქცია მისი ყურადღება. მართლაც, ყელში ჰქონდა ამოსული თეონას დავალებების წერა…
-მართლა? – იჭვნეულად იკითხა მან. თეონას თავის დაქნევაზე და მუდარით აღსავსე გამომეტყველებაზე კი თავი გააქნია. – სიტყვიერი დაპირება არ მინდა. წერილობითი დამიწერე და მომიტანე. ამასობაში მოვიფიქრებ…
თეონა წამსვე გავარდა ოთახიდან, რომ დაპირება დაეწერა, მაგრამ მარიამს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მართალია, რომ ვერ იტანდა სოციალურ ქსელებს, მაგრამ დის თემების წერა და პროექტების მზადება უფრო ეჯავრებოდა.
თეონას შემოტანილი საბუთი გადაიკითხა და ხელი მოაწერა. გახარებულმა გოგონამ წამსვე გაუხსნა თავისი ფეისბუქი და რამდენიმე მითითება მისცა. მიეღო ყველას მეგობრობის შემოთავაზება, გაეცა პასუხი შეტყობინებებისათვის და საერთოდ, გვერდის გაფართოებისათვის ეზრუნა. „ვიცი, რომ ამას მოახერხებ!“ უთხრა გაბადრულმა თეონამ, სანამ ოთახიდან გავიდოდა.
მარიამმა ამოიოხრა, და თეონას პროფილს ჩამოჰყვა. მის დას თხუთმეტი მეგობრობის შემოთავაზება ჰქონდა მიღებული. მარიამმა ჩამოშალა და ყველას დაუწყო დასტურის მიცემა.
-დათო შეყილაძე, ელენე დოდაშვილი, “გაუქმებულია გაუქმებულია”…? გიორგი გავაშელი, „I am Batman“, სერგო პაპიძე, „Winter“, „დამპალი პომიდორი“, ნიკა თევზაძე, ცოტნე ნემსიწვერაძე…. – ჩაიკითხა მარიამმა სახელები და ამოიოხრა. შეეძლო ნიძლავი დაედო, რომ თეონა მისი „მეგობრებიდან“ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს საერთოდ არ იცნობდა. თეონას სურათებსაც გადახედა, სადაც მისი და მუდამ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. არც ერთ სურათს არ ჰქონდა ათასზე ნაკლები „მოწონება“, რითაც მისი და ამაყობდა, ალბათ…
და თეონას უამრავი სტატუსი… მარიამმა თავი უკან გადააგდო და ამოიგმინა. სტატუსებს თვითონაც იყენებდა და დებდა, როცა ფეისბუქი ჰქონდა, მაგრამ ყოველ წუთში?
“Ra virbinettt ))) ”Tbilisi Sea”-ში Guka Guka-სთან ერთად. “
“Eating xinkali and getting fat ;))))) :@ “თაღლაურა“-ში Lika Datiashvili, Tsira Tskhadaia, giorgi paranidze და 17 სხვასთან ერთად.“
„rogoor menattrebi, deeeee ((((((((((( ❤  “Wish you were here””
“axali chantta da samajuriiii viyide ))) ise sad maqvs me ubedurs fuuliiii (((((( :@@@@ Linda Vashadze-სთან ერთად.“
მარიამმა თვალები მოჭუტა. უნდოდა შუბლში ხელი ეტკიცა, მაგრამ თავი შეიკავა. ეს მისი საქმე არ იყო. თეონა არაფერს აშავებდა, მაგრამ… რა საჭირო იყო ყოველი დეტალის ასპარეზზე გამოტანა?
რამდენიმე მომაბეზრებელ მესიჯს უპასუხა, მაგრამ გრძნობდა, რომ კიდევ ბევრის მოშორება მოუწევდა თავიდან. რამდენიმე თაგი ნახა, თეონას სურათები სხვადასხვა გვერდზე, „უულამაზესი ქართველი გოგოები“, „საქართველოშიც არიან ლამაზები,“ „ყველაფრით გამორჩეულები“… მარიამს ოდნავ გაეღიმა, როცა კომპლიმენტებით სავსე კომენტარები ჩაიკითხა და დის მომღიმარ სახეს გადახედა ფოტოზე, მაგრამ ბოლომდე გულწრფელი რომ ყოფილიყო საკუთარ თავთან, ოდნავ გული დასწყდა. თეონა მართლაც ძალიან ლამაზი იყო, და თუ აუტანელ წუწუნს თვალს აარიდებდა, მშვენიერი ხასიათი ჰქონდა. ჯიუტი იყო, მიზანდასახული, ჭკვიანიც… ხასიათით მარიამს ძალიან ჰგავდა.
მარიამმა იცოდა, რომ გარეგნობით თეონას არ წააგავდა. ალბათ იერი მიუგავდათ ერთმანეთს ოდნავ, მაგრამ გვერდიგვერდ რომ დაეყენებინათ, გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის ვერავითარ მსგავსებას ვერ დაინახავდნენ. თეონა მუდამ მოწესრიგებული იყო, თავიდან ფეხებამდე, მშვენიერი გარეგნობით დაიკვეხნიდა. მარიამს უფრო მუქი თმა და თვალები ჰქონდა, სხვანაირი სახის მოყვანილობაც, ერჩივნა თავისი ორი წლის წინ ნაყიდი გაქექილი ჯინსი და არაკომფორტულად გრძნობდა თავს კაბაში.
„თეონა რომ ჩემი ნამდვილი და არ აღმოჩნდეს, არც კი გამიკვირდება,“ გაიფიქრა მარიამმა სიცილით, მერე კი ნიკაპი ხელისგულზე დააბჯინა.
თეონას მესიჯებს ჩამოჰყვა, მათგან უმრავლესობა პასუხგაუცემელი იყო, გამოგზავნილი კომპლიმენტებით აევსოთ ისინი. მაგრამ მარიამის ყურადღება ერთ-ერთმა მესიჯის ყუთმა მიიქცია.
‘gamarjoba J’
‘gamarjoba, rogora xar?’
‘gamarjoba, me kargad var =D’
მარიამს ოდნავ ჩაეღიმა, მესიჯის ყუთზე გამომგზავნელის სახელს ახედა. წარბები ასწია, როცა ერთადერთი სიტყვა დაინახა: “Winter”.
ბოლო მესიჯი სულ რაღაც ერთი დღის წინ იყო გამომგზავნილი, პირველი კი ხუთი დღის წინ. „ნეტავ რატომ არ უპასუხა ამას თეონამ?“ გაიფიქრა მარიამმა, მაგრამ მხრები აიჩეჩა და ხელები კლავიატურასთან მიიტანა.
„გამარჯობა J“ მისწერა მან და მწვანე რგოლს გადახედა, „Winter”-ის სახელის გვერდით რომ კიაფობდა იქვე, მეგობრების ჩამონათვალში. „ონლაინშია“. გაიფიქრა მან და პასუხს დაელოდა.
რომელმაც არ დააყოვნა.
‘gagimarjos J’ მოვიდა პასუხი.
მარიამს ჩაეღიმა, სკამი ახლოს მიიწია და უფრო კომფორტულად მოეწყო.
რაღაც ეუბნებოდა, რომ ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა.
-*-*-*-*-*-2
მარიამმა თავი ხელისგულზე დააყრდნო.
‘სასიამოვნოა, მე თეონა ვარ’ მისწერა მან. ხელი კინაღამ წაუცდა და მარიამი დაწერა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.
‘vici. Aq rom ara, nebismier sxva gverdze vxedav shens saxels =D’
მარიამს თეონას ფოტოები გაახსენდა, უამრავ გვერდზე რომ იყო გაბნეული და თავი დააქნია. ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ ხელები ისევ მიიტანა კლავიატურასთან.
‘და Winter რატომ?’
‘imitom rom zamtars vgavar. Civi da sheubralebeli ;)’
მარიამს სანახევროდ ჩაეღიმა, მერე კი ოდნავ შეიჭმუხნა ცოტათი უცნაურ პასუხზე.
‘აჰა, გასაგებია… ესე იგი ცივი და შეუბრალებელი ხომ? რაზე მიანიშნებ ამით? რომ არ ღირს შენთან მიწერ-მოწერა?’
‘sheidzleba. Magram shen mainc momwer, xom? ;)’
მარიამს ოდნავმა გაღიზიანებამ დაუარა. საერთოდ რა ეგონა ამ ლაწირაკს? წამსვე მოშლიდა მეგობრებიდან, თუ მოუნდებოდა. თეონასგან განსხვავებით, არ ავალდებულებდა საკუთარ თავს რომ ნებისმიერი იდიოტისათვის გაეცა პასუხი, ამიტომ სულაც არ შეყოყმანდებოდა…
‘საიდან მოიტანე ეგ სისულელე?’ მისწერა მან. ‘ვითომ რატომ მოგწერ?’
‘imitom rom saintereso var da axla daintrigebuli xar dzalian. Metis gageba mogindeba :)”
მარიამმა მუშტები შეკრა, ხელები ოდნავ აუკანკალდა. ნუთუ თეონას ყოველდღე ხვდებოდნენ ასეთი დეგენერატი ლაწირაკები? საერთოდ როგორ იშორებდა მათ თავიდან? ფეისბუქიდან მოშლა ერთი საქმე იყო, მაგრამ მისი სახე რომ ქუჩაში ეცნოთ, მერე? იქნებ ვიღაც სტალკერი მანიაკი გადაჰყროდა მის დას, მერე რას იზამდა?
‘ძალიანაც ცდები. მირჩევნია რომ ასოცირება არ გავაკეთო თორმეტი წლის ქარაფშუტა ლაწირაკებთან.’ მისწერა ანერვიულებულმა და ერთიანად აკანკალებულმა. ‘მე სულელი ხომ არ გგონივარ?’
‘ragac doneze ki.’ მიიღო პასუხი და გაოცებისა და აღშფოთებისაგან წარბები შუბლზე აუვიდა. ‘ar var tormeti wlis lawiraki. 22 wlisa var.’
‘მოძებნე ახლა დიდი განხვავება. გინდა თორმეტის იყო და გინდ ოცდაორი წლის, მაინც ლაწირაკი ხარ.’
‘ar vicodi, aseti braziani tu izavi, teo. Suratebshi ufro nazi chanxar’
მარიამმა თავი გადააქნია და ვინტერის პროფილზე შევიდა, სადაც მას სურათებში მხოლოდ ზამთრის სურათები ედო.
‘შენ კი სურათებში თოვლით დაფარულ სოფელს ჰგავხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში თოვლით დაფარული სოფელი ხარ, არა?’ მისწერა მან ნიშნისმოგებით და სავარძელში გადაწვა, თითები კი ერთმანეთს გადააჭდო პასუხის მოლოდინში.
‘kargi, mivige shenishvna. Bodishi batono, mets agar vizam.’
‘tovlian sofels ar vgavar, bevrad uketesad gamoviyurebi ;)’
„ღმერთო ჩემო, სად ატევს ამხელა ეგოს?“ გაწყრა მარიამი და იგრძნო, თუ როგორ დაიწყო პულსაცია ძარღვმა საფეთქელში. უკვე თავი ასტკივდა ამ ადამიანის გამო.
‘ახლა გავდივარ, არ მცალია. აღარ მომწერო.’ დაბეჭდა მან და გაგზავნის ღილაკს თითი დაჰკრა. ის იყო, წინ ხვნეშით წაიწია, რომ გამოსულიყო, რომ კიდევ ერთი მესიჯი მოვიდა ვინტერისაგან.
‘me shen gicnob, teo. Dzalian lamazi xar, magram uxeshi yofilxar’
‘რას ვიზამთ. სურათებსა და სულელურ სტატუსებს არ უნდა დაუჯერო.’ მისწერა მარიამმა და ამოიხვნეშა. ცოტას კიდევ მოიცდიდა. ვერ იტანდა იმას, რომ ეს ლაწირაკი მართალი იყო, მაგრამ მან მართლა დააინტერესა. სურდა მასზე უფრო მეტი გაეგო, მეტი გამოეწურა, გამოელანძღა კიდეც, თუ საშუალება მიეცემოდა.
‘mashin ratom wer mag sulelur statusebs?’ კითხვა დაუბრუნა ვინტერმა.
‘იმიტომ რომ საჭიროა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მაგ სტატუსების ან სურათების განსახიერება ვარ.’ დაბეჭდა გოგონამ. ცოტა შეიცადა, თავის ტკივილმა უკვე გაუარა. უნდა ეღიარებინა კიდეც, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ასე არ უნდა გაბრაზებულიყო რაღაც უაზრო საუბრის გულისათვის. ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა, რომ მკერდის კუნთები არ მოკრუნჩხვოდა. რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა და პირით გამოუშვა ჰაერი.
რაღაცნაირად შესცივდა.
‘aba rogori xar?’
‘რა ვიცი… ალბათ ნორმალური.’ მისწერა მარიამმა. სხვა სიტყვას ვერ იპოვიდა საკუთარი თავის აღსაწერად. სახლში გამოკეტილი და იძულებული, რომ დიასახლისის როლი ეთამაშა, ანტისოციალური პიროვნება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება წიგნების კითხვის და კომპიუტერში ძრომიალის გარდა არაფერს აკეთებდა და ვერც გააკეთებდა ალბათ.
‘შენ თვითონ როგორი ხარ? ამბობ, კარგად გამოვიყურებიო… მაშ რატომ არ გიდევს შენი სურათები პროფილზე?’
‘xom ar ggonia rom iqneb magistvis piraduli mizezi maqvs?’
‘საკუთარი გარეგნობა არ გაკმაყოფილებს?’ მისწერა მარიამმა და როგორც კი გააგზავნა, მაშინვე ინანა. რატომ დაუსვა ეს კითხვა… იქნებ სურდა, რომ დადებითი პასუხი მიეღო? მიეღო და მარტო აღარ ეგრძნო თავი ამდენ ხალხში, რომელთაგან ყველა სოციალურ ქსელს იყენებდა?
‘ara, sxva ramea. Chemi garegnoba dzalian makmayofilebs, if you know what I mean ;)’
გოგონამ სწრაფად გადაავლო თვალები სიტყვებს და ძალაუნებურად გაეცინა.
‘გასაგებია. …დღეს კარგი ამინდია.’ მისწერა მან და ღიმილით დაელოდა პასუხს.
‘amindi? Ara, shen laparakshi dzaan =D’
მარიამს სიცილი აუტყდა და თავი გადააქნია.
‘რას ვიზამთ… მართლა ვერ ვარ ლაპარაკში’
‘aba rashi xar kargi?‘
მარიამმა წარბები შეჭმუხნა, და სავარძელში გადაწვა.
‘ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, კარგად ვსწავლობ… გიტარაზე დაკვრა და ცურვა ვიცი. ეგ არის :)’
‘ra ginda mere, bevr rameshi yofilxar kargi :)’
მარიამს ოდნავ გაეღიმა, მერე კი ოდნავ აცრემლებულმა თავი ხელებში ჩარგო. კარგა ხანი იყო, რაც მისი ოჯახის გარდა არავის არ დალაპარაკებოდა და მითუმეტეს, უცნობიდან მიღებულმა ერთგვარმა კომპლიმენტმა მასზე ძალიან იმოქმედა. მისი რეაქცია ცოტა ზედმეტი იყო, ამას ხვდებოდა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა.
-*-*-*-*-*-
მარიამი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამას ოდესმე იტყოდა ან გაიფიქრებდა კიდეც, მაგრამ მისი მეგობარი, რომელიც ალბათ ყველაზე ახლო მეგობარი იყო, რომელიც ოდესმე ჰყოლოდა, მხოლოდ და მხოლოდ უამრავი პიქსელის სახით არსებობდა მისი კომპიუტერის ეკრანზე. ბოლო თვე და ერთი კვირა თეონას ფეისბუქს უვლიდა, და ამავდროულად ვინტერს სწერდა. ვინტერი, მისდა გასაკვირად, საკმაოდ სასიამოვნო, ცოტათი ქარაფშუტა ბიჭი აღმოჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ გულღია, მხიარული და საინტერესო იყო. უყვარდა მწვანე ფერი, სპორტი, მსახიობობა, მასავით კომპიუტერში ძრომიალი და უსაქმურობა. იცოდა ენები, სწავლობდა უნივერსიტეტში, ბიზნეს მენეჯმენტზე. იყო ჯიუტი, შეუგნებელი, მაგრამ ამავდროულად ზრდილობიანი. მარიამი შუაღამემდე იჯდა ხოლმე ლეპტოპზე და ვინტერს სწერდა. იცოდა, რომ მისთვის კარგი არ იყო ამ თითქოს არარსებულ ადამიანზე ასე მიჯაჭვულად ყოფნა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა, როცა ვინტერისაგან შემოსულ მესიჯს დაინახავდა. როცა რამე საინტერესოს გააკეთებდა, პირველად თავში ვინტერი დაუტრიალდებოდა.
მაგრამ ამავდროულად, ძალიან ფრთხილობდა. ვინტერთან საუბარს ყოველთვის შლიდა ხოლმე, იმიტომ რომ ეშინოდა, თეონას არ ენახა. ცუდს არაფერს სწერდა, მაგრამ რატომღაც სიამოვნებდა, როცა ვინტერი მისი მეგობარი იყო სინამდვილეში და არა თეონასი. თითქოს მას ისეთი რაღაც ჰქონდა, რაც მის დას არ გააჩნდა.
ღამის ორი საათი იყო. მარიამმა დაღლილი თვალები ისევ ეკრანისაკენ მიატრიალა, და ზარმაცად გაეღიმა, როცა კიდევ ერთი გამოგზავნილი მესიჯი დაინახა.
‘kargi, gavige, rom anime magari ramea… verasodes warmovidgendi, rom anime da egetebi mogwonda’
‘ჰოდა წარმოიდგინე… მე ვერ წარმომედგინა, რომ შენ ცურვა არ გეცოდინებოდა, მაგალითად =D’
‘eeeeeee, movrchet magaze laparaks… xom gitxari, bavshvobis dros migebuli travma! Aba tikinasavit rom gadagisvrian wyalshi, dafrtxebi, aba ra?’
‘ჰო, მაგრამ ხომ შეგეძლო გეცადა. თუ ერთხელ გამოვიდა, მერე თავისით წავა და აღარ შეგეშინდება :)’
‘nu migzavni samotivacio da eget sityvebs, she yovlismcodne’
‘trabaxob axla shen, wegandelivit ar gamogivides =D’
‘რა წეღანდელივით?’
‘ra da erti ambavi rom atexe, iaponuri vicio’
‘არ ვიცი იაპონური, სულ ცოტა ვიცი, იმასაც ვსწავლობ. რატომ ატრიალებ ჩემს სიტყვებს?’
‘sityvebis triali shen ufro gexerxeba, gacherdi axla =D’
‘ho, proeqtma rogor chaiara?’
მარიამს ჩაეღიმა. თავის პროექტზე ერთი კვირის წინ მოუყვა ვინტერს, და მის გულში სინაზემ დაისადგურა იმის გაფიქრებაზე, რომ მას გაახსენდა და შეეკითხა.
‘არა უშავს. წინ ვერ წავედი მთლად, მაგრამ საერთო მელოდია მგონი მზადაა’
‘momasmenineb? Mainteresebs :)’
‘კარგი,მოგასმენინებ. მოკლედ ასეა: ნანა ნანანანანა, ნა ნა ნაააააა ნანანა’ მისწერა მარიამმა და საკუთარ გამჭრიახობაზე ჩაეღიმა.
‘BATMAN!!!’ მოვიდა პასუხი და მარიამს ჯერ თვალები გაუფართოვდა გაოცებისაგან, მერე კი თავი უკან გადააგდო და ხმამაღალი სიცილი ამოუშვა, მერე კი სასწრაფოდ პირზე აიფარა ხელი. სულაც არ სურდა, რომ ახლა მამამისი გამოვარდნილიყო და ერთი ამბავი აეტეხა, მერე დილით თეონაც წუწუნს დაიწყებდა, ძილს არ მაცლიანო…
თითქოს გაიგონაო, გვერდითი ოთახი ბრახუნი და ჭრიალი გაისმა, თეონა ფეხზე დგებოდა, რაც კარგად ისმოდა მათ ოთახებს შორის აღმართულ ფარატინა კედლებში. მარიამს სუნთქვა ერთბაშად შეეკრა, წამსვე ხმადაბალი ტკაცუნით დახურა ლეპტოპი და ფეხზე წამოვარდა. მის ოთახში, რადგან ერთადერთი სინათლე ლეპტოპიდან მომავალი შუქი იყო, ახლა სიბნელე გამეფებულიყო. წაიბორძიკა, ფეხები დაბრუშებოდა და ერთიანად უშიშინებდა. გული ყელში მოებჯინა, როცა საკეტის გადატრიალების ხმა მოესმა მეზობელი ოთახიდან, წამსვე წინ გადახტა და ლოგინზე გადაგორდა, საბანი გადაიფარა და კედლისაკენ იქცია პირი.
მაშინვე მისი ოთახის კარის ჭრიალი და ნაბიჯების ხმა მოესმა.
-მარი, გღვიძავს? – მოესმა თეონას ჩურჩული. – რაღაც გავიგონე… მარი?
მარიამი არ განძრეულა, სუნთქვისაც კი ეშინოდა. ნერწყვი გადაყლაპა და შეეცადა, რომ ხმა ნამძინარევი გაეხადა.
-ჰმ? – წაიბუზღუნა მან.
-მარი, გესმის? რაღაც ხმა გავიგონე… შენ არ მოგესმა რამე? – ისევ დაიჩურჩულა თეონამ, ხმაში შიში ეხატა.
-რაა? არა, არაფერი გამიგონია, ალბათ… ალბათ რამე მოგეჩვენა… – უპასუხა მარიამმა, გული ისევ კისერში ჰქონდა მოწოლილი. – წადი, დაიძინე…
-არა, რაღაც იყო… სიცილის ხმა იყო.. შენ იცინოდი? – თქვა თეონამ. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა.
-ჰა? არა მეთქი, წადი, თეონა… – შეუბრუნა მარიამმა. სხეული მოუდუნდა, დაჭიმული კისერი უკეთესად დადო ბალიშზე. საშინლად ეძინებოდა, ახლა თეონას თავი აღარ ჰქონდა.
-კარგი რა, მარი. რაზე გაგეცინა, ჰა? კომპიუტერზე იჯექი, ხომ? – ჩაეკითხა თეონა, და უცებ გოგონამ იგრძნო, როგორ დაუგროვდა შუბლში გაღიზიანება. როგორ უნდოდა, რომ წამომხტარიყო და თეონა საკუთარი ხელით გაეთრია აქედან… მაგრამ იცოდა, რომ ამას ვერ მოახერხებდა, ამიტომ კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-არა! გადი აქედან, დამაძინე, თორემ მამას დავუძახებ! – მკვახედ მიუგო მან და ხელებით ბალიში მობღუჯა, მთელი ტანით დაიძაბა.
-ჰო კარგი, კარგი! – ჩაიბუზღუნა მისმა დამ, ორიოდე წამში კი კარი მიიხურა.
მარიამმა შვების სუნთქვა ამოუშვა და თავი უკეთესად ჩარგო ბალიშში. ადგომის თავი აღარც ჰქონდა, ისე ეხუჭებოდა თვალები.
მალე ძილის ბურანში გადაეშვა.
-*-*-*-*-*-
მეორე დილით მარიამი შუადღისას ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე. ყველაფერი ტეხდა, და ტანსაცმელი შემოკუჭვოდა სხეულზე. როგორი მადლობელი იყო, რომ ჯერ მხოლოდ ივნისი იყო და არ სჭირდებოდა ადრე ადგომა ან სადმე გასვლა. მაშინვე კომპიუტერს მიუჯდა, როცა გაახსენდა, თუ როგორ მიატოვა ვინტერთან მიმოწერა წინა ღამეს. არადა სურდა, ამ მელოდიის სახელი ეთქვა…
პაროლი ჩაწერა, და შეეცადა, რომ თეონას ფეისბუქზე შესულიყო, მაგრამ გვერდმა მისი თხოვნა უკუაგდო. რამდენჯერმე ფრთხილად, ასო-ასო ჩაწერა პაროლი, მაგრამ გვერდზე არ უშვებდა. ნუთუ თეონამ პაროლი შეცვალა?
მარიამმა წარბები შეიჭმუხნა და წამოდგა,წამსვე გავიდა სასტუმრო ოთახში, სადაც თეონა წამოგორებულიყო დივანზე და ტელეფონზე თამაშობდა. მარიამი ნელა მიუახლოვდა.
-თეონა… შენს გვერდზე ვერ შევდივარ. პაროლი ხომ არ შეცვალე? – ჰკითხა მან, როცა დას თავზე დაადგა. თეონამ გადმოხედა, სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ეწერა.
-ჰო, შევცვალე. შენი დახმარება აღარ მჭირდება. – ცივად მოუჭრა მან. მარიამმა ოდნავ უკან დაიწია, და იგრძნო, როგორ მოაწვა გული ყელში.
-რატომ? – ძლივს ამოღერღა მან. – რას ნიშნავს აღარ გჭირდება?
-აღარ მჭირდება და გათავდა. ეს თემა დახურულია. – განაცხადა თეონამ,ფეხზე წამოდგა და დივნის ზურგზე გადაკიდებული ტყავის ქურთუკი აიტაცა. – და ჰო, შენს თმას მიხედე, თორემ ჩიტის ბუდეს ჰგავს. შენი სახე ხომ საერთოდ… თუმცა მაგას რა ეშველება არ ვიცი. – გესლიანად ესროლა მან, ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შემოსასვლელში.
მარიამი ადგილზე შეხტა, როცა კარის გაჯახუნება მოესმა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. გული ისევ კისერში მოსწოლოდა და ისე სწრაფად უცემდა, ეშინოდა, არ ამოვარდნოდა.
„რატომ? რა დავაშავე?“ გაიფიქრა მან და იგრძნო, როგორ აეწვა თვალები. თეონას მისთვის მის გარეგნობაზე ასეთი ტონით არაფერი უთქვამს, ამიტომ ვერ წარმოედგინა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. „თავის გვერდზე აღარ მიშვებს… იქნებ ვინტერთან მიმოწერა დაინახა და იმიტომ?“ გაუელვა თავში და მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.
ვინტერი. ვინტერს ვეღარ დაუკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, მოძებნიდა, თუ თავის გვერდს გააკეთებდა, მაგრამ… სად იყო იმის გარანტია, რომ ვინტერი ისევ დაიმეგობრებდა? ის ხომ თეონას სახელით იცნობდა… და თან მარიამი ეტყოდა თუ არა, რომ მისი დის ნაცვლად წერდა, ვინტერი წამსვე მატყუარად შერაცხავდა… და არა უსაფუძვლოდ. მარიამმა საკუთარი თავი დაწყევლა, როცა მიხვდა, თუ რა შეცდომა დაუშვა. უნდა მოეყოლა ვინტერისათვის ყველაფერი, სანამ ჯერ კიდევ შანსი ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი დაკარგული იყო.
თვალები მაგრად მოისრისა, ახლა ტირილს არ აპირებდა. იცოდა, რომ ეს შეიძლება უკეთესიც კი იყო მისთვის, მაგრამ გული მაინც სტკიოდა იმის გაფიქრებაზე, რომ ვინტერს ვეღარ დაუკავშირდებოდა, ვეღარ მოუყვებოდა ვერაფერს და აღარ შეეძლებოდა მასთან ლაპარაკი…
თვალები კიდევ ერთხელ მოიწმინდა, მაისური გაისწორა და ლასლასით გავიდა მამის კაბინეტში. ანგარიშებს მაინც გამოითვლიდა, სხვა თუ არაფერი.
საათნახევარი იჯდა და გამოთვლებს აკეთებდა, ბოლო ორი წუთი კი დაჟინებით დაჰყურებდა არარეალურ მოგებას. არ სჯეროდა, რომ მამამისი ამდენ აქციებს ჰყიდდა, თან ახლა…
არა. აქ ან რაღაც შეცდომა იყო, ან კიდევ თაღლითობა, რისი ასოცირებაც მარიამს მამამისთან საერთოდ არ სურდა. იქნებ აქციათა გაყიდვის საბუთები ეპოვა სადმე…
წამსვე გამოაღო უჯრები და დოკუმენტებში დაიწყო ქექვა. უამრავი ბლანკი, ცარიელი ფურცლები, წლების წინ დადებული პარტნიორობა და უაზრო საბუთი ეგდო უჯრებში. როცა თითქმის გადაეწურა იმედი, მესამე უჯრაში გამჭირვალე საქაღალდე იპოვა.
ეს საქაღალდე ადრე არ ენახა. აშკარა იყო,რომ მამამისმა ეს ახლახან მოიტანა, იმიტომ რომ უჯრები თვითონ გამოწმინდა ორი თვის წინ, იქ კი ეს არ ენახა.
საბუთებზე, რომელიც იმ საქაღალდეში ეწყო, ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
მარიამი პირველივე თვალის გადავლებაზე მიხვდა, რომ ეს საბუტები სიყალბის განსახიერება იყო. ყველაფერი სწორად იყო შევსებული, ნაჩვენები იყო ყიდვის ადგილი, მყიდველი და გამყიდველი, უამრავი პირობა და დამატებითი ინფორმაცია… მაგრამ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ერთი წლის წინ მამამისს განზრახულიც კი არ ჰქონდა მიწებისყიდვა, იმიტომ რომ იმ დროს კომპანიას ჩავარდნა ჰქონდა. ფულის გასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. იმ დროს მამამისი აქციებს ვერ იყიდდა.
ესე იგი მამამისმა დოკუმენტები უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ გააყალბა, რომ მერე ისინი სხვასთან გაესაღებინა.
რაც მოახერხა, როგორც ჩანდა. სხვას ყალბი საბუთები მიჰყიდა.
მარიამს არ სჯეროდა, მაგრამ იცოდა, რომ აქ შეცდომის შანსი არ იყო. ქაღალდებს წამსვე მოავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სასტუმრო ოთახში, სადაც მაგიდასთან დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო.
-*-*-*-*-*-
სასტუმრო ოთახში საათის წიკწიკისა და ქაღალდების შრიალის ხმა ისმოდა, რომელიც კარის ჭრიალმა დაარღვია. მარიამმა წარბები შეკრა და ფეხზე წამოდგა, შემოსასვლელისაკენ მიტრიალდა, ხელში საბუთებით.
გურამი შემოვიდა. იგი დაღლილი მოჩანდა, და გოგონას გულში სიბრალულმა გაჰკრა, მაგრამ თავს შეუძახა და შეეცადა გამაგრებულიყო.
-ეს რა არის? – ჰკითხა მან და საბუთები მამისაკენ გაიშვირა, რომელმაც კისერი წაიგრძელა და ოდნავ გაღიზიანებულმა გადმოხედა. – ესენი ყალბია. რატომ, მამა?
გურამი ისე შეტოკდა, თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო, და შვილს მზერა გაუსწორა. მარიამმა მშვიდად შეხედა, იმის მიუხედავად რომ შიგნით ყველაფერი უდუღდა.
-აქ მომეცი. – ხმადაბლა, მუქარით აღსავსე ხმით ხელი გამოუწოდა მან. – ესენი შენ არ გეხება…
-არც კი უარყოფ, არა? -მარიამმა იგრძნო, თუ როგორ აუკანკალდა ხმა, და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. – სად დაკარგე ნამუსი? ნამუსი ჯანდაბას, სიფრთხილე? ეს რომ აღმოგიჩინონ, მერე რას აპირებ?
-მარიამ, მოკეტე, თორემ ინანებ. – გააფრთხილა გურამმა და მისკენ წამოიწია.
-მაშინ ვინანებ, თუ ამის შესახებ არაფერს გეტყვი, მამა… – უპასუხა გოგონამ და მუდარით სავსე თვალებით ახედა გურამს. – ნუთუ არ გრცხვენია? საბუთებს აყალბებ…. ელემენტარული, ქუჩის თაღლითის დონეზე დახვედი, ვერ ხვდები? – შეუყვირა სასოწარკვეთილებითა და აღშფოთებით აღსავსე გოგონამ.
ტკაცანის ხმამ გამოაფხიზლა, და წამსვე მარცხენა ლოყაში წვამ და ტკივილმა დაუარა, საბუთები კი ხელიდან გამოჰგლიჯეს.
-გათავდა. შენი საქმე ეს არ არის, ამაში ვერ ჩაგრევ, გასაგებია? – დაისისინა გურამმა და მკლავში სტაცა ხელი, მერე კი ოთახისაკენ გაათრია. – არც კი გესმის, რაში ეჩრები… ჩათვალე, რომ არაფერი გინახავს, გაიგე?
მარიამი არც კი შეწინააღმდეგებია, როცა ოთახში შეაგდეს და წაიბორძიკა, მაგრამ მამას ტკივილითა და ბრაზით აღსავსე სახით შეხედა. გურამმა ტუჩები მოკუმა და მზერა აარიდა.
-ხვალ გაგაგზავნით შენ და შენს დას ბანაკში. აქაურობას მოშორდებით, გასაგებია? მთელი ზაფხული იქ იქნები, და შენთვის უმჯობესი იქნება თუ სიტყვას არ დაძრავ, ამ საბუთებზე, გასაგებია?
მარიამს არაფერი უთქვამს, ჯიუტად მისჩერებოდა გაღიზიანებულ მამას.
-ამას შენთვის ვაკეთებ, მარი. – თქვა გურამმა, და კარი მოაჯახუნა, ოთახში კი განერვიულებული, ბრაზისა და უძლურობისაგან გაწითლებული მარიამი დატოვა.
-*-*-*-*-*-
თეონამ როგორც კი ახალი ამბავი შეიტყო, სახლში ღამის თერთმეტ საათზე მოსვლისას, მაშინვე ერთი ამბავი ატეხა. გურამი კაბინეტში იყო ჩაკეტილი და მისი უფროსი ქალიშვილის მოთხოვნებს, რომ ყველაფერი აეხსნა, არ პასუხობდა, მარიამიც ჯიუტად დუმდა, სანამ ჩემოდანს ალაგებდა.
რამდენიმე ფლანელის ღილებიანი მაისური ჩააგდო პატარა ჩემოდანში, რამდენიმე შარვალი, თითქმის ჩაუცმელი სარაფანი, საცურაო კოსტიუმი და სხვა აუცილებელი ნივთები ჩააწყო. კომპიუტერს წაიღებდა, მაგრამ ბანაკ „საზაფხულო მზე“-ში, სადაც მამამისი აგზავნიდათ, გამოყვანილი არ იყო ინტერნეტი. სულ ტყუილუბრალოდ წამოიღებდა თავის ლეპტოპს.
ჩემოდანი დაკეტა და ჩანთაში ჩადებული გიტარა ზურგზე მოიგდო.
ხუთ წუთში უკვე კორპუსის წინ იდგა, მამამისის მანქანას ელოდებოდა. თეონა მის გვერდით იდგა, სამი ჩემოდნით და წარბშეკრული მისჩერებოდა გზას, საიდანაც გურამი უნდა შემოსულიყო.
თხუთმეტწუთიანი ლოდინის შემდეგ მანქანა შემორიხინდა ეზოში. გურამმა მათი ჩემოდნები და ჩანთა გიტარით საბარგულში ჩადო, დები კი უკანა სავარძელში ჩასხდნენ.
მგზავრობა გრძელი, ჩუმი და დამღლელი იყო. ცხელოდა, იმის მიუხედავად, რომ ოთხივე ფანჯარა ღია იყო და ქარი მანქანაში გრიალებდა. მარიამი მთელი ხუთი საათი იჯდა და თავის კანტურით უსმენდა მელოდიებს თავის ტელეფონზე, ჩალაგების პროცესით დაღლილ თეონას კი თავი უკან გადაედო და ეძინა. გურამი ხმას არ იღებდა, მაგრამ მარიამი გრძნობდა, თუ როგორ გადმოხედავდა იგი სარკეში და თავს გვერდით ატრიალებდა, ტუჩებს კუმავდა.
უკვე შებინდებული იყო, რომ ფიჭვნარში შევიდნენ და მამამისმა მთავარი გზიდან გადაუხვია. მარიამმა ზღვა დაინახა, მლაშე სურნელი შეისუნთქა და თავისდაუნებურად სიმშვიდე დაეუფლა. დანარჩენ ზაფხულს ნორმალურად გაატარებდა მაინც…
ფიჭვნარის გასწვრივ მიდიოდნენ, როცა გურამმა მანქანა გააჩერა. მარიამმა კისერი წაიგრძელა, და მანქანის ახლოს დარჭობილი ნიშანი დაინახა, რომელზეც მომღიმარი, შეთითხნილი მზე ეხატა და „საზაფხულო მზე“ ეწერა ბეჭდური ასოებით. ნიშნის იქით მაღალი, თეთრად შეღებილი ღობე მოჩანდა, მის შიგნით კი ხის სახლების კრამიტით დაფარული სახურავები ამოწვერილიყო.
-აქაა? – იკითხა მარიამმა, იმის მიუხედავად, რომ პასუხი იცოდა, მერე კი გვერდზე გადაიხარა, რომ და შეენჯღრია. თეონამ ტუჩები მოკუმა და თვალები აახამხამა.
-მოვედით, გადადი. – უთხრა მარიამმა, და მანქანის კარი გააღო, გარეთ გადახტა. გურამი უკვე გარეთ იყო და საბარგულს აღებდა. გოგონამ მას თავისი ჩემოდანი და გიტარა ჩამოართვა.
-უფროსი შეგეგებებათ და გაგანაწილებთ კაბინებში, გასაგებია? – გააფრთხილა გურამმა ორივე, თან თეონას თავისი ჩემოდნები მიაწოდა და საბარგული დახურა. – ჭკვიანად იყავით, მე უფროსი ყველაფერს შემატყობინებს… მარიამ, განსაკუთრებით შენ, გასაგებია? – თითი მიუშვირა მან და გოგონამ ყბები შეკრა, თავი ოდნავ დაუქნია. გვერდიდან გრძნობდა თეონას გამჭოლ, გაოცებით აღსავსე მზერას, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჭიშკრისაკენ, რომელიც ჩამავალი მზის სინათლეზე ალაპლაპებულიყო.
ღობემდე მისასვლელი ბილიკი გათელილი იყო, ბალახი გაკრეჭილი და მოხასხასე, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა ჰაერს. ღობეც მოწესრიგებული ჩანდა, ჭიშკარი ახლადშეღებილი. როგორც ჩანდა, ანჯამებიც დაზეთილი ჰქონდა, რადგან როცა თეონამ კარი გამოსწია, ოდნავი ჭრიალიც კი არ გამოსცა.
მარიამმა ბუნდოვნად გაიგონა უკან მანქანის რახარუხი ქვიშიან გზაზე, ყურადღება კი წამსვე ღობის ინტერიერისაკენ მიატრიალა.
შიგნითაც ყველაფერი მოწესრიგებული ჩანდა. ხის, წითელი კრამიტით გადახურული სახლები კოხტად იყო ჩარიგებული ორივე მხარეს, ბალახიც ლამაზად იყო მოკრეჭილი. ქვაფენილი გასდევდა მთელ სიგრძეზე ინტერიერს, სახლებს იქით იკლაკნებოდა და ბევრ ნაწილად იყოფოდა. წინა მხარეს პატარა ხის კაბინებთან შედარებით დიდი ხის სახლი იდგა, რომლის კარიც მოულოდნელად გაიღო.
-მოხვედით, როგორც იქნა! – წამოიძახა შევერცხლილმა, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედ მომზირალმა, შავულვაშიანმა მამაკაცმა და მაშინვე მათკენ გამოეშურა, ჯერ თეონას ჩამოართვა ხელი, მერე მარიამს მიადგა და მისი ხელი კინაღამ თავის უშველებელ თათში მოჭყლინტა. – მე სერაპიონი ვარ, თქვენ ალბათ თეონა და მარიამი…
-სერაპიონი? – ვერ მოითმინა და წამოიძახა თეონამ, მარიამი დაიჭყანა და დას მუჯლუგუნი გაჰკრა. თვითონაც ძლივს შეიკავა ამ სახელის გაგონებისას სიცილი, მაგრამ არ სურდა რომ… სერაპიონს ეფიქრა მათზე, როგორც უზრდელ და უპატივცემულო…
გოგონას ფიქრები ხმამაღალმა ხარხარმა გააწყვეტინა.
-ვიხუმრე, ბავშვებო, სერაპიონი ჩემს მტერს დაარქვეს ამ დროში… – კაცმა ყურიდან ყურამდე გახეული ღიმილით შეხედა მათ. – მე ლევანი მქვია. ახლავე კაბინებში გაგამწესებთ… ხომ არ გიშლლით ხელს ის, რომ კაბინა სხვას უნდა გაუზიაროთ?
-დავეტევით ორნი კი? – იჭვნეულად იკითხა მარიამმა და ხის სახლებს გადახედა. რატომღაც არ სჯეროდა, რომ ორი ადამიანი აქ სრულფასოვან ცხოვრებას მოახერხებდა…
-როგორ არ დაეტევით. – ხელი ააქნია ლევანმა. – უფრო დიდია ეს სახლები, ვიდრე ჩანს. აბა ვნახოთ… – მან მკერდის ჯიბიდან გადაკეცილი ფურცელი ამოაძრო და გაშალა.
-თეონა ხატიაშვილი… შენ იქნები მეშვიდე კაბინაში. – ხელი გაიშვირა მან. – და მარიამ, შენ მეცხრამეტეში. აიღეთ გასაღებები… – მან ჯიბიდან ორი გასაღები ამოიღო, მათზე ჩამოკიდებული ნომრები შეამოწმა და დებს გადასცა. – ბავშვები ახლა ზღვაზე არიან წასულები, ნაპირის ასასუფთავებლად. მოეწყვეთ და საღამოსთვის თქვენი თანამაცხოვრებლები მოვლენ. ისინი უკეთესად აგიხსნიან ყველაფერს. – ლევანმა ხელები მოიფშვნიტა, ადგილზე ცმუკავდა. – აბა თქვენ იცით! – და წამსვე დიდი ხის სახლისაკენ შებრუნდა, შიგნით შევარდა დაკარი მოაჯახუნა.
მარიამმა გაოცებული მზერა გააყოლა, მერე კი თეონას გადახედა, რომელსაც ასევე განცვიფრებული გამომეტყველება გამოხატვოდა სახეზე, მერე კი თავი გააქნია და ჩემოდანი წინ გააგორა. კაბინები დანომრილი იყო, ამიტომ თავის კაბინას მალევე მიაგნო. პატარა კიბეზე ააბიჯა და გასაღები საკეტს მოარგო.
კარი ჭრიალით გაიღო, და მარიამმა შიგნით შეიჭყიტა, ჯერ მზეს შეჩვეულმა კარგად ვერაფერი დაინახა, მაგრამ კაბინის მარჯვენა კედელზე, ფანჯარაზე ფარდა გადაწეული იყო და მზის შუქი შემოდიოდა. მარიამმა ჩემოდანი ზღურბლზე გადააგორა და მიმოიხედა.
კაბინა საკმაოდ დიდი ჩანდა შიგნიდან, და აშკარა იყო, რომ აქ უკვე ვიღაც ცხოვრობდა. მარჯვენა კედელთან დადგმულ ლოგინზე დახვავებული იყო გახსნილი, დიდი შავი ჩემოდანი, უამრავი ტანსაცმელი და მარიამის შესაძრწუნებლად, წინდები და ჯერ კიდევ სველი, მამაკაცის საცურაო შორტები. მარცხენა კედელთან მიდგმული ლოგინი გაუსწორებელი იყო, სანახევროდ ძირს გადმოეგდოთ შავი, თხელი გადასაფარებელი, მუქი მწვანე ზეწარი მთლად აბურდულიყო. იქვე იდგა პატარა მაგიდა, რომელიც დაფარული იყო ლუდის ცარიელი ბოთლებით, „კუბეტის“ პაკეტებით და რამდენიმე თეფშით. შიგნითა მხარეს, მარჯვნივ, კედელზე თაროები გაეყოლებინათ, ქვემოთ სამზარეულოს ნიჟარა და დენის გაზქურა იყო დამონტაჟებული. მარიამმა ჩემოდანი ქვემოთ დადო, გიტარა კი კარის გვერდით მიაყუდა, ზიზღით აღვსებულმა მოავლო კაბინას თვალი. კაბინის ბოლოში კარი იყო, რომელიც მარიამმა სასწრაფოდ გამოაღო, და წარბები ასწია სააბაზანოს დანახვისას. უბრალო საშხაპე, ნიჟარა, სარკე და ტუალეტი წარმოადგენდა კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოს მოწყობილობას. აქ შედარებით სისუფთავე იყო, შხაპის თაროზე მიეწყოთ შამპუნი, ტანის და საპარსი გელი.
-ესე იგი ჩემი თანამცხოვრები ბიჭია… თან ღორივით ბიჭი. პირდაპირ გადასარევია… – წაიბუზღუნა გოგონამ, და უკან გამობრუნდა. მარჯვენა მხარეს დადებული ლოგინი მისი უნდა ყოფილიყო, რომელსაც თანამცხოვრები ბიჭი აშკარად თავის კარადად იყენებდა. მარიამს ბევრი არ უფიქრია, წამსვე ხელი მოავლო მთელ ტანსაცმელს და ჩემოდანში ჩატენა, ჩემოდანი კი მარცხენა ლოგინის გვერდით მიდგა.
ტანზე გამოიცვალა, შემოჭერილი ჯინსის შარვლის ნაცვლად ნაჭრის შორტები და შედარებით თავისუფალი, ღია ნარინჯისფერი მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა, ფეხზე კი ფლოსტები მოირგო. გზაში რამდენიმე ბუტერბროტი ჰქონდა წამოღებული, რაც ამოიღო და შეჭამა. დაღლილი იყო და საშინლად ეძინებოდა, ამიტომ ფეხები ლოგინზე აიკრიფა. ბუტერბროტს უგემურად ღეჭავდა და წამდაუწუმ საათზე იყურებოდა.
გარეთ ბინდი სიბნელედ რომ იქცა, მაშინღა იკადრა ფეხზე წამომდგარიყო და სინათლის ჩამრთველ-ამომრთველი მოეძებნა, მაგრამ კარგა ხანი ხელების ფათურის შემდეგ ვერაფერსაც ვერ მიაგნო. „ალბათ დამალულია, ან რამე.“ გაიფიქრა გაწბილებულმა. თანამცხოვრებს დაელოდებოდა, და ის აანთებდა შუქს.
მისი ტელეფონის მიხედვით, უკვე ცხრის ნახევარი იყო, თვითონ კი ისევ ლოგინზე წამოგორებულიყო, ღია ფანჯარაში იყურებოდა და შემოსულ გრილ ნიავს უშვერდა თავს.
ცხრას თხუთმეტი უკლდა, როცა გარეთ გამეფებული საღამოს იდილია ხმაურმა დაარღვია. ხორხოცი, სიცილი, და სირბილის ხმა ისმოდა. მარიამი წამოიწია, რომ ფანჯარაში გაეხედა და დაენახა, თუ რა ხდებოდა. ახალგაზრდების მთელი ბრბო მოიწევდა წინ, და გაოცებულმა გოგონამ შეამჩნია, რომ ისინი ჯერ კიდევ შეუმშრალები იყვნენ, სველი თმა უბზინავდათ, და აშკარად ზედმეტად კარგ ხასიათზე ბრძანდებოდნენ. გოგონა შეხტა, როცა ნაბიჯების ხმა მის კაბინას მოუახლოვდა, და ოდნავ კედელს აეკრო, ფეხები მოიკეცა.
ბრაგუნით ამოირბინეს საფეხურებზე, და მარიამს გული კისერში მოებჯინა. წამსაც არ გაევლო, რომ კარი რახუნით შემოაღეს, ვიღაც ქოშინით შემოვიდა და ზურგს უკან კარი მიიხურა. მარიამმა ძლივს გაარჩია მაღალი, აშკარად მამაკაცის ფიგურა…
მერე კი სინათლე აინთო.
მარიამმა თვალები დახუჭა მოულოდნელობისაგან და ხელები სახესთან მიიტანა, მაგრამ სწრაფადვე გაახილა.
კარებში უძრავად მდგარ ადამიანს მიაშტერდა.
მაღალი, მზემოკიდებული, ოცი-ოცდაორი წლის ბიჭი წარბაწეული მიშტერებოდა, ტანზე მაისური და საცურაო შორტები ეცვა, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. მარიამმა სწრაფად მოათვალიერა სახეზე, თვალი მოავლო ორიოდე დღის გაუპარსავ, მახვილ ყბებსა და სწორ ცხვირს, თვალებში ჩამოყრილ, თითქოსდა შავი ფერის თმას.
მერე კი გაიცინა და თმა უკან გადაიწია.
-ესე იგი შენა ხარ… – თქვა მან მოკლედ და თავისი ლოგინისაკენ გაემართა, მაგიდიდან ბოთლი აიტაცა და ლუდი მოყლურწა, მერე კი ლოგინზე დაეხეთქა. მუქი თმა თვალებში ჩამოეყარა.
-მე მარიამი ვარ. მარიამ ხატიაშვილი. – უთხრა გოგონამ და თითები კალთაში გადახლართა. წარბები ოდნავ შეკრა, ჯერ კიდევ არ გასვლოდა ის შთაბეჭდილება, რაც ერთიანად არეული კაბინის დანახვისას მიიღო. უნდობლად შეათვალიერა თანამცხოვრები. ბიჭმა ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა, თაფლისფერი თვალებითა და ცალყბა ღიმილით გადმოხედა.
-გიორგი. – მიუგო მან.

 

 

-*-*-*-*-*-*-3
მარიამმა ფეხები უფრო ახლოს აიკეცა გულთან. მისი თანამცხოვრები ლოგინზე გადაწვა და მკლავი თავქვეშ ამოიდო. ზარმაცად გადმოხედა, მერე კი წარბები შეკრა.
-ე, სად წაიღე ჩემი ტანსაცმელი? – იკითხა მან და სწრაფად წამოჯდა, მიმოიხედა. მარიამმა დაუბღვირა.
-სად და შენს ჩემოდანშია, სადაც უნდა ყოფილიყო. – გოგონამ ხელი მიუშვირა გადაშლილ ჩემოდანს, საწოლის გვერდით რომ გადადო.
-რატომ? – იგი ფეხზე წამოდგა, წარბშეკრულმა და აშკარად გაღიზიანებულმა ჩამოიგლიჯა კისერზე შემოხვეული ყავისფერი პირსახოცი. – ვინ მოგცა უფლება, რომ ჩემს ტანსაცმელში გეფათურა?
-არ მიფათურია, უბრალოდ ჩემოდანში ჩავაწყვე! – შეეწინააღმდეგა მარიამი, ოდნავ წამოიწია და დაჟინებით მიაშტერდა თანამცხოვრების სახეს. – და ჩემს ლოგინზე იყო დახვავებული, რა გამეკეთებინა? დაგლოდებოდი, სანამ შენ მოხვიდოდი და ინებებდი ყველაფრის გადაწყობას?
-ჰო. მასე ჯობდა. – მოუჭრა ბიჭმა, ბოთლი მოიყუდა, ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, მერე კი ხმამაღალი სისინით მოისროლა პირსახოცი თავის ლოგინზე. მარიამს მთელი სხეული დაეძაბა, მაგრამ არაფერი უთქვამს. როგორც ჩანდა, მისი თანამცხოვრები უკვე გაბრაზებული იყო, და გოგონა თითქმის ნანობდა იმას, რომ ტანსაცმელი გადაალაგა…
„არა. ჩემი ბრალი არ არის, რომ ასე ულოგიკოდ და უგუნურად იქცევა. იცოდა, რომ მოვდიოდი და არც კი გაითვალისწინა, რომ მე ელემენტარულად დაჯდომა დამჭირდებოდა…“ გაიფიქრა გოგონამ და მუშტები ბრაზისაგან შეკრა. უკვე გრძნობდა, ჰაერის გამოცვლის, დაღლილობისა და ახლა ბრაზის გამო სუნთქვა უჭირდა და ამიტომ ხმამაღლა გამოისუნთქა, დამშვიდებას შეეცადა. ახლა შეტევა არ სჭირდებოდა…
-ჯერ ერთი, ელემენტარული სისუფთავის საქმეა, რომ ყველაფერი არ მიყარ-მოყარო, მერე კი არ გიფიქრია, რომ მე დაჯდომა მინდოდა? – ხმადაბლა მიუგო მან.
გიორგიმ ჯერ გადმოხედა, მერე კი ხმამაღლა, ცინიკურად გაიცინა.
-ისე ამბობ, თითქოს ფეხებზე არ მეკიდოს, შენ დაჯდები თუ არა… – ხმამაღლა განაცხადა მან და ცალყბად გაიცინა, მერე კი ყბაჩამოვარდნილ და განცვიფრებულ მარიამს მოუტრიალდა. – აქ კარგი ხანი მოგვიწევს ცხოვრება ერთად, ამიტომ მოდი წესებს გადმოგილაგებ. პირველი: არ შემეხო. მეორე: არ შეეხო ჩემს ნივთებს. მესამე: მე არ ვაპირებ აქ დალაგებას და ეგეთ სისულელეებს, ამიტომ…
-თავი ვინ გგონია? – გააწყვეტინა აღშფოთებულმა მარიამმა და ცალ წარბაწეულ ბიჭს დაჟინებული მზერით შეხედა.
-გიორგი თაბაგარი… – ირონიულად უპასუხა მან, მაგრამ გააფთრებული გოგონა გაჩერებას არ აპირებდა. – არ ვაპირებ აქ ვიჯდე და მოგემსახურო, ანდა მოგცე უფლება ტიკინასავით მისროლო აქეთ-იქით…
-მაგასაც ვნახავთ. – უპასუხა ბიჭმა, კიდევ ერთი ღიმილი სტყორცნა, რომელიც, მარიამის აზრით, სახის დამანჭვას უფრო ჰგავდა, მერე კი ისევ ლოგინზე წამოგორდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, გიორგი ლუდს სვამდა და მაგიდიდან აღებულ ტელეფონზე რაღაცას აწკაპუნებდა, მარიამი კი ჯიუტად იჯდა და ხმას არ იღებდა. უნდოდა ბანაკზე, მათ საქმიანობებზე, ხვალინდელ დღეზე ეკითხა, მაგრამ არ სურდა ამ უზრდელი, ამპარტავანი ადამიანისათვის რამე ეკითხა და მისგან რაიმე გაეგო. ეს იდიოტი ალბათ ისევ ცინიკურად გასცემდა პასუხს, ანდა საერთოდ არ გასცემდა. უკვე სძულდა დანარჩენი ორი თვე, რაც აქ უნდა გაეტარებინა, თან ამ ღორის გვერდით. აქამდე შეეძლო დაეფიცა, რომ ასეთ სიტუაციაში არ გახვეულა და არც არასდროს არ გაეხვეოდა, მაგრამ ბოლო ორ დღეში მომხდარმა ყველაფერზე შეუცვალა წარმოდგენა. ჯერ ერთი, გურამი, იმის მიუხედავად, რომ მასთან ახლოს არასოდეს არ ყოფილა და ხანდახან ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ იგი მამამისი იყო, მაგრამ მაინც პატივს სცემდა, როგორც მშობელს, თაღლითი აღმოჩნდა, თან სრულიად სამართლიანი პროტესტის გამოხატვისას სახეში გაატყა. ახლა კი აქ იყო გაჭედილი, თეონასთან ერთად, და მთელი ორი თვე ამ დეგენერატთან უნდა გაეზიარებინა პაწაწინა კაბინა…
-ისე ხმამაღლა ფიქრობ, რომ თავს მტკენ. – მოესმა ხმა და განცვიფრებულმა აიხედა. გიორგი უყურებდა, მოჭუტული თაფლისფერი თვალებით.
-რაო? – ძლივს ამოთქვა მან. – ახლა ფიქრითაც გიშლი ხელს?
-ჰო. არ იფიქრო, რა. ჩემთვისაც უკეთესია და შენთვისაც. – უპასუხა მან და ისევ ბოთლი მოიყუდა. მარიამს კისერში მოაწვა სურვილი, რომ ერთი… არა, ბევრი ცარიელი ბოთლი ამოეღო და ყველა თავზე გადაემტვრია ამ იდიოტისათვის.
-სააბაზანოში მივდივარ. – განაცხადა მან, რადგან ვერ აიტანდა ამ იდიოტთან კიდევ ერთი წამი ოთახში გაჩერებას. შხაპს მაინც მიიღებდა, დაწვებოდა და დაისვენებდა, არ დასჭირდებოდა ამის მოსმენა…
სწრაფად ამოკრიფა პიჟამა, საცვალი და პირსახოცები ჩემოდნიდან, სააბაზანოში შევარდა და კარი მოიჯახუნა.
ცხელი წყლის ქვეშ იდგა, კაფელზე თავმიყუდებული და ცდილობდა, რომ ერთიანად დაჭიმული, გადაღლილი კუნთები მოედუნებინა. დღეს ბევრი არაფერი გაუკეთებია, ხუთი საათის განმავლობაში მანქანაში რწევის გარდა, მაგრამ ორ დღეში მომხდარმა ათასნაირმა არეულმა, მოულოდნელმა და დამშოკველმა ამბავმა ფიზიკურადაც ძალიან იმოქმედა.
ათ წუთში, წყალი რატომღაც გაცივდა, ამიტომ გადმოსვლა მოუწია. უცებ ჩაიცვა, სველ თმაზე პირსახოცი შემოიხვია, ფენით გაშრობას ვერ იტანდა. შამპუნი და საპონი არ წამოუღია, ამ ღორის ნივთებს კი ხელს არ ახლებდა ცოცხალი თავით. მთავარ ოთახში ისე შემოვიდა, რომ თანამცხოვრებისაკენ ჯიუტად არ გაუხედავს, მისი სახის დანახვა არ სურდა. წამოღებული თეთრეული ამოიღო და გადააკრა, მერე კი ლოგინში შეგორდა, თავზე პირსახოცმოხვეული, თაბაგარს კი ზურგი შეაქცია.
ჩვეულებრივ, ძილის წინ რამეს წაიკითხავდა ხოლმე, უფრო მალე დაძინებაში და გონების გადაღლაში ეხმარებოდა, მაგრამ ახლა ამას არ აპირებდა. ისედაც გონებრივად გადაღლილი იყო.
-შუქი ჩააქრე რა. – უთხრა მან, როცა თვალებში მოჭყიტინე, ჭერზე მოქანავე ნათურიდან წამოსულმა ყვითელმა სინათლემ ძალიან შეაწუხა. ზედმეტად კომფორტულად იწვა იმისათვის, რომ ახლა ფეხზე წამომდგარიყო.
-მე მჭირდება სინათლე. – მოესმა ხმა უკნიდან. – სულ არ მაწყობს ახლა შუქის გაქრობა.
-უკვე გვიანია. – წაიბუზღუნა მარიამმა ბალიშში. – ჩააქრე შუქი და დაიძინე.
-არა, მე წამოდგომას არ ვაპირებ. – დაიღმუვლა უკნიდან თაბაგარმა.
მარიამმა ტუჩები მოკუმა და მუშტები მთელი ძალით შეკრა, მაგრამ იცოდა, რომ ამ ჯიუტ ღორთან ვერაფერს გააწყობდა. ჩუმი, ხმადაბალი წუწუნით გადაიძრო საბანი და წამოჯდა. ბრაზით სავსე მზერა სტყორცნა თაბაგარს, რომელიც ისევ თავქვეშ მკლავამოდებული იწვა ლოგინზე, და კარისკენ გაემართა, სადაც, მისი ვარაუდით, შუქის ჩამრთველ-ამომრთველი უნდა ყოფილიყო. მართლაც, კარის მარჯვნივ, პატარა ხის პანელი გადაეწიათ და ღილაკი მოჩანდა. მარიამმა შუქი გამორთო, სწრაფად მიირბინა ლოგინთან და ისევ გაეხვია საბანში. ღია ფანჯრიდან სიგრილე შემოდიოდა და კალიების ჭრიჭინი ისმოდა.
გოგონამ სველი, შეუშრალი თავი უკეთესად ჩარგო ბალიშში და ფეხები მოკეცა, იმისათვის რომ უფრო გამთბარიყო.
კარგა ხანი იწვა ასე, ფიქრობდა მომავალ ორ თვეზე, მამამისის თაღლითობაზე, გიორგი თაბაგარის ღორობაზე და გრძნობდა, თუ როგორ ნელ-ნელა ისადგურებდა მასში შიში. ცდილობდა, დამშვიდებულიყო, მაგრამ რაღაც ეუბნებოდა, რაღაცით გრძნობდა, რომ ეს ყველაზე საშინელი ზაფხული იქნებოდა, რაც კი ოდესმე განეცადა.
 ის იყო, რომ უკვე ბურანში იძირებოდა, რომ უკნიდან წკაპუნი და მოულოდნელად, ლაპარაკის ხმა მოესმა.
-ჰო… არა, კაბინაში ვარ. მეცხრამეტე, ნატა, მეცხრამეტე… როდის? არა, აქ არ მოხვიდე, რა… კი, მყავს თანამცხოვრები. გოგოა. მე რა ვიცი… მარიკა თუ რაღაც, რაში გაინტერესებს? – თაბაგარი ვითომ აქაც არაფერიაო, ტელეფონზე ლაპარაკობდა. მარიამი წამოვარდა და უკან გაიხედა, განცვიფრებულმა და თავგაბეზრებულმა. ამ ადამიანს გააჩნდა საერთოდ საღი აზრი?
თვალებმოჭუტულმა დახედა საკუთარ ტელეფონს და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, როცა დრო დაინახა. „თერთმეტი სრულდება!“ დაიყვირა მან გონებაში და ბრაზით გადახედა თანამცხოვრებს, რომელიც ისევ ტელეფონზე ლაყბობდა ვიღაც ნატასთან.
-ოე! – დაუძახა მან და წარბები შეკრა, როცა თაბაგარმა უგულოდ გადმოხედა. – გადაირიე? იცი, რომელი საათია? გამორთე ტელეფონი, მეძინება.
 ბიჭმა მხოლოდ თვალები გადაატრიალა და უსირცხვილოდ გააგრძელა ლაპარაკი. მარიამს თითქოს სულში მოვარვარე ლავა ჩაუსხეს. შეეძლო დაეფიცა, რომ ამაზე უარეს ადამიანს არ შეხვედრია თავის ცხოვრებაში… თეონა კიდევ შეიძლება, მაგრამ ის მისი და იყო და ამიტომ მას შეჩვეული გახლდათ…
-რაო? მართლა? – თაბაგარი უცებ ლოგინიდან წამოიწია, მარიამი ძლივს არჩევდა მის ფიგურას ფანჯრიდან შემოსულ მკრთალ, ვარსკვლავების შუქზე. – ჩამოვიდა? რომელშია? აჰა, ესე იგი მეშვიდეში…. ვიცი, ნატა, ვიცი… – ამოიხვნეშა მან.
„მეშვიდეშიო?“ გაიფიქრა მარიამმა და ეჭვით გადახედა, მერე კი გონება გაუნათდა. თეონაზე ხომ არ ლაპარაკობდა იმ ვიღაც ნატასთან? თეონა მეშვიდე კაბინაში იყო, თან დღეს ჩამოვიდნენ… ნუთუ თაბაგარი თეონას იცნობდა? მაგრამ საიდან?
„თაბაგარი… თითქოს საიდანღაც მეცნობა გვარი.“ გაუელვა უცებ თავში და ძალაუნებურად ჩაფიქრდა. საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა? თითქოს სადღაც გაეგონა თუ ენახა, მაგრამ ზუსტად არ იყო დარწმუნებული, ბუნდოვანი იყო მოგონება…
„ალბათ უბრალოდ ვიღაცის გვარი იყო და ის მახსენდება…“ დაასკვნა მან და ამ გვარის მომაბეზრებელ წარმომადგენელს აგდებულად გახედა.
-ხვალ ვნახავ და დაველაპარაკები. ვიცი, ნატა, ვიცი… ჰოოო, ჰოოო… მაგარია. ვიცნობ-თქო, ხომ გითხარი. შენც ხომ ნახე? სურათებში რა გოგოა… – თაბაგარმა შეუსტვინა და მარიამი თითქმის დარწმუნდა, რომ იგი თეონაზე ლაპარაკობდა. ამან უფრო მეტად გაახელა მისი დაღლილი და აღშფოთებული გონება.
-თაბაგარო, შენ თავი ხომ არ მიარტყი დღეს? – დაიუყვირა განერვიულებულმა. – მორჩი ლაპარაკს ამ შუაღამეზე და დამაძინე!
-ნუ წიკვინებ, გოგო! – უცებ მოუბრუნდა თაბაგარი გაღიზიანებული სახითა და მკვახე ტონით. მარიამმა მოულოდნელობისაგან ოდნავ უკან დაიწია და საბანი მობღუჯა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.
-არ ვწიკვინებ! – შეეწინააღმდეგა იგი. – მთელი დღე ვმგზავრობდი, საშინლად დავიღალე, ხვალ ღმერთმა იცის, რამდენი საქმე გვაქვს… არ შემიძლია შენი ყბედობის მოსმენა, ამიტომ არ შეგიძლია თანამცხოვრების მდგომარეობა გაითვალისწინო?
-დილით ცხრა საათისათვის ძლივს ავდექი, საუზმეზე „კუბეტი“ ვჭამე, მთელი დღე ტყეში დავეხეტებოდით, სადილზე „კუბეტი“ ვჭამე, მერე საღამოზე ზღვაზე ვეგდე და სხვის ნაგავს  ვწმენდდი ამ სიცხეში, ვახშმად „კუბეტის“ ჭამას ვაპირებ… – თაბაგარმა ხელი გაიწვდინა მაგიდისაკენ და კუბეტის“ შეკვრა აიღო ხელში. – მერე მოვდივარ სახლში და ვიღაც გოგო მხვდება, რომელიც მთელი საღამოა ცდილობს რომ წყობილებიდან გამომიყვანოს… და ახლოს ვარ, იცოდე. თუ გაწუხებ, გადაბრუნდი და დაიძინე, თორემ ბალიშს ჩაგტენი პირში. – თითი მუქარით მოუშვირა თაბაგარმა, მერე კი ისევ თავის ტელეფონს მიუბრუნდა.
-ჰო, ნატა… არა, რაღაც პატარა საქმისათვის უნდა მიმეხედა… – თაბაგარმა მწველი მზერით გადმოხედა და მარიამმა იგრძნო, თუ როგორ დაებერა ნესტოები. – ცოტნეს უთხარი, რომ კმაყოფილი იყოს. მისი შვილი სიცხეში იხრუკება და სხვის ნაგავს ზიდავს აქეთ-იქით… და თეონას რაც შეეხება, ხვალ დაველაპარაკები და გავიგებ…
მარიამს დის სახელის გაგონებაზე თითქოს თავში რაღაც გაუწყდა. ერთიანად გააფთრებულმა საკუთარ ბალიშს სტაცა ხელი და არც კი დაფიქრებულა, ისე ესროლა თაბაგარს. მერე კი, როცა ბალიში თანამცხოვრებს თავში მიეხეთქა, სწრაფად შებრუნდა და თავქვეშ მკლავი ამოიდო, საბანი კი მაგრად მოიხვია ტანზე.
-შენ რა, გადაირიე, გოგო? – გაისმა თაბაგარის ღრიალი უკნიდან, და მარიამმა ინანა თითქმის კიდეც თავისი საქციელი, რომელიც ახლა უკვე უაზრო და ნაჩქარევი ეჩვენებოდა, მაგრამ ჯიუტად არ განძრეულა, არც ხმა გაუცია. ეს ადამიანი უკვე ეჯავრებოდა. – გარეკე ხომ? რა ჯანდაბას აკეთებ? ხელი რომ მოგკიდო, გადაგტეხავ, და ნუ დამაძალებ ზუსტად მაგის გაკეთებას, გასაგებია?
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, თაბაგარის აღელვებული, ხმამაღალი სუნთქვაღა ისმოდა.
-და ჰო, ამ ბალიშის დაბრუნებაზე არც კი იფიქრო. – დაიღმუვლა უცებ თანამცხოვრებმა.
„ფუ ამის…“ ბრაზიანად შეკრა მუშტი მარიამმა და უფრო მეტად მოიკრუნჩხა. სიჩუმე მაინც გამეფდა კაბინაში, გარედან ვარსკვლავების ნაზი შუქი და კალიების ჭრიჭინი შემოდიოდა, ლოგინი რბილი იყო…
მალევე ჩაეძინა, თავქვეშ მკლავამოდებულს.
-*-*-*-*-*-
მარიამს ერთბაშად გამოეღვიძა. ასე ხშირად ემართებოდა, როცა დასაძინებელ ადგილს იცვლიდა. სასწრაფოდ წამოჯდა ლოგინზე და თავი მოისრისა, მარცხენა მკლავი ერთიანად დაბრუშებოდა. მზე უკვე ამოსულიყო, ჩიტების ჭიკჭიკი შემოდიოდა ღია ფანჯარაში, შესამჩნევად დამთბარიყო, გუშინდელ სიგრილესთან შედარებით.
გოგონა სწრაფად მოტრიალდა, როცა თანამცხოვრები გაახსენდა და შვების სუნთქვა ამოუშვა, როცა იგი ჯერ კიდევ ლოგინზე გაგორებული დაინახა. მუცელზე იწვა, და სახე კედლისაკენ ჰქონდა გატრიალებული. უკვე გამშრალი, შავი თმა მარიამის ღია კრემისფერ ბალიშზე საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა.
გოგონამ საკუთარ თმაზე ჩამოისვა ხელი და დაამთქნარა. მისი ტელეფონის მიხედვით, ცხრის სამი წუთი იყო. გოგონა სწრაფად წამოდგა ფეხზე და გაიზმორა, კაბინაში მოტრიალე სუფთა, ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი შეისუნთქა.
სააბაზანოდან რომ გამოვიდა, სწრაფად ჩაიცვა, და ლოგინი გაასწორა. ჯერ კიდევ მძინარე თანამცხოვრების თავს გადახედა და თვალები მოჭუტა, უნდოდა, რომ არ გაეღვიძებინა და ამ ღორს დაგვიანებოდა, მაგრამ იცოდა, რომ საჭირო იყო მასთან სივილური ურთიერთობის დამყარება, თუ სურდა ამ ორი თვის რამენაირად გადატანა.
რატომღაც ჯინსის შორტები და მაისური შეისწორა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა თაბაგარის საწოლს, სადაც ბიჭი გაშხლართულიყო. მხარზე მოჰკიდა ხელი და ოდნავ შეანჯღრია.
-ჰეი, თაბაგარო, ადექი… – ხმამაღლა თქვა მან და კისერი წაიგრძელა, რომ ბიჭის სახე დაენახა. მას წარბები შეეკრა, რაღაც გაუგებარი წაიბურტყუნა. – გაიღვიძე, დროა უკვე…
თაბაგარმა ხელი ოდნავ აიქნია და ზურგზე უცებ გადმობრუნდა, მარიამმა ძლივს მოასწრო ხელის გამოცლა. ბიჭმა თვალები გაახილა, ღია თაფლისფერი ირისები გოგონას მწვანე მზერას შეხვდნენ.
-გაიღვიძე, ადგომის დროა. – უთხრა მარიამმა, და მაჯაზე გაკეთებულ საათს დახედა. – ცხრას ოცდახუთი უკლია, მომზადება და ჩაცმა არ გინდა?
-კარგი, კარგი, ჰო… ნუ დამქოთქოთებ თავზე დეიდაჩემივით… – თაბაგარმა ორივე დიდი, მზემოკიდებული ხელით სახე მოისრისა, მერე კი საბანი გადაიძრო და მთქნარებით წამოჯდა ლოგინზე.
 – რატომ გამაღვიძე? – ჰკითხა მან უცებ და გოგონას ამოხედა.
მარიამმა შეწყვიტა აშკარად ძვირფასი, ვერცხლის ბეჭდის თვალიერება, რომელიც თაბაგარს მარცხენა ხელის არათითზე ეკეთა, და თანამცხოვრებს თვალებში ახედა, ოდნავ მოღრუბლულმა.
-რომ არ გამეღვიძებინე, დააგვიანებდი. არ თქვი, ცხრისთვისო? – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – საუზმის ჭამას არ აპირებ?
-საუზმის? არ გითხარი გუშინ, საუზმედ „კუბეტი“ მეთქი? – წარბი ასწია თაბაგარმა, სახე კიდევ ერთხელ მოისრისა და ფეხზე წამოდგა. – ზედ კიდევ ლუდი… პურს გუშინწინ მოვრჩი…
-მოიცა, აქ არ გაჭმევენ? – იკითხა დაბნეულმა გოგონამ. თაბაგარმა ირონიულად გაიცინა.
-არა, არა. აქ დასასვენებელი კურორტი ხომ არ გგონია? ეს ბანაკი გამოსასწორებელი ბანაკის ტიპია, რა… – ბიჭს გაეცინა გოგონას დაბნეულ და განცვიფრებულ გამომეტყველებაზე. – გვაწმენდინებენ, გვამუშავებენ, ამასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას გვასწავლიან, მაგათი ჭკუით. ანუ ჩვენ თვითონ უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი, დავალაგოთ აქაურობა… მაგრამ მე პირადად რომ მომკლა, კვერცხს ვერ შევწვავ. – თაბაგარმა უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სააბაზანოსაკენ.
-შენ იცი საჭმლის კეთება? – ჰკითხა მან, სანამ კარებს შეაღებდა. მარიამმა ხელები ოდნავ ასწია და მხრები აიჩეჩა.
-რა ვიცი, მგონი კი. მაგრამ აქ პროდუქტი არ არის, როგორ…
-ხვალ აპირებს ამათი ავტობუსი ქალაქში გასვლას, იქ ვიყიდით რამეს. ფულს მე მოგცემ. – თქვა თაბაგარმა ისე ტონით, რომ შელაპარაკებას ვეღარ მოითმენდა, მაგრამ მარიამმა მაინც გაბედა.
-ფული მეც მაქვს. – განაცხადა მან. თაბაგარმა ირონიულად გადმოხედა.
-ჰოდა აბა შენ იცი. – უთხრა მან, სააბაზანოში შევიდა და კარი გამოიკეტა.
მარიამი ლოგინზე დაჯდა ამოიხვნეშა.
შიოდა.
ვერ წარმოიდგენდა, რომ მამამისი ისეთ ბანაკში გააგზავნიდა, სადაც საჭმელს არ აძლევდნენ ბავშვებს! იმედოვნებდა, რომ თეონას თანამცხოვრებს საჭმლის კეთება შეეძლო, თორემ ალბათ მისი და შიმშილს დაიწყებდა, მერე კი დამატებითი ულუფების გაკეთება მოუწევდა მისთვის…
თაბაგარი მალევე გამოვიდა და მაშინვე საღამური ტანსაცმლის გახდა დაიწყო, და ერთიანად გაწითლებულ მარიამს კედლისაკენ შეტრიალება და გაბუტვა მოუწია. ცხრას რომ ხუთი წუთი აკლდა, ძლივს გამოაღწიეს კაბინიდან და გასასვლელისაკენ მიმავალ ბავშვთა ტალღას გაჰყვნენ. მარიამი მთელ თავის ენერგიას იყენებდა, რომ თაბაგარს არ ჩამორჩენოდა, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან მისი თანამცხოვრები არ ერიდებოდა ხალხს, უბოდიშოდ არღვევდა რიგს და სწრაფად მიიწევდა წინ, მარიამს კი „ბოდიშით, გამატარეთ“-ს თქმაც კი ერიდებოდა.
როგორც იქნა, გააღწიეს წინ, ბავშვების ჯგროში, რომლის შუაშიც ლევანი იდგა და ხალხს იძახებდა. მარიამმა კინაღამ კისერი მოიგრიხა თეონას ძებნით, მაგრამ ბრბოში ვერსად მიაგნო, ამიტომ გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო და თაბაგარს არ მოშორებოდა, სულაც არ სურდა ამ სულ უცხო ხალხთან ასოციაცია… თავის თანამცხოვრებს ასე თუ ისე იცნობდა მაინც…
-გუშინ დავფარეთ მეორე მონაკვეთი, დღეს მესამე მონაკვეთს ვიწყებთ! – გამოაცხადა ლევანმა და მის გვერდით დადებული ყუთიდან შავი, ნაგვის პარკები ამოიღო. – თუ გაირჯებით, დღეს ნახევარს მოვრჩებით. სამ საათამდე ამას გააკეთებთ, მერე ტყეში ვაპირებთ წასვლას, კონსტრუქციის გაგრძელებას… ჰმ… ამას რვა საათამდე გააკეთებთ, მერე კი როგორც წესი, კაბინებში! იცოდეთ, თუ ჩამოვლის დროს არ დამხვდებით კაბინებში, გაფრთხილებას მიიღებთ! – მარიამმა მის გვერდით გაჭიმულ თაბაგარს გადახედა, ბრბოს რომ ათვალიერებდა ზემოდან. „თეონას ეძებს…“ გაიფიქრა გოგონამ და გაღიზიანებულმა გაბუსხა ტუჩები.
ლევანმა შავი ნაგვის პარკები და წვერწამახული ჯოხები დაურიგა მათ ნაგვის ასაღებად, და ბავშვების ჯგუფი წამსვე დაიძრა გასასვლელისაკენ, რომ ტყე გადაეჭრათ და ნაპირზე გასულიყვნენ. მარიამი თაბაგარს მისდევდა უკან თავიდან, მაგრამ სურდა თეონა ეპოვნა, ამიტომ მას ჩამორჩა. ჯგუფი ბოლომდე დაათვალიერა, მაგრამ და ვერსად დაინახა. „ალბათ წინ წასულ ნაწილშია…“ გაიფიქრა სიცხისაგან უკვე მოთენთილმა და გაოფლილმა, და ნაბიჯს აუჩქარა. ბავშვები უკვე ნაპირზე იყვნენ და დამსვენებლებს შორის გაშლილ ნაგავს იღებდნენ.
გოგონა თაბაგარს მიუახლოვდა, რომელსაც კოკა-კოლას ალუმინის ქილა წამოეცვა ჯოხზე და ისე მიაბიჯებდა, უკან რაკუნით მიათრევდა აშკარად ალუმინის ქილებიან პარკს. ბიჭს რაღაცნაირი ღიმილი ეხატა სახეზე, და დაჟინებით მიშტერებოდა რაღაცას…
მარიამმა მის მზერას თვალი გააყოლა, წამსვე წარბები აწკიპა და თვალები გაუფართოვდა.
თეონა, უმოკლეს ჯინსის შორტებსა და მოჭერილ მაისურში გამოწყობილი თეონა პარკით ხელში არხეინად მიაბიჯებდა, ოთხ გოგონას შუაში იდგა და გულიანად იცინოდა რაღაცაზე.
მარიამმა ცალყბად მომცინარ თაბაგარს ელვის სისწრაფით მოუქნია ხელი და მკლავზე გაარტყა.
-ჰეი, რა ჯანდაბას აკეთებ? – მოუბრუნდა იგი. – გითხარი, ნუ გცდილობ, რომ…
-მასე ნუ უყურებ! – შეუყვირა მარიამმა და ჯიუტად გაუსწორა თვალი.
თაბაგარმა წარბები ასწია და თეონას გადახედა.
-ვის, იმას? – მერე კი ცალყბად გაუღიმა მარიამს და თვალებში ჩახედა. – შენ რა, ეჭვიანობ?
-არა, შე ცალტვინა დეგენერატო. მეტი საქმე არ მაქვს, აი… – შეუბრუნა გოგონამ. – თეონა ჩემი დაა, გასაგებია?
თაბაგარმა მოულოდნელობისაგან პირი დააღო.
-როგორ… ის… – მან თეონასკენ გაიშვირა ქილიანი ჯოხი. – და შენ დები ხართ?
-დიახაც. – გოგონამ მკლავები გადააჯვარედინა.
თაბაგარმა მოულოდნელად გაიცინა.
-კარგია. – განაცხადა მან. – რამეში გამომადგები.
მარიამმა გაოცებისა და აღშფოთებისაგან პირის დაღება ვერ მოასწრო, რომ თანამცხოვრებმა ხელი სტაცა მკლავში და წინ წაათრია.
„ახლა რაში გავყავი თავი?“ გაიფიქრა გამწარებულმა.

 

-*-*-*-*-*-4
 მარიამის პროტესტებსა და მკლავის გათავისუფლების მცდელობას თაბაგარზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, ისევ ჯიუტად მიათრევდა გოგონას წინ. მარიამმა ხელზე დახედა და რატომღაც სუნთქვა ყელში მოებჯინა, შავი ნაგვის პარკი ხელიდან გააგდო და უფრო მეტი ძალით დაიწყო ფართხალი, ამჯერად თავისუფალი ხელით ცდილობდა მარცხენა მკლავში ჩაჭერილი მარწუხის მოცილებას.
-გეყოფა ფართხალი! – დაუსისინა თაბაგარმა, ისევ იმ მწველი, გაღიზიანებით სავსე ღია თაფლისფერი თვალებით გამოხედა და მარიამი ერთიანად დაიძაბა, გული ყელში მოებჯინა, სუნთქვა შეეკრა აღელვებისა და ოდნავი, გულში გაკრული შიშისაგან. – გაჩუმდი და შენი და გამაცანი…
-თუ გავჩუმდები, როგორ გაგაცნო? – შეეპასუხა მარიამი. თაბაგარს ოდნავ გაუფართოვდა თვალები, მერე კი ბრაზის ღრუბელმა გადაჰკრა სახეზე. გოგონას მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი და ახლოს მოქაჩა.
-ნუ მიშლი ნერვებს და ნუ ხარ ასეთი ყოვლისმცოდნე. – გააფრთხილა მან მოღრუბლული სახით. – არავის მოსწონს ეგეთები. – მერე კი მარიამს ამრეზით ახედ-დახედა. – პირი მაინც მოხურე, თუ სხვა ვერაფრით მოაწონებ ადამიანს თავს. – მერე კი გატრიალდა, და მარიამის ქაჩვა ჯიუტად გააგრძელა.
გოგონა მოულოდნელობისა და მკვახე, მტკივნეული სიტყვებისაგან გაშეშებულიყო, წინააღმდეგობის გაწევაც კი შეწყვიტა. გული ერთიანად ჩასწყდა და გულმკერდი ასტკივდა. იგრძნო, თუ როგორ მოაწვა თვალებში ცრემლები და მზერა ოდნავ დაებინდა. იცოდა, რომ მისი დის ფონზე არ იყო ყველაზე ლამაზი გოგონა, მაგრამ ასეთი სიტყვები თითქოს ამას უფრო აშკარას ხდიდა, მასა და თეონას გარეგნობას შორის უფსკრულს აღრმავებდა და მარიამს გულს სტკენდა.
ტუჩები ერთმანეთს დააჭირა, სანამ კბილები მტკივნეულად არ ჩაესო კანში. მაგრამ ტირილი არ სურდა, არ სურდა, რომ აცრემლებული თვალები თეონას ანდა კიდევ უარესი, თაბაგარს დაენახა და მიმხვდარიყო მის სუსტ წერტილს, იმას რომ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შეეძლო მარიამის თვითშეფასებისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის ფეხქვეშ გათელა…
ამიტომ გოგონამ ცრემლები გადაყლაპა და ყბები შეკრა. თაბაგარი თეონას მიუახლოვდა და მარიამს მკლავში ხელი შეუშვა, ამჯერად იდაყვში წაავლო. „არ სურს რომ თეონას დაანახოს, თუ როგორ მომათრევდა…“ გაიფიქრა გოგონამ და მკერდში ბრაზი აუბუყბუყდა.
თაბაგარმა თეონას მხარზე წაავლო ხელი და გოგონა სწრაფად მოტრიალდა, თაბაგარს ოდნავ გაკვირვებულმა და დაბნეულმა ახედა, მერე კი მარიამს გადმოსწვდა მისი მზერა. გოგონამ შეამჩნია, რომ მის დას თვალებში რაღაც უცნაურმა გამომეტყველებამ გაჰკრა და სახეზე თითქოს ჩრდილმა გადაუარა…
თითქოს რაღაც არ მოეწონა.
მაგრამ ჩრდილმა ისევე სწრაფად გადაიარა, როგორც მოვიდა.
-მარიამ… – დაიწყო თეონამ და თაბაგარი აათვალიერა, მის სახეზე შეაჩერა თვალები და თვალისმომჭრელად გაუღიმა. მზის შუქმა თვალები გაუბრწყინა.
-თეონა, როგორაა საქმე? ხომ კარგად მოეწყვე? – ჰკითხა მარიამმა. ნაწილობრივ გულწრფელად სურდა, რომ თეონას მდგომარეობის შესახებ გაეგო, ნაწილობრივ კი სურდა დაეყოვნებინა მისი და თაბაგარის გაცნობა.
-კარგად, კარგად… მარიამ, არ გამაცნობ შენს კომპანიონს? – ჰკითხა თეონამ თითქოსდა ნაძალადევი ღიმილით და გოგონამ ამოიხვნეშა, როცა მიხვდა, რომ დაყოვნება არ გამოვიდოდა. ტუჩები ჯიუტად მოკუმა, მაგრამ მაინც შეეცადა გაეღიმა.
-ეს… გიორგი თაბაგარია, ჩემი თანამცხოვრები. – ხელი აიშვირა მან ბიჭისაკენ და როცა მისი ხელის მოდუნება იგრძნო იდაყვზე, მკლავი სწრაფად, ოდნავი ზიზღით დაბურული გამომეტყველებით გამოჰგლიჯა თაბაგარის მარწუხს. – ეს კი თეონაა, ჩემი და.
-მდა… სასიამოვნოა. – განაცხადა მისმა დამ და თაბაგარს ხელი გაუწოდა. ბიჭმა ხელი მაგრად ჩამოართვა და უცებ თავისკენ მოქაჩა გოგონა. თეონამ გადაიკისკისა და წამწამებშუა ახედა თაბაგარს, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა.
-ჩემთვის უფრო. – მიუგო მან და ტუჩის კუთხე ასწია. თეონას ხელი შეუშვა, მაგრამ მისი მკლავი სწრაფად მოეხვია გოგონას ბეჭებზე.
-მარიკამ იმდენი კარგი რამე მომიყვა შენზე, რომ დავინტრიგდი. – ხმამაღლა განაცხადა მან და მარიამს ალმაცერად, ცალყბა ღიმილით გადმოხედა, მერე კი თეონასთან ერთად ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა.
მარიამი არ განძრეულა, შიგნით ყველაფერი თანამცხოვრებისადმი გაჩენილი ბრაზითა და ზიზღით უთრთოდა. მაგრად მოუჭირა თითები თავის წამახულ ჯოხს და ოდნავ მოუქნია უკვე ათიოდე მეტრით დაშორებულ ორ ფიგურას. თეონას კისკისი ესმოდა და ხედავდა, თუ როგორ ჩურჩულებდა და ხითხითებდა მათ გვერდით მიმავალი ოთხი გოგონა. თაბაგარი რაღაცას ამბობდა და იცინოდა, მოელვარე, სწორ კბილებს აჩენდა და თეონაც ღიმილით პასუხობდა.
მარიამმა თავი გადააქნია, ძირს დაგდებული პარკი აიღო და იქვე, ქვებს შორის გახლართულ ბანანის კანს ჯოხი დაარჭო.
კანი ნაჩქარევად მოისროლა შავ პარკში და ნაპირზე დაგდებულ სხვა ნაგავს დაუწყო ძებნა. გული ისევ მძიმედ ჩამჯდარიყო მის მკერდში.
სამ საათამდე ნაგავს კრეფდა და ცდილობდა, რომ ნაპირზე დარჭობილი ქოლგების ჩრდილში ეარა, თორემ მზის დარტყმას თავიდან ვერ აიცილებდა. „ნეტავ კეპი დამეხურა…“ გაიფიქრა საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა და ერთიანად გახურებულ თმაზე ხელი გადაისვა. „გამომიღიავდება ახლა…“ გაუელვა თავში.
უკვე სამი საათი სრულდებოდა, როცა მის წინ მიმავალმა ბავშვთა ტალღამ მიმართულება შეიცვალა და ნაპირის ნაცვლად ტყისაკენ გაუხვია. მარიამმა პარკი ზურგზე მოიკიდა და ჯოხზე დაყრდნობით გაჰყვა გუნდს. სიცხისაგან თავი სტკიოდა და გრძნობდა, თუ როგორ დასველებოდა ზურგი ოფლით, რომელზეც მაისური ეკვროდა. ერთგვარი შურით გადახედა რამდენიმე მის ახლოს მიმავალ ბიჭს, რომელთაც მაისურები გაეძროთ და არხეინად მოდიოდნენ. თვითონ კი იხრუკებოდა.
ფიჭვნარში რომ შევიდნენ, წამსვე იგრძნო შედარებითი სიგრილე და შვებამ დაუარა. ტალღა სწრაფად მიიწევდა წინ და ხუთიოდე წუთში მიადგნენ თავისუფალ ადგილზე აწყობილ ხის კარკასს.
მარიამმა კარკასი აათვალიერა. აშკარა იყო, რომ რაღაც ქოხის მსგავსს აწყობდნენ. ზოგიერთმა ბიჭმა მაშინვე სტაცა ხელი იქვე მილაგებულ ფიცრებს და აკვრა დაიწყო, სანამ დანარჩენები ჩრდილში, ხეების ქვეშ წამოგორდნენ, აშკარად გასავათებულები და გულამოვრდნილები სიცხისა და კარგა ხანი სიარულისაგან.
გოგონა თვითონაც დაეშვა განმარტოებული ხის ძირში და გაოფლილი შუბლი მოიწმინდა, ნაგვით სავსე პარკს კი თავი მოუკრა და გვერდით გადადო. წამსვე მიმოიხედა, თეონას ეძებდა თვალებით.
მაგრამ ვერსად ვერ მიაგნო. ხეების ქვეშ არ ისხდნენ, და თაბაგარი ხის კონსტრუქციასთან არ ჩანდა. გოგონამ ტუჩები მოკუმა და ფეხზე წამოდგა, შორტები გაიფერთხა. თვალები ბიჭებისაკენ გაექცა, რომლებიც ფიცრებს აკრავდნენ კონსტრუქციაზე. ერთს ხელში მთელი ბღუჯა ლურსმნები ეჭირა, მაგრამ წამდაუწუმ უცურდებოდა და უკმაყოფილო სახით იხრებოდა მათ ასაღებად, რომ ფიცრები დაეჭედებინა.
მარიამმა მიმოიხედა, მერე კი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ისა… უკაცრავად… – ძლივს წაილუღლუღა მან და ოდნავ აწითლდა, როცა ბიჭი მოტრიალდა და დაბნეული, გაკვირვებით მიაშტერდა, მერე კი ლურსმნებზე მიანიშნა. – ხომ არ დაგეხმარო?
-რა? ააა… კი, მადლობა. – უპასუხა მან, ღიმილი სტყორცნა და ლურსმნები გადააწოდა. მარიამმა სიცხისა და ხელის სითბოსაგან გაცხელებული რკინა ხელისგულში მოიქცია და თითო-თითოს აწვდიდა, სანამ ღია მწვანე მაისურში გამოწყობილი, წაბლისფერთმიანი ბიჭი სწრაფად აკრავდა ფიცრებს.
მარიამმა ბოლო ლურსმანი გადააწოდა მას და ხელები დაიფერთხა. ბიჭმა ჩაქუჩის სამი ძლიერი მოქნევით დააჭედა ფიცარი და უკან გადგა.
-ძლივს გათავდა. – ხელი კონსტრუქციისაკენ აიქნია მან და შუბლი აიწმინდა. – მადლობა დახმარებისათვის. მაგ ლურსმნებმა ნერვები მომიშალეს.
-არაფრის. – მარიამმა თავი დაუქნია და კონსტრუქციას თვალი შეავლო, მერე კი წასასვლელად გატრიალდა.
-მოიცა! – მის გვერდით მდგარი ბიჭის სიტყვამ შეაყოვნა და ისევ გამოტრიალდა. მან ჩაქუჩი მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენა გამოუწოდა. – ლექსო, მეთოთხმეტეში. შენ?
მარიამს აქამდე დამძიმებული გული ერთიანად აუმსუბუქდა და ახლადგაცნობილს გაუღიმა, ხელი სწრაფად ჩამოართვა.
-მარიამი, მეცხრამატეში. – უპასუხა მან. ლექსომ წარბები ასწია.
-როგორ, შენ თაბაგართან ხარ? – ჰკითხა მან. – ეგ მეცხრამეტეში არ არის?
-ჰო, მაგასთან ვარ. – გოგონას სახე მოეღრუბლა. – ნეტავ არ ვიყო…
-აუტანელია, არა? – გაიცინა ბიჭმა. – ბანაკის ნახევარი ვერ იტანს.
-მეორე ნახევარი? – წარბები ასწია გოგონამ.
ლექსომ ალმაცერად გადმოხედა და ცალყბად გაუღიმა.
-მიხვდი ახლა. – მიუგო მან. – მეორე ნახევარი გოგოები არიან. – თქვა მან ბოლოს და მარიამის წარბშეკრულ გამომეტყველებაზე ჩაიცინა.
-მაგაზე კარგებიც არსებობენ. – ჩაიდუდღუნა გოგონამ. – ნამდვილი ღორია.
ლექსომ თავი გვერდზე გადააგდო და ჩრდილისაგან ჩამუქებული, თაფლისფერი თვალებით გამოხედა.
-ჰოო? – თქვა მან და ისევ გაიღიმა, მარიამს ძალაუნებურად თვალები გაექცა სწორი, თეთრი კბილებისაკენ.
-ჰო. – მოკლედ უპასუხა მარიამმა და გვერდით გაიხედა. – მოდი დავჯდეთ. – სწრაფად წამოიძახა მან და არც კი დაუცდია პასუხისათვის, მაშინვე გაემართა ხისაკენ, რომლის ძირშიც მისი პარკი გორავდა. ძირს დაეხეთქა და ფეხები წინ გამოსწია, ხის სქელ ძირს მიეყუდა და ამოიხვნეშა. ლექსოც მის გვერდით დაეშვა.
მარიამმა კისერი წაიგრძელა და ისევ მიმოიხედა. წარბები შეკრა, როცა თეონა ისევ ვერსად დაინახა. სად დადიოდა ამდენ ხანს? ნუთუ ისევ თაბაგართან იყო?
-ვინმეს ეძებ? – გოგონამ თავი მოატრიალა და თაფლისფერ მზერას შეხვდა.
-ჰო… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან. – თეონას ვეძებ. თაბაგართან იყო, ახლა კი აქ არ არის…
-ვააა… შენი მეგობარი მაგარ შარში ყოფილა მაშინ. – დაასკვნა ლექსომ და ოხვრით მიეყუდა ხეს.
-თეონა ჩემი მეგობარი არაა, ჩემი დაა. – შეუსწორა გოგონამ და მის წინ გაჭიმულ, შლოპანცებიან ფეხებს გახედა.
-უჰ… გასაგებია. – მარიამმა სწრაფად გახედა ლექსოს, რომელიც უხერხულად იღიმებოდა. – შენი და…
ლექსომ უცებ სიტყვა გაწყვიტა და მარიამს მოუტრიალდა.
-შენ ხატიაშვილი ხომ არა ხარ? – ჰკითხა მან. გოგონამ ოდნავ უკან დაიწია. კითხვა ძალიან მოულოდნელი იყო, ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია.
-ჰო. რატომ, რა იყო… – დაიწყო მან.
-აუ, არა, არაფერი… – თქვა მან. – უბრალოდ შენი და ვიცი. ქალაქში მინახავს. ცეცხლს ეძახიან ხოლმე, იცოდი? – ჰკითხა ლექსომ.
მარიამმა ხელები კალთაში გადააჭდო და საკუთარ თავს დააძალა, რომ გულდაწყვეტილი არ ყოფილიყო. მოხარული იყო, რომ მისი და ასეთი პოპულარული გახლდათ ქალაქში, მაგრამ… იცოდა, რომ ყოველთვის, როცა მას მისი დის გამო იცნობდნენ, ექნებოდა ის ცივი, მტკივნეული გრძნობა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებდა, რამდენადაც არ უნდა ნდომოდა.
-არ ვიცოდი. – ჩაილაპარაკა მან. – კარგი მეტსახელია, უხდება. – ამოღერღა ბოლოს.
ლექსოს გამომეტყველება შეეცვალა, შეწუხებული გაუხდა, და მარიამს ყურადღებით დახედა. ეტყობოდა, რომ კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მისი სიტყვები წინიდან წამოსულმა, ნაცნობმა ღრიალმა გადაფარა.
-აბა! როგორა ხართ? უფ, კარგად აგიკრიათ… – დაიბუხუნა ლევანის ხმამ, რომელიც შორიახლოს იდგა, ხელში ფურცელი და კალამი ეჭირა და ინტერესით ათვალიერებდა ახლადგამომცხვარ კონსტრუქციას. – ახლა გამოგიძახებთ! შველიძე! – დაიყვირა მან.
-აქ! – წამოიძახა ხესთან წამოგორებულმა, ფერმკრთალმა და შავთმიანმა გოგონამ.
მარიამმა დააიგნორა ლევანის ღრიალი და უსიტყვოდ გადახედა ლექსოს, რომელსაც თავი ხისთვის მიეყუდებინა და ოდნავ თვალებმილულული იყურებოდა ზემოთ.
გოგონას მუცელმა დაიღმუვლა და მარიამმა ზედ იატაცა ხელი. ლექსომ წამსვე გადმოხედა, წარბაწეულმა. გოგონას ცეცხლი მოეკიდა სირცხვილისაგან.
-ბოდიში… – წაიბუზღუნა მან. – დღეს არაფერი მიჭამია და…
-არაფერი გიჭამია? – ლექსო წამოიწია, წარბშეკრულმა გადმოხედა. – რატომ? თაბაგარს არაფერი ჰქონდა კაბინაში?
-რა, „კუბეტი“, ლუდი და აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი? – სარკასტულად ჰკითხა გოგონამ. – მეტს არაფერს ხეთქავდა, რომ ჩამოვედი… ხვალ პროდუქტს ვიყიდი, იქამდე კი მომიწევს შიმშილობა.
ლექსომ თავი გადააქნია და მარიამის ბალახზე გადაგდებული მაჯა ხელში აიღო. მარიამმა გაოცებით დახედა. მისი ხორბლისფერი კანი დიდ კონტრასტს ჰქმნიდა ლექსოს მზემოკიდებულ ხელთან…
-შეხედე, ცერი და ნეკი რომ შევაერთო, შენი მაჯა მაინც ეტევა შიგნით… – ლექსომ თითები მის მაჯას შემოაჭდო და ღიმილით გადააქნია თავი. – ორი თითი რომ მოგკიდო, გადაგტეხავ.
-ეჰ, რა ვქნა… – გოგონამ თავი გააქნია, მაგრამ ხელის გათავისუფლება არ უცდია, თავისდა უნებურად ეღიმებოდა. – არ მიყვარს დიდად ჭამა. ხანდახან მავიწყდება კიდეც.
-მერე შეიძლება მასე? – გადმოხედა ბიჭმა. – დაგენაძლევები, ისეთი მსუბუქი ხარ, რომ ერთი ხელით აგწევ…
-ხატიაშვილი, თქვენ გესმით ქართული? – ჩაჰყვირა გოგონას ყურში მოღრიალე ხმამ და მარიამი შეხტა, თავი სწრაფად მოატრიალა. თავზე ლევანი დასდგომოდა და წარბები შეეკრა, მკლავებგადაჯვარედინებული დაჰყურებდა.
-უი, ბოდიშით… – გოგონამ უხერხულად გაიღიმა. – აქ ვარ! – წამოიძახა მან. ლევანმა თვალები დაავიწროვა და ლექსოს გადახედა, რომელიც ჩუმად ფხუკუნებდა.
-შენ არა, გხედავ… – ლევანმა თავის განუყრელ ფურცელს ჩახედა. – შენი თანამცხოვრები სადაა?
-ჰო, თაბაგარი არ მინახავს, სადღაც დაიკარგა დღეს დილით… – დაიწყო მარიამმა, მაგრამ არ აცადეს.
-როგორ თუ დაიკარგა? აქ რატომ არ არის? – ჩაეძია ლევანი.
-არ ვიცი, რა მოგახსენოთ! – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – მე დედამისი ან მისი ძაღლი ხომ არ ვარ, კალთაზე გამოვება და ყველგან ვსდიო…
-გაფრთხილება თქვენ ორივეს. – განაცხადა ლევანმა, მერე კი ხელი ასწია, რომ მარიამის პროტესტი და გაოცება შეეჩერებინა. – ის შენი თანამცხოვრებია, არ მაინტერესებს დედამისი ხარ თუ ძაღლი. თქვენ ორი თვე ერთად უნდა იცხოვროთ, ამიტომ შენ გეცოდინება, სად არის ის და მას ეცოდინება თუ სად ხარ შენ, გასაგებია? აბა მე როგორ გავიგო აქ რამე, თუ რომელიმე გადაკარგვას გადაწყვეტს? ასეთია წესი. ახლა აქ არ არის, შენ არ იცი, სადაა, ამიტომ გაფრთხილება! – ფინალური ტონით განაცხადა მან და შეტრიალდა. – ერგემლიძე!
მარიამმა სწრაფად გადახედა ლექსოს.
-ეს შეიძლება? – იკითხა განცვიფრებულმა და აღშფოთებულმა. – მე რა ვიცი, სად აგდია თაბაგარი…
-როგორც ჩანს, უნდა იცოდე… – მხრები აიჩეჩა ლექსომ, მერე კი მოუბრუნდა. – იცი რა, გინდა ჩვენთან ჭამო დღეს საღამოს? ჩემი თანამცხოვრები ბლინებს აცხობს, დაგვესწარი.
მარიამი გაწითლდა, თავი გადააქნია.
-არა, არა, დიდი მადლობა, მართლა, მაგრამ არ არის საჭირო. – მიუგო მან. – ასე ვერ შეგაწუხებთ…
-არა უშავს, მართლა… – მხრები აიჩეჩა მან. – მაიკო ბევრს აკეთებს ხოლმე, მერე კი რასაც თვითონ ვერ ჭამს, ანუ ულუფის სამოცდაათ პროცენტს, მე მტენის. ასე რომ გაგრძელდეს, გავსუქდები. – განაცხადა მან და არარსებულ ღიპზე შემოირტყა ხელი.
მარიამს სიცილი აუტყდა, მერე კი მადლიერებით აღვსებულმა, თავი დაუქნია. როგორც ჩანდა, ლექსო და მისი თანამცხოვრებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ… როგორ უნდოდა, რომ მასა და თაბაგარსაც შორის ასეთი მეგობრული დამოკიდებულება ყოფილიყო.
მაგრამ არა. აუცილებელი იყო, რომ მისი თანამცხოვრები აუტანელი, უწესრიგო, უტაქტო იდიოტი ყოფილიყო.
-მოვალ, დაგესწრებით და გადაგარჩენ გასუქებას. – მიუგო მან ირონიულად, და გაიღიმა, როცა ლექსომ თავი უკან გადააგდო და სიცილი ატეხა. – დიდი მადლობა.
-რისი მადლობა… – თქვა ლექსომ, მერე კი თვალები ლევანისაკენ გაექცა, რომელსაც გამოცხადება დაემთავრებინა და ახლა სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა ტყის შუაგულისაკენ. – ძლივს წავიდა… – ამოიხვნეშა მან.
-ახლა რის გაკეთებას აპირებ? – ჰკითხა გოგონამ. ლექსომ მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცი… ჯერ მხოლოდ ექვსი სრულდება. მაგრამ საქმეს მოვრჩით, ამიტომ ხალხი კაბინებში წავა. – თქვა მან და თავი აიქნია ბავშვებისაკენ, რომელიც მართლაც, ფეხზე დგებოდნენ და იშლებოდნენ. – ჩემი თანამცხოვრები უნდა მოვძებნო… – თქვა მან.
-კარგი, მიდი. – უთხრა მარიამმა და თვითონ ბავშვთა ტალღას გაჰყვა.
-რვის ნახევრისთვის გელოდებით! მეთოთხმეტე კაბინა! – გაისმა უკნიდან ლექსოს ღრიალი, მარიამი მოტრიალდა მის დასანახად, მაგრამ იგი უკვე მის უკან მომავალ ბავშვებს გადაეფარათ. გოგონამ ხელი ზემოთ ასწია და დაიქნია, რომ ლექსოს დაენახა.
-ვიქნები! – მთელი ძალით დაიყვირა მან. – დიდი მადლობა!
მერე კი ღიმილით, ერთიანად ამსუბუქებული, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა ტალღას.
-*-*-*-*-*-
კაბინამდე რომ მიაღწია, სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეებზე და კარი შეაღო. კაბინა მოათვალიერა, მაგრამ როგორც ელოდებოდა, ცარიელი დახვდა. მარცხენა ლოგინი ისევ მინგრეული იყო, მაგიდა ისევ სავსე იყო ცარიელი ბოთლებითა და კუბეტის პაკეტებით, ჩემოდანში ისევ მოუწესრიგებლად ეყარა ტანსაცმელი.
მარიამმა ჯერ კიდევ ჩაბღუჯული ნაგვის პარკი გახსნა და მაგიდაზე მიმოყრილ უსარგებლო ნივთებს შიგნით ჩაუძახა.
თანაგარის ლოგინზე შეხება არ სურდა, მაგრამ საბანი ნორმალურად გადააფარა, ნაგვის პარკი კი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დადგმულ ურნაში ჩატენა. მერე კი შხაპი მიიღო, თორემ ტანსაცმელი კანზე ეკვროდა, და თავისი ნარინჯისფერი სარაფანი ჩაიცვა, თმა კი ზემოთ აიხვია, თმის ზურგზე შეხებას ვერ აიტანდა.
რვის ოც წუთამდე ლოგინზე იჯდა ფეხმორთხმული და წიგნს კითხულობდა, მერე კი ფეხზე წამოდგა. გარეთ უკვე საკმაოდ შებინდებულიყო, როცა შუქი ჩააქრო და გარეთ გამოვიდა. სწრაფად მიაგნო მეთოთხმეტე კაბინას და კარზე დააკაკუნა.
კარი მასზე ოდნავ დაბალმა, შავთმიანმა, წაბლისფერთვალებიანმა გოგონამ გაუღო ღიმილით. მარიამმა მაშინვე იცნო. ეს ის შველიძე იყო, ლევანმა რომ პირველად გამოიძახა.
-გამარჯობა! – გულითადად მიესალმა გოგონა და გვერდზე გაიწია. – მე მაიკო ვარ… შემოდი, შემოდი! – შეაგულიანა მან და მარიამმაც მორიდებით შეაბიჯა. წამსვე თვალში მოხვდა მოწესრიგებული კაბინა, გასწორებული საწოლები, შუაში დადგმული მაგიდა და ზედ მათლაფით დადებული, ოხშივარადენილი ბლინები. ფანჯრის რაფაზე ყვავილებიანი ლარნაკი იდო. იქვე, მარჯვენა ლოგინზე ლექსო ჩამომჯდარიყო, და ფეხზე დგებოდა.
-სტუმარი გვეწვია! – წამოიძახა მან. – მაიკო, ეს მარიამია, მარიამ, ეს მაიკო. გაიცანით… – გააცნო მან ერთმანეთს გოგონები.
მარიამმა მაგრად ჩამოართვა გოგონას ხელი და გულწრფელად გაუღიმა.
-ვიცი, ლექსომ მითხრა შენზე. – გაუღიმა მარიამმა. მაიკომ  და მაშინვე იგრძნო, რომ ეს ორი ადამიანი თითქოს უკვე მისი მეგობრები გახდნენ.
საღამომ კარგად ჩაიარა. დამშეულმა მარიამმა იმდენი ჭამა, სანამ არ შერცხვა, მერე კი მთელი დანარჩენი დრო ლექსოს მეგობრულ დაცინვას იტანდა. მაიკო მართლაც ჩიტივით იკიკნებოდა, სამაგიეროდ მოლაპარაკე იყო, ბევრს ხუმრობდა და მარიამმა იმდენი იცინა, სანამ მუცელი არ ასტკივდა. მოსწონდა ეს ხუმრობით აღსავსე, მხიარული ატმოსფერო. რას არ მისცემდა, რომ აქ, ამათთან ეცხოვრა თაბაგარის საღორის ნაცვლად…
მარიამი უკვე მეორე ჭიქა ლიმონათს ათავებდა, როცა გარეთ სასტვენის ხმა გაისმა. ლექსო წამსვე ფეხზე წამოვარდა და ფანჯარას მივარდა, მაიკოსაც ღიმილი გაუქრა და ერთიანად დაიძაბა. მარიამმა ჭიქა დადო და დაბნეულმა მიმოიხედა.
-რა ხდება? – იკითხა მან.
-ჩამოვლაა, მარი…. – გადმოუჩურჩულა მაიკომ. – ლევანი ასე აკეთებს ხოლმე ჩამოვლებს. ყველა თავის კაბინაში უნდა დახვდეს, თორემ გაფრთხილებას იძლევა…
-ფუ ამის, ბოდიში, მარი… – გადმოხედა შეწუხებულმა ლექსომ. – არ ვიცოდი, რომ დღეს ჩამოივლიდა, სამი დღის წინ იყო ბოლო და არ მეგონა…
-არა უშავს, შენ რა იცოდი… – მარიამი ფეხზე წამოვარდა და მაგიდას მოშორდა. – გაპარვა მომიწევს, ხომ?
-ფანჯრიდან გადაძვერი. – ლექსო გვერდით გაიწია. – აქედან გაირბენ კაბინების უკან და სანამ ლევანი აქამდე მოაღწევს, მეორე მხარესაც გადახვალ…
-მოიცა, მარი, ბლინებს შეგიხვევ. – მაიკომ ათიოდე ბლინი თეფშზე დაახვავა და სწრაფად, ოსტატურად შემოახვია ხელსახოცი.
მარიამმა სასწრაფოდ გამოართვა, გაუღიმა და ფანჯარას მიუახლოვდა. ლექსოს გამოწვდილ ხელს ხელი ჩასჭიდა და ნელა გადაძვრა ფანჯრიდან, უვნებლად დახტა მიწაზე.
-მადლობა! – ასძახა ფანჯარაში გადმოყუდებულ მასპინძლებს ხმადაბლა, და სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან კაბინების რიგებს.
მეთვრამეტეს რომ მიადგა, სწრაფად გამოიჭყიტა და დაინახა, თუ როგორ იდგა ლევანი რომელიღაც კაბინის წინ, და ფურცელზე რაღაცას ნიშნავდა. გოგონამ დრო იხელთა და სწრაფად გადაირბინა, გულამოვარდნილი მიეკრო კედელს მეცხრამეტე კაბინის ფანჯრის ქვეშ. ახლაღა შეამჩნია, რომ იქ შუქი ენთო.
ხელი სწრაფად ასწია და ფანჯარაზე რამდენიმეჯერ მაგრად დააკაკუნა.
რამდენიმე წამის შემდეგ ფანჯარა გაიღო და თვალებგაფართოებულმა თაბაგარმა გადმოხედა.
-სად ჯანდაბაში…. – დაიწყო წარბშეკრულმა, მაგრამ მარიამმა თავი გაუქნია, და თეფში გაუწოდა.
-ეს გადადე და ამოძრომაში დამეხმარე. – უთხრა მან, თან  ლევანისაკენ გაიჭყიტა, რომელიც ნელ-ნელა მათ კაბინას უახლოვდებოდა. შიგნით წკრიალი გაისმა, ალბათ თაბაგარმა თეფში მაგიდაზე დადო. მერე კი ბიჭი ისევ გამოჩნდა ფანჯარაში და ხელი გამოუწოდა.
-დროზე, ხელი მომკიდე! – დაუსისინა მან, და მარიამს წამიც არ დაუყოვნებია, ხელი მოსჭიდა და კედელს ფეხები მიაბჯინა, რაფაზე გადაძვრა. კაბა ხელს უშლიდა და ალეწილმა ისურვა, რომ შარვალი ჩაეცვა…
-სად ჯანდაბაში იყავი? – ხელები გაშალა გაბრაზებულმა თაბაგარმა, როგორც კი გოგონა ოთახში გადმოძვრა. – სად ეგდე? ჰა? ვერ ხვდები, რომ შეიძლება გაფრთხილება მივიღოთ?
მარიამს გაღიზიანებამ დაუარა და ის-ის იყო, უნდა ეპასუხა, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
-ხატიაშვილი, თაბაგარი! – გაისმა გარედან ლევანის ხმა.
-ვართ! – ერთად გასძახა ორივემ, მერე კი ბრაზით გადახედეს ერთმანეთს.
გარეთ ნაბიჯების ხმა გაისმა, როგორც ჩანდა, ლევანი მიდიოდა. მარიამმა წამსვე დაუბღვირა თანამცხოვრებს.
-შენ არ გრცხვენია? – ჰკითხა მან. – შენ თვითონ სად ეგდე ამდენი ხანი?კონსტრუქციაზე ხომ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ არ იყავი და მე მომიწია პასუხის გაცემა… არ იყავი და ამიტომ გაფრთხილება მივიღეთ! მე აქვე მაინც ვიყავი, ჩვენს მეზობლებთან, ძალიან გემრიელი ბლინები ვჭამე, იმიტომ რომ ამდენი ხანი დამშეული ვიყავი… და იმის გამო, რომ შენ არ გქონდა აქ არაფერი, რომ მეჭამა… იცოდი, ხომ, რომ მოვდიოდი? არ გიფიქრია, რომ მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა ჭამა? ჰოდა იქ ვიყავი და რამდენჯერ ვინატრე, სანამ ლექსოს და მაიკოს ველაპარაკებოდი, რომ იქ მეცხოვრა ამ აუტანელი საღორისა და შენი ნახვის მაგივრად!
მარიამი ღრმად, გამწარებული სუნთქავდა, და საკუთარ თავს დააძალა დამშვიდებულიყო, თორემ ახლა შეტევა არ ასცდებოდა. თაბაგარი ბრაზით, რისხვითა და ოდნავი გაოცებით შეჰყურებდა, არც კი ინძრეოდა. მარიამმა მუშტები შეკრა.
-გაინტერესებს, ხომ სად ვიყავი? – ხმადაბლა ჰკითხა თაბაგარმა და მარიამს ჟრუანტელმა დაუარა მის თვალებში გამოხატული ბრაზისაგან. – სად და ქალაქში ჩავედით მე და შენი ძვირფასი და, მთელი დღე ვიგულავეთ და იცი რა? მაგრად მოვწონვარ. სულ ფეხებზე მკიდია, შენ რამეს შეჭამ თუ არა, და ტვინი რომ გქონოდა, იტყოდი კონსტრუქციაზე რომ სადმე ვიყავი გასული…
-შენი გულისათვის რომ მოვკვდე, არ ვიცრუებ. – დაიღმუვლა მარიამმა და თაბაგარს დაეტყო, რომ სისხლმა თავში აასხა. კბილები დაკრიჭა, მისმა თვალებმა თითქოს ცეცხლი დააფრქვიეს.
-გადარიე, გოგო? – იღრიალა მან. -ვერ გავიგე, რა ჯანდაბა გინდა? რა შენი საქმეა, მე სად დავდივარ?
-მაშ შენი რა საქმეა, მე სად გავალ? – შეუბრუნა გააფთრებულმა გოგონამ. განცდილმა ბედნიერებამ და მხიარულებამ გაუარა და მხოლოდ და მხოლოდ მახინჯი გრძნობა დარჩა, რომელსაც ვერ იტანდა.
-გაფრთხილება არ მინდა და იმიტომ! – წამოიძახა მან.
-მერე მეც იგივე მინდოდა! – ხელები გაშალა გამწარებულმა გოგონამ. – მართალი ხარ, არ მაინტერესებს, სად ივლი, მაგრამ რომ გეთქვა მაინც, არ მოგაფიქრდა?
სიჩუმე ჩამოვარდა, მარიამი ღრმად სუნთქავდა.
-რა თქმა უნდა არა. – თავი გადააქნია გოგონამ. – იცი რა, ჯანდაბაშიც წასულხარ. – დაუსისინა მან, შეტრიალდა და ლოგინზე დაემხო, თავზე საბანი გადაიფარა.
ნაბიჯების ხმა გაიგონა, შუქი გამორთეს, ოთახში ჩამობნელდა. მარიამმა თვალები დახუჭა.
ფიქრიც კი აღარ სურდა, მკერდში კი ისევ მძიმე გული უცემდა.
-*-*-*-*-*-5
მარიამმა ვერაფრით ვერ დაიძინა. ოთახის მეორე მხრიდან თაბაგარის ღრმა სუნთქვა ესმოდა, და უფრო მეტად უნდებოდა ძილი, მაგრამ იმდენად იყო დღეს განცდილი ათასნაირი გრძნობებით გადატვირთული, რომ ფიქრს ვერ წყვეტდა.
ბოლოს წამოჯდა, და კედლისაკენ გადაბრუნებულ თაბაგარს უკმაყოფილოდ გადახედა. გარედან სიგრილე შემოდიოდა, და ისევ ისმოდა კალიების სასიამოვნო ჭრიჭინი.
მარიამი წამოჯდა, აბურძგნული თავი მოიქექა. ფეხზე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
გარეთ სიწყნარე იყო, ნაზი ნიავი უბერავდა. მაგრამ გოგონას ყურადღება ყველაზე მეტად ჩაშავებულმა ღრუბლებმა მიიპყრო, რომლებიც ჩრდილოეთიდან მოიწევდნენ.
ხვალ მოწვიმდა.
„კარგია…“ გაიფიქრა გოგონამ, როცა ზურგზე დაწოლილი, დამხრუკავი მზე და გახურებული თავი გაახსენდა. „ცოტა გავგრილდებით, თორემ აუტანელია უკვე…“
ფანჯარას მოშორდა და ლოგინზე დაეშვა, თვალები მოპირდაპირე საწოლზე მწოლიარე  ფიგურას გადაავლო. თაბაგარს მკლავი ამოედო თავქვეშ, და ღრმად სუნთქავდა.
მარიამმა მიმოიხედა, და სარაფანი აიძრო. ისე იყო დაწოლისას გაღიზიანებული, რომ არც კი უფიქრია ტუალეტში ჩაკეტილიყო და პიჟამა ჩაეცვა, მაგრამ წოლისას სხეულზე შემოჭერილმა, გრძელმა კაბამ დისკომფორტი შეუქმნა. სარაფანი ლოგინის თავზე გადაჰკიდა, და პერანგი გადაიცვა.
ის იყო, დაწოლას აპირებდა, რომ თაბაგარის ლოგინი აჭრიალდა. გოგონამ სწრაფად გაიხედა და მთელი სხეულით გაშეშდა, გულისცემა აუჩქარდა და სუნთქვა თითქოს ყელში გაეყინა.
თაბაგარი გადმობრუნდა, და მკლავი თვალებზე გადაიგდო. ფანჯრიდან შემოსული სინათლე პირდაპირ ეცემოდა მას და მკლავებზე გამოკვეთილ ძარღვებს უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. თაბაგარმა მკლავი თვალებიდან გადაიგდო და მოულოდნელად წამოჯდა.
თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, წარბები შეეკრა, ოდნავ შეტრიალებულიყო კედლისაკენ. მარიამმა გაოცებულმა შეამჩნია, რომ მაისური ზურგზე მიჰკვროდა. არადა დიდად ვერ დაიჩივლებდა სიცხეზე. სითბო იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ გაოფლილიყო ადამიანი…
თაბაგარი უცებ მობრუნდა, და თვალი პირდაპირ მარიამს გაუყარა თვალში, მერე კი თვალები ოდნავ მოჭუტა. სახე ნამძინარევი და დაღლილი ჰქონდა. გოგონას შეეძლო დაეფიცა, რომ ასეთი გამომეტყველება მის სახეზე ადრე არ ენახა. ყოველთვის ბრაზი, ან ცალყბა, დამცინავი ღიმილი… მაგრამ ეს გამომეტყველება უფრო ადამიანური იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა.
-რატომ არ გძინავს? – ხმადაბლა, ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა მან და ყელი ხველებით ჩაიწმინდა.
-შენ რატომ არ გძინავს? – კითხვა შეუბრუნა გოგონამ, სწრაფად შეტრიალდა და შიშველი ფეხები ლოგინზე აიკრიფა, თხელი საბანი გადაიფარა. როცა თაბაგარი წარბაწეული მიაჩერდა, ამოიხვნეშა და გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო.
-არ მეძინებოდა და იმიტომ არ მძინავს. – უპასუხა მან. – შენ რა დაგემართა? წეღან კარგად ხვრინავდი…
-დამცხა და იმიტომ გამომეღვიძა. – თაბაგარმა სახე მოისრისა. – ხდება ხოლმე.
სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამმა თავი ბალიშზე გადადო, და ჭერს ააშტერდა. არ ესმოდა, თუ რატომ დასცხა მის თანამცხოვრებს. იქნებ რამე დაესიზმრა და იმიტომ გამოიღვიძა? გოგონამ წარბები შეკრა და ლოგინზე წამომჯდარ ბიჭს გადახედა, რომელსაც მუხლებზე ჩამოეყრდნო იდაყვები და პირდაპირ მას შეშტერებოდა.
-რა იყო? – ჩუმად ჰკითხა გოგონამ. არ იცოდა, ეს შუქის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ თაბაგარის სახე ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა. წამიერად საკუთარ თავზე გაბრაზდა, როცა გონებაში შეცოდებისა და ოდნავი სიბრალულის გრძნობამ გაჰკრა. ლოგინზე ოდნავ წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო. – რა გჭირს?
-მომშივდა. – თქვა თაბაგარმა და ხმამაღლა, ღრმად ამოიხვნეშა. მარიამმა სარკასტულად გაიცინა.
-აბა მთელი დღე ქალაქში დავსეირნობდიო? – მკვახედ მიუგო მან.– შენ და ჩემმა დამ რამე ვერ იყიდეთ? დარწმუნებული ვარ, რომ მოუნდებოდა ნაყინი მაინც…
-ჰოთდოგები და ნაყინი ვჭამეთ, ჰო… – თავი გადააქნია ბიჭმა. – მაგრამ მე ახლაც მშია.
მარიამმა ამოიხვნეშა, ხელი მაგიდისაკენ გაიშვირა, სადაც ჯერ კიდევ იდგა ხელსახოცგადაფარებული თეფში.
-ბლინები გამომატანა მაიკომ. მიდი, ჭამე, თუ გშია. ოღონდ ცოტა დილისთვისაც დატოვე, საუზმის ჭამა ხომ გინდა. – დაამატა მან, როცა თაბაგარმა მაგიდა ახლოს მოიწია და თეფშს ხელსახოცი გადახადა.
მარიამი წარბებაწეული მიაჩერდა, როცა  ბიჭმა ჭამა დაიწყო. იგი მგელივით იტენიდა პირში საჭმელს, აშკარად დამშეული იყო. გოგონას ოდნავ შეეცოდა კიდეც.
-ხვალ პროდუქტს ვიყიდი და საღამოსთვის მოვამზადებ რამეს. – თქვა მან და თაბაგარის მზერა დაიჭირა, რომელმაც წამიერად ამოხედა.
-კარგი ძალიან. – ამოიღმუვლა თანამცხოვრებმა. – თორემ შიმშილით მოვკვდები მე.
-რა ვიცი, ამდენი ხანი „კუბეტსა“ და ლუდზე გადიოდი, ნაშიმშილევს არ ჰგავხარ. – მოუჭრა გოგონამ.
თაბაგარმა კიდევ ერთი ბლინი შეიტენა პირში და გამწყრალმა ამოხედა.
-რა გინდა, გოგო? – ჰკითხა მან, და ცარიელი თეფში ხელის მსუბუქი კვრით გასწია წინ. მარიამმა ბრაზით დახედა თეფშს, არადა ხომ უთხრა, რომ ცოტა დაეტოვებინა, დილით რაღა ეჭამათ? – რატომ მელაპარაკები მასე? ახლა გითხარი რამე ცუდი? შენი აზრით, მე მსიამოვნებს „კუბეტზე“ და ლუდზე ყოფნა? უბრალოდ მზარეულობა არ შემიძლია და მომკალი.
მარიამი ტუჩებმოკუმული მისჩერებოდა. ვერ იტანდა, არ სურდა ამის აღიარება, მაგრამ თაბაგარი მართალი იყო. ცუდი მართლაც არაფერი უთქვამს, მაგრამ თვითონ სადღა, როდისღა გადმოენთხია თავისი სიძულვილი და ზიზღი მის მიმართ?
-ჰო, კარგი. – ხმადაბლა მიუგო მან და უსიტყვოდ მიაჩერდა, როცა თაბაგარმა სწრაფად მოიწმინდა გაზინთული ტუჩები და ხმამაღლა ამოიხვნეშა. – ხვალ რომელზე წავალთ?
-საღამოს მივდივართ ხოლმე, ასე რვა საათისათვის, როცა ლევანი თავის საქმეებს მორჩება და ჩვენც მოვათავებთ დღიურ სამუშაოს. – მიუგო თანამცხოვრებმა, ისევ წამოწვა და თავქვეშ მკლავი ამოიდო. – მოგვიწევს ნახევარი საათი გატენილ ავტობუსში ჯანყალი…
-მოიცა, აბა აქ მანქანა მყავსო? – ვერ მოითმინა მარიამმა. თაბაგარმა უინტერესოდ გამოხედა.
-შენ რა, გინდა რომ მე ჩაგიყვანო ქალაქში? ჩემი მანქანით? – წარბი ასწია მან, ირონიული, ღიმილის პირას მისული ტონით.
-ჰო… რატომაც არა… რა, არ შეიძლება? – იკითხა დაბნეულმა გოგონამ.
თაბაგარმა თავი უკან გადააგდო და ხმადაბლა ჩაიცინა.
-თუ განმარტოება გინდოდა, აქვე ვართ ორივე, მანქანა რა საჭიროა. – ნელა, გაწელვით თქვა მან და ოდნავ ლოგინზე წამოიწია. მარიამს თვალები გაუფართოვდა, იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი სახეში და შეეცადა რომ ძალიან მაინც არ გაწითლებულიყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ არ გამოსდიოდა.
-ნუ ბოდავ. – მკვახედ მიუგო მან. – მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ავტობუსის დისკომფორტისა და არც ისე სასიამოვნო ოდორის გათვალისწინებით, მანქანა შედარებით უკეთესი სატრანსპორტო საშუალება…
-აუ, გეყოფა, ჰო… – ხელი აუქნია თაბაგარმა. – მორჩი ამ გრძელ-გრძელ ლამაზ-ლამაზ სიტყვებს. ვიცი, სულელი ხომ არ გგონივარ? და კიდევ, ძალიანაც რომ გინდოდეს, ჩემს მანქანაში არ ჩაგსვამდი.
გოგონა ერთიანად აილეწა, ბრაზისაგან შიგნეული ამოუტრიალდა.
-რატომ? – მიახალა მან. – ზედმეტად ჭკვიანი ვარ მაგისათვის, ხომ?
-ჰო. ეგ ნაწილობრივ. – თითქოს აქაც არაფერიაო, ისე დაუდევრად უპასუხა თაბაგარმა. მარიამს ცეცხლი მოეკიდა.
-დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ბრიყვებს აქვთ შენს მანქანაში ჩაჯდომის პრივილეგია. – განაცხადა მან. – სწორედ ამიტომ არიან ბრიყვები. და ჰო, შენც მათ რიგებში ურევიხარ, არ დაგავიწყდეს.
თაბაგარმა თვალები მოჭუტა და გადმოხედა, სახეზე გაღიზიანება ეტყობოდა, ამიტომ მარიამმა თვალი აარიდა.
-შენს დას ბრიყვს უწოდებ? – ნიშნისმოგებით ჰკითხა მან.
-ჰო. – ისე უპასუხა გოგონამ, რომ არც კი დაფიქრებულა. – თუ ერთი დღე გაატარე მასთან, უკვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ არ არის ყველაზე განათლებული… ჩემი დაა, და რასაკვირველია ძალიან მიყვარს… მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ ორში ტვინი მე მაქვს. – მერე კი ხელები დანებების ნიშნად ასწია. – არ ვტრაბახობ, ეს უბრალოდ ფაქტია.
– სახე რომ გქონდეს, უკეთესი იქნებოდა. – მოუჭრა თაბაგარმა.
-ახლა აგახევ სახეს და მექნება. – მიახალა მარიამმა და ოდნავ უკან დაიწია, როცა თაბაგარი სწრაფად წამოიწია ლოგინზე.
-ნუ მაიძულებ, რომ თავი მოგაძრო. – ზედმეტად დაშაქრული ტონითა და ღიმილით უთხრა თაბაგარმა, მაგრამ მის სიტყვებსა და თვალებში მუქარა იკითხებოდა.
-დაიძინე. გვიანია ძალიან. – უპასუხა გოგონამ და ზურგი შეაქცია, კედლისაკენ გადაბრუნდა. გრძნობდა, რომ კარგად არ წავიდოდა ეს დავა, თუ გაგრძელების საშუალებას მისცემდა, ამიტომ გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო, უკვე მეორედ, და აღარ შეპასუხებოდა.
-რატომ, რა იყო? მეტი აღარ შეგიძლია? – ხმამაღლა იკითხა თაბაგარის ხმამ და ისევ ლოგინის ჭრიალი გაისმა. მარიამმა ტუჩები მოკუმა. აშკარა იყო, რომ იგი დანებებას არ აპირებდა. აი, უბრალოდ აღარ გასცემდა პასუხს და ბოლოს და ბოლოს, მის თანამცხოვრებსაც მობეზრდებოდა ეს უაზრო კინკლაობა…
-ჰა, მარიკა? – მოესმა ხმა, და გაბრაზებული გადმობრუნდა, უნდოდა ბოლოს და ბოლოს ეთქვა რომ მარიამი ერქვა და არა მარიკა, უცებ კი თითქოს მოეჩვენა, რომ ხმა ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე ადრე…
პირის გაღება ვერ მოასწრო, რომ მისი თავის გვერდით ხელი დაეშვა და ლოგინს დაებჯინა. გოგონამ მოულოდნელობისაგან კანკალით შეისუნთქა, მომზადებული სიტყვები ყელში გაეჩხირა. თავზე თაბაგარი ადგა, ისევ იმ მომაბეზრებელი ცალყბა ღიმილით დაჰყურებდა.
-ასე მალე დანებდი? – ისევ დაუსვა კითხვა თაბაგარმა და მისი ცხელი სუნთქვა გოგონას სახეზე მოეფრქვია. მარიამს სხეული აუკანკალდა, ხელი მთელი სისწრაფით ასწია და თანამცხოვრებს მთელი ძალით დაარტყა მხარზე.
-მომშორდი! – იყვირა მან. – მარიკა კი არა, მარიამი მქვია, შე ჭკუასუსტო! გადი, დაიძინე!
თაბაგარმა ხელი სტაცა ხელში და ისე მიაკრა საწოლს, ისევ შეუცვლელი ცალყბა ღიმილით დაჰყურებდა და მარიამს ისევ აასხა სისხლმა თავში. არ სჯეროდა რომ ეს იდიოტი ამდენს ბედავდა. სხეულში უნებურად დაუარა შიშმა და ანერვიულებამ.
-ხელი გამიშვი მეთქი! – იკივლა მან და თავისუფალი ხელით სცადა არასასურველი შეხების მოშორება, მერე კი ძლივს, შვებით ამოისუნთქა, როცა თაბაგარმა სწრაფად შეუშვა ხელი.
მარიამს მთელი სხეული დაეძაბა, გაოცებული მისჩერებოდა მისი საწოლის გვერდით აღმართულ თანამცხოვრებს და არ სჯეროდა, რა ესმოდა.
თაბაგარი სიცილით კვდებოდა.
-აუ, რა სახე გქონდა! – წამოიძახა მან. – შენ რა გეგონა, ჰა?
გოგონამ ძალა მოიკრიბა რომ ეპასუხა, იმის მიუხედავად, რომ ორი წამის წინ ენა კინაღამ მუცელში ჩაუვარდა.
-ის მეგონა, რომ ვერ ხარ დაწყობილი, და მართალიც ვყოფილვარ. – კბილებშუა გამოსცრა მან. – გსიამოვნებს ჩემი გაწვალება?
-შენ? – კითხვა შეუბრუნა თაბაგარმა, აღარ იცინოდა, ალმაცერად იღიმებოდა მხოლოდ. – შენ გსიამოვნებს ჩემი წყობილებიდან გამოყვანა?
-უკვე გამოსული ხარ, მე ძალის დატანებაც კი არ მჭირდება. – ხმადაბლა უპასუხა გოგონამ და სწრაფად შეაქცია ზურგი.
-რა იყო ახლა, გეწყინა? – გაისმა უკან თაბაგარის სარკაზმით აღსავსე ხმა.
-მე მეგონა, რომ შენ ფეხებზე გეკიდა ყველაფერი, რაც მე მეხება, არა? – ღვარძლიანად ჩაილაპარაკა გოგონამ. უკან დაუდევარი ფრუტუნი გაისმა.
-მართალი ყოფილხარ მერე. – უპასუხა თაბაგარმა, მერე კი ნაბიჯების ხმა და ლოგინის ზამბარების ჭრიალი გაისმა. მარიამმა ტელეფონი შეამოწმა. უკვე ღამის ორი საათი სრულდებოდა. გაწვალებულმა, დაღლილმა და გაღიზიანებულმა ამოიგმინა.
ისევ მოუწევდა მაღვიძარას დაყენება.
-*-*-*-*-*-*-
დილით არ შეუწუხებია თავი, რომ ლოგინზე გაშხლართული თაბაგარი გაეღვიძებინა, შხაპი მიიღო და ჩემოდანში აღმოჩენილი და გადავიწყებული, სახლიდან წამოღებული თევზის ორცხობილები შეჭამა. ლოგინი მიალაგა და კაბინიდან გავიდა.
ცა ისევ ღრუბლებით იყო დაფარული, და ლევანის თქმით, ნაშუადღევს ალბათ მოწვიმდა. ნაპირზე ნაგვის კრეფა შედარებით იოლი იყო შედარებითი სიგრილის გამო, მაგრამ ზღვა ამღვრეულიყო და ათასი ნაგავი გამოჰქონდა ნაპირზე. მარიამმა ზიზღით ასწია სანახევროდ დაშლილი პამპერსი და სასწრაფოდ მოისროლა პარკში, მერე კი შემოგარენი მოათვალიერა, თეონას ეძებდა.
მისი და, რასაკვირველია, არსად არ ჩანდა, და მარიამი გრძნობდა კიდეც, რომ იგი თაბაგართან უნდა ყოფილიყო. ისევ. გაღიზიანებულმა უფრო მეტი ენერგიით შეუტია ნაპირზე მიმოყრილ ათასნაირ ნაგავს.
უკვე რვა საათი სრულდებოდა, როცა ბავშვთა ტალღამ ტყის მიტოვება და ბანაკის მხარეს სვლა დაიწყო. გოგონამ ნაბიჯს აუჩქარა, სურდა კაბინიდან ფული წამოეღო, პროდუქტების საყიდლად. სახლში აირბინა და ჩემოდნიდან საფულე გამოაძრო, მერე კი ბანაკის წინ მოჯაყჯაყე ავტობუსში აირბინა და მაშინვე დაიკავა ერთ-ერთი წინა ადგილი.
როგორც თაბაგარმა თქვა, მთელი ნახევარი საათი ირწეოდნენ გაძეძგილ ავტობუსში. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ სადღაც, ავტობუსის ბოლოში, საიდანაც ღრიანცელი ისმოდა და ბავშვების სამი მეოთხედი შეგროვილიყო, მისი და და თანამცხოვრები იმყოფებოდნენ, მაგრამ არც კი უცდია მათი მოძებნა. რომ მოძებნიდა, მერე რა ეთქვა? „არ მომწონს ერთად რომ დადიხართ… ანდა „თეონა, ეს ბიჭი შტერია და არ ენდო“… რომ ვუთხრა, მერე? დამიჯერებს კი?“ მარიამმა ამოიხვნეშა, კარგადაც იცოდა, რომ თეონა ყურს არ უგდებდა. ჰოდა რატომ უნდა ეცადა და დაემცირებინა თავი? ისედაც კარგად გრძნობდა თავს, ავტობუსის წინა მხარეს ჩამომჯდარი.
რომ ჩავიდნენ, ლევანმა განაცხადა, რომ საათში ავტობუსი გავიდოდა და მკაცრად გააფრთხილა ყველა, რომ არ აპირებდა არავისათვის დაცდას. მარიამი წამსვე ქალაქში გავარდა, რომ სადმე სუპერმარკეტი ეპოვა და პროდუქტი ეყიდა. ნახევარ საათში ძლივს მიაგნო, და მძიმე პარკებით დახუნძლული გამოვიდა.
მაგრამ ნამდვილი პრობლემა მაშინ დაიწყო.
როცა გამოვიდა, გარეთ უკვე კოკისპირულად წვიმდა, ნახევარი საათი სიარულისას კი ყველაფერი დაუსველდებოდა. ჯერ ტაქსის გამოძახება გადაწყვიტა, მაგრამ ახლომახლო ტაქსი ვერსად შეამჩნია, ტელეფონი კი თან არ ჰქონდა, არ ჩათვალა, რომ დასჭირდებოდა…
წვიმა რომ გამეჩხერდა, მარიამმა მაშინღა გაბედა გარეთ გასვლა. მთელი ძალით მირბოდა თითქმის უცნობ ქუჩებში და ცდილობდა, რომ მიესწრო ავტობუსისათვის, იმის იუხედავად, რომ იგი უკვე ოცდათხუთმეტიოდე წუთის წინ უნდა გასულიყო.
როცა აქოშინებულმა გოგონამ ბოლოს და ბოლოს სადგურს მიაღწია, ავტობუსი იქ აღარ იდგა. მარიამმა გამწარებით დაყარა ძირს შეძენილი ნივთები და აღელვებისა და ბრაზისაგან განერვიულებულმა ღრმად დაიწყო სუნთქვა. ჰაერი ტენით იყო გაჟღენთილი, და სუნთქვა ძალიან უჭირდა.
ცოტა ხანში შეძლო, რომ თავს მორეოდა. გასავათებული, სირბილისაგან გულამოვარდნილი დაეშვა ძელსკამზე და ნაყიდები გარშემო მოიწყო.
ცოტა ხნით დაისვენებდა, მერე კი ისევ ქალაქში გავიდოდა და ტაქსს დაიჭერდა, რომ მოეხერხებინა დღეს მშვიდობიანად გამოძრომა.
იქამდე კი დაჭრილი ძეხვისა და პურის პაკეტები გახსნა და გემრიელად მიირთვა.
-*-*-*-*-*-*-
გიორგი თაბაგარი მშვენივრად გრძნობდა თავს. ერთი საათი ქალაქში თეონასთან სეირნობის შემდეგ ავტობუსის უკანა მხარეს იჯდა, ტელეფონზე თამაშობდა და თეონას დაუსრულებელ ლაპარაკზე თავს უქნევდა.
ისე, მარიკა თუ მარიამი თუ რაც ერქვა, მართალი იყო თეონასთან მიმართებაში. ასეთი ლამაზი გოგო ნამდვილად არ იყო ყველაზე ჭკვიანი, რაც შეხვედროდა, მაგრამ გიორგის უნდა ეღიარებინა, რომ ცოტა სიშტერე მოსწონდა. აბა როგორ მიეღო სხვანაირად ყველაფერი, რაც სურდა?
დილით გაღიზიანებულს გაეღვიძა, და უფრო მეტად გაბრაზდა, როცა აღმოაჩინა, რომ მის თანამცხოვრებს არ ეკადრებინა მისი გაღვიძება, პირდაპირ წასულიყო. რა იქნებოდა, რომ ერთხელ სეენჯღრია? არა, აუცილებელი იყო, რომ მიუკარებელი, აღშფოთებული, წუნკალი ქალის როლი ეთამაშა.
მის თანამცხოვრებს ვერ იტანდა. გოგო ყველაფრის განსახიერება იყო, რაც არ მოსწონდა. ძალიან ჭკვიანურად ლაპარაკობდა, ეპასუხებოდა და საერთოდ, ძალიან ნერვების ამშლელი იყო. გიორგის თავისდაუნებურად ყოველთვის დაძაბული იყო მის გარშემო და ხანდახან აუტანელი სურვილი დაუვლიდა, რომ გოგოსთვის ხელი მოევლო და ჭკუა ესწავლებინა, საკუთარი ხელით გამოებერტყა მისგან ყველა ჩვევა, რომელსაც ვერ იტანდა…
თავი ასწია, როცა ავტობუსის წინა მხრიდან ლევანის ღრიალი გაისმა, ის ისევ ბავშვებს იძახებდა ფურცელზე ჩამოწერილი სიიდან.
-ხატიაშვილი! თაბაგარი! – დაიღრიალა მან.
-ვარ! – ერთხმად წამოიძახეს გიორგიმ და მის გვერდით ჩამომჯდარმა თეონამ. ბიჭმა გოგონას გადახედა და გაუცინა, თეონამაც მოელვარე კბილების ორი რიგი გამოაჩინა, ცისფერი თვალები გაუბრწყინდა, ლაპარაკი გააგრძელა. გიორგი მთელი გზა ნახევრად უსმენდა, ნახევრად ტელეფონზე ნატას სწერდა. ქალს ძალიან აინტერესებდა მისი პროგრესი თეონასთან, ბოლოს და ბოლოს, სწორედ მან აჩვენა თეონა ხატიაშვილი ქუჩაში…
შვებით ამოისუნთქა, როცა ავტობუსი გაჩერდა და გარედან ლევანის ღრიალი გაისმა. თეონასთან ერთად ჩამოირბინა საფეხურებზე და ის იყო, რომ კაბინისაკენ უნდა გამართულიყო, რომ ვიღაცამ მხარში ხელი სტაცა.
-თაბაგარო, ხატიაშვილი სადაა? – დაიბუხუნა მის გვერდით მდგარმა ლევანმა. – ჩამოსულ ხალხში ვერ დავინახე…
-ხატიაშვილი? – გიორგიმ წარბები შეკრა. – თეონა აქვეა…
-რა თეონა, შენი თანამცხოვრები, მარიამი სადაა, ის მითხარი! – ხმას აუწია ლევანმა.
გიორგის შიგნით თითქოს ყველაფერი გაუშეშდა. არადა მთელი მგზავრობა აწუხებდა არასრულფასოვნების გრძნობა, თითქოს რაღაც აკლდა…
-მე… – დაიწყო მან, მაგრამ ლევანმა გამომეტყველებაზე ყველაფერი შეატყო.
-გაფრთხილება, თაბაგარო! – დაიღრიალა მან. – დიახ, გაფრთხილება იმისათვის, რომ იცრუე და თუ არ იცრუე, მაშინვერც კი შეამჩნიე, რომ ახლოს არ იყო! მიუტევებელია ჩვენს გარემოებებში! ჩადი და ამოიყვანე, მანქანა ხომ გყავს?
-აუ… – ამოიღმუვლა გიორგიმ, ახლა საშინლად ეზარებოდა ისევ მანქანის ჯანყალი, და ქალაქამდე ჩასვლა, მაგრამ ლევანის განრისხებულ სახეს რომ წააწყდა, მიხვდა, რომ არ გაუვიდოდა წუწუნი, და შეიძლებოდა კიდევ ერთი გაფრთხილებაც კი მიეღო. ამიტომ კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-ჯანდაბას, ჩავალ. – კბილებში გამოსცრა მან და მხარი ერთი ძლიერი მოძრაობით გამოსტაცა ბანაკის ხელმძღვანელს, და ხმადაბალი გინებით შეტრიალდა.
არ სჯეროდა, რომ გაფრთხილება მიიღო და ამ შუაღამეზე აძალებდნენ ქალაქში ჩასვლას იმ გაწრიპული გოგოს გულისათვის! ეს იყო სამართლიანი? რა იქნებოდა რომ იმასაც ტვინი გამოეჩინა და შტერივით არ ჩარჩენილიყო ქალაქში?
გიორგიმ მუშტები შეკრა, ბანაკის შორიახლოს მიყენებულ მანქანას მიუახლოვდა, ჩაჯდა და კარი ხმამაღალი ბრახუნით მოიჯახუნა.
ასე ხომ? მიუზღავდა სამაგიეროს.
-*-*-*-*-*-
მარიამი რომ დანაყრდა და კარგად დაისვენა, უკვე ჩამობნელებულიყო. წამოდგა, ნაყიდი ნივთები აკრიფა და სადგურიდან გამოვიდა. ახლახან ჩამოსულიყო ავტობუსი და აღარცერთი ტაქსი აღარ იდგა. ცოტა ხანი ქეთ-იქით ტრიალის შემდეგ მარიამმა გადაწყვიტა პირდაპირ წასულიყო ქალაქის შუაგულისაკენ და იქ ეპოვა ტაქსი.
ქუჩები თითქმის ცარიელი იყო, აქა-იქ თუ გაიქროლებდა მანქანა, თუმცა მარიამი დარწმუნებული იყო, რომ შუაგულისაკენ უფრო მეტი მოძრაობა იქნებოდა, ვიდრე გარეუბნებისაკენ. აგრილებულიყო და გოგონას ოდნავ შესცივდა კიდეც, მაგრამ სიარულს აგრძელებდა, თან ცდილობდა სწრაფად ეარა. ლამპიონები ენთო, მაგრამ ყოველთვის, როცა მანქანა გაიქროლებდა, მაინც გულში უვლიდა აუწერელი შიში. სიბნელის არ ეშინოდა, მაგრამ ეს სიცარიელე, გარშემო ნაცნობ ადამიანთა ნაკლებობა მასში პანიკას რგავდა.
უკვე მთავარი ქუჩისაკენ უხვევდა, როცა მანქანა გაუსწორდა, და გვერდით გაჰყვა. მარიამმა ჯერ ყურადღება არ მიაქცია, მერე კი როცა მიხვდა, რომ მანქანა მას მიჰყვებოდა, ცივმა ოფლმა დაასხა და ნაბიჯს აუჩქარა. შავი, გალაპლაპებული რანჯროვერი ისევ ნელა, დაჟინებით მოჰყვებოდა. მარიამს გული ყელში მოაწვა, წამიერად ისიც კი იფიქრა, რომ ადგილს მოწყვეტილიყო და იმდენი ერბინა, სანამ არ დავარდებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს არაფერში დაეხმარებოდა.
ის იყო, რომ პანიკის შეტევის ზღვარზე იყო მისული, რომ მანქანის დაბურული ფანჯარა ჩამოიწია და თვალებგაფართოებულმა გოგონამ თვალი შეავლო მძღოლის სავარძელში მოკალათებულ, აგდებულად მომღიმარ თაბაგარს.
-გადაირიე, ხომ? – წამოიყვირა მან, შიში გაუქრა და აუწერელი აღშფოთებითა და ბრაზით შეეცვალა. – არ მჯერა, რომ ასე შემაშინე, შე დამპალო!
-გეყო წივილი, თუ ღმერთი გწამს. მოდი, დაჯექი. – უთხრა თაბაგარმა და გოგონას ნაწილობრივ უნდოდა, რომ უარი მიეხალა სახეში, და ისევ თავის გზაზე წასულიყო, მაგრამ ძალიან იყო დაღლილი სიარულით, თან ქალაქის შუაგულამდე ათიოდე წუთის სავალი მაინც იქნებოდა…
მარიამს ხმა არ გაუღია, ისე მიუახლოვდა მანქანას, კარი გააღო და ჩაჯდა. ნაყიდი ნივთები უკანა სავარძელზე გადადო და ღვედი შეიკრა, სანამ თაბაგარი მანქანას ატრიალებდა.
-როგორ შეამჩნიე, რომ არ ვიყავი სახლში? – სარკასტულად ჰკითხა გოგონამ. – დაპირებული საჭმელი რომ არ დაგხვდა, იმიტომ?
-არა, ლევანმა შეამჩნია. – მხრები აიჩეჩა თაბაგარმა და მარიამმა თავი გააქნია. რაღა თქმა უნდა.
-დიდ ბატონ თაბაგარს არ გავახსენდებოდი, რა სალაპარაკოა… – წაიდუდუნა მან ისე, რომ ბიჭს ვერ გაეგონა, და ფანჯარაში გაიხედა.
-სად იყავი ამდენი ხანი? – შეეკითხა თანამცხოვრები. – შენს გამო გაფრთხილება მივიღე, იცი?
-ძალიანაც კარგი. – წამოსცდა მარიამს, და თაბაგარის მწველ მზერას თვალი გაუსწორა. – სულ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ჩემი ბრალი არაა, რომ ჯერ სუპერმარკეტს ვერ მივაგენი, მერე კი გაწვიმდა, მერე კი ტაქსი ვერ ვიშოვე, ამიტომ სადგურამდე ვერ მოვაღწიე. სულ ესაა. ჩემს ბრალს აქ ვერ ვხედავ. – მხრები აიჩეჩა გოგონამ.
დანარჩენმა მგზავრობამ ჩუმად ჩაიარა. მარიამი ჯიუტად დუმდა, და როგორც ჩანდა, არც თაბაგარს ჰქონდა რაიმე სათქმელი. მანქანა რომ გაჩერდა, გოგონა პირველი გადმოხტა, ნაყიდი ნივთები გადმოათრია და კაბინაში შევარდა.
სასწრაფოდ შეწვა ძეხვი და მაკარონი მოამზადა. სხვა რამის გაკეთების ენერგია არ გააჩნდა. საჭმელი კმაყოფილებით აღვსილმა დაალაგა მაგიდაზე და ასეთივე კმაყოფილებით უყურებდა, თუ როგორ ნთქავდა აშკარად დამშეული თაბაგარი მასთან ერთად საკვებს.
ჭამას რომ მორჩნენ და დანაყრებული თანამცხოვრები ხმამაღალი, კმაყოფილი ოხვრით გადავარდა ლოგინზე, მარიამმა ჭურჭელი აალაგა და ნიჟარაში დაახვავა, დილით დარეცხავდა. თეთრი, თხელი, მუხლებამდე დაშვებული პერანგი გადაიცვა და სასწრაფოდ შეწვა ლოგინში.
აღარც კი ახსოვდა, თუ როდის გამორთო თაბაგარმა შუქი და როდის დაწვა თვითონ. თითქოს როგორც კი შეახო თავი ბალიშს, წამსვე ჩაეძინა, მთელი დღისაგან გასავათებულს.
როცა გამოეღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს არასწორ დროს გამოეღვიძა. მზე სახეში არ უჭყიტინებდა, და ჯერ კიდევ სიგრილე იდგა ოთახში. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ თავზე თაბაგარი ადგა.
-ადექი! – ეუბნებოდა ის, ალმაცერად უცქეროდა, მბზინავ შავ თმას უკან ივარცხნიდა და ამავდროულად მის წამოყენებას ცდილობდა. – ადექი და წამოდი, გესმის? რაღაც უნდა გაჩვენო…
-რა? – იკითხა ჯერ კიდევ დისორიენტირებულმა, და ბურანში გახვეულმა გოგონამ, თან შეეცადა, რომ წამომჯდარიყო და ფეხებით ფლოსტები მოეძებნა.
-ადექი თქო… წამოდი, რაღაცას განახებ. – უთხრა თაბაგარმა, სახეზე რაღაცნაირი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეცინებოდა, მაგრამ მარიამს დიდი ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ ეჩვენებოდა კიდეც….
გოგონას წინააღმდეგობაც არ გაუწევია, როცა თაბაგარმა ხელი წაავლო და კაბინიდან გამოიყვანა, სანახევროდ ეძინა და ფეხებს მოაფლატუნებდა. ბუნდოვნად ხედავდა მის წინ მოძრავ ფიგურას, მაგრამ როგორც კი ცხვირში ნაცნობი ფიჭვის სურნელი მოხვდა, წამსვე გამოფხიზლება დაიწყო. სახე მოისრისა და მოღუშულმა მიმოიხედა. ფიჭვნარში მიდიოდნენ, გარშემო ბნელოდა.
-თაბაგარო, შენ გადაირიე, ხომ? – წაილუღლუღა გოგონამ და ბიჭს ხელი შეუშვა, ადგილზე ოდნავ აქანავდა. – სად წამომიყვანე, გაგიჟდი?
მარიამი ენამოსწრებულ, მკვახე პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ყურებში მხოლოდ სიჩუმე უშიშინებდა.
-თაბაგარო? – იკითხა მან და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კი შემოტრიალდა, სიბნელეში რამის გარჩევას ცდილობდა. დღეს მოღრუბლული იყო, ამიტომ გარშემო სიბნელისა და ხეების სილუეტების გარდა ვერაფერს ხედავდა.
-თაბაგარო, რა ჯანდაბას აკეთებ? ვერ ხარ, იცი? – დაიყვირა მან, მაგრამ იგრძნო, თუ როგორ აუკანკალდა ხმა. ხელები წინ გაიშვირა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ნელა და ფრთხილად.
პასუხი კი ვერ მიიღო.
მერე კი მიხვდა.
თაბაგარი აქ აღარ იყო.
-*-*-*-*-*-
მარიამს ყველაფერი ერთად დაეჯახა.
არ სჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა.
მთელი დღე დაძაბულობითა და აღელვებით იყო აღსავსე, მთელი დღე ანერვიულებული და დამფრთხალი დადიოდა, თაბაგარის თავიდან მოშორებას ნატრობდა…
იცოდა, აქამდე უკვე მიხვდა, რომ თაბაგარი ყველაზე საზიზღარი პიროვნება იყო, ვინც კი ოდესმე შეხვედროდა, მაგრამ ვერც კი გაივლებდა გონებაში იმას, რომ მას კი ამის გაკეთება შეეძლებოდა. რომ ნახევრად მძინარე ცივ ღამეში გამოეტყუებინა საწოლიდან და ტყეში დაეტოვებინა.
მარიამი მოტრიალდა, გამწარებული ცდილობდა რამის დანახვას, ცდილობდა პატარა სინათლე მაინც დაენახა, რომ გაერკვია, საით წასულიყო… ხომ შეიძლებოდა, რომ უარესად დაკარგულიყო, გაციებულიყო ანდა კიდევ უარესი, ვინმეს გადაყროდა ამ ჩაბნელებულ ტყეში? სიბნელის არ ეშინოდა, მაგრამ ჩამოწოლილმა სიჩუმემ და სიცარიელემ ერთიანად გააშეშა, გოგონას სხეული მოეკრუნჩხა და ზურგში ჟრჟოლამ დაუარა.
-ვერ გიტან, თაბაგარო! – მთელი ძალით დაიყვირა მან, და ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, როცა მისი ხმა ისე მოეჩვენა, თითქოს ერთადერთი ბგერა იყო, რომელიც ტყეში გაისმოდა, კალიების ჭრიჭინისა და ნიავის ოდნავი ზუზუნის გარდა. – ვერ გიტან, შე სადისტო! არ მესმის, როგორ უნდა იყოს ადამიანი ასეთი დამპალი სადისტი! მძულხარ! გეფიცები, აქედან რომ გამოვაღწევ, თუ ოდესმე შემოგხედო! გადაგიხდი, გასაგებია?
მარიამი ყვირილს რომ მორჩა, ისევ კისერი წაიგრძელა და გაყუჩებულმა ყური უგდო. არაფერი არ ესმოდა. გოგონამ პირზე ხელები აიფარა, რომ ქვითინი არ წასკდომოდა. „არა, არ წავიდოდა…“ გაიფიქრა შეძრწუნებულმა და შიშისაგან გათანგულმა. „სადღაც აქაა, მისმენს და ჩუმად იცინის… არა, მასეთი უგულოც არ იქნება…“ გაუელვა თავში, მაგრამ გრძნობდა, რომ თაბაგარის სადისტობას სათანადოდ არ აფასებდა.
ტუჩები მაგრად მოკუმა და ხელები ისევ წინ გაიშვირა, ნელა გადადგა წინ ნაბიჯები. ფრთხილად მიდიოდა, ხეებს გვერდს უქცევდა, და ისევ დაჟინებით ცდილობდა წინ რამე დაენახა.
არ იცოდა, რამდენი ხანი მიდიოდა ასე ბრმად, მაგრამ ადგილზე გაშეშდა, როცა მის სმენას რაღაც მკრთალი ხმაური მისწვდა, რომელიც არ ჰგავდა ტრადიციულ ნიავის ქროლასა და კალიების ჭრიჭინს.
არა, ეს ისეთი ხმა იყო, თითქოს ვიღაცამ მიწაზე ფეხი გააშარიშურა.
თითქოს ვიღაც უკან მოჰყვებოდა.
მარიამს პანიკამ დაუარა, მთელი სხეული აუკანკალდა. ყურებში საკუთარი გულისცემა ესმოდა, და გატრუნული იდგა, ხელები ისევ წინ ჰქონდა გაშვერილი და განძრევას ვერ ბედავდა.
-თაბაგარო? – ძლივს ამოთქვა მან, და თავი მოიღრიცა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. იგრძნო, თუ როგორ დაასხა ცივმა ოფლმა და როგორ დაუნოტივდა ხელისგულები. – თაბაგარო, ვიცი, რომ შენ ხარ, ნუ მაიმუნობ, გეყოფა ეს დაწყევლილი თამაში და გამოდი…
მარიამი ვერაფერს ვერ ხედავდა, ხეების გარდა, დაჟინებით დააშტერდა მათ სილუეტებს, მაგრამ ადამიანის ფიგურას ვერსად ხედავდა. ისევ შიშის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, თითქოს შესცივდა კიდეც ამ თხელ პერანგში…
-თაბაგარო, გეუბნები, გამოდი და სახლში წამიყვანე, არ მეცინება მე… – თქვა მან, თან შეეცადა ხმა მყარი და ურყევი გამოსჩენოდა, თუმცა მიხვდა, რომ არ გამოუვიდა. ერთიანად თრთოდა და ხმაც უკანკალებდა. თაბაგარი კი ალბათ სადღაც იქ, ჩრდილებში იმალებოდა, და სიცილით კვდებოდა, ძალიან სიამოვნებდა მისი ასე დანახვა…
-ძალიანაც კარგი მაშინ! – დაიკივლა მარიამმა და შეტრიალდა, ხელები ისევ გაიშვირა, ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ მაინც ფრთხილად მიდიოდა, არ  სურდა რამეს შეტაკებოდა. – არ გსურს რომ ნორმალური ადამიანივით მოქცევა, არა? ჰოდა ჯანდაბაში წასულხარ! საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა არსებობდნენ შენნაირი სადი…
მარიამს სიტყვა გაუწყდა, როცა მოულოდნელად, ფეხში რაღაც ცხელი სწვდა და მაგრად მოქაჩა. გოგონას ჩახლეჩილი კივილი აღმოხდა ყვირილისაგან მტკივანი ყელიდან და თითქოს შორიდან გაიგონა, თუ როგორი საზიზღარი ბრახუნის ხმით მიეჯახა უკან ხეს, მერე კი ქვემოთ ჩაცურდა. ხის უხეშმა ზედაპირმა ზურგი ჩაუხეხა, გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ნაჭრის ფხრეწის ხმაც მოესმა. წამიერად თვალთ დაუბნელდა, პანიკისა და აუწერელი შიშისაგან გული კისერში მოაწვა. იგრძნო, როგორ დაეხშო სასუნთქი მილები და პირი გააღო, რომ ჰაერი შეესუნთქა, სასოწარკვეთილმა გააქნია ფეხი, რომ ზედ შემოჭდობილი, რაღაც ცხელი მოეშორებინა, თან დამშვიდებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.
შეტევა ეწყებოდა.
მარიამს კისერში თითქოს თოკი წაუჭირეს, ფილტვები დაეხშო და მხოლოდ და მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ახერხებდა ჰაერის შესუნთქვას. მკერდზე ხელი მაგრად მოიჭდო, თან მთელი ძალით ცდილობდა მარწუხისაგან გათავისუფლებას.
მერე კი ხელი შეუშვეს და გოგონას ყურებს გამაყრუებელი ხარხარის ხმა მოსწვდა. კბილები ერთმანეთს დააჭირა გამწარებულმა, როცა ყველაფერს მიხვდა და შეეცადა, რომ სუნთქვა სწორად დაეწყო, კონტროლი მოეპოვებინა საკუთარ სხეულზე, მაგრამ არ გამოუვიდა. უკვე დაუტანელ დაჭიმულობასა და ტკივილს გრძნობდა მკერდში, და მოკლე, არასაკმარისი ჰაერი ძლივს შეჰქონდა ფილტვებში. შეტევას საკუთარი ძალისხმევით ვეღარ შეაჩერებდა.
-აუ, რა ხმა გამოეცი! რა იყო, ასე ძალიან შეგეშინდა? – მოესმა თაბაგარის ხმა, და მარიამს, ტკივილის მიუხედავად, დაუარა აუტანელმა ზიზღმა და მრისხანებამ, რომელმაც მკერდი უფრო დაუჭიმა და კუნთებზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა. – როგორ წიკვინებდი!
მარიამი შეეცადა, პასუხი გაეცა, მაგრამ არ გამოსდიოდა, მხოლოდ წყვეტილად, ხრიალით გამოისუნთქა და ძალიან დიდი გაჭირვებით შეძლო რამდენიმე მარცვლის თქმა.
-სა…დი…ტო… – ამოიხრიალა მან და პირი ისევ დააღო, როცა მკერდში თითქოს თავიდან აფეთქებულმა, აუწერელმა ტკივილმა ერთიანად მოკრუნჩხა.
-რა იყო, ხმა აღარ შეგრჩა? – მარიამს ნორმალურად აღარც ესმოდა, ისე იყო აუტანელ ტკივილზე გადართული, მაგრამ მაინც გაიგონა ნაჩქარევი ნაბიჯები და ძლივს გაარჩია სილუეტი, რომელიც თავზე დაადგა. – ხატიაშვილო, რა გჭირს? – თაბაგარი დაიხარა და მარიამმა მისი სახე გაარჩია, რომელსაც მოულოდნელად ტოტებს შორის გამოღწეული შუქი დაეცა. ალბათ მთვარემ ღრუბლებიდან გამოაღწია…
მარიამმა მთელი ძალით შეისუნთქა, და შიშით აღვსებული შეაშტერდა თაბაგარის გაოცებულ სახეს. ყოველთვის, როცა ასეთი შეტევები ჰქონდა, აპარატის გამოყენება იყო საჭირო და ყოველთვის იყენებდა კიდეც, მაგრამ ახლა ტყეში იწვა, თავი და ზურგი დაცემისა და ხეზე ჩამოხახუნებისაგან ეწვოდა, თვალთ უბნელდებოდა და გრძნობდა, თუ როგორ არაბუნებრივად მოძრაობდნენ მისი კუნთები მკერდში, რის გამოც ვეღარ სუნთქავდა ნორმალურად… ასეთი ძლიერი ადრე ჰქონია, და იცოდა, თუ მალე რამეს არ გააკეთებდა, შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრებულიყო. თავში გაუელვა ექიმის სიტყვებმა, რომლებიც თვითონაც ასე კარგად იცოდა: კრუნჩხვა, ტვინის დაზიანება, აუტანელი ტკივილი, შესიებული ალვეოლები და დავიწროებული საჰაერო გზა…
-ხატიაშვილი? ხატიაშვილი, რა გჭირს? ხმა ამოიღე, გოგო! – თაბაგარის გამომეტყველება გაოცებულიდან გაღიზიანებულზე გადავიდა, იმის მიუხედავად, რომ თვალები უფრო გაუფართოვდა, და მარიამმა არ იცოდა, მოეჩვენა თუ არა, მაგრამ სახე ერთიანად გაუფითრდა. – შენ რა… ვერ სუნთქავ?
გოგონამ ძალა მოიკრიბა, რომ თავი დაექნია და ხელები მიწაზე დააბჯინა, წამოსაჯდომად, მაგრამ არ დააცადეს.
-ფუ შენი… ფუ შენი.. – მოესმა ბუნდოვნად, მერე კი ელვის სიწრაფით მოჰკიდეს ხელი და ტიკინასავით ხელში აიტაცეს. დისორიენტირებული და ამავდროულად, თითქოს ცნობიერება-ამაღლებული ტოკავდა და ცდილობდა, რომ უფრო მეტი ჰაერი შეეშვა ფილტვებში. გულმკერდი ისევ ეწვოდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს წამი-წამზე გული წაუვიდოდა. გრძნობდა, თუ როგორი ცხელი იყო თაბაგარის ხელი, რომელიც მისი შიშველი მუხლების ქვეშ ამოედოთ და უნდოდა ტკივილისაგან დაესისინა, როცა ასეთივე ცხელი ხელი მის გახეხილ ზურგს ეხებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ლაპარაკის მცდელობა არ იყო საუკეთესო არჩევანი ამ სიტუაციაში. უაზროდ გაშტერებულიყო, და დაჟინებით მიშტერებოდა ხეებს, რომლებიც მისი თვალების წინ წარმოუდგენელი სისწაფით მიქროდნენ.
-ისუნთქე, გესმის? ისუნთქე! – ჩაესმა ყურში ღრიალი და ხრიალით გადაატრიალა თვალები, რომ თაბაგარისათვის შეეხედა. მისი მზერა პირდაპირ ბიჭის თვალებს შეეჩეხა, და მარიამს სუნთქვა კისერში მოაწვა. ერთიანად გაფითრებული თაბაგარი მთელი სისწაფით მიიწევდა წინ, მუდამ მოშვებული, გულგრილი სახე დამანჭოდა, სახეზე ერთდროულად გაღიზიანებული და შეშფოთებული გამომეტყველება ეხატა, თვალები შიშით ავსებოდა.
მარიამმა ვერც კი გაიგო, თუ როდის გამოვარდნენ ტყიდან და როგორი ქოშინით შევარდა თაბაგარი ღია ჭიშკარში, სხეული მტკივნეულად აუმოძრავდა, როცა ბიჭმა კიბეებზე აირბინა და კარი წიხლით შელეწა. შუქი აინთო, და გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, მერე კი გაახილა, როცა ლოგინზე დაუშვეს.
-აპარატი ან რამე არ გაქვს? აპარატი სადაა, ხატიაშვილო? სად გიდევს? – მარიამს გაუკვირდა კიდეც თაბაგარის სასოწარკვეთამდე მისული ხმის ტონი და ძლიერად სცადა შესუნთქვა, მერე კი ხელი საწოლის გვერდით დადებული ჩემოდნისაკენ გაიშვირა. აუტანელ ტკივილს ებრძოდა და მოუთმენლობით აღვსებული უყურებდა, თუ როგორ დაეშვა თაბაგარი მუხლებზე და ელვის სისწრაფით გადააძრო ჩემოდანს თავი, მერე კი კბილებდაკრეჭილი ფათურობდა, ტანსაცმელს გვერდზე ისროდა…
მერე კი ბოლოს და ბოლოს, ჩემოდნის ჯიბიდან აპარატი ამოაძრო და ერთიანად გადაფითრებულმა, მარიამს ტუჩებთან მიუტანა. გოგონამ ხელი სტაცა აპარატს, გაჭირვებით გამოისუნთქა და ღილაკს ხელი მაგრად დააჭირა, მერე კი სუნთქვა შეიკავა, როცა იგრძნო, თუ როგორ ჩაუვიდა მომწარო წამალი ფილტვებში. ხმამაღლა გამოისუნთქა, მკერდში აუტანელი წნევა და დაძაბულება მოეხსნა, იმის მიუხედავად, რომ ისევ საშინლად სტკიოდა.
რამდენიმეჯერ ღრმად ამოისუნთქა, ერთიანად კანკალებდა, გრძნობდა, თუ როგორ დაცვაროდა შუბლი ოფლით. თავი უკან, ბალიშზე გადააგდო, გრძნობდა, ჯერ კიდევ როგორ უვლიდა სპაზმი კუნთებში და თავისდაუნებურად ტოკავდა.
სწრაფად გადახედა თაბაგარს, რომელიც ისევ დაჟინებით მიშტერებოდა და ერთიანად დაძაბულიყო, მერე კი, როცა მარიამმა ღრმად შეისუნთქა და გამოისუნთქა, თითქოს ერთიანად მოეშვა და იატაკზე ჩამოჯდა, თავი დასწია და ხელებში ჩარგო.
მარიამი არც კი განძრეულა, უსიტყვოდ უყურებდა მას. შეტევამ თითქმის გაუარა, ჩახლეჩილი ყელი და მტკივანი გულმკერდიღა დარჩა. კბილები მაგრად დაკრიჭა, რომ თაბაგარისათვის რამე არ ეთქვა, რადგან იცოდა, კიდევ დაუვლიდა აუწერელი ბრაზი, თან თანამცხოვრებით შემოეკამათებოდა, ახლა კი არგუმენტი არ უნდოდა.
მაგრამ ეს იმას არ ცვლიდა, რომ თაბაგარმა ტყეში ნახევრად მძინარე გაიტყუა, იქვე დაიმალა და სიბნელეში გახვეული მას უსმენდა და გუნებაში იცინოდა. თან ფეხში სტაცა ხელი და ქვემოთ დასცა, ალბათ დამატებითი მხიარულებისათვის… „ჰო,“ გაიფიქრა მარიამმა სარკასტულად. „ალბათ მოსწყინდა ჩემი ყვირილის მოსმენა და გადაწყვიტა გაეგონა, თუ როგორ დავებერტყებოდი…“
-რატომ არ მითხარი? – გაისმა ხმა გვერდიდან და გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა, სწრაფად გაიხედა მარჯვნივ, წარბაწეულმა. თაბაგარი ისევ იატაკზე იჯდა, ფეხები წინ გამოეწია და ხელები თმაში ჰქონდა წავლებული. გოგონამ პირი დააღო საპასუხოდ, მაგრამ თანამცხოვრებმა არ აცალა. – რატომ არ მითხარი, რომ ასთმა გჭირდა?
მარიამი ჩუმად მიაშტერდა.
-იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ. – ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უპასუხა მან, არ სურდა ყელზე ზედმეტი ძალა დაეტანებინა საკუთარი ხმისათვის.
-რას ნიშნავს, არ ჩათვალე? – იფეთქა თაბაგარმა, სახეზე ფერი მოუვიდა, თვალები გაუბრწყინდა და ცეცხლით აევსო. – მე ბოლოს და ბოლოს, თანამცხოვრები ვარ, არ უნდა მცოდნოდა?
-მეგონა, რომ არც დაინტერესდებოდი. – უკბინა გოგონამ. – შენ ხომ ფეხებზე გ*იდივარ…
-ეს სხვანაირი სიტუაციაა, ვერ ხვდები? – თაბაგარი დაჟინებით დაშტერებოდა, თვალები აუპრიალდა. – ხომ შეიძლებოდა რომ…
-მომვკვდარიყავი? – წარბები ასწია გოგონამ. ყბები დაეჭიმა და თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა. – ჰო, შეიძლება. თუ ჟანგბადს ვერ მივიღებდი კიდევ რამდენიმე წუთი, შეიძლება კრუნჩხვებში ჩავვარდნილიყავი. – მან მხრები აიჩეჩა. – ასეთი ხდება. – დაამატა წყნარად.
-რას ნიშნავს ხდება? – იღრიალა მან. – ვერ ხვდები? შეიძლებოდა მომეკალი! იქ რომ კრუნჩხვა დაგმართნოდა, ან რომ არ მცოდნოდა, რას ნიშნავდა შენი შეტევა, მერე რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი?
-არსად. – მოუჭრა გოგონამ. – იქ დაგემარხე.
თაბაგარს ნესტოები აუთრთოლდა, ეტყობოდა, რომ თავს ძლივს იკავებდა. მისი ხელები სახსრებგათეთრებულ მუშტებად ქცეულიყვნენ.
-შენ გეცინება ამაზე? – დაისისინა მან. – რატომ არ ფიქრობ…
-სულაც არ მეცინება! – ხმას აუწია გოგონამ. – მგონი მე არ ვიყავი, ვინც იცინოდა ტყეში, არა? მე მგონი, მე მქონდა შეტევა და შენ არა! მე ვეგდე იქ სანახევროდ გაგუდული, შენ კი იცინოდი!
-მე არ ვიცოდი! – იფეთქა თაბაგარმა. სახე ნერვიულად დაემანჭა, ფეხზე წამოდგა, ალბათ დამჯდარი ვერ ჩერდებოდა. გოგონამ ყურადღება მიაქცია, რომ მას ისევ პიჟამა მაისური და მუხლებამდე დაშვებული შორტები ეცვა, რომლებიც მოჭმუჭნოდა, თმაც ერთიანად აბურძგნოდა. მან ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული.
-მე არ ვიცოდი. – გაიმეორა მან, უფრო ხმადაბლა, შეჩერდა და გადმოხედა. – რომ გეთქვა, არ შეგაშინებდი…
-ისედაც არ უნდა შეგეშინებინე. – უთხრა გოგონამ. – ასთმა რომც არ მქონოდა, შეიძლებოდა პანიკა დამმართნოდა, ან რამეს დავჯახებოდი, თავი მიმერტყა, ცუდად დავცემულიყავი… რატომ ამაზე არ იფიქრე? მკლავს ანდა ფეხს თუ მოვიტეხავდი, საკმარისად სერიოზული არ იყო შენთვის?
სიჩუმე ჩამოვარდა, თაბაგარი ისევ ღრმად სუნთქავდა. მარიამმა ტუჩები მოკუმა.
-უნდა გეთქვა ჩემთვის… – დაიწყო თანამცხოვრებმა.
-ვერ გიტან. – დაისისინა გოგონამ და კმაყოფილებით უყურებდა, თუ როგორ დაებერა ძარღვი კისერში თაბაგარს და როგორ დაიძაბა. – ვერ გიტან. შუქი ჩააქრე და გაეთრიე, ვერც კი გიყურებ. შენს სახეზე შემოხედვა გულს მირევს.
თაბაგარი არც კი განძრეულა, ისევ ერთიანად დაჭიმული, მწველი თაფლისფერი თვალებით დაჰყურებდა. მარიამმა თვალი მოარიდა და გაჭირვებით გადაბრუნდა.
ტკივილმა დაუარა ზურგში და ახლაღა გაახსენდა, რომ ზურგი ერთიანად ჩახეხილი ექნებოდა.
-ზურგი გაქვს ნატკენი. – თქვა თაბაგარმა.
-ვიცი. რომ წამაქციე, ხეს დავეჯახე. – უპასუხა გოგონამ.
-პერანგიც გახეული გაქვს. – გააგრძელა მან. მარიამს თვალები ოდნავ გაუფართოვდა, და სწრაფადვე წამოიწია, შემობრუნდა რომ თაბაგარს მისი შიშველი ზურგი არ დაენახა.
ფეხზე წამოდგა და იატაკზე გადაყრილი ნივთებიდან პირსახოცი აიღო. სწრაფი ნაბიჯით შევიდა სააბაზანოში და კარი მიიკეტა.
-*-*-*-*-*-*-
გიორგი თაბაგარი გაშტერებული, დაძაბული მიშტერებოდა მიხურულ კარს. ხვნეშით მივიდა თავის ლოგინამდე, ზედ დაეხეთქა და თავი ხელებში ჩარგო.
არ სჯეროდა, რომ გოგოს ასეთი რაღაც დამართა. უბრალოდ სურდა ცოტათი დაეფრთხო, ცოტა ემხიარულა და თან, გოგოსთვის სამაგიერო გადაეხადა, იმის გამო, რომ მის გამო გაფრთხილება მიიღო. მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე ცუდად გამოვიდოდა ყველაფერი…
თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გოგო ძალდაუტანებლად ააყენა ლოგინიდან და ტყეში შეიყვანა, მერე კი, როცა იგი ცოტათი გამოფხიზლდა, ხელი შეუშვა და იქვე, სქელი ფიჭვის უკან დაიმალა. უსმენდა გოგოს პანიკას, ლანძღვას და სიცილს ვერ იკავებდა.
მერე ფეხში ხელი წაავლო, რომ უფრო მეტად დაეფეთებინა. ცუდი ბრახუნის ხმა მოესმა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
მერე კი აღმოაჩინა, რომ ხატიაშვილი ვეღარ სუნთქავდა, ხრიალებდა და სწრაფ, არანორმალურად მოკლე შესუნთქვებს აკეთებდა. შტერი არ იყო,წამსვე მიხვდა, რომ შეტევა ჰქონდა, და თითქოს მეხი დაეცა. შოკისა და მოულოდნელობისაგან ჯერ ადგილზე გაიყინა, მერე კი წამსვე გაექცა გონება პრობლემის გადაჭრის გზისაკენ, მერე პოტენციური სასუნთქი აპარატისაკენ, რომელიც გოგოს უნდა ჰქონოდა, და წამსვე ხელში აიტაცა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად მიეყვანა სახლში.
გზაში პანიკა თვითონაც მოერია, როცა ხატიაშვილის ქაღალდივით გაფითრებულ სახესა და ოფლით დაცვარულ შუბლს გადახედა, გოგოს ფრჩხილებიც ოდნავ გალურჯებოდა.
როცა ბოლოს და ბოლოს ის დაწყევლილი აპარატი იპოვა და ხატიაშვილს ცოტა ფერი მოუვიდა, მაშინვე შვებით ამოისუნთქა. დაძაბულობამ ერთიანად გაუარა და უძვლო გროვად გრძნობდა თავს…
მაგრამ მალევე მოუარა გაღიზიანებამ. არ სჯეროდა, რომ მისმა თანამცხოვრებმა არ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ასთმა ჰქონდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, თუ რატომ არ უთხრა გოგომ და ამაზე უფრო მეტად ბრაზდებოდა.
ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს და თვალწინ გარმოუდგა ისევ ის პანიკით ავსებული თვალები, გაფითრებული სახე და გალურჯებული ფრჩხილები. ოდნავ შეაჟრჟოლა. ხომ შეიძლებოდა, რომ მას უფრო სერიოზული რამ დამართნოდა?
ანდა თვითონ… თვითონ სად ჰქონდა ტვინი?
ხატიაშვილის დაკაწრული ზურგი წარმოუდგა თვალწინ და მწარედ ამოიგმინა. შესაძლებელი იყო, რომ პერანგიც ხეზე ჩამოეხა… ახლა გოგო სააბაზანოში იყო, ალბათ ზურგის მოსაწმენდად. რამდენიმე გრძელი, წითელი ზოლი დაჰყვებოდა ზურგზე, რომლებიც ბევრი პაწაწინა ნაკაწრებით იყვნენ გარშემორტყმულნი.
რა გაეკეთებინა? არ სჯეროდა, რომ ისე შორს წავიდა, რომ ადამიანი კინაღამ მოკლა. ხომ შეიძლებოდა მას რაღაც დამართნოდა, თვითონ კი ვერაფერი გაეკეთებინა?
მარიამმა დამპალი სადისტი უძახა. ნუთუ მართალი იყო?
ფიქრები გაუწყდა, როცა სააბაზანოს კარი გაიღო და ხატიაშვილმა გამოაბიჯა. გულზე პირსახოცი აეფარებინა. ნელა მიუახლოვდა ლოგინს, ისე რომ არც გამოუხედავს მისკენ, და ნელა დაწვა, საბანი გადაიფარა. სანამ ზურგს დაიფარავდა, გიორგიმ მოასწრო თვალი შეევლო გაწითლებული, ახლად მოწმენდილი ნაკაწრებისათვის, წელამდე ჩახეული პერანგისათვის და ყბები შეკრა, მკერდი მოეკუმშა.
-შუქი ჩააქრე. – გაისმა გოგოს ხმა. – გვიანია უკვე.
გიორგიმ წარბები შეკრა, მთელი სხეული დაეჭიმა. ახლა რაღა სჭირდა ამ გოგოს? რატომ არ ლანძღავდა, რატომ არ ეძახდა სადისტს და რატომ იქცეოდა ასე პასიურად?
მაგრამ არაფერი არ უთქვამს, ფეხზე წამოდგა და შუქი ჩააქრო.
ოთახში სიბნელე ჩამოწვა.
-*-*-*-*-*-
მარიამმა რომ გაიღვიძა, ზურგი ყრუდ უფეთქავდა და ისევ სტკიოდა, მაგრამ ისე ძალიან არა, როგორც წინა ღამეს. ამოიგმინა და ნელა წამოჯდა, წამსვე ხელი ბალიშის ქვეშ ამოდებული ტელეფონისაკენ წაიღო და დრო შეამოწმა.
-ჯერ რვა საათია… – წაიბუზღუნა მან და ფეხზე წამოიზლაზნა, პირსახოცები წამოკრიფა. თაბაგარს ისევ ეძინა, მისი ლოგინისკენ მოტრიალებულიყო, გვერდზე გადმობრუნებული. მარიამმა წარბები შეკრა მისი მოშვებული, თითქოსდა მოსვენებული ნაკვთების დანახვაზე და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სააბაზანოში.
შხაპი მიიღო და უცებ ჩაიცვა მაისური და შორტები, ასევე უცებ ჭამა საჭმელი.
მისი პერანგი უკვე თითქმის აღარაფრად ვარგოდა, ცოტაზე რომ ყოფილიყო დახეული, მარიამი ამოკერავდა მაინც და ჩაიცვამდა, მაინც არავინ უყურებდა, თუ რას იცვამდა ლოგინში, მაგრამ ეს ნახევი ძალიან დიდი იყო, თან ნაჭერი გახლდათ ძალზე თხელი.
გოგონამ პირი მაგრად მოკუმა.
არადა მოსწონდა ეს პერანგი.
-მაგნაირს გიყიდი. – მოესმა ხმა და ელვის სისწრაფით მოტრიალდა. თაბაგარი წამოწეულიყო, იდაყვს დაყრდნობოდა და ძილისაგან დამძიმებული თვალებით მიშტერებოდა.
მარიამი წამოწითლდა, თავი გააქნია.
-დიდი მადლობა, მაგრამ ქველმოქმედება არ მჭირდება. – კბილებში გამოსცრა მან. – არ მინდა შენი ნაყიდი პერანგი.
-არ არის ეს ქველმოქმედება. – წარბები შეკრა მან. – მინდა, რომ პერანგი გიყიდო მაგ დახეულის მაგივრად…
-არ მჭირდება შენი ნაყიდი, გასაგებია? – უპასუხა გოგონამ და გახეული პერანგი ჩემოდანში მოისროლა, მერე კი ნელ-ნელა დაიწყო იატაკზე მიმოყრილი ტანსაცმლის დალაგება. – მე მაქვს ფული.
-აუ… რატომ არ შეიძლება? – წამოიძახა თაბაგარმა, სახეზე მობეზრებული გამომეტყველება ეწერა.
-იმიტომ რომ არ მინდა და არ მჭირდება. – დაისისინა გოგონამ. – მე დამეხა და მე ვიყიდი. – ჯინსის შარვალი და სარაფანი ჩემოდანში მოისროლა და კარისაკენ გაემართა. – მოახერხე ადგომა და გამოდი, თორემ დააგვიანებ.
ლოგინზე ჩამომჯდარ, დაჭიმულ და თვალებანთებულ თაბაგარს ბოლო მზერა სტყორცნა, და კარში გავიდა.

 

-*-*-*-*-*7
მარიამს თავი სტკიოდა, მაგრამ მაინც მიზანდასახულობით აღვსილმა ჩაასო წამახული ჯოხი სიმინდის ნახევრად შეჭმულ და ქვებს შორის გაჩხერილ ტაროს, და პარკში შეუძახა. თავი ასწია და ღრმად ამოისუნთქა, მკერდის კუნთები ისევ სტკიოდა და საჭირო იყო დღეში რამდენჯერმე შეტევის შემდეგ წესის მიხედვით ღრმად ესუნთქა. ოფლით დაცვარული შუბლი აიწმინდა და მზერა მარჯვნივ გაექცა, როცა იქედან დაჟინებული მზერა იგრძნო.
თაბაგარი იდგა, ჯოხი ხელში ჩაებღუჯა და თვალებმოჭუტული მისჩერებოდა, თავზე შავმინებიანი მზის სათვალე ეკეთა. მარიამმა ზემოთა ტუჩი ასწია და დაეჭყანა მას, რაზეც თაბაგარი მოიღუშა, თვალმოუშორებლად მოიმარჯვა ჯოხი და სწრაფად დაარჭო მის წინ გაგორებულ პლასტმასის პარკს, ტუჩებმოკუმულმა. გოგონამ თვალი აარიდა და ნაბიჯს აუჩქარა, მისი სახის ნახვა არ უნდოდა.
მთელი სამი საათი იყო, რაც თაბაგარი ვერ მოიშორა, ბიჭი ყოველთვის სასწაულებრივად მის შორიახლოს გამოჩნდებოდა და ნერვებს უშლიდა. მარიამმა ყველაფერი სცადა: ირბინა, სანამ დარწმუნებული არ იყო, რომ თანამცხოვრებს კარგა მანძილით არ გასცდა, დაიმალა ქოლგებში და დაელოდა თაბაგარის ჩავლას, დაიმალა ვიღაც მსუქანი ბიჭის უკან, ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერებულა.. მაგრამ თაბაგარი მაინც აგნებდა, დაჟინებით დაშტერებოდა და თვალს არ აშორებდა.
მარიამს შეაჟრჟოლა, და კიდევ უფრო მეტად დაიჭყანა. თაბაგარი უკან დასდევდა, მაგრამ თვითონაც არ ესმოდა, რატომ. იგი არ იყო ისეთი ტიპის ადამიანი, რომ ასე უეცრად მარიამზე ზრუნვა დაეწყო და მასზე ენერვიულა… გოგონა მხოლოდ ერთ მიზეზს ხედავდა, რომელიც ლეგიტიმური უნდა ყოფილიყო.
„ალბათ სინდისის ქენჯნა აწუხებს.“ დაასკვნა გოგონამ და თავი დააქნია, საკუთარი თავითა და დასკვნით კმაყოფილმა. „სხვანაირად არც იქნება. სინდისმა შეაწუხა, და ახლა ცდილობა, რომ რამენაირად მოიშოროს ეს შეგრძნება. ფიქრობს, თუ ცოტა ხნით მომხედავს და თვალს არ მომაცილებს, ეს გრძნობა გაუქრება და აღარ შეაწუხებს…“
მარიამმა თავი გადააქნია და ზიზღით შეიჭმუხნა სახე. პათეტიკური იდიოტი, აი, ასე მონათლავდა თაბაგარს. ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა იმ ნაგავს. ღირსი იყო, რომ სინდისს შეეწუხებინა. თუ საერთოდ გააჩნდა სინდისი, რა თქმა უნდა, ამ უგულო ადამიანს…
-ჰეი! – მოესმა გვერდიდან ხმა და სწრაფად აიხედა, მოულოდნელობისაგან შემკრთალმა. – როგორა ხარ?
მარიამს სახე წამსვე გაუბრწყინდა, როცა დაიჭირა ლექსოს გაბადრული, მბრწყინვალე ღიმილი და მისკენ მომზირალი თაფლისფერი თვალები. „თაბაგარის თვალებს კი არ ჰგავს…“ გაიფიქრა მან და იგრძნო, როგორ მოაწვა ფერი ლოყებში. „ უფრო თბილი და მდიდარი თაფლისფერია…“
-არა მიშავს! – სწრაფად წამოიძახა მან, როცა მიხვდა, რომ პასუხი რამდენიმე წამით დააგვიანა. – კარგად ვარ.. ყოველ შემთხვევაში, აღარ ვკვდები შიმშილით, მაგისათვის მადლობა უნდა გადაგიხადოთ… უი, თეფში! – გაახსენდა მას მაიკოს მიერ მოცემული ბლინიანი ჭურჭელი. – თეფშის  გამოტანა დამავიწყდა, მაპატიეთ!
-რას ამბობ, რა საპატიებელია… – ხელი აუქნია ბიჭმა. – ჰოდა დღეს საღამოს გადმოიტანე და გვესტუმრე, ცოტა ხნით დარჩი. მაიკოს უკვე მოენატრე, ცოდნისათვის! – წამოიძახა მან და ხმამაღლა გაიცინა. მარიამს სასიამოვნო, თბილი გრძნობა გაეშალა გულმკერდში.
-მართლა? – თქვა ბავშვურად, მერე კი საკუთარ სიტყვაზე გაეცინა. – მეც მომენატრა! ორივენი მომენატრეთ, აუცილებლად გადმოვალ დღეს საღამოს… ისევ რვის ნახევარზე….
-ვსვათ, ვჭამოთ, დავილაპარაკოთ. მაიკო რამეს გააკეთებს… – გაუღიმა ლექსომ.
-ჰო, მეც რამეს გავაკეთებ და გადმოვიტან, ნამცხვარს ან რაიმე სალათს, რომელი ჯობია? – დაეკითხა გოგონა.
-რატომ ორივე არა? – წარბები ასწია ლექსომ და მარიამს ისევ სიცილი აუტყდა. – ალბათ ამ სიცხეში ემჯობინება კარგი გრილი სალათი…
-ნამცხვარი ჯობია, მარიამ. – გაისმა ხმა და გოგონას მზერაში მაიკო შემოცურდა, თანამცხოვრებს გვერდით ამოუდგა, ისევ იმ მბრწყინვალე ღიმილით. – როგორა ხარ, აბა? თაბაგარი რას შვება? – მარიამმა წარბები შეიჭმუხნა მისი თანამცხოვრების სახის ხსენებაზე. მაიკო ოდნავ გვერდით გადაიხარა და გოგონას მხრის იქით გადაიხედა.
-ისე, მარიამ… – ხმას დაუდაბლა მან. – თაბაგარი უკან დგას და გიყურებს, იცი?
მარიამმა ყბები შეკრა და თავი ოდნავ დაუქნია, მაგრამ არც კი შეტრიალებულა. არ სურდა თაბაგარისათვის შეეხედა.
-ვიცი. – თქვა მან და გაღიზიანებულმა დაიქნია ჯოხი. – მთელი დილაა ასე იქცევა…
-არადა სულ შენს დასთან იყო. – თქვა ლექსომ, მარიამმა თავი დაუქნია.
-ეგეც ვიცი. არ ვიცი ახლა რა სჭირს, სულელივით დამსდევს. – ამოიხვნეშა გოგონამ. არ აპირებდა, რომ ღამით მომხდარი ამბავი მისი ახალი მეგობრებისათვის მოეყოლა. – გთხოვ, ნუ უყურებ, რა… – თითქმის მუდარით მიმართა მაიკოს, რომელიც ისევ წარბებაწეული მიშტერებოდა თაბაგარს.
-ის რომ გიყურებს? – წარბი აწკიპა ლექსომ. – თვალს არ გაშორებს და რაღაცნაირად იღუშება… – ლექსომ სახე დამანჭა, ალბათ თაბაგარის მოღუშულ სახეს გასცინა, და გოგოებს სიცილი აუტყდათ.
-ცოტა ვერ არის დალაგებული. – თქვა მარიამმა. – მაგისთანა საზიზღარი ადამიანი არ მინახავს. მისი სახის დანახვაც კი არ მსურს. თუ უნდა იაროს ჩემს დასთან, ოღონდ მე თავი დამანებოს… – მან მხრები აიჩეჩა და ჯოხი ისევ მოიმარჯვა.
-შენს დასთან იაროს? – იკითხა მაიკომ, მერე კი ჩაიფრუტუნა. – არ გეწყინოს, მარი, მაგრამ გადასარევი, ძალიან შესაბამისი წყვილი იქნებოდნენ…
-ჰო, მეც გამიგია. – სახეში ჩამოყრილი თმა გადაიწია ლექსომ. – ჩემი მეგობარია მისი თანამცხოვრები… ამბობს, ასეთი უწესრიგო და უზრდელი გოგო ჯერ არ მინახავსო. – მან მარიამს გადახედა ოდნავ შეწუხებული სახით. – ბოდიში, მარი.
-არა, არაფერი. სიმართლეა და რატომ უნდა ვცადო უარყოფა? – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – წავიდეთ, ავკრიფოთ ნაგავი.
-მაშ თაბაგარის მოსროლაც მოგვიწევს პარკში… – ნელა თქვა ლექსომ.
ნაპირს ორი გოგონას ხმამაღალი სიცილის ხმა მოეფინა. მარიამმა მუცელზე ხელი იტაცა და მაიკოს გადახედა, რომელიც სიცილისაგან იჭაჭებოდა.
მარიამს ისევ ჯიუტად არ გაუხედავს თაბაგარისაკენ, მის სახეს რომ წარმოიდგენდა, წამსვე ახსენდებოდა ტყე, შიში და საშინელი, აუტანელი ტკივილის მომგვრელი შეტევა, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. კიდევ კარგი, რომ თაბაგარი დებილივით არ მოიქცა და რამე გააკეთა, თორემ  მარიამის საქმე ახლა დამთავრებული იქნებოდა.
მაგრამ ის, რომ თაბაგარმა იქედან გამოიყვანა, ავტომატურად არ აქრობდა იმ ფაქტს, რომ თვითონ შეტევა მისი ბრალი იყო.
მისი ბრალი ბევრი რამ იყო, თუ მარიამი საკუთარ თავთან გულწრფელი იქნებოდა.
ამიტომ გოგონა აღარც კი აპირებდა, რომ მას კარგად მოჰქცეოდა. თუ თაბაგარს არ სურდა ეს, მაშინ რატომ უნდა გარჯილიყო თვითონ? მისი დაიგნორება ყველაზე იოლი გამოსავალი იყო, ყოველ შემთხვევაში, მარიამის აზრით. ვერ დაიკვეხნიდა, რომ სოციალურად ყველაზე განათლებული პიროვნება იყო, რადგან მისი ცხოვრების უმეტესობა მეგობრები არ გააჩნდა, ოჯახის წევრებთან ახლოს არ ყოფილა, დედა აღარც კი ახსოვდა, გარეთაც ხშირად არ გადიოდა.. მაგრამ მასაც კი ესმოდა, რომ თაბაგარი დამპალი სადისტი იყო.
სამ საათამდე მაიკოსა და ლექსოსთან ერთად მიუყვებოდა ნაპირს, თან ყველანაირად ცდილობდა, რომ თაბაგარის მზერას გაჰქცეოდა. სამ საათზე, როგორც ყოველთვის, კონსტრუქციაზე ავიდნენ, სადაც მან, მაიკომ და ლექსომ ერთად ააწყვეს ორი კედელი და სახურავის კარკასი. იმდენი იმხიარულეს, რომ მარიამს საკმაო დროის განმავლობაში გადაავიწყდა კიდეც თაბაგარი, იმის მიუხედავად, რომ მტკივანი გულმკერდი და ოფლისაგან ოდნავ ამწვარი ზურგი თავისუფლად მოძრაობას უშლიდა.
ექვსი საათისათვის დაამთავრეს, და მარიამი მაშინვე კაბინაში გაიქცა, რომ მოწესრიგებულიყო და დაპირებული საჭმელი გაეკეთებინა სტუმრობისათვის. რომ მივიდა, თაბაგარი ჯერ მოსული არ იყო, და ამიტომ სწრაფად გაიძრო ერთიანად გაოფლილი ტანსაცმელი და შხაპი მიიღო. საღამოს საკმაო სიგრილემ დაისადგურა, ცა ისევ მოიღრუბლა, ამიტომ გოგონა სარაფანზე ჟაკეტის მოცმას აპირებდა. ის იყო, რომ მაცივრიდან პროდუქტები გამოაწყო, რომ კარი გაიღო და თაბაგარმა შემოაბიჯა.
მარიამმა სწრაფად შეავლო მას თვალი, წამში დაიჭირა მისკენ მოშვერილი თაფლისფერი თვალები, კისერთან მკერდზე მიკრული მაისური და შუბლზე გადმოყრილი შავი თმა. წამსვე თვალი აარიდა, უკმაყოფილო გრძნობა დაეუფლა. არადა როგორ არ უნდოდა, რომ თაბაგარი მოსულიყო. რა იქნებოდა, რომ ცოტა დაეგვიანებინა, თვითონაც მოასწრებდა სალათის გაკეთებას და ადრე გავიდოდა სახლიდან. მარიამმა ამოიხვნეშა, გაქექილი, ყვავილების ორნამენტებით მორთული თეთრი ქვაბი მოშვებული წყლის ქვეშ შეუყუდა, მერე კი ანთებულ ქურაზე შემოდგა. არც კი გაუხედავს გვერდზე, როცა თაბაგარის ნაბიჯები მოესმა. იგი სააბაზანოში შედიოდა, ალბათ შხაპის მისაღებად.
გოგონამ კვერცხები, კარტოფილი, სტაფილოები ადუღებულ წყალში ჩაყარა და ხელები დაიფერთხა, სახურავი დაახურა ქვაბს. სხვა საქმე ჯერ აღარ ჰქონდა, ამიტომ ლოგინზე ჩამოჯდა.
სააბაზანოდან წყლის შიშინი ისმოდა, მარიამის მაჯის საათიც ტიკტიკებდა.
გოგონამ გვერდზე გაიხედა, მაშინვე შეამჩნია თავისი გიტარა, რომელიც კარის გვერდით, კუთხეში იყო მიყუდებული. რამდენი ხანი არ დაეკრა, მისი პროექტი წინ არ მიდიოდა საერთოდ…
გიტარა აიღო, და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა, ნაცნობი, გაქექილი ტარი ხელში მაგრად დაიჭირა და სიმებს ხელი ჩამოჰკრა, ოთახში მჭახედ გაისმა ბგერათა ხმა.
მარიამმა რატომღაც ყელი ჩაიწმინდა, უფრო უკეთესად ჩასჭიდა ხელი გიტარას და ისევ ჩამოჰკრა სიმებს თითები.
სააბაზანოში წყლის შიშინი შეწყდა, მაგრამ მარიამს ყურადღება არ მიუქცევია, მთელი კონცენტრაცია გიტარის სიმებისაკენ ჰქონდა მიპყრობილი, ცდილობდა, რომ ნოტი არ შეშლოდა და ხელი არ წაცდომოდა ცუდად.
ოთახს ჩუმი, ნაზი, მხიარული და ამავდროულად, სევდიანი მელოდია მოეფინა. მარიამი ნელა დაირწა, რიტმს თავსა და სხეულს აყოლებდა. არ უყვარდა ამის თქმა ან გაფიქრება კიდეც, მაგრამ ეს მელოდია ძალიან მოსწონდა. იქნებ ტექსტიც დაეწერა?
მარიამს კონცენტრაცია გაექცა, ხელი წაუცდა და ოთახში ჟღრიალით გაისმა შეუსაბამო, უადგილო ნოტი. გოგონამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და წამოდგა, რომ გიტარა ისევ თავის ბუდეში ჩაედო, მერე კი ქურას მიუახლოვდა, რომ ქვაბისათვის თავი მოეხადა და კარტოფილისათვის ჩანგალი დაერჭო, შესამოწმებლად.
მერე კი სააბაზანოს კარი გაიღო და თაბაგარმა გამოაბიჯა, მარიამს ისევ ჯიუტად არ გაუხედავს მისთვის, კარტოფილი და სტაფილოები ამოაწყო და დასაჭრელ დაფაზე დააყო, კვერცხები კი გასაციებლად ნიჟარაში დააგორა.
უკან შარიშური ისმოდა, ალბათ თაბაგარი ტანსაცმელს იცვამდა. მარიამმა კარტოფილის დაკეპვა დაიწყო, თან ყველანაირად ცდილობდა, რომ მომაბეზრებელი ხმა დაეიგნორებინა.
-კარგად უკრავდი. ლამაზი სიმღერა იყო ძალიან. – მოესმა მარიამს და თვალები გაუფართოვდა, ხელი დანაზე შეეყინა. როდის აქეთ იცოდა თაბაგარმა რა იყო „ლამაზი“ და რა არა? საკმაოდ არეული სტანდარტები ჰქონდა, თუ მარიამს ჰკითხავდით…
-ჰმ. – უპასუხა მან და სტაფილო სწრაფი მოძრაობით გასხიპა შუაზე. არ სურდა, რომ თაბაგარს დალაპარაკებოდა.
-არ ვიცოდი, გიტარაზე დაკვრა თუ იცოდი. – ისევ მოესმა და უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები. თაბაგარი თავს იკატუნებდა, თუ მართლა შტერი იყო?
-აბა რისთვის მენდომებოდა ამხელა გიტარა აქ? – ვეღარ მოითმინა და სარკასტულად მიახალა მან. – რომ დამედო და მეყურებინა? ტვინი სად გაქვს?
-რატომ იქცევი ასეთი წუნკალივით? – მოესმა გაბეზრებული ხმა უკნიდან და შეეძლო დაეფიცა, რომ ბრაზისაგან თმა ყალყზე დაუდგა. – კომპლიმენტი გითხარი, არ შეგიძლია მიიღო და გაჩუმდე?
-მე თავიდან არაფერი მითქვამს, მაგრამ მერე რაღაც სისულელე წამოროშე და ვეღარ მოვითმინე… და ნერვებს მიშლი, არ შეგიძლია საწოლქვეშ შეძვრე და მოკვდე? – მოუჭრა გოგონამ და დაჭრილი საჭმელი მათლაფაში ჩაყარა. ნიჟარაში ხელი გადაჰყო, რომ კვერცხი დაეტეხა, და საშინლად მადლობელი იყო, რომ თაბაგარს ხმა აღარ გაუღია, იმის მიუხედავად, რომ ტანზე დაყრილი ნემსებივით გრძნობდა ოთახში ჩამოწოლილ დაძაბულობას.
დაჭრილ მწვანილსა და მაიონეზს ჩაუძახა მათლაფაში და სალათას მოურია, ცოტა მარილი მოაყარა, მერე კი მოტრიალდა. ჩემოდნისაკენ გადაიხარა, რომ ჯაკეტი ამოეღო, როცა ისევ თაბაგარის დაჟინებული მზერა იგრძნო.
-მაგ ყელსაბამში რა მიეცი? ლარნახევარი? – გაისმა მისი მკვახე ხმა და გოგონამ თავისდაუნებურად გადახედა, ცალი ხელი კი ასწია, რომ გადმოკიდებული ყელსაბამისათვის შეევლო. იგი უბრალო, ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდებული, ნახევრადძვირფასი თვლებით მოჭედილი ფარშევანგის ფიგურა იყო.
გასწორდა, ჯაკეტი მოიცვა და თაბაგარს, რომელიც ლოგინზე იჯდა, გაღიზიანებული გამომეტყველებით, ზიზღით აღსავსე მზერა სტყორცნა.
-ჰო. – სარკასტულად გაშალა ხელები მან. – იცი რა? ლარნახევრიანი ყელსაბამი ყელზე მ*იდია, შენი ნათქვამი კი ფეხებზე.
თაბაგარს სახიდან გაღიზიანებული გამომეტყველება ელვის სისწაფით ჩამოერეცხა. წარბები ასწია და ტუჩები ოდნავ შეუთრთოლდა, თითქოს ღიმილს ებრძოდა.
ბოლოს გაიცინა და ფეხზე წამოდგა, პირდაპირ მისკენ გამოემართა.
მარიამს თვალები გაუფართოვდა, უკან დაიწია, მაგრამ თაბაგარი არ ჩერდებოდა, სწრაფად მოიწევდა წინ. გოგონას სუნთქვა აუჩქარდა, და შეკრთა, როცა სამზარეულოს დახლს მიეჯახა და სუნთქვაშეკრულმა მის წინ გაჩხერილ თაბაგარს ახედა.
სახეში სისხლი მოაწვა, სანახევროდ ნერვიულობისა და აღელვებისაგან, სანახევროდ კი მრისხანებისაგან. უნდოდა ხელები აეწია და თაბაგარისათვის მკერდში ეკრა, იგი მოეშორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ხელები დასჭიმვოდა და მთელი ძალით ჩასჭიდებოდა დახლის პირს.
მერე კი თანამცხოვრებმა ხელი ასწია.
და მარიამის ზურგს უკან რაღაცას გადასწვდა.
გოგონამ ღრმა, შვების სუნთქვა ამოუშვა და თვალები გაუფართოვდა, როცა თაბაგარმა ხელი გამოსწია, რომელშიც სალათიანი კოვზი ეკავა და კმაყოფილი სახით გასინჯა.
-არა უშავს. გემრიელია. ცოტა მარილი რომ დაამატო, მშვენიერი იქნება. – თქვა მან და ტუჩები მოილოკა, კოვზიანი ხელი ისევ გადასწია, იმის  მიუხედავად, რომ მარიამი ისევ მიმწყვდეული ჰყავდა მის წინ. გოგონამ ხელში ხელი სტაცა და კოვზი მისი ხელიდან გამოაძრო.
-ახლავე შეწყვიტე ეს უმსგავსო საქციელი. – ხმადაბლა, კბილებში გამოსცრა მან. – ეს სალათი შენთვის არ არის. – კოვზი ნიჟარაში ჩააგდო და მათლაფას თავი დაახურა, ჟაკეტი გაისწორა და თაბაგარს ხელი ჰკრა, რომ გზიდან ჩამოეშორებინა.
მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი თანამცხოვრები განძრევას არ აპირებდა.
-რას ნიშნავს, ჩემთვის არ არის? – იკითხა მან და მკლავები გადააჯვარედინა. -აბა ვისთვისაა?
-სტუმრად მივდივარ და თან მიმაქვს. – მოუჭრა გოგონამ და მათლაფა ხელში აიტაცა. – ახლა მომშორდი, უკვე დროა, დამაგვიანდება…
-რას ნიშნავს სტუმრად მიდიხარ? – წარბები შეკრა თაბაგარმა. – სად? და მე რა ვჭამო?
მოთმინებიდან გამოსულმა მარიამმა თავისუფალი ხელი ზემოთ აისროლა.
-მაცივარში არის საჭმელი, რაც გინდა, ის ჭამე, მე არ მაინტერესებს. სად მივდივარ, არ გეხება, მომშორდი… – მარიამი გვერდზე გაიწია, მაგრამ თაბაგარი ისევ გადაეღობა.
გოგონამ პირი გააღო პროტესტის გამოსახატად, მაგრამ თაბაგარს სახე უცებ მოეღრუბლა, ხელები წინ გამოსწია და მის გვერდებზე ჩამოდო, დახლის პირზე, ისე რომ მარიამი მოემწყვდია.
-რატომ ცდილობ სულ რომ მიკბინო და წყობილებიდან გამომიყვანო, ჰა? – ჰკითხა მან დაბალი ხმით და მარიამმა ისე შეხედა თითქოს გიჟი ყოფილიყო. თაბაგარი ანთებული თვალებით უმზერდა, სახის ნაკვთები მოეჭმუხნა.
-ეგ გაინტერესებს? მე მეგონა მიზეზი აშკარა იყო. – მიახალა გოგონამ. – ვერ გიტან, მძულხარ და არ მსიამოვნებს შენი დანახვა. მგონი საკმარისი მიზეზია, არა?
-რატომ უნდა იწუნკლო? არ შეიძლება შეეცადო რომ ცოტა უკეთესად მოიქცე? – დაიღმუვლა თაბაგარმა, სახე შეეცვალა, ეტყობოდა, რომ საკუთარ თავს ებრძოდა.
მარიამმა მწარე სიცილი ამოუშვა.
-შენ არ იქცეოდი, მე რატომ უნდა მოვიქცე? – შეუბრუნა კითხვა, მაგრამ თაბაგარმა თავი გააქნია და ტუჩები მოკუმა.
-მე მეგონა ჩემზე უკეთესი იყავი. – ხმადაბლა უთხრა თანამცხოვრებმა და თავი მისკენ გადმოსწია.
მარიამს თვალები გაუფართოვდა და სიტყვები კისერში გაეჩხირა. რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო, იმდენად მოულოდნელი იყო ბიჭის სიტყვები, მაგრამ შეეცადა თავს მორეოდა.
-მთლად მასეთი კარგიც არა ვარ, როგორ ხედავ. – უპასუხა მან. – შეიძლება ვიყო, მაგრამ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ შენნაირ ნაგავს მოვექცე ნორმალურად. – მან მხრები აიჩეჩა. – მეჩქარება. არ დამელოდო, ალბათ გვიან მოვალ.
მარიამმა თაბაგარის მკლავს ხელი გაჰკრა, სწრაფი ნაბიჯით მივარდა კარს და გარეთ გავიდა.
უკან არც კი მოუხედავს, მეთოთხმეტე კაბინისაკენ გაემართა.
-*-*-*-*-*-
-რა უთხარი? – წამოიძახა მაიკომ და ხმამაღალი სიცილი ატეხა. – მერე რა გითხრა?
-არაფერი. – მიუგო მარიამმა და ტუჩის კუთხე ასწია. – ენა ჩაუვარდა.
-გადასარევი პასუხი იყო, მე თუ მკითხავ. – ნიკაპზე ხელი შემოიდო ლექსომ. – მერე რაო? აღარ გაგცემ ხმასო?
-არა, მერე რაღაც სისულელეები წამოროშა. – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – არც კი ვიცი, რა ვიფიქრო…
-საერთოდ არ იფიქრო. – უთხრა ლექსომ და მისკენ გადმოიწია, ხელზე ხელი მოუჭირა და გულწრფელი, განიერი ღიმილით გაუღიმა. – იცი რას გეტყვი? მაგნაირი ადამიანი საერთოდ არ იმსახურებს მასზე გაფიქრებასაც კი. არ მიკვირს, რომ ყველა ვერ იტანს.
მარიამი გაწითლდა, როცა ხელზე თბილი წნევა იგრძნო, გულმკერდში ისევ ის ნაცნობი სასიამოვნო, თბილი გრძნობა გაუჩნდა, ლექსოს სახეს თვალი აარიდა და მაიკოს გადახედა.
-ვიცი, ვიცი, რომ არ იმსახურებს. – ამოიხვნეშა მან. – იმაზეც კი ვიფიქრე, რომ ლევანს ვთხოვ, გამომიცვალოს საცხოვრებელი, თორემ არ ვიცი, როგორ გავძლებ კიდევ ორი თვე.
-რამეთ გაირთე თავი. – შესთავაზა მაიკომ. – მაგალითად, მე და ლექსო წიგნებს ვკითხულობთ, წამოღებული გვაქვს, კარტს ვთამაშობთ, ხანდახან, თავისუფალ დღეებში ზღვაზეც გავდივართ…
-წიგნი ერთი წამოვიღე, იმის კითხვის თავიც არა მაქვს. – გაუქნია თავი მარიამმა. – კარტი ვის ვეთამაშო, სულ თქვენთან ხომ არ ვიქნები? ზღვაზე გასვლა… ეს თავისუფალი დღე როდისაა? მეც მინდა ზღვაზე…
-კვირაში ერთხელ. – უპასუხა ლექსომ. – ზუსტად არ ვიცი… ამ ხუთშაბათს, მგონი.
-ანუ ზეგ. – თქვა მარიამმა და თავი დააქნია. თავს დააძალა, რომ გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო, როცა ლექსომ მისი ხელიდან საკუთარი ხელი აიღო და წყალი მოყლურწა.
-ჰოდა შემდეგში ერთად წავიდეთ! – ხელი ხელს შემოჰკრა მაიკომ. – ცხრაზე შევხვდეთ ნაპირზე და მთელი დღე იქ ვეგდოთ, მაგარი იქნება!
-ჰო… – თავი დააქნია მარიამმა. – რამდენი ხანია ზღვაში არ ვყოფილვარ, მომენატრა…
გოგონას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვა ენაზე შეაცივდა, როცა მის ზურგსუკან კარის გაღების, ნაბიჯებისა და ჯახუნით დაკეტვის ხმა გაისმა.
თვალებგაფართოებულ მაიკოს ჩანგალი წკრიალით დაუვარდა თეფშზე, ლექსოს სახე მოეღრუბლა, და მარიამი დარწმუნებული იყო, რომ კიდევ ცოტათი თუ მოუჭერდა ჭიქას ხელს, იქვე ჩაატყდებოდა.
სწრაფად მოტრიალდა და გაოცებისა და ბრაზისაგან ამოიგმინა.
თაბაგარი იდგა, მოღუშული მისჩერებოდა, სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ეხატა.
-ე, შენ დაკაკუნება არ იცი რა არის? – დაიღმუვლა ლექსომ. – ვინ გითხრა, რომ აქ ასე შემოსვლა შეგიძლია?
-არავინ. შენ რომც მითხრა, მაინც არა აქვს მნიშვნელობა, ამიტომ… – თაბაგარმა მხრები აიჩეჩა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა წინ. მაიკოს გაოცებული, მარიამის გაღიზიანებული და ლექსოს მრისხანებით აღსავსე სახეებისათვის ყურადღება არც კი მიუქცევია.
-რას აკეთებ? – იფეთქა ლექსომ, როცა თაბაგარმა სკამი დაითრია და მაგიდას მარიამის გვერდით მიუჯდა. – ვინ გგონია შენი თავი? არავის მოუპატიჟებიხარ აქ!
-აქ ჩემი თანამცხოვრებია, ამიტომ ფაქტიურად, მეც მაქვს უფლება. – განაცხადა თაბაგარმა და მარიამს გადახედა. – ამ გოგომ მე მშიერი დამტოვა და არსადაც არ ვაპირებ წასვლას, სანამ არ ვჭამ და ესეც არ წამოვა…
-გადაირიე ხომ? – შეუყვირა მარიამმა და განცვიფრებული უყურებდა, თუ როგორ ამოურია თაბაგარმა სალათიან მათლაფაში კოვზი და რა გახელებით ჭამდა. – ტაქტი და ზრდილობა სად გაქვს? სახლში დაგრჩა? გქონდა საერთოდ როდესმე?
-ზრდილობა და ტაქტი არა ისა კიდევ… – დაიღმუვლა ბიჭმა, კოვზი პირში ჩაიდო და მარიამს თითი მიუსვირა. – სულ შენი ბრალია. არ დაგეტოვებინე მშიერი და არ მოვიდოდი…
-მაცივარში ძეხვი და პური, სულგუნი, ყველი, გუშინდელი მაკარონიც იყო! ისინი გეჭამა, რა იქნებოდა? – იფეთქა მარიამმა.
თაბაგარმა არაფერი უთხრა, ფრუტუნით გადაყლაპა კიდევ ერთი კოვზი სალათი და მარიამმა იგრძნო, თუ როგორ მოაწვა კისერში მოთმინება.
-საკმარისია. – ლექსო ფეხზე წამოდგა. – შენით გახვალ თუ წიხლით გაგაგდო? – დამცინავად ჰკითხა მან.
თაბაგარმა კოვზი ხელიდან გააგდო და თვითონაც ფეხზე წამოდგა.
-მოდი, ვცადოთ. – გაუცინა მან და მარიამს ჟრუანტელმა დაუარა, მაიკოს გადახედა. გოგონა დაფეთებული ჩანდა, ცალი ხელი ასწია და ლექსოს სახელოში წაავლო, აშკარად ანიშნებდა, რომ გაჩერებულიყო…
-მართლა საკმარისია. – მარიამი ფეხზე წამოდგა. – სახლში წადი, გესმის? წადი! – შეუყვირა მან და მკერდში ხელი ჰკრა, მერე მკლავში ხელი წაავლო და მისი კარისაკენ გათრევა სცადა.
-მაშინ შენც წამოდი. – უთხრა თაბაგარმა, ისე რომ არც კი შენძრეულა, მისკენ არც კი გამოუხედავს.
-რაო? – პირი დააღო მარიამმა. – რას ამბობ?
-თავი დაანებე, თაბაგარო. – დაიგრგვინა ლექსომ. – თუ უნდა, აქ დარჩება, შენ კი გაეთრიე…
-ეს ჩემი თანამცხოვრებია, გასაგებია? შენი კი არა! – მოულოდნელად, უცებ ვულკანივით ამოფეთქილმა სიტყვებმა ლექსოს სიტყვა გააწყვეტინა, მარიამი და მაიკო ადგილზე შეხტნენ. თაბაგარს სახე მოჭმუხნოდა, ლექსოს დაჟინებით ჩაშტერებოდა. – ჩემი თანამცხოვრები, ჩემი, გაიგე მეთქი?
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მარიამი განცვიფრებული აშტერებოდა თანამცხოვრებს და ცდილობდა გაეგო, თუ რას აკეთებდა ახლა თაბაგარი, რას აპირებდა, რის მიღწევას ცდილობდა, რას გულისხმობდა…
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და მას დახედა, მარიამის მზერა მისას შეეჩეხა.
გოგონას მთელი სხეული დაეძაბა, იგრძნო, როგორ გაუფითრდა სახე. ტუჩები მოკუმა, ორი ნაბიჯით უკან დაიწია, თაბაგარს მოშორდა, მასთან ახლოს ყოფნა უცებ ვერ აიტანა.
მისი თანამცხოვრები კიდევ რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა მას, სახეზე ელვის სისწრაფით ეცვლებოდა გამომეტყველებები. მერე შეტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა კართან, გამოგლიჯა და მთელი ძალით გაიჯახუნა.
ოთახში კი განცვიფრებული, ანერვიულებული სამეული დატოვა.
*-*-*-*-*-
მარიამმა არ იცოდა, რა ეფიქრა.
ვერ იტანდა, როცა რამეს ვერ იგებდა, ახლა კი სწორედ ისეთი სიტუაცია იყო, როცა უამრავი კითხვა გააჩნდა, მაგრამ პასუხს ვერ ნახულობდა და ყველაფერზე ბრაზობდა.
როცა ორი დღის წინ მისმა თანამცხოვრებმა მეთოთხმეტე კაბინის კარი გამწარებულმა გაიჯახუნა, თითქოს მათ შორის რაღაც მეტაფორული კარიც ჩაიკეტა. მარიამმა თხუთმეტი წუთის შემდეგ დატოვა მეთოთხმეტე კაბინა და სახლში წავიდა, მაგრამ თაბაგარი არ დაუხვდა. ღამე გაიგო მისი მოსვლა, ალბათ უკვე სამი საათი იწყებოდა, მაგრამ ფეხზე არ ამდგარა, არ სურდა, რომ მისთვის სახეში შეეხედა. თაბაგარი ცოტა ხნით უცნაურად დაბოდიალებდა ოთახში, რამდენჯერმე მთვრალივით ჩაუარა მის საწოლს, მერე კი თავის ლოგინზე დაემხო და მაშინვე ჩაეძინა.
დილით გოგონამ რომ გაიღვიძა, მაშინვე შეამჩნია მძინარე თაბაგარის ამოშავებული, გასიებული თვალის უპეები, შეკრული წარბები და მოიღუშა. იტყოდა, რომ მისი თანამცხოვრები მთვრალი იყო, სიმთვრალის ნიშნები მამამისიდან იცოდა, მაგრამ სად მალავდა თაბაგარი სასმელს?
„თუმცა რას ვროშავ“. გაიფიქრა მარიამმა და თავი გადააქნია. „მანქანაში შეიძლება ჰქონდეს, ანდა უბრალოდ ქალაქში ჩავიდოდა და იქ გამოთვრებოდა.“
თაბაგარი იმ დღეს ნაპირზე და კონსტრუქციაზე არ გამოსულა, და მარიამმა ლევანს მოახსენა, რომ იგი შეუძლოდ იყო. მაიკოსა და ლექსოს ყველაფერი მოუთხრო, და ლექსომ დარწმუნებით უთხრა, რომ თაბაგარი ადრეც დამთვრალა აქ, და ერთი ამბავი აუტეხავს. „არ მიკვირს, რომ კიდევ ერთხელ იშოვა სასმელი… ფული ნამდვილად არ უჭირს…“ თქვა მან.
მარიამს არ ესმოდა, თუ რა სურდა ან რა სჭირდა თაბაგარს. თანამცხოვრები ისევ სულ უკან დასდევდა, რაც ნაბახუსევიდან გამოვიდა იმ დღეს, და ისევ დაჟინებით მიშტერებოდა. ლოგინზე იჯდა და უყურებდა, როცა მარიამი წიგნის კითხვისას ცოდვილობდა, უსმენდა, როცა გოგონა თავისი მელოდიის დამუშავებას ცდილობდა, როცა საჭმელს აკეთებდა, მაგრამ ხმას აღარ იღებდა.
მთელი ორი დღე მარიამი ითმენდა, ცდილობდა სახლში იმდენად აღარ გაჩერებულიყო. მაგრამ როცა კიდევ ერთხელ, წიგნის კითხვისას იგრძნო, თუ როგორ დაჟინებით უყურებდა თავის ლოგინზე წამომჯდარი თაბაგარი, ყელში ამოუვიდა.
წიგნი ხმამაღალი ბრახუნით დახურა, და წარბშეკრულმა გადახედა თანამცხოვრებს, რომელიც უსიტყვოდ შეაშტერდა.
-რას მომჩერებიხარ? – იკითხა მკვახედ. – თვალი არ მოგიშორებია ამდენი ხანია!
-რა, არ შეიძლება? – უპასუხა თაბაგარმა. – ბარემ დამახუჭინე თვალები და გამასვენე.
-სიამოვნებით, მაგრამ ნაგვის გადაყრა არ მიყვარს. – მოუჭრა გოგონამ. თაბაგარმა დაიფრუტუნა და თვალი აარიდა, მაგრამ მარიმმა მის სახეზე გაბეზრებისა და ოდნავი გაღიზიანების გარდა სხვა გამომეტყველებაც შეამჩნია… იგი თითქოს ცოტათი ნაწყენი ჩანდა.
მაგრამ რატომ?
-დღეს არ მიდიხარ სტუმრად? – ჩაეკითხა თაბაგარი. მარიამმა წიგნი გადაფურცლა და თავი გააქნია.
-ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ… – მან ამოიხვნეშა. – ყოველდღე ხომ არ მივალ. სამაგიეროდ ხვალ მთელი დღე გასული ვიქნები! – კმაყოფილებით განაცხადა მან.
-ჰოო? – თქვა თაბაგარმა და ლოგინზე წამოწვა. – და სად მიდიხარ?
-ზღვაზე ვიქნები, ლექსოსთან და მაიკოსთან ერთად… – ჩაილაპარაკა გოგონამ და ფურცელი გადაშალა, მერე კი უნდობლად გადახედა თანამცხოვრებს. – და შენ რაში გაინტერესებს?
-მეც მინდა წამოსვლა. – სწრაფად უპასუხა თაბაგარმა.
-აუ, რატომ? – წაიზუზუნა გუნებაწამხდარმა მარიამმა. წამსვე მიხვდა, რომ ალოგიკურად იქცეოდა, რადგან თაბაგარს ყველანაირი უფლება ჰქონდა თავისუფალ დღეზე ზღვაზე წასულიყო, მაგრამ ისე იმედოვნებდა მთელი ხვალინდელი დღის მის ახალ მეგობრებთან გატარებას, რომ ვერ მოითმინა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მის მომაბეზრებელ, დამპალ თანამცხოვრებს მათ მხიარულებაზე ჩაზიარება სურდა. – რატომ არ შეგიძლია სახლში დარჩე? საჭმელს გავამზადებ, თან აუტანელი სიცხე იქნება გარეთ, დაიწვები… – სწრაფად მიაყარა მან, ცდილობდა რაიმე მიზეზი მოეძებნა, რომ თაბაგარისათვის გადაეფიქრებინებინა ნაპირზე წამოსვლა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, რომ სულ ტყუილად ცოდვილობდა.
-გაჩერდი რა… – ხელი აუქნია თანამცხოვრებმა. – მეც წამოვალ თქო.
მარიამმა ამოიხვნეშა, დანებების ნიშნად ხელი ასწია.
-კარგი. – კბილებშუა გამოსცრა მან. – ოღონდ ერთი ამბავი არ შექმნა და გადასარევი იქნება, თუ საერთოდ არ დაილაპარაკებ.
-რატომ? – ჩაეკითხა თაბაგარი, და მარიამის გასაკვირად, მას გულწრფელი ინტერესი და დაბნეულობა ეხატა სახეზე. გოგონამ წარბები შეკრა.
-ბოლოჯერ როცა მათ შეხვდი, ალბათ გახსოვს, რითაც დამთავრდა… – განაცხადა მარიამმა და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი უყურებდა, თუ როგორ დაიძაბა თაბაგარი. – ამიტომ ჯობია, თუ გაჩუმდები ან არ გააბრაზებ.
-გავაბრაზებ? – თაბაგარი მოუბრუნდა, ცალყბად, მწარედ გაიცინა და დაიფრუტუნა. – მე გავაბრაზე? მაგ უსახო ნაბი*ვარმა დაიწყო პროვოკაცია.. რა მისი საქმე იყო, მე სად შევიდოდი?
-ჰმ, აბა რა ვიცი… – სარკასტულად მიუგო გოგონამ. – იქნებ იმიტომ რომ მის სახლში შედიოდი?
-შენ რა გინდოდა მის სახლში? – მოუჭრა თაბაგარმა.
მარიამს თვალები გაუფართოვდა, წიგნი დახურა და გვერდზე გადადო.
-ისინი ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ ვესტუმრე… – დაიწყო მან ახსნა, მაგრამ გადაიფიქრა, სახის ნაკვთები და თვალები გაუმაგრდა. – არც კი ვიცი, რატომ გიხსნი ამას… მოკლედ, შენი საქმე არაა…
-ისინი რატომ? – იფეთქა უცებ თაბაგარმა და მარიამმა ოდნავ უკან დაიწია მოულოდნელობისაგან, თვალები გაუფართოვდა. – მითხარი, ისინი რატომ? რატომ არ შეგიძლია, რომ აქ სახლში დაეტიო?
მარიამმა თვალები დახუჭა, სუნთქვა კისერში აწვებოდა, ხმამაღლა შეისუნთქა და ამოისუნთქა. საფეთქელზე ხელი მიიდო, ამხელა როშვის და სისულელის მოსმენა არ შეეძლო.
-რა გჭირს? შეტევა გაქვს? – გოგონამ სწრაფად გაახილა თვალები, როცა სიტყვები გაიგონა და გაოგნებული შეაშტერდა ფეხზე წამომდგარ თაბაგარს, რომელიც თვალებგაფართოებული, ერთიანად დაძაბული უყურებდა.
-გადაირიე? – შეუყვირა მან. – არა, გადასარევად ვარ, არ მაქვს შეტევა! უბრალოდ ამდენი სისულელის მოსმენას ვეღარ ვიტან. რას ჰქვია, სახლში დავეტიო?
თაბაგარს სახის ნაკვთები მოეშვა, ისევ უსიტყვოდ დაეხეთქა ლოგინზე და ხელები ერთმანეთს გადააჭდო.
-იმას, რომ ჯობია აქ დაეტიო და მე საჭმელი გამიკეთო, ვიდრე ვიღაც-ვიღაცებს მოემსახურო. – უპასუხა მან, და გვერდზე გაიხედა, მზერა აარიდა. მარიამმა იგრძნო, თუ როგორ დაიწყო ძარღვმა მტკივნეულად პულსაცია მის საფეთქელში.
-თუ კიდევ ერთხელ მასეთ რაღაცას მეტყვი, გეფიცები, ამ წიგნს ან რაიმე მძიმეს გესვრი. -დაემუქრა იგი და ბრაზით, კიდევ ერთხელ გადაშალა წიგნი. თაბაგარმა ჩაიფრუტუნა და გაღიზიანებული მზერა სტყორცნა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მარიამი წიგნს ჩააშტერდა, მაგრამ ისე იყო ანერვიულებული, რომ ორიოდე წუთის შემდეგღა გააცნობიერა, რომ ერთ სტრიქონს უკვე მეოცედ კითხულობდა. წიგნი ბრაზით გადადო გვერდით და ლოგინის ბოლოზე მიყუდებულ გიტარას გადასწვდა, ლოგინზე ფეხები მოირთხა და კომფოტულად მოეწყო.
ისევ თავისი პროექტისათვის უნდა მიეხედა. გიტარას სიმები და დასაჭერები შეუმოწმა და დაკვრა დაიწყო, კაბინა მელოდიამ აავსო. მარიამი მთელი კონცენტრაციით უკრავდა, სწრაფად ამოძრავებდა თითებს სიმებს, სურდა რომ ბოლოს და ბოლოს, ეს მელოდია დაემთავრებინა და ბოლოში შეუცდომლად ჩასულიყო…
მაგრამ ყოველთვის იჭედებოდა შუა გზაში და ხელახლა უხდებოდა დაწყება, რატომღაც ხანდახან გრძნობა, რომ ნოტი უადგილოდ იყო გამოჩხერილი ან საერთოდაც ახალი ჰანგი უნდა ჩაერთო შიგნით… სამჯერ დაკვრის შემდეგ სიმებზე ხელის დაჭერით შეაჩერა მელოდია, და ხმამაღალი ხვნეშით გადადო გიტარა გვერდით, მერე კი ლოგინზე გადავარდა, მკლავები ზემოთ ასწია და ოხვრით გაიხედა ფანჯარაში, სადაც უკვე ჩამოწოლილიყო საღამოს სიბნელე და კოღოების მთელი გუნდი ტრიალებდა. კიდევ კარგი, რომ მარიამმა ბინტი იყიდა ქალაქში და რამდენიმე ჭიკარტის დახმარებით ფანჯრის ჩარჩოზე ააკრა, თორემ ახლა კოღოებისაგან დაკბენილები იქნებოდნენ.
-მაგ სიმღერას რა ერქვა? – მარიამმა თავი გადმოატრიალა, რომ თაბაგარისათვის შეეხედა. იგი ასევე ზურგზე იწვა ლოგინზე, და ხელში მობილური ტელეფონი მოემარჯვებინა. გოგონამ წარბები შეკრა.
-რომელს, ახლა რომ ვუკრავდი? – ჰკითხა მან. თაბაგარმა თავი დაუქნია, უსიტყვოდ.
-რას ნიშნავს რა ერქვა? – იკითხა დაბნეულმა. – სახელი არ დამირქმევია ჯერ. ჯერ დავამთავრო და მერე მოვიფიქრებ.
-როგორ… ეგ სიმღერა შენ დაწერე? – ჩაეკითხა თაბაგარი და წარბები აწკიპა, საკმაოდ გაკვირვებული ჩანდა.
-ჰო. – მარიამმა მხრები აიჩეჩა. – ჩემი პროექტია ამის დაწერა. ზაფხულის ბოლოსათვის უნდა დავამთავრო. – გააცხადა მან და თავი ისევ გადაატრიალა, გვერდზე გადაბრუნდა, კედლისაკენ. თაბაგარის გაოცებული გამომეტყველება დაიჭირა და უცნაური კმაყოფილება იგრძნო.
უკვე გვიანი იყო, ეძინებოდა კიდეც.
უნდოდა ამდგარიყო და გამოეცვალა, ნორმალურად დაწოლილიყო, მაგრამ ვერ შეძლო. სხეული ძალიან სწრაფად მოუდუნდა, თითქოს საწოლში ჩადნა. მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ ხელი უკან გაეწია და თხელი საბანი მოეხვია მხრებზე.
მალევე ჩაეძინა, გონებაში ხვალინდელი დღე, მზეზე კოტრიალი, მოლივლივე ზღვა და ცხელი ქვები უტრიალებდა და იღიმებოდა.
-*-*-*-*-*-*-
მარიამმა უცებ გამოიღვიძა, ბურანში გამოხვეული ლოგინზე წამოჯდა. წარბშეკრულმა თვალებზე ხელი აიფარა, რომ ფანჯრიდან შემოსულ თვალისმომჭრელ სინათლეს შეჩვეოდა და მეორე ხელით ბალიშქვეშ ამოდებული ტელეფონი მოძებნა. ჯერ მხოლოდ რვა საათი იყო, და მარიამმა წარბები შეკრა, არადა ესიამოვნებოდა კიდევ ცოტა ხნით დაძინება.
თვალები მოისრისა და თაბაგარს გადახედა, რომელსაც, როგორც ყოველთვის, ჯერ კიდევ ეძინა, ოღონდ ამჯერად ისევ მისკენ გადმობრუნებულს. ხელი საწოლის გვერდზე გადმოვარდნოდა, მკლავი თავქვეშ ამოედო.
უცნაური იყო, შეამჩნია მარიამმა, რომ ამ ბოლო დროს მას სულ კედლისაკენ ზურგშებრუნებულს ეძინა.
ფეხზე წამოდგა და ჩემოდნიდან საცურაო კოსტიუმი ამოიღო. შხაპი მიიღო და სააბაზანოში ჩაიცვა, სხეულზე კოსტიუმი შეისწორა, სარკეში შეხედა საკუთარ თავს. კოსტიუმი მოჭრელო, მუქი ლურჯისა და მწვანის ნარევი იყო, და სტანდარტული ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ეს კოსტიუმი სამიოდე წლის წინ იყიდა, ზომით დიდი, რადგან ეგონა, რომ შემდეგშიდაც გამოადგებოდა. ეს სამი წელიწადი მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა საშუალება რომ კოსტიუმი ჩაეცვა, და ახლა ხედავდა, რომ უკეთესად ჰქონდა, ვიდრე ადრე.
ტანზე სარაფანი გადაიცვა და ჩუმი ნაბიჯით გამოიპარა სააბაზანოდან, არ სურდა თაბაგარი გაეღვიძებინა, მაგრამ უკმაყოფილო გამომეტყველების მიღება მოუწია, როცა ლოგინზე წამომჯდარ თანამცხოვრებს გახედა, რომელიც თვალებს ნამძინარევად ისრესდა.
-დროზე ადექი. – მკვახედ განაცხადა მან. – ახლა საუზმის ჭამას ვაპირებ და მერე მივდივარ. შენ ნამდვილად არ დაგელოდები, ამიტომ დროზე მოემზადე.
-როდის აქეთ გახდი დედაჩემი? – ირონიულად თქვა თაბაგარმა და ფეხზე წამოიზლაზნა, ხელები ზემოთ აქაჩა და მთელი ტანით გაიზმორა. – კარგად მეძინა. – განაცხადა მან და თავის ჩემოდანში დაიწყო ჩიჩქნა, ალბათ საკუთარ საცურაო კოსტიუმს ეძებდა.
მარიამმა სწრაფად შემოდგა ტაფა ქურაზე და საათზე დაიხედა. ცხრა საათამდე კიდევ ოცდათხუთმეტი წუთი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ სურდა, რომ ნაპირზე ცოტა ადრე მისულიყო, პირსახოცი გაეფინა და ქოლგა ეშოვა…
როცა გოგონამ ტაფაზე დახალული კვერცხები გადმოაბრუნა და აშუშხუნებული ძეხვის ნაჭრები თეფშზე გადმოაწყო, სააბაზანოს კარის გაღების ხმა გაისმა. მარიამმა კვერცხებიც გადმოიღო თეფშებზე და მაგიდა გააწყო.
თაბაგარი ისევ ჩემოდანში იქექებოდა, ტანზე მხოლოდ საცურაო შორტები ეცვა და მარიამი უსიტყვოდ მიუჯდა მაგიდას, თან ძალაუნებურად გადახედა მისი თანამცხოვრების გარუჯულ ზურგს, კანქვეშ კუნთების მოძრაობასა და კისერზე ჩამოყრილ მუქი ფერის თმას.
თაბაგარმა შავი ფერის გრძელი პირსახოცი ამოაძრო და კისერზე მოიგდო, მერე კი ფეხზე წამოდგა. მარიამმა თვალები დახარა, ჩანგალი მოიმარჯვა და თეფშზე დადებულ ძეხვის ნაჭერს დაასო. საკუთარ თავს გაუჯავრდა, და იგრძნო, თუ როგორ მოაწვა ლოყებში სიცხე.
მის მოპირდაპირედ, მაგიდასთან თაბაგარი დაეხეთქა და ჭამა დაიწყო. მარიამმა ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შეეჭამა საუზმე, მაგრამ როცა მორჩა, თაბაგარს მაინც დამთავრებული ჰქონდა და პირს იწმენდდა.
-წავიდეთ? – ჰკითხა მან და ფეხზე წამოდგა, მარიამიც აჰყვა, თან მთელი მონდომებით არიდებდა თვალს, არ სურდა რომ მისთვის შეეხედა.
-ჰო, წავიდეთ. – თქვა მან, თავისი პირსახოცები, ქუდი და თევზის ფორმის კრეკერების პარკი ჩანთაში ჩატენა და თაბაგარს უკან მიჰყვა.
ნაპირამდე სიარული ჩუმი იყო, არც ერთს ხმა არ გაუღია. მარიამი ჯიუტად ჩასჭიდებოდა ჩანთის სალტეს და დუმდა, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა ნაპირზე ლექსო და მაიკო შეამჩნია, რომელთაც უკვე გაემზადებინათ ქოლგები და ქვებზე პირსახოცებს ასწორებდნენ.
-გაუმარჯოს! – ხელი ასწია ლექსომ, როცა იგი შეამჩნია და მარიამმაც შორიდანვე დაუქნია ხელი, თან ნაბიჯს აუჩქარა, რომ უფრო მალე მისულიყო. შორიდანვე დაინახა მისი განიერი მხრები, ნავარჯიშები სხეული და ერთიანად გადაწითლდა. იმის იმედიღა ჰქონდა, რომ მის სიწითლეს სიცხეს მიაწერდნენ.
-მარი, როგორა ხარ? – ჰკითხა მშვენიერ, შავ და ტანზე მომდგარ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა მაიკომ, თან გაუღიმა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაცივდა, როცა მის უკან გაიხედა. მარიამმა ამოიხვნეშა და მას მიუახლოვდა.
-ბოდიშით რა… – მიმართა ორივეს ხმადაბლა, რომ თაბაგარს ვერაფერი გაეგო. – წამცდა, რომ ნაპირზე მოვდიოდი თავისუფალ დღეს და თვითონაც მოინდომა წამოსვლა.
-რა ჰგონია საკუთარი თავი? – დაისისინა ლექსომ და მოახლოებულ თაბაგარს მზერა სტყორცნა. – რატომ დაგყვება ყველგან?
-ალბათ უნდა, რომ გამაწვალოს. – მხრები აიჩეჩა გოგონამ და ერთიანად დაიძაბა, როცა მხარზე მძიმე ხელის დაშვება იგრძნო.
-მე იქ წავალ, სადაც ჩემი თანამცხოვრები წავა. სხვა არავის არ ეკითხება რას გავაკეთებ, გასაგებია? – განაცხადა თაბაგარის ხმამ და მარიამმა ტუჩები მოკუმა, მხარი სწრაფად გამოგლიჯა მის მარწუხს და წარბშეკრულმა ახედა.
-ხომ გითხარი, ხმა არ ამოიღო მეთქი? – დაუსისინა მან. თაბაგარმა გადმოხედა, თვალებს ნაცნობი, შავმინიანი მზის სათვალე უფარავდა.
-წამოდი, მარი. – უთხრა მაიკომ და მის თანამცხოვრებს ბრაზით აღსავსე მზერა სტყორცნა. – არ ღირს.
მარიამი დაჰყვა, მის გვერდით გაფინა თავისი პირსახოცი და საფარანი გადაიძრო, მერე კი თვითონ, მაიკო და ლექსო ერთად შევარდნენ აბრწყინებულ წყალში.
მარიამს შეეძლო დაეფიცა, რომ ასე კარგა ხანი იყო, რაც არ ემხიარულა, წლების განმავლობაში. მზე სასიამოვნოდ ადგა სველ თავსა და წყალს ზემოთ ამოზიდულ მხრებზე, სწრაფად მიცურავდა, ლექსოს ეჯიბრებოდა და მაიკოსთან ერთად წუწაობდა. მარიამმა რამდენჯერმე თაბაგარსაც გადახედა, რომელიც შეზლონგზე გაშხლართულიყო, შუა მზეზე და მათკენ მოეტრიალებინა თავი, აშკარა იყო, რომ მათ უყურებდა. მარიამმა ზემოთა ტუჩი ასწია და შეეცადა, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია, ეს ყველაზე უკეთესი იქნებოდა.
მსუბუქი კივილი ამოუშვა, როცა წელზე მკლავი მოხვიეს და წამიერად ჰაერში ამოსწიეს, მერე კი სიცილი აუტყდა. ლექსოს ცალი მკლავი მისთვის შემოეხვია, მეორეში კი აფართხალებული მაიკო ეჭირა, რომელიც სასოწარკვეთილი ადამიანივით კიოდა და ქვემოთ დაშვებას ითხოვდა.
-დამსვი, შე ველურო! – დაიყვირა მან და ლექსოს მკლავზე თითები ჩააჭირა, მაგრამ ბიჭი მხოლოდ შეტრიალდა და უფრო ღრმა წყალში დაიწყო შესვლა, გოგონები კი უფრო მაგრად ასწია, მარიამმა იგრძნო, თუ როგორ იჭიმებოდა მისი მკლავის კუნთები მისი წელის გარშემო და სახეზე ცეცხლი მოეკიდა.
მაიკოს კივილმა ნაყოფი გამოიღო, როცა ლექსომ მათ მოულოდნელად გაუშვა და მარიამმა იგრძნო, როგორი ხმამაღალი ტყლაპანით ჩავარდა ზღვაში და როგორ მოულოდნელად აევსო პირი მლაშე წყლით. სასწრაფოდ ამოყვინთა და ხველების ფონზე იცინოდა და უყურებდა, თუ როგორი გამეტებით სცემდა მაიკო ახარხარებულ ლექსოს მუშტებს.
-ველურო! – კიოდა იგი.
მარიამმა კიდევ ერთხელ გადაიკისკისა და შემთხვევით თვალი ნაპირზე წამოგორებული თაბაგარის მზერას გაუსწორა. ოღონდ თაბაგარი აღარ იყო წამოგორებული, იგი ფეხზე წამომდგარიყო და მათკენ მოიკვლევდა გზას ტალღებში. მარიამს წამსვე გუნება წაუხდა და ხმამაღალი გმინვა ამოუშვა.
მაიკო ისევ გამეტებით სცემდა ლექსოს ზურგზე, მაგრამ როგორც კი მოახლოებული თაბაგარი დაინახა, შედგა. ლექსომ თავი ასწია და მოახლოებული ბიჭის დანახვაზე ღიმილი სახეზე შეაშრა.
-მარიამ, წავიდეთ. – თქვა თაბაგარმა და მისკენ გაიწია, მაგრამ განცვიფრებულმა გოგონამ უკან დაიხია, უფრო ღრმა წყალში შევიდა, ისე რომ წყალი მკერდამდე სწვდებოდა.
-რაო? – იკითხა დაბნეულმა. – სად წავიდეთ?
-სახლში, უკვე ძალიან სიცხეა, არ შეიძლება ამ დროს გარეთ ყოფნა. – განაცხადა თაბაგარმა და მკლავები გადააჯვარედინა. მისი სათვალის ლინზებმა მზის შუქი აირეკლეს.
-ჯერ მხოლოდ თერთმეტის ნახევარია! – ლექსო მარცხენა ხელზე მორგებულ, წყალგამძლე საათს დასჩერებოდა. – მზე ზენიტში არ არის ჯერ, თან არც ისე…
-მაინც ძალიან სიცხეა! – შეეკამათა თაბაგარი. – მარიამ, წავიდეთ… – მისკენ გაიწია მან, მაგრამ მარიამმა უფრო შორს შეცურა ზღვაში, იგრძნო, თუ როგორ მოშორდნენ მისი ტერფები ზედაპირს და ხელებისა და ფეხების რიტმულ მოძრაობაზე გადავიდა, რომ თავი წყლის დონის ზემოთ სჭეროდა.
-არა, არსადაც არ წამოვალ. – მიუგო გაღიზიანებულმა. – ჯერ არ არის დრო, კიდევ ერთი საათი შეიძლება, მერე კი ვნახოთ…
-მარიამ, წავიდეთ! – ხმას აუწია თაბაგარმა და გოგონამ კბილები დაკრიჭა. არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ესმოდა… პირი გააღო, რომ თაბაგარისათვის უზრდელი, შტერი, დესპოტი ეწოდებინა…
-შენ ვერ ხარ, ხომ? – იფეთქა ლექსომ და თაბაგარს წამსვე წინ გადაუდგა. მარიამი სასწრაფოდ მიუახლოვდა მაიკოს, და ორივე გოგონამ ბრაზით აღსავსე მზერა სტყორცნა თანამცხოვრებს, რომელიც ლექსოს სახეში მისჩერებოდა და ეტყობოდა, რომ ნელ-ნელა ბრაზდებოდა. – არ უნდა, ესე იგი, არ უნდა, გასაგებია? შენ ვინ ხარ, მამამისი?
-შენ თვითონ ვინ ხარ? – დაისისინა თაბაგარმა.
-მე მისი მეგობარი ვარ. – კბილებში გამოსცრა ლექსომ და მარიამი ყურადღებით დააშტერდა მის თბილ, ანთებულ თვალებს.
-წადი, თაბაგარო, აქ ჩხუბი არ არის საჭირო. – ხმა ამოიღო მაიკომ და მარიამის თანამცხოვრებს მზერა გაუსწორა. – პატივი ეცი მარიამის სურვილს და წადი, გასაგებია?
თაბაგარს სახე მოეჭმუხნა, მზემოკიდებული ნაკვთები დაეძაბა. მის წინ მდგარმა ლექსომ ხელები მომუშტა, რომ შეტევაზე გადასულიყო, თუ დასჭირდებოდა…
მერე კი მოხდა ის, რასაც არც-ერთი არ ელოდა.
თაბაგარი შეტრიალდა და ნაპირისაკენ აიღო გეზი. მან შეზლონგიდან პირსახოცი ერთი ძლიერი მოქნევით ააძრო, კისერზე მოიგდო და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა ნაპირს.
მალევე იგი ქოლგების გროვაში ჩაიკარგა და ზღვაში დარჩენილმა სამეულმა განახლებული მხიარულება და სიცილი ატეხა.
-*-*-*-*-*-*-
მარიამს ფილტვები ოდნავ სტკიოდა, როცა კაბინის კიბეებზე ააბიჯა, ნაშუადღევის სამის ნახევარზე. იმდენი იცინა, რომ გვერდებიც კი ტეხდა, თუმცა იცოდა, რომ ეს ყველაფერი ღირდა იმად, რაც დღეს განიცადა. ბედნიერად გრძნობდა თავს, მზე მოჰკიდებოდა, არ დამწვარიყო საერთოდ, თმა მლაშე წყლით ჰქონდა სველი, საცურაო კოსტიუმიც ტანზე მიჰკვროდა და თავისი სარაფანიც უსველდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს თითქოს ვეღარც გრძნობდა.
ზღვაში იქამდე იმხიარულეს, სანამ თორმეტი საათი არ შესრულდა, მერე კი ნაპირზე გამოვიდნენ და ქოლგების ქვეშ წამოგორდნენ. სიმინდი და თხილი იყიდეს და დამშეულებმა გემრიელად მიირთვეს, მერე კი მაიკოს წამოღებული კარტი ითამაშეს და ილაპარაკეს სამის ნახევრამდე. ახლა კი მარიამი თავის კაბინაში ადიოდა და ნაბიჯშემსუბუქებული აღებდა კარს.
„რაღა თქმა უნდა.“ იყო პირველი ფიქრი, რომელმაც თავში გაუელვა, როცა მაგიდასთან მიმჯდარ თაბაგარს ჰკიდა თვალი და წარბები აწკიპა, გაოცებულმა.
პირველი რამ, რამაც გააოცა, ის იყო, რომ თაბაგარს ჯერ კიდევ ეკეთა თავისი სათვალე. რად უნდოდა მზის სათვალე კაბინაში? და მეორე, მას წინ წიგნი გადაეშალა, რომელსაც მარიამი წინა ღამით კითხულობდა და ფურცლის გადაშლის პროცესში იყო. მარიამის გასაკვირად კი უკვე წიგნის ნახევრამდე იყო უკვე მისული.
-არ ვიცი, შენ რა აზრზე ხარ, მაგრამ აშკარაა, რომ მარიამ სტიუარტი გაუნათლებელი, თავშეუკავებელი ქალი იყო და დედოფლობას არ იმსახურებდა. – დაილაპარაკა უცებ თაბაგარმა და გადმოხედა. – განათლებული ზოგად რაღაც-რუღაცებში კი იყო, მაგრამ… სამწუხაროდ თვითონ არ იყო განვითარებული… კარგი წიგნია, ისე. – თაბაგარმა მხრები აიჩეჩა.
-ჰო, გეთანხმები… – ნელა, გაწელვით თქვა მარიამმა და წიგნისაკენ თვალები გაექცა. თაბაგარმა „მარიამ სტიუარტი“ დახურა და სკამზე უფრო თავისუფლად დაჯდა, წიგნი კი შორს გასწია.
-მშია. მაჭამე რამე. – თქვა მან და გოგონამ თვალები გადაატრიალა, ჩანთა საწოლთან დადო. ერთი სული ჰქონდა, სანამ ამ საცურაო კოსტიუმს გაიხდიდა და სადმე გადაკიდებდა გასაშრობად, ვეღარ იტანდა სველ შეგრძნებას ტანზე…
-მაცალე ჯერ, ჩემს თავს მივხედავ… – თქვა მან და სველი პირსახოცი ამოაძრო ჩანთიდან, საწოლის ბოლოზე გადაჰკიდა და თანამცხოვრებს იჭვნეულად გახედა. – ისე, ეგ სათვალე რად გინდა? მოიხსენი.
-აუ, რა შენი საქმეა? – სწრაფად უპასუხა თაბაგარმა და ხელი აუქნია. – მინდა და მიკეთია…
-მოიხსენი. – გაუმეორა მარიამმა და მკლავები გადააჯვარედინა, წარბი ასწია.
მერე კი გააცნობიერა, რომ გარუჯვის დროს თაბაგარს სულ ეკეთა სათვალე…
გოგონამ ჩაიფხუკუნა და სიცილი აუტყდა.
თაბაგარმა შეხედა, და მართალია მარიამი მის თვალებს ვერ ხედავდა, მაგრამ მაინც გრძნობდა მრისხანებით სავსე მზერას.
-რა გაცინებს? ჰო, ჰო, მზე მომეკიდა! – წამოიძახა მან და სათვალე ერთი ხელის მოძრაობით მოიძრო. მარიამის სიცილი უფრო ხმამაღალი და ინტენსიური გახდა. თაბაგარს სათვალის ფორმის შედარებით ღია ფერის ფორმა ჰქონდა თვალების გარშემო, და სასაცილოდ გამოიყურებოდა.
-სახეც დაგწვია! – წამოიძახა გოგონამ, როცა ღია ფორმის გარშემო მოყოლებული წითელი ზოლი დაინახა. – ჩრდილში ვერ დაჯექი?
-რა გაცინებს? – შეუბღვირა თაბაგარმა და თითი ფრთხილად შეავლო დამწვარ არეს, მერე კი ტკივილისაგან დაისისინა. – შენ იცინი, ეს კი იცი რა ძალიან წვავს?
მარიამმა თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა. ადრე თვითონაც დამწვარიყო, ამიტომ იცოდა, რომ ეს დამწვარი თაბაგარს კარგი ხანი არ გაუვლიდა, ძალიანაც შეაწუხებდა და ცუდ ხასიათზე დააყენებდა…
-დამწვრობის კრემი მაქვს. – თქვა გოგონამ, მაცივარს მიუახლოვდა და გამოაღო, მერე კი მეორე თაროზე, ბოლოში შედებული ქილა გამოიღო. – აჰა, წაისვი და ალბათ გაგივლის..
-შენ წამისვი. – უპასუხა თაბაგარმა, ისე რომ სახეზე ნაკვთი არ შეტოკებია. მარიამმა წარბი ასწია.
-მე წაგისვა? – გაიმეორა დაბნეულმა.
-ჰო, შენ, მე მეზარება, თან სხვა უკეთესად წაუსვამს. – განაცხადა თაბაგარმა და სკამი მისკენ მოატრიალა, უკეთესად მოეწყო, მერე კი თავი ზემოთ ასწია.
მარიამმა თავი გადააქნია, მაგრამ ქილა მაინც გახსნა და თაბაგარს მიუახლოვდა. ცივ, ბლანტ ნივთიერებაში თითი ჩაჰყო და თანამცხოვრებს წარბის გარშემო, წითელ ზოლზე გადაუსვა. კანი რბილი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან გახურებული. თაბაგარს თვალები დაეხუჭა და მთლიანად გაყუჩებულიყო, ხელები კალთაში დაეწყო, სახის კუნთებიც მოშვებოდა. გოგონა უცებ მიჰყვა წითელ ზოლს, და წასმა დაამთავრა მარცხენა თვალის კუთხესთან, მერე კი ქილას თავი დაახურა.
-გათავდა, ეგ არის. – იგი უკან გადგა, რომ თაბაგარისათვის შეეხედა, რომელმაც თვალები გაახილა და სიცილი ატეხა. – ახლა უფრო სასაცილოდ გამოიყურები!
-სამაგიეროდ ისე აღარ მეწვის. – განაცხადა მისმა თანამცხოვრებმა და ფეხზე წამოდგა. ერთი წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მერე კი თაბაგარმა სწრაფად აარიდა მზერა. – მადლობა. – ხმადაბლა ჩაიბურტყუნა მან.
მარიამმა თვალები დაჭყიტა, ქილა კინაღამ ხელიდან გაუცურდა. ამ სიტყვას ასი წელი არ ელოდა თაბაგარისაგან და ოდნავ პირდაღებული დარჩა, მაგრამ სასწრაფოდ ჩაიწმინდა ხმა და გატრიალდა, რომ ქილა ისევ მაცივარში შეედო.
-*-*-*-*-*-9
მარიამს იმ ღამეს მოსვენებულად ეძინა. იმდენად იყო შეჩვეული ტალღებში რწევას, რომ მთელი ღამე ეჩვენებოდა, თითქოს ლოგინიც რიტმულად, ზღვის ტალღებივით ირწეოდა და თითქოს ისევ წყლის სიგრილეში გამოხვეულიყო თვითონ.
დილით, როცა გოგონამ გამოიღვიძა, მისდა გასაკვირად, თაბაგარი კაბინაში არ იყო, მისი ლოგინიც გასწორებული დახვდა. სასწრაფოდ მოწესრიგდა და მეთოთხმეტე კაბინაში ეწვია ლექსოს და მაიკოს, მერე კი ისევ ზღვაზე გავიდნენ.
-დღეს ხომ იცით, რომ ლევანი არ იქნება? რაკი ეგ დესპოტი გადის მთელი დღე, ცოტა მაიმუნობას ვაპირებთ… – დაიწყო ლექსომ და კბილები ჩაასო მოხარშულ სიმინდს. მაიკომ და მარიამმა ერთდროულად, ინტერესით გადახედეს.
-მაიმუნობას? – გაიმეორა მაიკომ. – რა მაიმუნობას? მე რატომ არ ვიცი ამის შესახებ?
-იმიტომ რომ ყველას ეტყოდი. – გადმოხედა ლექსომ და ირონიულად გაუცინა. – ანდა თვითონ ლევანთან მიხვიდოდი… მოკლედ, პატარა წვეულების გამართვას ვაპირებთ მთავარ შტაბში, და ყველა მოწვეულია!
-მთავარ შტაბში? – წამოიძახა მარიამმა და მაიკოს გადახედა, რომელიც მასავით გაოგნებული ჩანდა. – შენ მაგას სერიოზულად ამბობ? მთავარი შტაბი ის არ არის, ლევანი რომ ცხოვრობს?
-ჰო, მაგიტომაც ვაწყობთ მანდ. უფრო საინტერესოა, არ მეთანხმები? – წარბები ასწია ლექსომ. – მოვუნაგავებთ ყველაფერს მაგ გასიებულ ნაბიჭვარს… ღირსია ყველაფრის იმის გამო რომ ასეთი აუტანელი იდიოტია..
მაიკო უხერხულად შეიშმუშნა.
-არა მგონია, რომ კარგი იდეა იყოს ეგ. – თქვა მან ყოყმანით. – არ ვიცი, თუ წამოვალ, ლექსო…
-როგორ არა, რას ამბობ, აუცილებლად უნდა წამოხვიდე! – იდაყვებზე წამოიწია მისი თანამცხოვრები. – ყველა იქ იქნება, და რას იტყვიან, ჩემს თანამცხოვრებს ჩემთან ერთად რომ ვერ დაინახავენ? – თქვა მან, და როცა მარიამისა და მაიკოს სკეპტიკურ სახეებს გახედა, ამოიგმინა. – კარგით რა, აუცილებლად მოგეწონებათ! მართლა კი არ გავაფუჭებთ რამეს, უბრალოდ მუსიკას ჩავრთავთ, ცოტა საჭმელიც იქნება, ვილაპარაკებთ… მოკლედ, მაგრად გავერთობით!
-ამასთან ერთად მთელი ტონა ალკოჰოლი, ხომ? – წარბი ასწია მარიამმა. ეს იდეა არანაირად არ მოსწონდა და არსადაც არ აპირებდა დღეს წასვლას. მაგრამ ის იყო საკითხავი, თაბაგარი მიდიოდა თუ არა. „თუმცა რა ტყუილად ვფიქრობ?“ გაიფიქრა მარიამმა და მის ქვეშ გაფენილ ღია ნარინჯისფერ პირსახოცს ხელი გადაუსვა ხაოიან ზედაპირზე. „რასაკვირველია, წავა… აბა სასმელსა და ეგეთ წვეულებებს გამორჩება? მერე კი მოვა სახლში გამტყვრალი და ერთ ამბავს ატეხავს…“ გაუელვა თავში. ყველანაირად ჯობდა, რომ თვითონაც წაყოლოდა და ყურადღება მიექცია მისთვის, არ სურდა, რომ სახლში მოთრეული, უგონოდ მთვრალი, ამხელა აწოწილი შტერისათვის მიეხედა.
სახლში რომ მიდიოდა, უსიტყვოდ მიათრევდა თავის ჩანთას და უკმაყოფილოდ ისვამდა ხელს სველ თმაზე. სწრაფად აირბინა კიბეებზე და კარი შეაღო.
თაბაგარი ისევ მაგიდასთან იჯდა, და ისევ წიგნი გადაეშალა. იგი თითქმის ბოლომდე იყო ჩასული. მან თავი ასწია და ინტერესით გადმოხედა, მარიამმა კი ჩანთა ლოგინის ბოლოსთან მიაყუდა, საფარანი გადაიძრო და საცურაო კოსტიუმით დაეშვა ლოგინზე. გამოცვლის თავიც კი არ ჰქონდა, ისე დაღლილი იყო. ამოიხვნეშა და ფანჯარაში გადაიხედა, საიდანაც მზის სხივები შემოდიოდა და პირდაპირ მას ეცემოდა. ასე თუ იწვებოდა ლოგინზე, ისევ საშინლად დასცხებოდა…
-ჰო, მე მოგყვები დღეს რომ წვეულებაა, იმაზე. – თქვა მან უცებ და თაბაგარს გადმოხედა, რომელიც ისევ უსიტყვოდ მისჩერებოდა. მარიამი სწრაფად წამოჯდა და გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა. – იმედი მაქვს ზედმეტს არ დალევ… არ შემიძლია მე შენი სახლამდე თრევა.
-საერთოდ არ ვაპირებ დალევას. – უპასუხა თანამცხოვრებმა. – მაგრამ ვნახოთ, გააჩნია რა ხასიათზე ვიქნები.
-იმედი მაქვს კარგზე იქნები. – თითი მიუშვირა მარიამმა. – და კიდევ, დროზე წამოვიდეთ, იმიტომ რომ ღმერთმა იცის როდის მოუნდება ლევანს დაბრუნება… თუ აღმოაჩინა, რომ მის შტაბში ყველაფერი გადავატრიალეთ, და წვეულება მოვაწყვეთ, სადაც აქცენტი ალკოჰოლსა და გართობაზეა გაკეთებული, არც კი ვიცი, რა მოხდება. მოკლედ, მიხვალ, მაგრამ მალე წამოხვალ.
-გეუბნები რა, დედაჩემი გახდი. – თქვა თაბაგარმა, წიგნი დახურა და სკამის ზურგზე გადაწვა. – მასავით მარიგებ ჭკუას.
-შენთვის გარიგებ. – განაცხადა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. – კარგი… მე მოვწესრიგდები ახლა… – თქვა მან და სააბაზანოსაკენ მიტრიალდა.
-მოიცა ერთი წუთით. – დაუძახა უკნიდან თაბაგარმა და მარიამი მოტრიალდა. დაინახა, თუ როგორ წამოდგა იგი და როგორ ამოიღო ჩემოდნიდან შავ პარკში გამოხვეული ნივთი მისმა თანამცხოვრებმა და მოულოდნელად როგორ ესროლა მას. გოგონამ ჰაერშივე დაიჭირა ნივთი და ინტერესით დახედა.
-რა არის ეს? – იკითხა მან და წარბშეკრულმა შეათვალიერა, მერე კი გახსნა. თვალებგაფართოებულმა და წარბაწეულმა ჩაიხედა შიგნით.
-პატარა საჩუქარია. – უპასუხა თაბაგარმა. – ბევრი არაფერი, მეორადებში ვიყიდე.
მარიამმა ხელი ჩაჰყო და პარკიდან ფრთხილად ამოიღო ნაზი, თეთრი ქსოვილისაგან შეკერილი ნივთი. თაბაგარს იჭვნეულად გადახედა, რომელიც მოშორებით, მაგიდის გვერდით იდგა და მკლავებგადაჯვარედინებული მისჩერებოდა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა.
-შენ დამცინი თუ რას აკეთებ ახლა? – ჰკითხა გოგონამ, მერე კი სარკასტულად გაიცინა. – შენ მე რამე მაჩუქე? არა, წარმოუდგენელია….
-ოო, რა არის ასეთი გასაკვირი? – მობეზრებული გამომეტყველება მიიღო თაბაგარმა. – უბრალოდ რაღაც… ჩვარია, ხომ გითხარი მეორადებში ვიყიდე მეთქი? პერანგია, რა! – წამოიძახა მან, მოულოდნელად ანერვიულებულმა და განცვიფრებულმა გოგონამ წარბები უხმოდ ასწია. – ჩემს გამო ხომ დაგეხა, ამიტომ გიყიდე და გათავდა! მოკლედ, გქონდეს, რა!
იგი გაჩერდა, ხმამაღლა ამოისუნთქა და მარიამს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ ასეთი აღელვებული გამომეტყველება მის სახეზე არასოდეს ენახა.
ხმა არ გაუღია, ისე გაშალა ხელებში დაჭერილი თეთრი, ნაზი ქსოვილისაგან შეკერილი ნივთი.
მართლაც პერანგი იყო. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, ზემოთა ნაწილი მკერდზე გადაიჭიმებოდა, გაუმჭვირვალი თეთრი ნაჭერისა და მასზე გადაკრული მაქმანისაგან შედგებოდა, ქვემოთა მხარე კი ნახევრად გამჭირვალე, ასევე ბოლოში მაქმანშემოვლებული ნაწილი იყო. პერანგი ძალიან ჰაეროვანი და ძალიან სასიამოვნო შესახები იყო, და გაოცებულმა მარიამმა წინა მხარეს ნაკეცი შეამჩნია, რომელიც ახლადშეძენილ ტანსაცმელს ჰქონდა, თუ იგი დაკეცილი ინახებოდა. მარიამმა კისერთან მიმაგრებულ საფირმო იარლიყსაც მიაქცია ყურადღება და გაკვირვებულმა მოკუმა ტუჩები, მერე კი თაბაგარს ახედა.
მისი თანამცხოვრები მთელი სხეულით დაძაბულიყო, ოდნავ შეფაკვლოდა ლოყები და ღია, აღელვებული თვალებით მიშტერებოდა.
-რატომ მატყუებ? – ჰკითხა მარიამმა, და ყურადღებით უყურებდა, თუ როგორ შეეცვალა მის თანამცხოვრებს სახე და როგორი გაოცებული გაუხდა. – შენ გგონია, ვერ შევამჩნევ, რომ ახალი ნაყიდია ეს? ასეთს მეორადებში ვერ იყიდი, თან ნაჭერი ძალიან კარგია, საკმაოდ ძვირიც ეღირება…
-არა, არა, რაღაც გეშლება. – ხელი ასწია თაბაგარმა. – გეუბნები და გაიგონე, როცა გეუბნები, რომ მეორადებში…
-მე კი გეუბნები, და გაიგონე, როცა გეუბნები, რომ სულელი არა ვარ. – მარიამმა თითი მიუშვირა სამხრეებით დაკავებულ პერანგს. – ეს… არ არის იაფი და ნამდვილად არ არის მეორადი. – გოგონამ არ იცოდა, რა ეფიქრა, არ ესმოდა, თუ რატომ უნდა ეჩუქნა ასეთი ნივთი თაბაგარს. – რატომ მატყუებ?
-აუ, არ ვიცი. – თანამცხოვრები მზერას არიდებდა და განცვიფრებულმა გოგონამ შეამჩნია, რომ მას ოდნავ აუწითლდა ლოყები.
-არც მე ვიცი. – უთხრა მარიამმა და პერანგი ისევ პარკში ჩადო, მერე კი თაბაგარს ესროლა. – წაიღე, ხომ გითხარი, რომ მე არ მჭირდება მეთქი? რატომ მიყიდე? თან მე მაგას ვერ მივიღებ… ერთ შეხედვაზეც ვატყობ, რომ საკმაოდ ძვირია.
-აბა მე რას მიბრუნებ? – თაბაგარმა ისევ ესროლა პარკი და მარიამს სხვა გზა არ ჰქონდა, ისევ დაიჭირა. – მე მაგას ვერ ჩავიცვამ, უკანაც ვერ დავაბრუნებ… გქონდეს რა, შენი რა მიდის?
-არაფერი, მაგრამ მაინც ვერ მივიღებ. მე ამის ჩაცმა არ მინდა… – გოგონამ უსიტყვოდ ამოაძრო პერანგი და ქვემოთა მხრის ნაჭერი ხელზე გადაიგდო. – ხედავ? ლანდი გასდის!
-მერე რა? – მხრები აიჩეჩა თაბაგარმა. მარიამმა ამოიხვნეშა.
-არაფერი. სულ არაფერი. – უპასუხა მან. გაღიზიანებულმა აღარ იცოდა, თუ რა ეფიქრა. არ ესმოდა, რა ხდებოდა და ეს უფრო აღიზიანებდა, ანერვიულებდა, დაძაბულს ხდიდა. – თეონას მივცემ. ის უფრო გამოიყენებს…
-არა! – წამოიძახა თაბაგარმა და მარიამი შედრკა, ოდნავ უკან დაიწია, გაოცებული მისჩერებოდა თანამცხოვრების მოულოდნელ აფეთქებას. – მე ეგ შენ მოგეცი, და მინდა რომ შენ გქონდეს, გასაგებია?
-ჰო, გასაგებია. – მოუჭრა მარიამმა. – ესე იგი თეონას მივცემ.
თაბაგარმა ორივე მუშტი გამაყრუებელი ზრიალით დასცხო მაგიდას, მერე კი ოდნავ უკან დაიწია, განერიულებული მზერა სტყორცნა მარიამს. გოგონა გაშტერებული მისჩერებოდა, ოდნავ პირი დაეღო და გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ იპყრობდა გაღიზიანება.
-მე გავდივარ. შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, რა… – თაბაგარს მისთვის არც კი შეუხედავს, გარეთ გავიდა და კარი გაიჯახუნა.
მარიამი ოთახში დარჩა, ხელში ისევ პარკში გამოხვეული თეთრი პერანგი ეჭირა, კარს მიშტერებოდა და ფიქრობდა.
-*-*-*-*-*-*-
თაბაგარი საღამოსაც არ მოსულა. ლექსოს თქმით, წვეულება რვაზე იწყებოდა, ამიტომ მარიამი სასწრაფოდ მოემზადა იქ წასასვლელად. იცოდა, რომ მისი თანამცხოვრები აუცილებლად იქნებოდა იქ, და სურდა, რომ მას შეხვედროდა.
არ ესმოდა, თუ რა სჭირდა თაბაგარს. ყოველთვის იდიოტივით ექცეოდა, მარიამი ცდილობდა, რომ დაიგნორებინა, არადა არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს იგი რადიკალურად შეიცვალა. გოგონას ვერც კი წარმოედგინა, რომ მისმა თანამცხოვრებმა სიტყვა მადლობა ანდა საჩუქრის მნიშვნელობა იცოდა.
„უბრალოდ სინდისი აწუხებს და იმიტომ დამსდევს სულ უკან.“ გაიმეორა მარიამმა გონებაში. „სულ ესაა, სხვა არაფერი. მეტი არაფერი სურს, უბრალოდ სინდისი აწუხებს…“ დააჯერა საკუთარ თავს. იცოდა, და ხვდებოდა, რომ ეს სიმართლე იყო, და ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ ეს პათეტიკური იდიოტი მხოლოდ თავისი თავკერძა მიზნების გამო უკავშირდებოდა მას და შედარებით კარგად იქცეოდა. თუ თაბაგარს სურდა, რომ სინდისის ქენჯნა შეეწყვიტა, მაშინ უბრალოდ პატიება ეთხოვა და მარიამიც გათავისუფლდებოდა მისი ყალბი ქცევებისაგან.
მაგრამ ამწუთას, ასე მოულოდნელად ვერაფერს მოუხერხებდა თაბაგარს, მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ ბიჭი გალეწილი მთვრალი არ მოსულიყო სახლში, და რაც მთავარი იყო, დროზე მოსულიყო, რათა გაფრთხილება არ მიეღოთ და აყალმაყალი არ აეტეხა. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და შედარებით გამოსასვლელი, წელშიგამოყვანილი მწვანე სარაფანი ჩაიცვა. თმაში რამდენჯერმე გაიტარა სავარცხელი და მზად იყო, რვას რომ ათი წუთი დააკლდა, მაშინვე გაემართა შტაბისაკენ.
როგორც კი მიუახლოვდა შტაბს, მაშინვე ნერვიულობამ და უხერხულობამ შეიპყრო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ არ იცოდა რას აკეთებდა, და სისულელის ჩადენას აპირებდა. „სისულელეს ვაკეთებ, აბა რა…“ გაიფიქრა გოგონამ, და გულისცემააჩქარებულმა ახედა შტაბს, რომლის ფანჯრებიდან ცვალებადი ფერადი სინათლე და ჩახშული, ელექტრონული მუსიკის ხმა გამოდიოდა. გოგონა ბუნდოვნად ხედავდა უამრავი ადამიანის სილუეტსაც…
უკან დახევა რომ აღარ შეიძლებოდა, ამას ხვდებოდა, ამიტომ სწრაფად, თავისი მთელი გამბედაობის გამოყენებით დასწია სახელური და შიგნით შეაბიჯა.
წამსვე სახეში მიეტაკა ოფლის, აშუშხუნებული ლუდის, ზედმეტად მძაფრი სუნამოებისა და სხვადასხვა სასმლის სურნელი, რომლებიც ვერ იცნო. კუთხეებში მაგიდები ჩამოერიგებინათ, სადაც ბავშვები მიმჯდარიყვნენ და სვამდნენ. ჭერზე ჩამოკონწიალებულ ჭაღზე დისკოტეკის ბურთი ეკიდა, რომელიც აქეთ-იქით ტრიალებდა და ფერად-ფერად სინათლეს უშვებდა. მის ქვემოთ და მოძრავი სხეულების მთელი ზღვა გამართულიყო.
მარიამი გახევდა, ვერც კი გაინძრა. წარბებშეკრულმა შეამჩნია თეონა, და გაოცებით გახედა მისი საცეკვაო პარტნიორის სახეს. ლექსო მის დასთან ერთად, მუსიკის რიტმს აყოლილი მოძრაობდა, და მარიამი უსიტყვოდ იდგა, თვალს ვერ აცილებდა. გულში რაღაცამ მტკივნეულად გასწიწკნა, მაგრამ მტკივნეულად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს. არა, ამის საშუალებას არ მისცემდა საკუთარ თავს. არ მისცემდა მის დას უფლებას, რომ კიდევ ერთხელ გაეფუჭებინა მისთვის გუნება და ხასიათი. თეონას არ გამოუვიდოდა, მარიამს უყვარდა თავისი და და არ მისცემდა საკუთარ თავს უფლებას, რომ მისი ბედნიერების გამო ეგრძნო თავი გუნებაწამხდარად.
კედელ-კედელ გაჰყვა შტაბს, თან თვალებით თაბაგარს ეძებდა, რომელიც ალბათ ვიღაც გოგოსთან იყო და გადასარევად მხიარულობდა, ანდა კიდევ შეუჩერებლად სვამდა…
მარიამი გაჩერდა და გაღიზიანებულმა ამოიგმინა, როცა ოთახის შორეულ კუთხეში, მაგიდასთან მიმჯდარი თაბაგარი დაინახა. როგორც გოგონა ელოდებოდა, იგი ცარიელი ბოთლებით იყო გარშემორტყმული და უაზროდ მიშტერებოდა კედელს, მილულული თვალებით. მან რამდენჯერმე წარბები შეკრა და უაზროდ, ჰაერში აიქნია ხელი, თითქოს მომაბეზრებელ ბუზს იშორებსო, მერე კი თავი მაგიდაზე ჩამოდო.
მარიამს არც კი დაუყოვნებია, მაშინვე სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას და მხარზე ხელი დაადო, რომ შეენჯღრია და გაეღვიძებინა. თაბაგარმა წამსვე მოჭუტული, ამოწითლებული თვალებით ამოხედა.
-ოჰ, ვინ მოსულა! – ხმამაღლა წამოიძახა მან და მარიამი მოულოდნელობისაგან კინაღამ უკან გახტა. – ჩემი უძვირფასესი, ყველაზე მომაბეზრებელი თანამცხოვრები! მოდი აბა აქ! – თაბაგარმა სკამიდან ადგომა მოინდომა, მაგრამ ფეხს წამოედო და კინაღამ ძირს დაენარცხა, მაგრამ დროზე ჩაავლო მარიამს ხელი.
-ადექი, შე ლოთო… – დაუსისინა გოგონამ. – რა გითხარი, არ დალიო მეთქი? წვეულება რვა საათზე იწყებოდა, როგორც მე ვიცოდი, შენ კი უკვე გალეშილი ხარ…
-ადრე მოვედი, ცოტა დასალევი მოვიტანე… – თაბაგარი მკლავებზე ჩაეჭიდა და გასწორდა, რომ ბალანსი არ დაჰკარგოდა, მის მხარზე ჩამოედო თავი და უაზროდ ლუღლუღებდა. – მერე კი აღარ მახსოვს… – მერე კი თავი ოდნავ ასწია, რომ მისთვის შეეხედა და სულელური, მთვრალის ღიმილით გაიღიმა. – ვააა, ვინ მოსულა… ჩემი თანამცხოვრები….
-ღმერთო, „ლიკანი“ გჭირდება. – ამოიგმინა გოგონამ და შეეცადა, რომ ალკოჰოლის სურნელით გაჯერებული ბიჭი მოეშორებინა, მაგრამ იცოდა, რომ ეს არც ისე კარგი იდეა იყო, თუ მის მდგომარეობას გაითვალისწინებდა. – და კიდევ კარგი ხანი ძილი… ხვალ თავის ტკივილი მოგკლავს, მე კი არ დამაბრალო…
-აბა ვის? – წაიდუდუნა თაბაგარმა, ძლივს გასწორდა და მარიამს მკლავი მხრებზე მოხვია, მთელი სხეულით მიეყუდა და გოგონა ყველანაირად შეეცადა, რომ არ დაბარბაცებულიყო და ზიზღით აღვსებულმა ყოყმანით შემოხვია მკლავი ბიჭს წელზე, რომ უკეთესად დაეკავებინა, მერე კი კარისაკენ გაათრია. – ვის დავაბრალო? სულ შენი ბრალია, ამდენი რომ ვსვი, სულ შენი…
-გაჩუმდი რა, თუ ღმერთი გწამს. – კბილებში გამოსცრა მოთმინებადაკარგულმა მარიამმა. – მორჩი ბოდვას.
-კარგი, ჰო, უფროსო… – წაიდუდუნა თაბაგარმა, მერე კი თავი წამოსწია და დაბნეულმა მიმოიხედა. – ე, სად მივდივართ? სად… – მან წამოასლოკინა და მარიამმა მთელი ძალა მოიკრიბა, რომ ეს გალეშილი იდიოტი იქვე არ მიეგდო და მარტო არ წასულიყო სახლში. – ყველა რატომ ცეკვავს?
– წვეულებაა, რომელზეც შენ არ უნდა მოსულიყავი… – დაუსისინა მარიამმა. – რას ფიქრობდი? ვიცოდი, რომ დალევას აპირებდი, მაგრამ ასე? რამდენი დალიე, რომ ასეთი გალეშილი მთვრალი ხარ?
-მთვრალი არა ვარ! – გააპროტესტა აშკარად მთვრალმა თაბაგარმა და კინაღამ დაეცა, როცა რომელიღაც სკამის ფეხი ფეხებში გამოებლანდა. – ნასვამი ვარ…
-კი, კი, როგორ არა… – სარკასტულად უპასუხა მარიამმა, და შეეცადა, რომ იგი ისევ გაესწორებინა და კარისაკენ წაეთრია. -სულ მხოლოდ ნასვამი ხარ… მჯერა შენი, აბა როგორ…
-ჰო, ჰო, უნდა გჯეროდეს! – გამოცოცხლდა თაბაგარი და სწრაფად მიმოიხედა, კისერი მოცეკვავე ადამიანებისაკენ მოიღრიცა. – მოდი, ვიცეკვოთ!
-რაო? – წამოიძახა განცვიფრებულმა მარიამმა, მაგრამ ნორმალურად გაპროტესტება ვერ მოასწრო, რომ თაბაგარმა მიმართულება შეიცვალა და მას გვერდით მიათრევდა, ისე რომ მოცეკვავეებს შერეოდნენ. – რას ამბობ? ახლავე შეწყვიტე ეს სისულელე, სახლში უნდა წავიდეთ, გესმის? მე გაფრთხილება არ მჭირდება, ან ის, რომ აქ დაგიჭირონ!
-ვიცეკვოთ ცოტა ხნით და წავიდეთ! – მის ყურში ამოილუღლუღა თაბაგარმა და აღშფოთებული მარიამი მისკენ მოატრიალა, ნიკაპი მძიმედ ჩამოსდო თავზე და ხელები წელზე შემოხვია. – ყველა ცეკვავს… – მძიმედ ამოისუნთქა მან.
მარიამი ყველანაირად ცდილობდა, რომ თანამცხოვრებთან მინიმალური კონტაქტი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა ეს უფრო მეტად აღიზიანებდა. არ ესმოდა, თუ რას აკეთებდა ამ წუთას თაბაგარი და საერთოდ, რატომ ამბობდა იგი, რომ მისი დალევა მარიამის ბრალი იყო…
ვერ იტანდა იმას, რომ ახლა ალკოჰოლით გატენილ და დისორიენტირებულ თაბაგარი ეხვეოდა, ვერ იტანდა მისთავზე ჩამოდებულ ნიკაპს, ვერ იტანდა მასზე მოხვეულ მკლავებს, ვერ იტანდა იმას, რომ თაბაგარი ნახევრად ბუხარი უნდა ყოფილიყო, რომ ისეთი სიცხე გამოეცა, რასაც ახლა გამოსცემდა, ვერ იტანდა მის ხელებს, რომლებიც მისი თმის ბოლოებს მისწვდნენ და ვერ იტანდა თითებს, რომლებიც მისი თმის სიგრძეს მიჰყვებოდნენ…
თაბაგარი გვერდიდან გვერდზე დაირწა, ღრმად სუნთქავდა და გოგონას წამიერად შეეშინდა კიდეც, რომ იგი ან ბალანსს დაკარგავდა, ან საერთოდ დაიძინებდა…
-კარგი თმა გაქვს, ხატიაშვილო… – წამოილუღლუღა თანამცხოვრებმა. – ლამაზი ფერი აქვს და ძალიან რბილია…
მარიამმა ამოიხვნეშა, არ სჯეროდა, რომ თეონასთვის განკუთვნილ სიტყვებს ისმენდა. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. სულ ცოტა, კიდევ სულ ცოტა და სახლში წავიდოდნენ, საწოლზე დააგდებდა თაბაგარს, და თვითონაც მოისვენებდა. არ სჯეროდა, რომ ახლა აქ იდგა, ელექტრონული მუსიკა უბზუოდა ყურებში, თანამცხოვრების მასა დასწოლოდა სხეულზე და საშინელ სურნელს ისუნთქავდა.
-ლამაზი სახეც გაქვს… ძალიან, ძალიან ლამაზი… ისეთი თბილი ხარ, ტკბილი და სურნელოვანი… – ამოიხვნეშა თაბაგარმა და მარიამმა თვალები გადაატრიალა, ეს უკვე საკმარისი იყო.
-წავიდეთ, თაბაგარო. – გამოსცრა მან კბილებში და თანამცხოვრებს წელზე ხელი მოჰკიდა, მაგრად მოჰქაჩა. – სახლში წასვლა მინდა, წავიდეთ.
-მოვდივარ, ჰო… – წაიბუზღუნა ბიჭმა და უსიტყვოდ წამობარბაცდა, ისე რომ ისევ მარიამის მხრებზე ჰქონდა ცალი მკლავი შემოხვეული.
გოგონამ არ იცოდა, როგორ მოახერხა მისი კარიდან გათრევა და მეცხრამეტე კაბინამდე მთელი მანძილის დაფარვა. ყველაზე მეტად მისი კიბეებზე ათრევა გაუჭირდა, თაბაგარი ლუღლუღებდა და წამდაუწუმ წონასწორობას კარგავდა, ერთხელ კინაღამ დაეცა და რომ არა მარიამი, კისერსაც მოიტეხდა.
გოგონამ გაჭირვებით შეაღო კარი და თანამცხოვრებიც შიგნით შეათრია, მერე კი ლოგინზე დააგდო, თვითონ კი იქვე, იატაკზე დაეშვა, გულამოვარდნილი და საოცრად დაღლილი. ცოტა ხანი სულს ითქვამდა, მერე კი ფეხზე წამოდგა, ლოგინზე გაშხლართულ თანამცხოვრებს გახედა, რომელსაც თვალები მიელულა და ისე მიშტერებოდა, თმა და ტანსაცმელი ერთიანად აბურძგნოდა და მოჭმუჭნოდა.
-კარგი, ახლა ადექი. შხაპი მიიღე, მოწესრიგდი, საშინელი სუნი გაქვს… – ცხვირი აიჭმუხნა გოგონამ და მკლავზე მოქაჩა თაბაგარს, რომელიც წამსვე დაემორჩილა. – მიდი, ტანსაცმელი აიღე, შედი და დაიბანე, გესმის? – უთხრა გოგონამ და ჩემოდნისაკენ უბიძგა. ბიჭი იქეთ წაბარბაცდა, ტანსაცმელი ამოკრიფა და უსიტყვოდ გაემართა სააბაზანოსაკენ.
როცა კარი მიიხურა, მარიამი საკუთარ ლოგინზე დაეშვა დაღლილი ოხვრით. არ სჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა და უფრო მეტად უკვირდა, რომ ამას აკეთებდა. სასწრაფოდ გამოიცვალა, და ლოგინში შეწვა. გარეთ სიცივე იყო, და შიგნითაც შემოდიოდა, ამიტომ გადასაფარებელი უკეთესად მოიხვია მთელ სხეულზე. შუქი არ ჩაუქრია, ამიტომ სინათლე თვალებში ეცემოდა.
დაიძაბა, როცა გაიგონა, თუ როგორ იღებოდა სააბაზანოს კარები, მერე კი მოტრიალდა და თაბაგარს გახედა, რომელიც მის განსაცვიფრებლად და თავზარდასაცემად, ჯერ კართან დადგა, ჯერ კიდევ სველი თმით, ოდნავ ადგილზე აქანავდა, თან აჟრჟოლებდა, მერე კი პირდაპირ მისი საწოლისაკენ წამოვიდა.
-რას აკეთებ? – წამოიძახა დაფეთებულმა, როცა თაბაგარი მას გვერდით მოუწვა, და თავი ბალიშზე დადო. – რას აკეთებ, გადაირიე ხომ? წადი, შენს ლოგინში დაიძინე და მომშორდი!
-იქ მცივა. – ჩაიბურტყუნა თაბაგარმა. – აქ არა.
-არა, ნამდვილად გადაირიე. – გადაწყვიტა მარიამმა და თავი გადააქნია, გულისცემა აჩქარებოდა, და გრძნობდა თუ როგორ აწვებოდა სახეში სისხლი. – წადი, შენს ლოგინზე დაწექი! მთვრალი ხარ და არ იცი, სად დაბოდიალებ, გთხოვ, მომშორდი!
თაბაგარს ცოტა ხანი ხმა არ გაუღია და მარიამი მზად იყო, რომ წიხლით მოეშორებინა იგი, მაგრამ მისი თანამცხოვრები წამოდგა და თავის ლოგინს მიუახლოვდა.
მარიამი მზად იყო, რომ შვებით ამოესუნთქა, მაგრამ ერთიანად დაიძაბა და პირი დააღო, როცა თაბაგარმა ლოგინს თავსა და ბოლოში მკლავები ჩაავლო და გამოსწია.
კაბინა აუტანელი ღრჭიალის ხმამ აავსო, სანამ თაბაგარი ლოგინს ექაჩებოდა, რომ მტელი ოთახის გასწვრივ გადმოეთრია. მან საწოლი მარიამის საწოლს მიადგა, მერე კი შიგნით შეგორდა.
-ეგ… მე ეგ არ მიგულისხმია… მთლად გააფრინე, ხომ? ნამდვილად გაგიჟდი… – წაილუღლუღა გოგონამ და გაოცებული უყურებდა, თუ როგორ ჩარგო თავი ბალიშში თაბაგარმა და როგორ გაეხვია საბანში, მალევე კი ღრმად სუნთქავდა, ეტყობოდა, რომ დაეძინა.
მარიამმა თვალები დახუჭა და ბალიშში ჩარგო თავი. უნდოდა ეკივლა, ვინმესთვის დახმარება ეთხოვა, რამე გაეკეთებინა, მაგრამ იცოდა, რომ ამწუთას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაყრდნობოდა. რაც მთავარი იყო, თაბაგარს არაფერი უცდია, მისგან სადღაც ერთი მეტრით იყო დაშორებული და ეძინა.
ეს ღამე უნდა გადაეტანა რამენაირად, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ხვალ დილით კი თვითონ თაბაგარი მიხვდებოდა, თუ როგორ სულელურად მოიქცა.
მარიამი ლოგინზე წამოდგა, თაბაგარს ფრთხილად გადააბიჯა, არ უნდოდა რომ გაეღვიძებინა. შუქი გააქრო, მერე კი ისევ ფრთხილად დაბრუნდა ლოგინში.
საბანში რომ გაეხვია, იგრძნო, თუ როგორ აჩქარებულად უცემდა გული და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა.
და თუ მთელი ღამე ძალიან თბილად გრძნობდა თავს, ეს მის უკან მწოლიარე თაბაგარის გამო ნამდვილად არ იყო.
-*-*-*-*-*-*-10
შემდეგმა კვირამ ისე გაირბინა, რომ მარიამმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. ამის მიუხედავად, ისე ეჩვენებოდა, თითქოს თითოეული დღე კუსავით ნელა მიიზლაზნებოდა წინ, საღამოს კი, როცა ლოგინში დავარდებოდა, ეგონა, რომ დღემ საოცრად სწრაფად გაიარა, თვითონ კი ვერაფერი მოასწრო. ყველაზე საყურადღებო და დამაფეთებელი ფაქტი ის იყო, რომ თაბაგარი ვერ მოიშორა. მარიამს ეგონა, რომ იგი დილით თუ არა, საღამოსათვის მაინც ჭკუაზე მოვიდოდა და მის საწოლს თავისით გაათრევდა ოთახის მეორე ბოლოში, მაინც იმედები გაუცრუვდა. თაბაგარი დილით საერთოდ ვერ წამოდგა ლოგინიდან, ბალიშში თავჩარგული იწვა და თავის ტკივილისაგან გაწამებული ბუზღუნებდა. მარიამს სულაც არ სურდა, რომ დაეგვიანებინა ნაპირზე, ამიტომ სასწრაფოდ მისცა თაბაგარს სახლიდან წამოღებული თავის ტკივილის წამალი, საუზმე გაამზადა და ისე გავიდა კაბინიდან. როცა საღამოს დაბრუნდა, ისეთი დაღლილი იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. ჯერ ერთი, მოუწია ორმაგი სამუშაოს გაკეთება, რადგან მისი თანამცხოვრები არ ბრძანდებოდა, მერე კი თითქმის მთელი დღე უყურებდა, თუ როგორ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ლექსო და თეონა. მარიამს მეტი იმედგაცრუება ვერც კი წარმოედგინა. საშინლად ნაწყენი იყო, ამას ისიც ემატებოდა, რომ მაიკო ტანჯული თვალებით მისჩერებოდა ლექსოს და მარიამი ბუნდოვნად, გაკვრით, მაგრამ მაინც ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა მისი მეგობარი.
ალბათ მას ლექსო უყვარდა და ვერ იტანდა მის თეონასთან დანახვას, რაც არ იყო გასაკვირი. მარიამმა იცოდა, რომ თეონას მალევე ჰბეზრდებოდა ყველა, ვინც მის გარშემო ტრიალებდა, საკუთარი ოჯახის ჩათვლით. გოგონამ ყველაზე კარგად იცოდა ეს, და მიუხედავად იმისა, რომ დას ძალიან კარგად არ იცნობდა, მაინც ყოველთვის ახერხებდა რომ წინდაწინ ეწინასწარმეტყველა, თუ რას გააკეთებდა იგი ამა თუ იმ სიტუაციაში. აკვირდებოდა მისი სახის გამომეტყველებას, სიტყვებს, მზერას. და ახლაც, ლექსოსთან ერთად, თეონას ქცევაში უჩვეულო არაფერი შეინიშნებოდა… ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი თამაში იყო, რომელსაც მალევე დაამთავრებდა.
ეს ერთ-ერთი რამ იყო, რასაც მარიამი ვერ იგებდა. ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ ამდენი გამოცდილება არ ჰქონდა და ერთ შეხებაზე წითლდებოდა, მაგრამ არ ესმოდა, თუ როგორ უნდა დაემყარებინა თეონას ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით… ახლა თითქოს პირველად სერიოზულად დაფიქრდა ამაზე, იმის მიუხედავად, რომ მისი გონების უკანა კუნჭულში ყოველთვის იყო ამაზე ფიქრი, უბრალოდ წინ არასოდეს წამოუწევია. მაიკოს უყურებდა, მის შეკრულ წარბებსა და კალთაში მაგრად მომუჭულ ხელებს აკვირდებოდა და უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ერთი ადამიანის თითქოსდა უწყინარი გართობა ასეთი ძნელი გადასატანი ყოფილიყო მეორისათვის, ანდა როგორ ეკიდებოდა ერთი ამ ამბავს მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოდ, როცა მეორისათვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი?
„პრიორიტეტები.“ დაასკვნა გოგონამ და მაიკოს ხელი ხელზემაგრად მოუჭირა, როცა გოგონას თვალები საეჭვოდ აუწყლიანდა და თავი გვერდზე გასწია, რომ წყვილისათვის არ შეეხედა. „ყველა განსხვავებულად აფასებს ყველაფერს. ერთნაირი ფასი ამ ქვეყანაზე გასაყიდ კალმებსაც კი არ ადევთ და ადამიანური ურთიერთობები გამონაკლისი ხომ არ იქნება?“
-მითხარი, მარიამ, რა გავაკეთო? – ჰკითხა მაიკომ და გოგონამ წარბები შეკრა, თავი ოდნავ გააქნია. არ ესმოდა, რა ეპასუხა, რა გაეკეთებინა. – სულ ასე რატომ ხდება? სულ ასეა… – მაიკომ გვერდზე გაიხედა, აწყლიანებული თვალები დაფარა და მარიამი სიცარიელის გრძნობით დარჩა. თითქოს არაფერი გაუკეთებია… რაც მართალიც იყო. რას აკეთებდა საერთოდ?
დაოსებული ავიდა კაბინის კიბეებზე და ჩუმად შეაღო კარი. პირველი, რაც თვალში მოხვდა, ისევ ერთმანეთზე მიდგმული, გასწორებული ლოგინები იყო, მერე კი სწრაფად გადახედა თაბაგარს, რომელსაც მინი-მაცივრის კარი გამოეღო და შიგნით იქექებოდა. ქურაზე ქვაბი შემოედგა და შიგნით რაღაც თუხთუხებდა.
-რას აკეთებ? – ჰკითხა მარიამმა, სახეში ჩამოყრილი თმა ყურებს უკან გადაიწია და კარი მიხურა, მერე კი ხელი ლოგინებისაკენ გაიშვირა. – ესენი რატომ არ გაასწორე? გინდა რომ მაინც და მაინც მე გავისარჯო, ჰა?
-არ მინდოდა და იმიტომ. – მოკლედ უპასუხა თაბაგარმა, მაცივრის კარი მიხურა და შეტრიალდა, ქვაბს თავი მოხადა. მარიამს წარბები კინაღამ შუბლზე აუვიდა, უსიტყვოდ უსმენდა ოთახში გამაფებულ ბუყბუყის ხმას, რომელიც ქურიდან მოდიოდა.
-რას ნიშნავს… – უხერხულად შეიშმუშნა იგი. – ვერ გავიგე, გინდა, რომ ასე მიდგმული იყოს?
-ჰო. იყოს მასე. რა, გაწუხებს? – გამოხედა თაბაგარმა და მარიამს მწარე ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, როცა თანამცხოვრების თვალებში გულწრფელობის მეტი ვერაფერი დაინახა. ამას არ ელოდა.
-მაწუხებს, თან ძალიან. -მან მხრები აიჩეჩა. – ჩემთვის უხერხულია, არ მესმის, რატომ გსურს ჩემს გვერდით დაძინება, მაგრამ ის ვიცი, რომ მე არ მინდა…
-არა უშავს, შეეჩვევი. – უპასუხა თაბაგარმა, მერე კი ალმაცერად გაუღიმა. – დარწმუნებული ვარ, რომ შენნაირი გოგო ქორწილამდე ამ სიტუაციაში არ იქნება, ამიტომ შეგაჩვევ…
მარიამმა იგრძნო, როგორ მოეკიდა სახეზე ცეცხლი და ერთბაშად როგორ დაუგროვდა გულ-მკერდში სირცხვილი და განრისხება. ამას არ ელოდა, და არ იცოდა, რა ეპასუხა. მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ თაბაგარი უტაქტო იდიოტი იყო…
ვერ იტანდა მას. ვერ იტანდა იმასაც რომ ერთი შეხედვა საკმარისი იყო იმისათვის, რომ მიმხვდარიყვნენ, თუ რა გამოუცდელი იყო.
-რას ბოდავ, თუ გესმის საერთოდ? – დაუსისინა მან და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ. – რაო, რას ფიქრობ ახლა? დამცინი და მაწვალებ, მაგრამ რატომ? მეტი საქმე არაფერი გაქვს?
-მართალი ხარ. – თქვა თაბაგარმა, მოტრიალდა და ხელები ჩვრით გაიწმინდა, მარიამს ზემოდან დახედა. – მეტი საქმე არაფერი მაქვს, თან სასაცილოდ გეცვლება ხოლმე სახე, როცა ასეთ რამეს გაუბნები….
-როგორც ტყეში შემეცვალა, ისე? – მოუჭრა მარიამმა და თაბაგარი ერთიანად დაიძაბა, სახეზე მომდგარი ღიმილი გაუქრა და გოგონამ რაღაც ველური თვითკმაყოფილება იგრძნო, როცა მის თვალებში წამიერად გამოხატული შიში დაინახა.
-რატომ მეთამაშები? – მისკენ გადმოიხარა თაბაგარი. – ცდილობ რომ ჩემს სინდისზე ითამაშო, ხომ? არ გამოგივა.
-მე მაგის გაკეთება არ მჭირდება. – მკვახედ მოუჭრა გოგონამ. – შენ თვითონ გადასარევად გამოგდის…
-რაო? – წარბები შეკრა თანამცხოვრებმა. – მაგით რას გულისხმობ?
-კარგი რა, თავს რატომ იკატუნებ, გეგონა ვერ მივხვდებოდი? – მიახალა მარიამმა და მკლავები გადააჯვარედინა, თაბაგარს დაჟინებით აშტერებოდა გაოცებით აღსავსე თაფლისფერი თვალებში. – იმდენად აღარ მექცევი ცუდად, საჩუქარი მაჩუქე, წამდაუწუმ უკან დამყვები, ახლა კი ეს! – მან ხელი უკან, შეერთებული ლოგინებისაკენ გაიშვირა. – გეშინია ხომ, რომ უცებ შეტევა მექნება, მოვკვდები და შენ დაგაწვება, ხომ? საკუთარი თავკერძა მიზნების გამო დამსდევ მხოლოდ… – დაისისინა მან და ზიზღით ახედა. – გინდა, რომ ზედმეტი ხლაფორთი აიცილო თავიდან…
-შენ გგონია, რომ საქმე მასეა? – ჰკითხა თაბაგარმა, მერე კი ყბა გვერდზე მოექცა, სახეზე უცნაური გამომეტყველება გამოეხატა და თვალი აარიდა. – არადა არ არის. – დაამატა მან.
-აბა როგორ? – ხელებ გაშალა უკვე დაღლილმა და გაღიზიანებულმა მარიამმა. შხაპის მიღების, ჭამის და დასვენების მეტი ახლა არაფერი უნდოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ამ ამბავს ბოლომდე უნდა ჩაჰყოლოდა, სანამ ამის საშუალება გააჩნდა. – მითხარი, როგორ არის?
-ეჰ, ვერ გაიგებ. – ხელი აუქნია თაბაგარმა და მარიამს გონებაში გაუელვა ფიქრმა, რომ ალბათ ეს ყველაზე უარესი და გამაღიზიანებელი სიტყვები იყო, რომლებიც მის თანამცხოვრებს ახლა შეეძლო წამოეროშა.
-რას ვერ გავიგებ? პატარა გგონივარ? მაშინ ამიხსენი! – დაუყვირა მან და მკლავები გადააჯვარედინა, ერთიანად აკანკალებულმა.
-პატარა არა ხარ. მაგრამ ჩემთან შედარებით პატარა და გამოუცდელი ხარ, ამიტომ… – დაიწყო თაბაგარმა, მაგრამ მარიამმა არ აცადა. იგრძნო, როგორ აასხა თავში სისხლმა.
-მე არა ვარ ბავშვი. – დაისისინა მან. – არც გამოუცდელი ვარ. შეიძლება ანტისოციალი და ინტროვერტი ვიყო, მაგრამ ბევრი რამ გამეგება. არც მასეთი გამოუცდელი ვარ, გესმის? მე… – მარიამი ერთიანად დაიძაბა, გრძნობდა, თუ როგორ ეჭიმებოდა სხეული და მისი ფიქრები საოცარი სიჩქარით მიქროდნენ მის გონებაში, სანამ იგი პასუხს, მიზეზს ეძებდა. – …მე… მე შეყვარებული მყავს, მეგობრები მყავს…
-რაო? – გოგონა მოულოდნელობისაგან შეკრთა, როცა ძლიერი ხელები მძიმედ დაეშვნენ მის მხრებზე. – რა თქვი? – თაბაგარის თვალები პირდაპირ მის მზერას ჩაეჭიდნენ და მარიამს სუნთქვა გაუკრთა, როცა მის თვალებში გამოხატული გულწფელი გაოცება და ცოტაოდენი აღელვებაც კი შენიშნა, რომელიც მალევე გაღიზიანებამ შეცვალა.
-შეყვარებული გყავს? ვინ? როდიდან? – ჩაეკითხა იგი და მარიამი ერთიანად დაიჭიმა, არ იცოდა რა ეპასუხა. – მითხარი, რამდენი ხანია? ვინაა?
-შენი საქმე არაა. – მკვახედ მიახალა მან, მაგრამ გრძნობდა, რომ თაბაგარი არ მოშვებოდა. მართლაც, იგი ოდნავ ანჯღრევდა და ისევ და ისევ უმეორებდა კითხვას. არ ესმოდა, თუ რაში აინტერესებდა მას ამის გაგება და თან გამწარებული ფიქრობდა, ცდილობდა, რამ მოეფიქრებინა…
-ვინტერი. – წამოროშა მან უცებ და კინაღამ პირზე მიირტყა ხელი, რომ თავისი სულელური ბოდვა შეეჩერებინა, მაგრამ იცოდა, რომ ძალიან შორს შეტოპა და უკან ვერ დაბრუნდებოდა. მუშტები მაგრად მომუჭა, გრძნობდა, თუ ერეცხებოდა სახიდან სისხლი. ბუნდოვნად იგრძნო, თუ როგორ მოულოდნელად შეტოკდნენ ხელები მის მხრებზე. – მისი მეტსახელი ვინტერია. სხვას არაფერს გეტყვი. – საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებდა. ვინტერი მისი მეგობარი ან მეგობართან ყველაზე ახლო იყო, რაც კი ოდესმე ჰყოლოდა, თუ ლექსოს და მაიკოს არ ჩათვლიდა. ლექსოს სახელს ვერ გამოიყენებდა, ასე ვერ იცრუებდა, ვინტერის სახელის თქმით კი არაფერი დაშავდებოდა…
გოგონა ერთიანად გაიყინა, როცა მოულოდნელად თაბაგარმა მისი მხრებიდან ხელები დაუშვა, განცვიფრებული დაჰყურებდა.
-ვინტერი… – გაიმეორა მან და მარიამმა გაოცებით შეამჩნია, რომ მას ხმა ოდნავ ჩაეხლიჩა, ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს არ სჯეროდა. – ვინტერი არის მისი მეტსახელი? – გამომეტყველება წამსვე შეეცვალა, ნაძალადევად, ცალყბად გაიღიმა, მაგრამ გოგონა ისევ ხედავდა მის თვალებში განცვიფრებას, და არ ესმოდა, რა ხდებოდა, თუ რატომ ჰქონდა მას ასეთი რეაქცია. „იქნებ ვინმეს იცნობს, ვისი მეტსახელიც ვინტერია?“ გაიფიქრა მან და მთელ სხეულში დაუარა ანერვიულების ჟრუანტელმა.
თაბაგარი გასწორდა, თავი გააქნია, თმაში ხელი გადაისვა და მარიამმა შეამჩნია, რომ ხელი ოდნავ უთრთოდა. წარბები შეიჭმუხნა და ოდნავ უკან დაიწია, არ ესმოდა რა გაეკეთებინა, სხეულში ისევ ნერვიულობა უვლიდა.
-და სად იპოვე ეგ შენი შეყვარებული, ჰა? – გაიცინა მან, მაგრამ ეს ისე აშკარად ყალბი იყო, რომ ძალაუნებურად მარიამმაც გაიცინა. – ინტერნეტში?
-რომც მეპოვა, მერე რა? – უკბინა მარიამმა, და გაოცებული უყურებდა, თუ როგორ ნერვიულად გაიცინა თაბაგარმა, მერე კი გვერდზე გასწია და კარისაკენ გაემართა, გააღო და ჩუმად მოიკეტა.
თვითონ დაბნეული იდგა და კარს მიშტერებოდა.
იმ ღამეს თაბაგარის ლოგინი თავისით გასწია ოთახის მეორე მხარეს, და ისე დაწვა. იწვა, მაგრამ ვერაფრით ვერ იძინებდა, თანამცხოვრების უცნაურ რეაქციასა და ქცევებზე ფიქრობდა. მისი აზრით, უკვე ორი საათი იქნებოდა, როცა კარი ჩუმად გაიღო და მისი თანამცხოვრები შემოვიდა. მარიამმა თვალები დახუჭა, თავი მოიმძინარა, არ სურდა რომ ახლა მას დალაპარაკებოდა, იმის მიუხედავად რომ მისი ქცევის მიზეზი აინტერესებდა. უკნიდან ჭრაჭუნი ესმოდა, მერე კი ერთბაშად ამოშვებული ქშენა და ოდნავი ბიძგი მის ლოგინზე. ბალიშქვეშ მოთავსებული ხელი მაგრად მოუჭირა ზეწარს, როცა მიხვდა ამის მნიშვნელობას.
თაბაგარმა თავისი ლოგინი ასწია და მისას მიადგა.
მარიამმა ყბები მაგრად შეკრა,საკუთარ თავს დააძალა არ შებრუნებულიყო და ერთი ამბავი არ აეტეხა.
ზურგსუკან ტანსაცმლის შრიალი მოესმა, ალბათ მისი თანამცხოვრები იხდიდა და პიჟამას იცვამდა. მერე კი ლოგინის ზამბარების ჭრიალი მოისმა და მარიამი კინაღამ შეხტა და წამოიყვირა, როცა დიდი, ძლიერი ხელი მძიმედ, მაგრად ნელა, თითქოსდა ფრთხილად დაეშვა მის წელზე და ოდნავ მოქაჩა, ახლოს მიიზიდა. გოგონამ მთელი სხეული მოადუნა, გული ყელში უცემდა და არ ესმოდა, რა გაეკეთებინა. გულისცემა აჩქარებოდა და სუნთქვა ყელში მოაწვა, ამიტომ საკუთარი თავი აიძულა დამშვიდებულიყო და წყნარად ესუნთქა, რომ თაბაგარს არ შეემჩნია.
კარგა ხანი ვერ დაიძინა, მიუხედავად იმისა, რომ უკან თანამცხოვრების ღრმა და წყნარი ფშვინვა ესმოდა, მას აშკარად ეძინა, რასაც მარიამი ნაწილობრივ ვერ იტანდა. ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ თაბაგარს შეეძლო ასე წყნარად დასძინებოდა, როცა მარიამს თავისი შეხებით, რომელიც არასასურველი იყო გოგონასთვის, ძილს უტეხდა. გოგონა რამდენჯერმე შეეცადა საწოლის კიდეზე გადასულიყო და წელზე დადებულ ხელს გაჰქცეოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ყოველთვის, როცა განძრევას და გაქცევას შეეცდებოდა, ანდა ცდილობდა თაბაგარის ხელის აღებას, ბიჭი რაღაცას ჩაიბუზღუნებდა და ხელს ჭიმავდა მის წელზე, მარიამს კი განძრევისაც კი ეშინოდა, არ სურდა რომ თანამცხოვრები გაეღვიძებინა.
ბოლოს და ბოლოს, მაღვიძარა დააყენა და ძლივს ჩაეძინა.
მაღვიძარამ რომ გამოაღვიძა და წამოდგა, თაბაგარს უკვე ეღვიძა და საუზმეს ამზადებდა, კვერცხებს ხალავდა ტაფაზე და ძეხვს ჭრიდა. მარიამი ლოგინზე წამოიწია და უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ დებდა თეფშებს მაგიდაზე მისი თანამცხოვრები და როგორ სტყორცნა მან მზერა.
-არ დგები? – ჰკითხა მან. – კარგად გეძინა? – დაამატა და ცალყბად, ალმაცერად გაუღიმა, რაზეც გოგონა ერთიანად დაიძაბა და მთელ სხეულზე გადახლათული საბანი შემოიძრო.
-არც ისე. – უპასუხა მან და დაჟინებით შეხედა, თვალებით აგრძნობინებდა, რომ ამაში მას სდებდა ბრალს. თაბაგარი აშკარად მიხვდა, და უხერხულად შეიშმუშნა.
-კარგი… – ნელა თქვა მან. – თუ არ გსიამოვნებს, გვერდზე გავიწევი. თუ გინდა.
მარიამმა წარბები ასწია, ყბა გვერდზე მოგრიხა.
-არ მსიამოვნებს. – მან მისი ლოგინის გვეერდით მიდგმულ საწოლს გადახედა. – გვერდზე კი არ მინდა რომ გაიწიო, მინდა რომ ლოგინი გასწიო გვერდზე…
-აჰააა… – თითი გაუქნია თაბაგარმა. – მასე არ შეიძლება. ასე ჯობია, მე პირადად ასე მირჩევნია.  უფრო თბილი და კომფორტულია…
-თუ გინდა რომ ვინმე გვერდით მოგიწვეს, წადი და ვინმე „შეაბი“, თუ რას ეძახით… – ხელი აუქნია გაბეზრებულმა მარიამმა.
-მე ვინმე არ მინდა. – სწრაფად უპასუხა თაბაგარმა და ხელებით დაეყრდნო მაგიდას, თვალებით მარიამს ბურღავდა.
-აჰა. – თქვა გოგონამ და ლოგინიდან გადმოძვრა, ტანსაცმელი წამოკრიფა და სააბაზანოსაკენ გაემართა.
-არ შეჭამ? – მიაძახა თაბაგარმა, მარიამმა კი თავი გააქნია.
– არ მშია. ისე წავალ. – უპასუხა მან და კარი მიიხურა.
იმ დილის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და მარიამს ყოველი ღამე უწევდა მის გვერდით, ლოგინზე გაგორებული თანამცხოვრების ატანა. შვიდი ღამიდან ხუთი ღამე თაბაგარს იმის სინდისი ეყო, რომ მის წელზე ისევ გადაედო ხელი და ახლოს მოჩოჩებულიყო, რაც მარიამს ცუდად ხდიდა. ხელს ვერ იშორებდა, და თითქოს, ალეგორიულად, თაბაგარზე ფიქრსაც ვერ იშორებდა. არ ესმოდა, თუ რა სურდა ამ გამოშტერებულ ახმახს, და საერთოდ რა უნდა გაეკეთებინა თვითონ, მაგრამ ასევე არ უნდოდა ვინმესათვის მოეყოლა. მაიკოსთან დალაპარაკება გამორიცხული იყო, იგი ისევ გულნატკენი იყოს ლექსოს გამო, თეონასთან საუბარი კი თავიდანვე გამოირიცხა.
-*-*-*-*-*-*-
მის თანამცხოვრებზეა ზრის შეცვლას გიორგი თაბაგარში ალბათ ორი წამი დასჭირდა, მეტი თუ არა. ეს ტყეში მოხდა, როცა თვითონ ზემოდან დაჰყურებდა ძირს გაგორებულ გოგოს, და იცინოდა. ორი წამი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ხატიაშვილი ვეღარ სუნთქავდა, და მაშინვე პანიკამ დაუარა სხეულში.
ისეთი ადამიანი არ იყო, რომ ვინმე მოეკლა, ამაზე ფიქრიც კი ზარავდა. ვერ იტანდა იმის გაფიქრებას, რომ თვითონ თავზე ადგა მას და იცინოდა, სანამ მას ასთმის შეტევა ჰქონდა და დახრჩობის პირას იყო. ალბათ ეს შეგრძნება კარგა ხანი გაჰყვებოდა, წლების მანძილზე…
იმის შემდეგ, რაც შიში ჭამა, სანამ გოგოს სახლში მოიყვანდა და იგი თავისუფლად სუნთქვას დაიწყებდა, გიორგიმ პატარ-პატარა რაღაცების შემჩნევა დაიწყო მის შესახებ. ის, რომ ლამაზი, გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა, რომელიც ძალიან რბილი მოჩანდა, როცა ბალიშზე იყო გადაგდებული. მერე ის, რომ ხატიაშვილს უყვარდა კითხვა, ერთადერთი წიგნი ჰქონდა წამოღებული, „მარიამ სტიუარტი“, რაც მალევე გადაიკითხა, აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა მასში, თუ რატომ აინტერესებდა ხატიაშვილს ეს წიგნი. შეამჩნია, რომ იგი ძალიან ლამაზად უკრავდა გიტარაზე და შოკი იყო მისთვის, რომ ეს ლამაზი მელოდია, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო, თვითონ ხატიაშვილის გახლდათ. შეამჩნია ის, რომ გოგო ძალიან ჭკვიანი იყო და მიხვდა, რომ მოსწონდა მისი გონებამახვილი და მოსწრებული პასუხების მოსმენა, აცინებდა კიდეც ისინი.
და ასე, თავის შეუმჩნევლად და თითქმის გაუთავისებლად, ხატიასვილი მის გონებაში მარიამად იქცა.
არ იცოდა, ამაზე რა ეფიქრა. ეგონა მხოლოდ და მხოლოდ ლამაზმანები მოსწონდა, და ადრე ნამდვილად ასე იყო, ყოველთვის იცოდა მათ როგორ მოქცეოდა, რომელი ღილაკებისათვის დაეჭირა, რაც ყოველთვის გამოსდიოდა.
მაგრამ არ იცოდა რა გაეკეთებინა, როცა საქმე მარიამს ეხებოდა. აშკარა იყო, რომ თავიდან კარგად ვერ დაიწყო საქმე და მის თანამცხოვრებს არც კი უცდია იმის დაფარვა, რომ სძულდა და ვერ იტანდა მასთან ერთად ყოფნას. თან მარიამი არ იყო ყველაზე სოციალური პიროვნება, უნდობლად უყურებდა მას და ხანდახან ისეთი ზიზღითა და ათვალწუნებით შესცქეროდა, რომ გიორგის სურდა კბილები მაგრად დაეკრიჭა, უბრალოდ დამჯდარიყო და სადღაც გამქრალიყო, ოღონდ იმ ნეგატიური ემოციით სავსე თვალებში არ ჩაეხედა.
რატომღაც ეშინოდა კიდეც. ეშინოდა იმისა, რომ მარიამის გუნების შემოტრიალებას მის მიმართ ვერასოდეს მოახერხებდა, ეს ზაფხული ისე ჩაივლიდა რომ გოგო მასზე აზრს არ შეიცვლიდა. ახლა ყველაზე მოსახერხებელი დრო იყო იმისათვის, რომ ყველაფერი გამოესწორებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ეს უფრო აღიზიანებდა. რატომღაც ყოველთვის დასახავდა თავის გონებაში რაღაც გეგმას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდოდა, იდიოტად იქცეოდა და ყველაფერს აფუჭებდა. იმ დღეს მარიამისათვის ის ძვირფასი პერანგი ლამაზ, გაბანტულ კოლოფში გამოხვეული უნდა მიეტანა, მაგრამ ვერ გაბედა. იცოდა, რომ მარიამი ვერ იტანდა და ისეთიგრძნობა ჰქონდა, რომ მისთვის არ უნდა ეგრძნობინებინა ის, რომ მის გულისათვის აკეთებდა ამას, ამიტომაც მიუტანა საჩუქარი იაფფასიან მოჭმუჭნულ პარკში გამოხვეული და შეეცადა მეორადად გაესაღებინა. მაგრამ მარიამი მიხვდა.
რასაკვირველია.
იგი მიხვდა იმას, რომ პერანგი ძვირფასი იყო, მაგრამ ვერ მიხვდა თუ რატომ აჩუქა გიორგიმ ეს ნივთი. ვერც მიხვდებოდა, ისეთი გულუბრიყვილო იყო, თუ გიორგი თვითონ არ ეტყოდა…
მაგრამ არა. მარიამი სულელი არ იყო, უკვე უნდა დაეჭირა მინიშნებები. ბოლოს და ბოლოს, მის გვერდით ეძინა ერთი კვირის განმავლობაში და სიამოვნებით გადაედო მის წელზე ხელი…
მაგრამ ალბათ მარიამმა უბრალოდ გამორიცხა ის შესაძლებლობა, რომ გიორგის იგი მოსწონდა, რაც მოსალოდნელიც იყო. მარიამი არ იყო ისეთი გარეგნობის გოგო, რომ გიორგის ერთ შეხედვაზე მოსწონებოდა, რადგან მას არ ჰქონდა ის ბრწყინვალე გარეგნობა, რაც თეონას გააჩნდა.
როცა მარიამმა უთხრა, შეყვარებული მყავსო, გიორგის თითქოს ცა დაეცა თავზე. ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი იყო ის, რომ მარიამი სხვასთან ერთად დადიოდა და ამან ამავდროულად პანიკა, განცვიფრება, სასოწარკვეთილება და აუტანელი მრისხანება მოუტანა. ეს გრძნობების კოქტეილი მასში დატრიალდა და უცებ მოუნდა, რომ იმ ნაბი*ვრის სახე დაენახა, რომელიც ბედავდა მარიამს შეხებოდა და იქამდე ეცემა, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა.
მერე კი გოგონამ მისი მეტსახელი ახსენა.
ვინტერი. სწორედ ამას ეძახდა მამამისი ადრე, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, მისი ცივი ბუნების გამო, და თითქოს შერჩა ეს მეტსახელი, რომელიც ოფიციალური მეტსახელი არასოდეს ყოფილა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მიხვდა.
მიხვდა, რომ თეონას ნაცვლად მარიამს ემესიჯებოდა ფეისბუქზე, თავის ყალბ გვერდზე, რომელიც იმისათვის შექმნა, რომ დეიდა ნატას ნიძლავი მოეგო.
საქმე იმაში იყო, დეიდა ნატას აზრით, მისი ნამდვილი გვერდიდან გოგოების „დაკერვა“ ძალზე იოლი იყო, მისი სურათების წყალობით, რასაც ვერ მოახერხებდა, თუ ზემოხსენებული სურათები არ ექნებოდა. ამიტომაც შექმნა ყალბი გვერდი, რომ ლამაზი, ამაყი თეონა ხატიაშვილისათვის თავი მოეწონებინა, რასაც დარწმუნებული იყო, რომ შეძლებდა.
მაგრამ არ ელოდებოდა იმას, რომ „თეონა“ ასეთი გონებაგახსნილი, ჭკვიანი, გულისხმიერი, კარგი მოლაპარაკე იქნებოდა, პირიქით, სულ სხვა ვინმეს ელოდა. ვერ წარმოედგინა, რომ თეონა ხატიაშვილი ისეთი ადამიანი იყო, ვისაც მოსწონდა კითხვა, სწავლა, ანიმეს ყურება, და ისეთი რაღაცების კეთება, რაც არ იყო ტიპიური ისეთი ლამაზი, პოპულარული გოგოსათვის, როგორიც თეონა იყო და ჩანდა.
მას ასეთი „თეონა“ მოეწონა, თან ძალიან. თან გოგოს მშვენიერი სახე და ტანი ჰქონდა, უკეთესს ვერც კი ისურვებდა.
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ „თეონას“ მისი სახელი არ აინტერესებდა, არაფერი არ უკითხავს მის შესახებ. მან ცხოვრებაში პირველად იგრძნო ის, რომ ვიღაცას გულწრფელად მოსწონდა, არა მისი სახის გამო, და უფრო ბედნიერი ვერ იქნებოდა.
მზად იყო „თეონასათვის“ თავისი საიდუმლო გაენდო და შეხვედრა დაენიშნა, როცა ერთ დღესაც მისგან მესიჯი მოვიდა.
„ra gqvia?”
ამან გააკვირვა, რადგან „თეონა“ ყოველთვის ქართული ასოებით სწერდა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამისათვის, მაშინვე მისწერა პასუხი, გახარებულმა.
„giorgi tabagari mqvia :)”
მერე მოხდა ის, რასაც არ ელოდა. პასუხი ვერ მიიღო, თეონამ კი მეგობრებიდან წაშალა.
პირველი, რამაც თავში გაუელვა, ის იყო, რომ გოგონამ იცოდა მისი და მისიი რეპუტაციის შესახებ, ამიტომ გაათავა მათი ურთიერთობა.
თავს საშინლად გრძნობდა, რამდენჯერმე მისწერა მას და შეეცადა, აეხსნა, სთხოვდა, რომ ისევ დაემატებინა, აინტერესებდა მიზეზი, თუ რატომ გააუქმა იგი, მაგრამ „monshordi”-სა და “agar damelaparako”-ს მეტი ვერაფერი მიიღო. ძალაუნებურად ყოველთვის უყურებდა მის სახელს მეგობრების ჩამონათვალში, ვერ პოულობდა და უფრო და უფრო მეტად იპყრობდა გაღიზიანება და წყენა. როცა რამე მოხდებოდა, პირველ რიგში თეონა გაახსენდა, მერე კი გუნება წაუხდებოდა.
მაგრამ შემდეგ თეონა სინამდვილეში გაიცნო და შეეძლო დაეფიცა, რომ ამ თითქმის უკვე ქალში არ იყო წვეთი იმ ადამიანისა, რომელიც ონლაინში გაიცნო. თეონა წამსვე გვერდით ეტუზებოდა, უღიმოდა. მისი მეტსახელიც კი არასოდეს უხსენებია.
ახლა კი მარიამმა მისი „შეყვარებულის“ სახელი წამოროშა და გიორგის კინაღამ მეხი დაეცა, როცა მიხვდა, თუ ვის ელაპარაკებოდა. ეს მარიამი იყო, მარიამი იყო მისი მეგობარი სანამ გაიცნობდა, იქამდე.
ამან მასზე ისე იმოქმედა, როგორც არაფერმა.
მითუმეტეს, ყველაფერი უნდა გამოესწორებინა, თან სასწრაფოდ.
მაგრამ იმიტომ არა, რომ მარიამი უყვარდა.
იმიტომ რომ არ უყვარდა.
არ უყვარდა. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
-*-*-*-*-*-*-
მარიამმა წიგნის მეათე ფურცელი გადაშალა და მეთერთმეტეს კითხვა დაიწყო. ეს წიგნი დღეს იყიდა, როცა ქალაქში ჩავიდა და ახლა მთელი ინტერესით ჩაძირულიყო მასში. ლოგინზე ფეხები მოკეცა და უკან გაიხედა, თაბაგარს გადახედა, რომელიც მაგიდასთან იჯდა და ფურცელზე რაღაცას ხატავდა.
-არ დავიძინოთ? – უცებ ასწია თავი თაბაგარმა და კალამი მაგიდაზე დააგდო, მერე კი მკლავები ზურგს უკან გადასწია, ნებივრად გაიზმორა. – დავიღალე.
-არა, ჯერ არა, წაიზუზუნა მარიამმა. – ამ თავს ჩავამთავრებ და…
გოგონამ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ გარეთ გაიელვა, გამაყრუებელი ქუხილი გაისმა და თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, რომ ჩამობნელდა.
შუქი ჩაქრა.
-ფუ ამის… – გაისმა თაბაგარის ხმა, მერე კი სკამის ჭრიალისა დანაბიჯების ხმა გაისმა. – კარგად ხარ? ხომ არ შეგეშინდა?
-კი, კარგად ვარ. – უპასუხა მარიამმა, სიბნელეში თვალები დაახამხამა, გარეთ ცა მუქ ღრუბლებს დაეფარათ და კუნაპეტი ჩამოწოლილიყო. – არ მეშინია, ჰო. უბრალოდ დაწექი და დაიძინე, რა.
-არის, უფროსო… – გაისმა თაბაგარის ღიმილშერეული ხმა, და ნაბიჯები ლოგინს მიუახლოვდნენ. მარიამი ქვემოთ ჩაიწია, საბანში გაეხვია. გარეთ კიდევ ერთი გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა.
-რანაირი ამინდია. – გაისმა მისი თანამცხოვრების ჩურჩული. – ცა ჩამოვა ქვემოთ, ისე წვიმს. ფანჯარა ხომ არ დავკეტო?
-გავგრილდებით მაინც. – უპასუხა მარიამმა და საბანი უფრო მაგრად შემოიხვია, კედლისაკენ ზურგი შეექცია, სიბნელეში თაბაგარის სახეს ეძებდა. – და არა, იყოს, სიგრილე შემოვა.
-არ შეგცივდება მერე? – ჩაეკითხა თაბაგარი და გოგონამ დაიფრუტუნა, თავი გააქნია, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, მისი თანამცხოვრები ამას სიბნელეში ვერ დაინახავდა.
-არა, რატომ. პირიქით, მომწონს ასეთი ამინდი. – თქვა გოგონამ წყნარად, და ლოგინის ოდნავი ჭრიალი მოესმა, მერე კი სახეზე ცხელი სუნთქვა იგრძნო, ერთიანად გაიყინა, ოდნავ უკან დაიწია. თაბაგარს ვერ ხედავდა, მხოლოდ მის წყნარ, რიტმულ სუნთქვას და სხეულიდან წამოსულ სითბოს გრძნობდა და რატომღაც სხეულში ჟრჟოლამ დაუარა, ოდნავ შეკრთა.
-ჰოო? რა ვიცი, მე მზე უფრო მომწონს. – ჩუმად დაილაპარაკა თაბაგარმა, ხმა უფრო ღრმა გაუხდა. მარიამი მიხვდა, რომ იგი მალე დაიძინებდა და ფრთხილად დაიწია უკან. გარეთ გაიელვა და თვალებდახუჭული თანამცხოვრების სახე გაანათა, მერე კი წამსვე ჩაქრა, აუტანელმა გრუხუნმა გაკვეთა ჰაერი. – მარიამ… – დაიჩურჩულა უცებ თაბაგარმა და გოგონას თვალები გაუფართოვდა.
-ჰოო? – ძლივს ამოღერღა მან. თანამცხოვრები სულ „ხატიაშვილს“, „გოგოს“, ან რამე ასეთს ეძახდა, მაგრამ მისი სახელი არასოდეს უთქვამს. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ მარიამმა ვერც კი მოიფიქრა, რომ რამე ენამოსწრებული ეკითხა.
-მომიყევი რამე. – თქვა თაბაგარმა და მარიამს წარბები შუბლზე აუვიდა.
-რა მოგიყვე? – ჩაეკითხა დაბნეული, დაჟინებით ეძებდა მისი თანამცხოვრების სახეს სიბნელეში, სანამ გარეთ გრუხუნებდა და წვიმის გაცხარებული შხაპუნი ისმოდა.
-არ ვიცი. რამე. ოღონდ ბოევიკის სტილში, ბევრი თოფები და ეგეთები რომ იყოს. – მოითხოვა თაბაგარმა.
მარიამს ძალაუნებურად გაეცინა.
-ჰოო? – ირონიულად გაიცინა მან. – თოფები და სროლები? ბუმ ბუმ პიუ პიუ პიუ?
-ჰო, ჰო, ზუსტად, ბუმ ბუმ პიუ პიუ პიუ. – დათანხმდა თანამცხოვრები და მარიამს გაეცინა, თავი ბალიშში ჩარგო.
-ჰო, კარგი. – თქვა მან და თვალები გადაატრიალა, მოსაყოლს ეძებდა. – იყო და არა იყო რა… – დაიწყო მან და თაბაგარის ჩუმ ჩაცინებაზე სიცილი აუტყდა. – იყო ერთი თოფიანი კაცი. ყოველთვის გადიოდა ხოლმე გარეთ და გამვლელებს იტყუებდა, სროლას გასწავლითო, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ და ყველას კლავდა და სახლის უკან მარხავდა. მერე მოვიდა პოლიცია და დაიჭირეს. ჭირი იქა, ლხინი აქა. – დაამთავრა თავისი თავით კმაყოფილმა მარიამმა და ახარხარებულ თაბაგარს აჰყვა.
-აუ, კარგი იყო. – თქვა თანამცხოვრებმა. – მაგის ადაპტაცია უნდა გაკეთდეს ფილმად.
-კარგი ერთი. – გაიცინა მარიამმა. – დაიძინე ახლა.
გოგონა იწვა, და უსმენდა თაბაგარის სუნთქვას, სანამ იგი ღრმა და წყნარი არ გახდა.
იქნებ ის არც ისე ცუდი იყო.
გარეთ ისევ ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა და პატარა კაბინას აზანზარებდა.
მაგრამ მარიამი არც კი შეუწუხებია ამას.
-*-*-*-*-*-*-11
დილით, როცა მარიამმა გამოიღვიძა, პირველი რაც მოესმა, ისევ წვიმის შხაპუნი იყო. ფეხები გაჭიმა და თავი უფრო მაგრად ჩაჰყო ბალიშში. ისე კომფორტულად და თბილად გრძნობდა თავს, რომ განძრევაც კი არ სურდა, მაგრამ მაინც ზარმაცად, ნელა გაახილა თვალები.
წამსვე სუნთქვა ყელში გაეჩხირა, როცა გააცნობიერა, თუ რას ხედავდა. მის წინ, ისე რომ მისი შუბლი მარიამის შუბლს ეხებოდა, იწვა თაბაგარი, ტუჩები ოდნავ გაპობოდა და ღრმა სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ ღრმად ეძინა. მარიამი გაოცებული მიშტერებოდა, არ იცოდა რა ეფიქრა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციაში ფიქრი ზედმეტი იყო, ამიტომ საბანი უფრო ახლოს მიიწია სხეულთან და ფეხები მოკეცა, მერე კი შეკრთა, როცა მისი მუხლი მისი თანამცხოვრების პიჟამა შარვლით დაფარულ ფეხს შეეხო.
გოგონამ საბანი პირამდე აიფარა და თვალები მაგრად დახუჭა, მერე კი გაახილა. თაბაგარზე და მის ქცევებზე დაფიქრდა, თან მის წინ ბალიშზე დადებული სახე მოათვალიერა. თაბაგარმა საჩუქარი აჩუქა, უკეთესად ექცეოდა, მის გვერდით დაძინება უნდოდა, ღამით რამის მოყოლა სთხოვა, სახელიც დაუძახა და თქვა, რომ ვინმე არ უნდოდა…
ნუთუ თაბაგარს… მოსწონდა?
მარიამს სისხლი მოაწვა სახეში და გამწარებულმა გააქნია თავი. არა,ეს ვერ წარმოედგინა, ეს შეუძლებელი იყო. გიორგი თაბაგარი არ იყო ისეთი ტიპის ბიჭი, რომ მარიამისთანა გოგონები მოსწონებოდა. იგი პოპულარული იყო, კარგი გარეგნობა ჰქონდა, სოციალური პიროვნებაც გახლდათ, რასაც მარიამზე ვერაფრით ვერ იტყოდით. ისინი ზედმეტად განსხვავებულები იყვნენ, თან გოგონას ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა, თუ როგორ ექცეოდა და რას ეძახდა თაბაგარი… მან მისი სახე ერთ შეხედვაზე აითვალწუნა, და არც კი ეცადა ეს დაემალა, პირიქით, ღიად უთხრა მარიამს. თეონამაც იგივე გააკეთა… მარიამმა თვითონაც იცოდა, რომ ლამაზი არ იყო, და ალბათ მისი სახე იყო იმის მიზეზი, რომ ასეთი ადამიანი გამოვიდა. საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჩახვეული, ურთიერთობა არავისთან რომ არ უნდოდა, თუ ეს საჭირო რომ არ იყო… სიმართლე რომ ეთქვა, ეს მოსწონდა კიდეც საკუთარ თავში, იცოდა, რომ საკუთარი თავის იმედი ყოველთვის ექნებოდა, მაგრამ ყოველთვის, სულ ცოტათ, მაგრამ მაინც, როცა თეონას შეხედავდა, ნატრობდა, რომ ამდაგვარი სახე ჰქონოდა.
ამიტომ ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა, და არც კი ესმოდა, თუ რა უნდა მოსწონებოდა თაბაგარს, ანდა თუნდაც ვინმეს მასში. ამიტომაც სულ ნაღვლიანად გრძნობდა თავს, რატომღაც ფიქრობდა, რომ ვერასოდეს ვერავისთან ახლოს ვერ იქნებოდა და მარტოობის შიში მოიცავდა.
ამიტომ არ სჯეროდა, ვერ დაიჯერებდა.
„ისევ სინდისის ქენჯნა აწუხებს.“ დაასკვნა გოგონამ, ტუჩები მაგრად მოკუმა და თაბაგარის სახე აათვალიერა. იგი გვერდზე იწვა, სახის ნაკვთები მოსვენებული ჰქონდა, ოდნავ იღიმებოდა კიდეც. მარიამმა ხელი ასწია და თითი ფრთხილად, ყოყმანით გადაუსვა მას თვალების კუთხეებში გაჩენილ, ძლივს შესაჩნევ ნაოჭებზე. კანი რბილი, და ერთიანად გახურებული იყო, და ინტერესით აღვსებულმა გოგონამ თითის წვერი ლოყასა და ორიოდე დღის გაუპარსავი წვრით დაფარულ ყბის ხაზზე გადაიტანა, ნიკაპამდე მიჰყვა მას. კანი ოდნავ უხეში, მაგრამ ასეთივე ცხელი იყო.
მარიამმა ხელი ჩამოსწია, თითის წვერი უხურდა განუზომელი სითბოსაგან. არც იყო გასაკვირი, რომ იმ დღეს თაბაგარი ნახევრად ბუხარივით იყო. „ალბათ სისხლის ცირკულაცია აქვს კარგი.“ გაიფიქრა გოგონამ და საბანი ცხვირამდე აიწია, ოდნავ გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა თანამცხოვრების მძინარე სახეს.
ბოლოს გადაწყვიტა ამდგარიყო, რადგან აქ წოლა და თაბაგარის სახის თვალიერება არაფერს მოუტანდა, ნელა წამოიწია და ლოგინზე წამოჯდა.
მერე კი მოხდა ის, რაზეც არც კი უფიქრია და არ გაუთვალისწინებია.
-რა იყო, აღარ გინდა შემეხო? – მოესმა მარიამს ხმა და ისე სწრაფად მოტრიალდა, რომ მისმა კისერმა საეჭვო ჭახანი გაიღო. წამიერად საკუთარი გულისცემის მეტი მარიამს აღარაფერი ესმოდა, გული კისერში მოებჯინა. გოგონა პირდაღებული დააშტერდა თაბაგარს, რომელიც ასევე წამოიწია, იდაყვს დაებჯინა და გოგონას ცალყბა ღიმილით მიაჩერდა.
-შენ… შენ რა, გეღვიძა? – ძლივს ამოილუღლუღა მან, გრძნობდა, როგორ ჩახლეჩოდა ხმა. – კი მაგრამ…
-მაინტერესებდა, სანამდე გააგრძელებდი. – თაბაგარმა ცალი მხარი აიჩეჩა, თვალები უბრწყინავდა. – ბევრი არ გააკეთე, მე მეტს ველოდი…
-თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი… – მარიამმა სახეზე ხელები მიიდო, გრძნობდა, როგორ ეწვოდა ლოყები. ალბათ ახლა მთელ სახეზე ულამაზო წითელი ფერი ეფინა, ნამძინარევი იყო და საშინლად გრძნობდა თავს, უხერხულობა და სირცხვილი მკერდში მაგარ, მძიმე ქვად დაუგროვდა. – მე არ მეგონა…
-რა იყო? გრცხვენია? – მოესმა თაბაგარის ხმა, მერე კი მან უეცრად მხარზე ხელი დაადო. გოგონამ ხელის მხურვალება იგრძნო, გაახსენდა, თუ როგორ ეხებოდა თითის წვერით მის კანს და ჟრჟოლამ დაუარა. – მარიამ… რისი გრცხვენია?
-მე არ მეგონა… არ მეგონა, რომ გეღვიძა… – მარიამს თვალები აეწვა, ხელები უფრო მაგრად მიიჭირა სახეზე, ესმოდა, რომ ლუღლუღებდა, მაგრამ სხვას ვერაფერს აკეთებდა, მთელ სხეულში ნერვიულობის ცხელი ტალღები უვლიდა. – არ ვიცოდი…
-კარგი, რა იყო? არაფერი უჭირს, გესმის? მერე რა. – თაბაგარმა ნელა მოჰქაჩა მხარზე, მარიამმა ლოგინის ჭრიალი გაიგონა, და იგრძნო, თუ როგორ დაიწია ლეიბმა მის გვერდით. თანამხოვრები ალბათ გვერდით მიუჯდა… – კარგი, გამოიხედე, გეყოფა რა…
გოგონამ თითები ნელა, ყოყმანით გადასწია და მათ შორის გაიხედა, ჯერ კიდევ სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა, როცა თაბაგარს უყურებდა.
-დაივიწყე ეს, გესმის? – სწრაფად ამოილუღლუღა მან და გვერდზე გაიხედა, მერე კი სწრაფად წამოდგა ფეხზე, თაბაგარს გადაახტა, ტანსაცმელი წამოკრიფა და ელვის სისწრაფით შევარდა სააბაზანოში.
არც კი სჯეროდა, რომ ეს გააკეთა და მით უარესი, რომ ფაქტზე დაიჭირეს. ყველაზე ძნელი ახლა უხერხულობისა და იმ დამცირების გრნობის დაძლევა იქნებოდა, რომელიც თაბაგარმა ახლახანს აგრძნობინა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ამასაც მოახერხებდა, ამასაც გაუმკლავდებოდა.
მთელი დღე თანამცხოვრებს თვალს არიდებდა, არ სურდა მასთან ერთად, ახლოს ყოფნა. მაიკოსთან იყო, ცდილობდა მალე დაემთავრებინა სამუშაო და უბრალოდ სახლში წასულიყო, დაესვენა და ფიქრებისათვის თავი მოეყარა. არ იცოდა, თუ რისი გაკეთებდა სჯობდა ამ სიტუაციაში, ამიტომ იმედოვნებდა, რომ ცოტაოდენი ფიქრი და მოსვენება ჯანსაღ აზრებს მოუტანდა.
კონსტრუქციაზე თეონა დაინახა, რომელიც ამჯერად მარტო იჯდა, თავი ხისათვის მიეყრდნო და უსიტყვოდ, წარბშეკრული მიშტერებოდა ქვემოთ დახვავებულ ხის ფიცრებს.
მარიამმა წარბები შეკრა, მისი და ასე ჯერ არ ენახა, და სიმართლე რომ ეთქვა, ძალიანაც გაუკვირდა.
-ორი წამი თეონასთან მივალ და მოვალ, კარგი? – უთხრა მან მის გვერდით მოკალათებულ მაიკოს, და როცა მისგან ოდნავი თავის დაქნევა მიიღო, სწრაფი ნაბიჯით გაემართა დისაკენ.
თეონამ იქამდე შეამჩნია, სანამ მას მოუახლოვდებოდა, და ოდნავ გვერდით გაიწია, რომ მარიამს მის გვერდით ჩამოსაჯდომი ადგილი ჰქონოდა. გოგონა მძიმედ დაეშვა დის გვერდით და ხელები კალთაში დაიწყო. გაოფლილი მაისური ზურგზე უსიამოვნოდ მიჰკვროდა, ამიტომ წინ წამოიწია, მერე კი თეონას ჩაშავებულ თვალებს გადახედა.
-რა გჭირს? – ჰკითხა მან. – ვერ ხარ ხასიათზე, გეტყობა.
-არაფერი ისეთი. – მხრები აიჩეჩა თეონამ და საკუთარ ხელებს ჩახედა. – უბრალოდ… ლექსო ხომ იცი? აი, შენი მეგობრის თანამცხოვრები… – თეონამ წამით თვალით ანიშნა ხეზე ზურგით მიყრდნობილ მაიკოზე, და მარიამმა იგრძნო, თუ როგორ დაიჭიმა ერთიანად.
-ჰო, მერე? – იჭვნეულად უპასუხა მან. – რა გინდა ლექსოსთან? რამე ცუდი ხომ არ გითხრა?
-რაღაც მასეთი, მგონი. – უპასუხა თეონამ, სახეზე დაბნეული გამომეტყველება ეხატა. – წვეულებაზე, ხომ იცი, ბევრი სასმელი და გართობა და ეგეთები რომ იყო? შენ არ იქნებოდი იმაზე, ამიტომ გეუბნები… – მხრები აიჩეჩა მან და მარიამს ოდნავ გაჰკრა წყენამ, მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია. -ჰოდა იქ დათვრა და რაღაცები მითხრა, არც კი ვიცი ახლა რა ვიფიქრო.
-რა გითხრა ასეთი? – წარბები შეკრა მარიამმა.
-რა და რაღაცებს ბურტყუნებდა, კომპანიასა და თანხებს ახსენებდა, მერე კი რაღაცნაირად მიყურებდა, თითქოს არ სიამოვნებდა ჩემი დანახვა. – თეონამ მოჭმუხნილმა გადახედა. – რას ფიქრობ? რისი ბრალია ასე რომ აკეთებს?
-წარმოდგენა არა მაქვს, მართლა. – სწრაფად უპასუხა მარიამმა, მაგრამ მაიკოს გადახედა. წამსვე ამოუტივტივდა გონებაში მამამისის თაღლითური ქცევა, არალეგალურად ნაშოვნი შემოსავალი, ყალბი საბუთები. მარიამმა ხელი პირთან მიიტანა და ნერვიულად მომუჭა თითები. იქნებ ლექსო რამენაირად იყო დაკავშირებული ამ საქმესთან? იქნებ ლექსო იმ კომპანიაში მომუშავე ან საერთოდ, იმ კომპანიასთან რამენაირად დაკავშირებული პირი იყო?
მარიამს უცებ ახალი იდეა მოუვიდა და სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, უხერხულად შეიშმუშნა. თეონამ თქვა, რომ ლექსო რაღაცნაირად უყურებდა, და არ მოეწონა… ნუთუ ლექსო რამეს აპირებდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მისმა კომპანიამ გურამ ხატიაშვილის თაღლითობის გამო იწვნია?
„არა.“ გაიფიქრა მარიამმა და სახე მოჭყანა, ამის ლექსოსთან ასოცირება უბრალოდ არ შეეძლო. „დაუსაბუთებლად ვფიქრობ. რა საფუძველო მაქვს იმისა, რომ ვიფიქრო, რომ ლექსო რამენაირად ამ საქმეშია გარეული?“
„რომ იყოს?“ ჩასჩურჩულა გონებაში კუნჭულში მიწეულმა ხმამ, და მარიამს ისევ აეშალა ეჭვები. აუცილებლად უნდა გაექრო ისინი, რომ თავისუფლად დაესვენა, უბრალოდ ვერ მოისვენებდა. ახლაც კი შიშში მოუწევდა ყოფნა.
მაგრამ ლექსო რომ რამენაირად მასთან დაკავშირებული ყოფილიყო, მერე რაღა ექნა? მარიამმა იგრძნო, როგორ გაჰკრა შიშმა. ცდილობდა, საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ ბიჭი არაფერს დაუშავებდა, და სურდა მისთვის რამის დაშავება, ამას აქამდეც მოახერხებდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. წამდაუწუმ ყურებში უწიოდა თეონას ნათქვამი სიტყვები. იქნებ ლექსოს გაცნობა შემთხვევითი არ იყო? მარიამმა თავი გააქნია. ერთადერთი, რაც საეჭვოდ მიაჩნდა აქამდე, ის იყო, რომ ლექსომ ასე უეცრად დაკარგა ინტერესი მათ მეგობრობაში და მის დაზე გადაერთო. თვითონაც არ ეჩენებოდა ეს უცნაურად, მაიკოც დაეთანხმებოდა.
ისე ჩანდა, თითოს ლექსოს ორივესთან დაახლოება სურდა, მაგრამ ბოლოს აქცენტი უბრალოდ თეონაზე გადაიტანა…
მარიამი უცებ მიზეზს მიხვდა და გული მოეწურა.
თეონასთან დაახლოება უფრო გამოსადეგარი მიიჩინა ლექსომ, რადგან მარიამი შეიძლებოდა ყველაფერს მიმხვდარიყო, თეონა კი, ლექსოს სულ სემთხვევით, სიმთვრალისას წამოროშილი სიტყვები რომ არა, ვერაფერსაც ვერ გაიგებდა.
გოგონა გრძნობდა, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბრმა აზრებსა და თეონას საეჭვო სიტყვებს ეყრდნობოდა. ხომ შეიძლებოდა, რომ თეონას მოსჩევენებოდა სიტყვები, იქნებ თვითონაც მთვრალი იყო და უბრალოდ ვერ გაიგო?იქნებ ის გამოხედვაც კარგად ვერ აღიქვა? იქნებ ლექსო სულ არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული და მარიამი სულ ტყუილუბრალოდ თხზავდა ამ შესაძლო სცენარებს?
მაგრამ მარიამი გრძნობდა. რაღაცატომ გრძნობდა, რომ მისი დადგმული სცენარი შესაძლო და შეიძლება მართალიც იყო.
იცოდა, მაგრამ რატომღაც არ სურდა, რომ ეს ეღიარებინა. იცოდა, თუ ამას ტვალს გაუსწორებდა, წამსვე მოუწევდა ლექსოსთან და შესაძლებელი იყო, მაიკოსთანაც ურთიერთობის გაწყვეტა, ვერცერთს ვეღარ ენდობოდა და შიშში მოუწევდა ცხოვრება. თეონას მონაყოლს თუ გაითვალისწინებდა, ლექსოს სულაც არ ჰქონდა განზრახული, რომ მამამისის თაღლითობა გვერდზე გაეტარებინა.
და რაც მთავარი იყო, მან მამამისის თაღლითობის შესახებ იცოდა, და ასევე იცოდა მისი ორი ქალიშვილის ადგილსამყოფელი.
მარიამი უარესს სცენარს ვერც კი მოიფიქრებდა. თეონას დაემშვიდობა და სასწრაფოდ გადმოვიდა მაიკოს გვერდით. გოგონამ უცნაურად გადმოხედა.
-რა გჭირს, მარი? – შეეკითხა იგი. – ცუდად ხომ არ ხარ? ფერი აღარ გადევს.
-ჰოო? – ძლივს ამოტქვა მარიამმა. – არა უშავს. რაღაც გამახსენდა და… – სიტყვა გაუწყდა და თვალებგაფართოებული მოუტრიალდა მაიკოს.
-მითხარი ერთი, ლექსო რამე ფინანსურ კომპანიაში ხომ არ მუშაობს? – სასწრაფოდ ჰკიტხა მან. მაიკო ხომ ლექსოს მასზე უფრო დიდხანს იცნობდა, მას რამე აუცილებლად უნდა სცოდნოდა.
-არა, არ მუშაობს საერთოდ. – უპასუხა მაიკომ ყოყმანით, სახეზე დაბნეული გამომეტყველება ეხატა. – მაგრამ მამამისი მუშაობს იქ. რა იყო? – დააყოლა მან, და მარიამმა უბრალოდ თავი გააქნია.
-არა, არაფერი… – წაიბურტყუნა გოგონამ. – და მითხარი… თუ იცი, მაგ კომპანიაში რამე პრობლემა ყოფილა? აი, ხომ ხვდები, ფინანსური?
მაიკომ მხრები აიჩეჩა, მერე კი ცხვირი სასაცილოდ აჭმუხნა.
-ჰო, მგონი, ზუსტად ვერ გეტყვი. რაღაც მასეთს ამბობდა ლექსო, არაფერი დაუზუსტებია. – უპასუხა მაიკომ. – შენ რაში გაინტერესებს ერთი, მითხარი.
-არაფერი ისეთი, უბრალოდ… ამ ბოლო დროს საქმე ისეთი არეულია, რომ ვიფიქრე, იქნებ ლექსოც რამენაირად არის არეული მეთქი. – სწრაფად უპასუხა მარიამმა, მაგრამ თვითონვე ხვდებოდა, რომ ეს ყველაზე უაზრო მიზეზი იყო, რომელიც შეიძლებოდა მოეყვანა. – დაივიწყე, ისე გკითხე. – სწრაფად დაამატა მან, მაგრამ მაიკოსგამომტყველებიდან მიხვდა, რომ უკვე ყველაფერი გააფუჭა. რისი გაგებაც უნდოდა, გაიგო, მაგრამ ამავდროულად მაიკო დააეჭვიანა. გოგონას ასე კარგად არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ იგი ამ ყველაფერს ძალიან საეჭვოდ მიიჩნევდა და აუცილებლად ლექსოს ეტყოდა ყველაფერს.
ლექსო კი… მარიამს არც კი სურდა გაფიქრება.
მათთან დაახლოება რისთვის უნდა ნდომოდა ლექსოს? ნუთუ სურდა ინფორმაცია გამოეძალა? თუ მართლაც ასე იყო, მაშინ რატომ იყო ახლა ტეონასთან და არა მასთან? ლექსო, წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ თეონამ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იცოდა. ეს არც ისე იოლი მისახვედრი იყო. ალბათ ამიტომ მას ინფორმაცია არც კი სჭირდებოდა.
მას სჭირდებოდა მხოლოდ ნდობა…
მაგრამ არა. მარიამი ამას ვერ დაიჯერებდა. უბრალოდ ზედმეტად ბევრი დამთხვევა იყო. უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ალექსანდრე მახლაური მართლა იყო გარეული ამ საქმეში, ამისათვის კი მოთავესათვის უნდა დაერეკა.
დრო იყო მამამისს დალაპარაკებოდა.
გოგონა სახლამდე მთელი გზა ამაზე ფიქრში იყო გართული, კიბეებზე სწრაფად აირბინა და კარი შეაღო, მერე კი ინსტინქტურად მაგრად მიიკეტა ზურგს უკან.
თაბაგარი ლოგინზე წამოგორებულიყო და მარიამის ახალ წიგნს კითხულობდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, წიგნი დასწია და ცალ წარბაწეულმა გადმოხედა.
-ძლივს მოხვედი… – ჩაიბურტყუნა მან. – და რა იყო? ხასიათზე ვერ ხარ?
მარიამმა სახეზე ხელი ჩამოისვა, კანი არაბუნებრივად ცივი მოეჩვენა, ხელებიც გაციებოდა. ოდნავ აკანკალებდა კიდეც.
-არაფერი. – ძლივს ამოთქვა მან. – ცოტა ვერ ვარ კარგად, მაგრამ არა უშავს.
-ვერ ხარ კარგად? – გაიმეორა თაბაგარმა და ლოგინზე წამოიწია, წიგნი სასწრაფოდ დახურა და გვერდზე გადადო. მისი შეწუხებული გამომეტყველება და ინეტერესით აღვსებული თვალები საკმარისნი იყვნენ იმისათვის, რომ მარიამის დაძაბულობა და ნერვიულობა ნაწილობრივ მაინც გაექროთ. – რატომ? დღეს სიცხეში იდექი დიდხანს და იმისი ბრალია, ხომ? არა რა, ვიცოდი, რომ ჯობდა შენთვის თმაზე მმეწებებინა ის ქუდი… – დანანებით თქვა მან და მარიამმა წარბები ელვის სიწრაფით ასწია ზემოთ.
-ჯერ ერთი, რა მიწებებაზე ლაპარაკობ, გაჩერდი ერთი. და მეორე, არა, არ ვმდგარვარ სიცხეში. – უპასუხა მან და ხელი აუქნია, საწოლს მიადგა, ჩემოდნიდან ტანსაცმელი წამოკრიფა. – ახლა მოვწესრიგდები და მერე უნდა წამოვწვე, აღარ შემიძლია ისე დავიღალე.
შხაპში თავი ჰქონდა მიყრდნობილი კედელზე და დაჟინებული დასჩერებოდა თეთრ კაფელს. ნელა ჩაიცვა, რატომღაც თავბრუ ეხვეოდა, და სწრაფად გამობანცალდა სააბაზანოდან, თაბაგარს გადააბიჯა და ლოგინზე დაწვა, საბანში გაეხვია.
-დავინახე შენს დას როგორ ელაპარაკებოდი. – თქვა თაბაგარმა, თან იდაყვებზე წამოიწია, თავი მისკენ მოაბრუნა. მარიამი გახევდა. – რამე გითხრა? მომიყევი.
-რა მოგიყვე, ისევ ბუმ ბუმ პიუ პიუ პიუ? – ნერვიულად გაიცინა გოგონამ. თაბაგარი მოიღუშა.
-რა გითხრა, ისე მომიყევი. – მოითხოვა მან.
-არაფერი არ მითხრა. – იუარა მარიამმა. ამდენ რაღაცას თაბაგარს ვერ მოუყვებოდა, უბრალოდ ვერ ანდობდა. თან მამამისმაც გააფრთხილა, რომ არავისთან კრინტი არ დაეძრა ამ საქმის შესახებ, და მარიამი თითქოს ახლაღა ხვდებოდა მისი სიტყვების სიმძიმესა და მნიშვნელობას. – უბრალოდ დავილაპარაკეთ, სულ ეს იყო.
-მოიცა გამოვიცნობ. – თაბაგარმა ხელები უკან გასწია და მათ დაებჯინა, მერე კი მარიამს მობეზრებული გამომეტყველებით ამოხედა. – იმ ნაბი*ვარ მახლაურს ეხებოდა, არა? ხომ ასეა?
-ეგ საიდან მოიტანე? – წარბები შეკრა მარიამმა. ნუთუ თაბაგარი უკან დასდევდა და უსმენდა მის საუბარს?
-ესე იგი მართალია. – მხრები აიჩეჩა ბიჭმა. – თან არც ისე ძნელი გამოსაცნობი იყო. შენ შენს დასა და შველიძეს შორის მახლაურზე მეტი საერთო სალაპარაკო არ გექნებოდა.
-ნუ ასკვნი ჰაერიდან. – მოუჭრა გოგონამ. – ხომ ხვდები, რომ ახლა შეიძლება არასწორი იყო?
-მაგრამ არა ვარ, ხომ? – უპასუხა თაბაგარმა და ალმაცერად გაუღიმა. მარიამს სახე მოეღრიცა, ორიოდე წამი ხმა არ ამოუღია. თაბაგარს გამომეტყველება შეეცვალა, ყბები დაეჭიმა და ტუჩები მოილოკა.
-მისმინე. – დაიწყო მან. – არ ვიცი, ამწუთას რაზე ფიქრობ და ჰო, შეიძლება ვცდებოდე. მაგრამ ვხვდები, რომ არ ვცდები, ამიტომ არ ჯობია, რომ უბრალოდ მომიყვე, რა ხდება. მე მოგისმენ მაინც.
-არ არის ეს ამბავი შენთვის მოსაყოლი. – უპასუხა მარიამმა. – მე სანახევროდ არც კი გიცნობ, ეს კი… – იგი ოდნავ შეყოყმანდა. – ოჯახური საქმეა.
-ოჯახური საქმე, რომელიც უცხოსთან უნდა გაგერჩია. – მშვიდად შეუბრუნა თაბაგარმა. – შველიძეს ელაპარაკებოდი. მასთან დაგჭირდა რაღაცის გარკვევა. თუ მას საკმარისად იცნობ, მე რატომ ვერ გამოვდგები მსმენელად?
-მისთვის არაფერი მითქვამს. – კბილებში გამოსცრა მარიამმა. – მას მხოლოდ რაღაც ვკითხე.
-უბრალოდ მომიყევი. – შეაწყვეტინა თაბაგარმა და მისკენ გადმობრუნდა, ისე მოულოდნელად, რომ მარიამის პირდაპირ აღმოჩნდა და გოგონა ოდნავ უკან წაიწია. – მაინტერესებს რა გაწუხებს.
გოგონამ ტუჩები მოკუმა.
-არა, არ გამოვა. – თავი გააქნია მან. – უბრალოდ რაღაც პრობლემაა, ბევრი არაფერი.
-მერე მითუმეტეს. არ უნდა გიჭირდეს ამ პატარა პრობლემაზე ლაპარაკი, არა? – უპასუხა თაბაგარმა, მისკენ დაიხარა, და მარიამს ერთადერთმა აზრმა გაურბინა თავში: „ზედმეტად ახლოსაა, ზედმეტად ახლოსაა, ზედმეტად ახლოსაა…“ სანამ საკუთარ თავს აიძულა, რომ ეს ფიქრი შეეწყვიტა.
ტუჩები კინაღამ დაიკვნიტა ნერვიულობისაგან.
არა, ვინმესათვის მაინც უნდა მოეყოლა, თორემ ვერ გაძლებდა. უნდოდა, ვინმესათვის გაეზიარებინა, ვისაც გონება ასეთი აზრებით არ ჰქონდა გადატვირთული.
საღი აზრი სჭირდებოდა.
თაბაგარს ახედა, რომელიც შეკრული წარბებითა და გულწრფელი ინტერესით დაჰყურებდა. მარიამმა ხომ ჯერ კიდევ წინა საღამოს გადაწყვიტა, რომ ის არც ისე ცუდი იყო. მთლად კარგიც არა, მაგრამ… იგი ჭკვიანი იყო, გაიგებდა, მარიამი რაზე ლაპარაკობდა, იქნებ რჩევაც მიეცა. თან მარიამი შეეცდებოდა, რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა.
-მაშ კარგი. – ამოიხვნეშა მან და ტუჩები მოილოკა, შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
-ალბათ გეცოდინება, რომ მამაჩემს ფინანსური კომპანია აქვს. გაცვლა-გამოცვლა, სხვადასხვა აქციები, მძიმე ინდუსტრია… – გოგონამ ტუჩები მოიკუმა, ისევ ყოყმანობდა. – მაგრამ… ჩვენი კომპანიის გამო სხვა დაზარალდა. და მე ვეჭვობ, რომ დაზარალებულის მხარესთან არის ლექსო დაკავშირებული, თან ძალიან ახლოს არის. – გოგონამ თაბაგარს გადახედა, რომელიც წარბშეკრული უსმენდა. – არ ვიცი ზუსტად, გესმის? მაგრამ… ლექსოს რაღაც უთქვამს, თანხებსა და კომპანიაზე, თან თეონამ მითხრა, რაღაცნაირად, ცუდად შემომხედაო, და სულ ცოტაცო, ასე მითხრაო. რა უნდა ვიფიქრო, მითხარი? წარმოდგენა არა მაქვს, რა გავაკეთო…
-მოიცა, მოიცა. – ხელი ასწია თაბაგარმა და თავი გააქნია, მერე კი მჭრელი თაფლისფერი თვალებით, სერიოზულად დააშტერდა. – მოდი, ჯერ დავლაგდეთ, დარწმუნებული ხარ, რომ მახლაური სწორედ ისაა, ვინც შენ გგონია?
-არ ვიცი. – თავი გააქნია მარიამმა. ნერვიულობა მკერდში აწვებოდა და სულს უხუთავდა, სუნთქვას უკრავდა. – მაგრამ მაიკომ მითხრა, რომ მამამისი კომპანიაში მუშაობს, სადაც ბოლო დროს პრობლემები ჰქონდათ…
-იქნებ ტყუილად ნერვიულობ? -წარბი ასწია თაბაგარმა. – მერე რა, რომ პრობლემებიჰქონდა? იქნებ სხვა რამის გამო იყო.
-ჰო, მაგრამ… მისი სიტყვები რაღას ნიშნავს? რატომ უთხრა ასე თეონას? – ჩაეკითხა გოგონა, პასუხებს ეძებდა და უცებ ძალიან გაუხარდა, რომ ვიღაც მასთან ერთად ეძებდა პასუხებს. შეუჩვეველი იყო ასეთ სტრესულ სიტუაციებს და ეტყობოდა, რომ უცებ გადავარდებოდა პანიკაში, მაშინვე ყველაზე უარესს წარმოიდგენდა. მაგრამ მისგან განსხვავებით, თაბაგარი ცივი გონებითა და მშვიდად სჯიდა ყველაფერს, და მარიამი მიხვდა, რომ ძალიან მადლობელი იყო მისი, რომ მოყოლა სთხოვა და ახლა ასე თუ ისე, გვერდში ედგა.
-არ ვიცი. თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებული არ არის, ესე იგი რაღაც პრობლემა აქვს პირადად და ფული სჭირდებოდა ალბათ… – თაბაგარმა შუბლი შეიჭმუხნა. – და თუ დაკავშირებულია… – მან პაუზა გააკეთა და მარიამს გადმოხედა.
-მაგან რაიმე კითხვა დაგისვა? მამაშენზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, კომპანიაზე? – ჩაეკითხა იგი. გოგონამ სწრაფად გააქნია თავი.
-აჰა. ესე იგი ეგ არ აინტერესებს. – ბიჭი ლოგინზე წამოიწია, ოდნავ აფორიაქებული ჩანდა, მაგრამ მისი თვალები ისეთი ცივი და არაფრისმთქმელნი გახდნენ, როგორც არასდროს. – ერთ რამეს გეტყვი: მაგ ბიჭს ახლოს აღარ გაეკარო. – მოუტრიალდა იგი მარიამს და გოგონამ წამსვე შეამჩნია, თუ როგორ აენთო მას მზერა. – ეს ამბავი არ მომწონს. რომც არ იყოს ამ საქმესთან დაკავშირებული, საეჭვო ტიპი ჩანს. ესაა ჩემი რჩევა, გასაგებია?
-ჰო. გავიგე. – თავი დაუქნია მარიამმა და შუბლი შეიჭმუხნა, თვალები ოდნავ აეწვა და ზემოთ აიხედა, რომ ცრემლები არ გადმოგორებოდა. ისეტი გრძნობა ჰქონდა, რომ ყველაფერი ერთად დაეცა თავზე და პირველად ცხოვრებაში, აუწერელ საფრთხეს გრძნობდა და… ეშინოდა.
მარიამს ეშინოდა.
არადა ყოველთვის გამბედავი იყო. მართალი იყო, რომ თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი გახლდათ, მაგრამ თუ რაიმე საჭირო იყო, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
-შენ რა, ტირიხარ? – მოესმა თაბაგარის გაოცებული ხმა და სწრაფად მოტრიალდა, თვალები წამსვე აემღვრა.
-არა. – მკვახედ უპასუხა მან, მაგრამ როცა თაბაგარს თვალებში ჩახედა, მისი ოდნავ ნაღვლიანი, ოდნავ შეწუხებული მზერა რომ დაინახა, თითქოს მასში რაღაც გაწყდა და თავი ოდნავ დააქნია.
-ჰო. – ძლივს ამოთქვა მან. – იცი რა, როცა ასეთ სიტუაციაში ვხვდები, აუცილებლად ყოველთვის ყველაზე ცუდზე ვფიქრობ, რაც კი შეიძლება მოხდეს. და ჩვეულებრივ, რატომრაც სრულდება, გესმის? არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მე მაქვს ასეთი უნარი თუ როგორ… მაგრამ ხშირად სწორად ვაფასებ სიტუაციას, მაშინაც კი, როცა ვფიქრობ, რომ ზედმეტი მომდის… ამიტომ დაგელაპარაკე, ამიტომ მინდოდა შენი აზრი გამეგო, და სიმართლე გითხრა, ცოტათი დავმშვიდდი, მაგრამ ახლაღა ვხვდები, რომ მაინც მეშინია და ამას ვერ ვიტან… – გოგონა დაჟინებით ჩაჰყურებდა  თანამცხოვრებს გაფართოებულ თვალებში და იცოდა, რომ ძალიან ბევრს, ზედმეტს ლაპარაკობდა, მაგრამ ვერ წყვეტდა, ხმა უკანკალებდა და თვალები ისევ ეწვოდა. – უბრალოდ ძალიან ბევრი გაუგებრობაა, ძალიან ბევრი დამთხვევა, ძალიან ბევრი სახე და შესაძლებლობა, და იცი რა? არ ვიცი, ასეთ სიტუაციებში როგორ მოვიქცე, ვის მივმართო, რადგან მინდა რომ ხანდახან ვინმეს დაველაპარაკო, ვუთხრა რასაც ვფიქრობ, ხომ არ მაწყენს? და ამიტომ მე მადლობელი ვარ, რომ შენ მომისმინე და…
მარიამმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა, სუნთქვა კისერში გაეჩხირა, როცა თაბაგარი თითქოს ნელა, მაგრამ ამავდროულად საოცრად სწრაფად ამოძრავდა. იგი მუხლებზე წამოიწია ლოგინზე, და ხელები მისკენ წამოიღო. გოგონამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, რომ ცხელი, შიშველი მკლავები მხოლოდ და მხოლოდ გრძელი მაისურითა და მოკლე შორტებით დაფარულ ტანზე შემოეხვივნენ.
მარიამს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ერთბაშად ბუხართან მიაგდეს. მუხლებზეშედგმული თაბაგარი მასზე მაღალი იყო, ამიტომ მისი ნიკაპი მარიამის თმას ეხებოდა, ხელები კი მთელი ძალით შემოხვეოდნენ ზურგსა და წელზე. და გოგონამ ვერც კი გააცნობიერა, თუ თვითონაც როგორი ძალით ჩაეჭიდა მასზე აკრულ თბილ სხეულს, რომელიც მას იკავებდა, მის მთელ სიმძიმეს. თავი მაგრად ჩარგო მის ყელში და შუბლი კისრის გვერდზე მიაბჯინა. მარიამი მის გულისცემას გრძნობდა, აჩქარებულ გულისცემას, რომელიც თითქმის ისეთივე სწრაფი იყო, როგორც საკუთარი.
-სულ ტყუილად ნერვიულობ. – უთხრა უცებ თაბაგარმა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და მარიამმა იგრძნო, თუ როგორ ლაპარაკობდა იგი, როგორ უმოძრაობდა ხმის იოგები, კუნთები მკერდზე და იგრძნო, თუ როგორ დაუარა თავიდან ბოლომდე ჟრუანტელმა. არ იცოდა რა ეთქვა, ამიტომ გაჩუმდა, მხოლოდ და მხოლოდ თანამცხოვრების სუნთქვას უსმენდა და გრძნობდა თვითონაც როგორ თრთოდა თავიდან ბოლომდე. -მე აქ არ ვარ? რომც მოუნდეს, ხელს ვერ გახლებს. ვერ გამიბედავს. ნებას არ მივცემ…
ეს უკვე ზედმეტი იყო, ძალიან ბევრი ერთბაშად მარიამისათვის. გოგონა სწრაფად დაიწია უკან, ხელები გაათავისუფლა და იგრძნო, ერთბაშად როგორ შემოჰკრა უცაბედად ზედმეტად ცივმა, თითქოსდა მსუსხავმა ჰაერმა. თაბაგარი წამიერად უყურებდა, ხელები ოდნავ აეწია, მერე კი უსიტყვოდ დაუშვა ისინი.
-კარგი ჰქენი, რომ მომიყევი. – ხმადაბლა თქვა მან და გატრიალდა, ბალიშში თავი ჩარგო და საბანი გადაიფარა. – მახლაურს მე მივხედავ.
მარიამმს ვერ უპასუხა, ენა ჩავარდნოდა. ისღა მოახერხა, რომ ნელა წამომდგარიყო. ყველანაირად შეეცადა, რომ აკანკალებული მუხლები არ ჩაკეცოდა მისი სიმძიმის ქვეშ, და ლოგინიდან გადმოვიდა, შუქი გააქრო. ჩუმად დაბრუნდა საწოლზე, დაწვა და საბანი შემოიხვია.
ცოტა ხანი გარინდული იწვა, მერე კი სწრაფად გადაბრუნდა.
გადაბრუნდა და პირდაპირ თაბაგარის სახეს შეეჩეხა. ბიჭი გადმობრუნებულიყო, თავქვეშ მკლავი ამოედო და უსიტყვოდ მისჩერებოდა.
-ლექსოს მე თვითონ მივხედავ. – წამოსცდა გოგონას ის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო.
თაბაგარმა გაიცინა.
-ერთად მივხედოთ. – დაიჩურჩულა მან და მარიამმა ოდნავ გაიღიმა, თვალები დახუჭა. სხეულში სითბო გაჯდომოდა.
უცნაური იყო, მთელი დღის მომხდარის შემდეგ, მაგრამ ძილი სწრაფად მოვიდა.
*-*-*-*-12
მარიამი რომ ბურანიდან გამოცურდა, ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. თავსა და სახეზე გრილი ჰაერი ელამუნებოდა, მაგრამ მთელი მისი სხეული ზომიერ, ძვლამდე გამათბობელ კომფორტში გამოხვეულიყო. გოგონამ თვალები დაახამხამა და ოდნავ მოჭუტა, მერე კი გაახილა.
ჯერ კარგად ვერ ხედავდა, მზერაზე ლიბრი გადაჰკვროდა, მაგრამ ბურანი მალევე გადაიწმინდა და შესაძლებელი გახდა უკეთესად დაენახა.
და მაშინვე მიხვდა, თუ რატომ გრძნობდა თავს ასე თბილად დილის სიგრილეშიც კი.
თაბაგარისათვის მკერდზე შემოეხვია ხელი, მის სხეულს მთელი ტანით აჰკვროდა და მისგან წამოსული სითბოთი ტკბებოდა. მარიამს რამდენი ხანი იყო, ალბათ მთელი მისი ცხოვრება, რომ ასეთი ახლო, შინაგანად გამთბობი შეხება არ ეგრძნო და ერთიანად გააჟრჟოლა, თანამცხოვრების მძინარე სახეს ახედა და იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა ხერხემალში. მის ზურგზე შემოხვეული მკლავები ოდნავ შეტოკდნენ და წამსვე მარიამი დახუჭულ ქუთუთოების მაგივრად ოდნავ მოჭუტულ თაფლისფერ თვალებში იყურებოდა.
გოგონას სახეში აასხა სისხლმა. არა, არ იყო ასეთი რამისათვის მომზადებული. ოდნავ, უნდირად გაიბრძოლა, სულაც არ სურდა ამ სითბოსა და კომფორტის დატოვება, მაგრამ უხერხულობას ვერაფერს უხერხებდა.
-თაბაგარო… – დაიჩურჩულა მან. – გაიწიე, რა, ადგომის დროა..
თაბაგარს ხმა არ გაუღია, უბრალოდ ზარმაცად გაუღიმა და მთელი სხეულით დაიჭიმა, მერე კი ელვის სისწრაფით გადმოგორდა, ხელები მარიამის თავის გვერდებზე დააბჯინა ბალიშს. გოგონას თვალები გაუფართოვდა, საცერისოდენა გაუხდა და იგრძნო, თუ როგორი სიძლიერით ძგერდა მისი გული.
-თაბაგარო! – გამაფრთხილებლად თქვა მან და ხმას ოდნავ აუწია, რადგან ბიჭის გამომეტყველებით თუ იმსჯელებდა, იგი ალბათ ჯერ კიდევ ბურანში იყო, ამიტომ არ ესმოდა, რას აკეთებდა…
თაბაგარი ხმამაღალი, ცხელი ქშენით დაიხარა, იდაყვებს დაებჯინა და მარიამისაკენ თავი წამოსწია, მისი სუნთქვა გოგონას პირდაპირ ტუჩებზე მოეფრქვია და ანერვიულებულმა გოგონამ სწრაფად გადასწია თავი, ხელები კი მთელი სისწრაფით მიაბჯინა მის ზემოთ მდებარე დაჭიმულ მხრებს. გამბედაობა და ენერგია მოიკრიბა, მათ მთელი ძალით მიაწვა.
-რას აკეთებ? – წამოიყვირა მან და თავი გვერდზე გადაატრიალა, მაგრამ თაბაგარი ჯიუტად მიჰყვებოდა მისი სახის მოძრაობას, და მარიამი დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, იტყოდა, რომ იგი მისი ტუჩების მოძრაობას მისდევდა. მისი თმა მარიამს ოდნავ შეეხო შუბლზე და გოგონას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავიდან ფეხებამდე დაუარა მეხმა.
-თაბაგარო, გაჩერდი. – თქვა მან ბოლოს, ყველანაირად ცდილობდა, რომ ხმა არ აკანკალებოდა და საკმარისი სიმკაცრე მიეცა ტონისათვის.
თაბაგარი წამსვე გაიყინა, ბურანგადაკრული თვალები გაუფართოვდა და გადაეწმინდა, მერე კი სასწრაფოდ აიწია ხელებზე და გვერდით გადაგორდა. მარიამმა შვებით ამოისუნთქა, ლოგინზე ისე იწვა, თითქოს უძვლო ყოფილიყო.
მაგრამ რატომღაც ისევ იმ უცნობ, მსუსხავ სიცივეს გრძნობდა.
-ჯანდაბა… – მოესმა გვერდიდან და ძლივს წამოიწია, იმის მიუხედავად, რომ სხეული ისევ წარმოუდგენლად უხურდა. ასეთი რამ ადრე არ ეგრძნო და მთელი ძალით შეეცადა, საკუთარ თავს მორეოდა და აჩქარებული პულსი, რომელიც გაძლიერებულიძალით ეხეთქებოდა მის  ძარღვებს, დაეწყნარებინა.
თაბაგარს ხმა არ ამოუღია, ნელა წამოდგა და ისე, რომ არც კი შემოტრიალებულა, ფეხათრევით წავიდა სააბაზანოსაკენ და კარი ზურგს უკან მოიხურა.
მარიამი წამოვარდა, სასწრაფოდ ჩაიცვა. საუზმეც სწრაფად გაამზადა, არაფერი სერიოზულის გაკეთების თავი არ ჰქონდა. მაგიდის გაშლას ამთავრებდა, როცა თაბაგარი სააბაზანოდან გამოვიდა და კარი მიიკეტა.
იგი უსიტყვოდ მიუჯდა მაგიდას, და კვერცხი თეფშზე გადმოითრია.
-მახლაურს რას უპირებ? – იკითხა მან და ამოხედა, მაგრამ როცა მარიამმა გაფართოებული მზერა შეაგება, ისევ თავის თეფშს ჩახედა და უხალისოდ გადაატრიალა კვერცხი ჩანგლით.
-რას უნდა ვუპირებდე? – უპასუხა დაბნეულმა გოგონამ და თანამცხოვრების პირდაპირ მიუჯდა მაგიდას. – არც კი ვიცი ის არის თუ არა…
-და რომ იყოს? – ჩაეძია თაბაგარი. – დავუშვათ, არის. მერე რა უნდა გააკეთო?
-არ ვიცი. – თავი გააქნია გოგოგნამ. – ალბათ შევეცდები რომ მოვერიდო, მაგრამ… – იგი შეყოყმანდა, მაიკოს ეჭვით სავსე სახე გაახსენდა. რატომღაც ეგონა, რომ იგი ლექსოს ეტყოდა მისი ნათქვამის შესახებ, ლექსო კი ყველაფერს მიხვდებოდა.
ნეტავ რას აპირებდა იგი? მისი და თეონას გამოყენება ხომ არ ჰქონდა განზრახული იმისათვის, რომ რამენაირად მამამისის კომპანიის მდგომარეობა გამოესწორებინა?
-მაგრამ რა? – ჩაეკითხა თაბაგარი და აზრი გააწყვეტინა. – გეტყობა, რომ ისევ რაღაცაზე ნერვიულობ. რა გჭირს, მითხარი.
-არა,უბრალოდ… მაიკოს ვკითხე ლექსოზე, და ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარად დაეჭვდა. ასე მგონია, რომ ყველაფერს ეტყვის, რა ვკითხე, და ლექსოც დაეჭვდება, ანდა მიხვდება, რომ რაღაც ვიცი.  – უპასუხა გოგონამ და ნერვიულად მოუჭირა ხელი ჩანგალს.
-თავიდანვე არ მომწონდა ეგ ტიპი. – დაიღრინა თაბაგარმა და მარიამს გაეცინა.
-რაღაც მეუბნება, რომ არც ერთი ტიპი არ მოგწონდა აქ თავიდანვე. – უპასუხა მან, რაზეც თანამცხოვრებმა ჯიუტად გააქნია თავი.
-არა. – დაჟინებით თქვა მან. – მაგ განსაკუთრებით. აქეთ-იქით დაძვრებოდა, თავისი ვითომ უბადლო, უმანკო კრავის სახით…
-მაგრამ შენ მგელი ხარ და ვერ გაგაცურებენ. – დასცინა მარიამმა, რაზეც თაბაგარს ჩაეცინა, მაგრამ წამსვე მიიღო სერიოზული გამომეტყველება.
-ნუ იცინი. – დატუქსა მან. – სერიოზულია ეს საქმე. თუ ეგ ლაწირაკი რამეს აპირებდა, ახლა დაჩქარებას შეეცდება. – თაბაგარმა იჭვნეულად მიიდო ნიკაპზე ხელი და ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო.
-დაჩქარებას შეეცდება? – გაიმეორა მარიამმა. თაბაგარმა სწრაფად ამოხედა.
-ჰო. – უპასუხა მან. – დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც აქვს განზრახული. არ მინდა შეგაშინო და შეიძლება სულ ტყუილუბრალოდ აგანერვიულო, მაგრამ ასეთი ამბები ხშირად ხდება ხოლმე, მერე კი ფულის ანდა საბუთების გამოძალვას ცდილობენ…
-მაგაზე უკვე ვიფიქრე… – ნელა უპასუხა გოგონამ და თავი ხელზე ჩამოაყრდნო. – ამიტომაც ჯობია, რომ მოვერიდო.
-მოერიდო? – ჩაიცინა თაბაგარმა. – არ გამოვა, მარიამ. ის არ მოგერიდება, პირიქით, შენ კი ვერ გაექცევი.
-გავექცე? – უპასუხა დაბნეულმა გოგონამ. – სად უნდა გავექცე?
-რაც შეიძლება შორს. – გაუღიმა თაბაგარმა, მაგრამ თვალები ისევ ბრაზით, სერიოზულობითა და სიცივით აღსავსე დარჩენოდა. – ყოველ შემთხვევაში, მართლაც ჯობია რომ არ შეხვდე.
თაბაგარმა უცებ ჩანგალი თეფშზე წკრიალით დადო, ფეხზე წამოდგა და მარიამისაკენ გადმოიწია, სახე სახესთან მიუტანა. გოგონა მოულოდნელობისაგან უკან დაიწია, თვალები გაუფართოვდა და მთელი ძალით მოუჭირა ხელი ჩანგალს, მაგრამ განძრევა ვერც კი გაბედა.
-არ მომშორდე, გასაგებია? – ხმადაბლა ამოისუნთქა მან და დაჟინებით ჩახედა თვალებში, მაგრამ მარიამმა მის მზერაში ის სინაზე და მიზანდასახულობა დაინახა, რასაც არ ელოდებოდა და ამან შეაკრთო. – არ ვიცი, რას აპირებს მახლაური, ანდა საერთოდ  თუ აპირებს იმას, რაც მგონია, მაგრამ… გვერდიდან არ მომშორდე. შენი დის გარდა არავის არ დაელაპარაკო, იმ მაიკოსაც კი.
-სხვას ვის დაველაპარაკო… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ. – შენს, მაიკოს და ლექსოს გარდა სხვა მეგობრები აქ არ მყავს…
თაბაგარმა ჩაიცინა, და გოგონას წამიერად საშუალება ჰქონდა, რომ მისი სახისათვის შეევლო თვალი. უნდა ეღიარებინა, რომ თაბაგარი კარგი შესახედი იყო თავისი ახლა უკვე ბოლომდე მზემოკიდებული კანით, ექსპრესიული თაფლისფერი თვალებითა და შუბლზე თავისუფლად ჩამოყრილი, შავი თმით. მისი თანამცხოვრები უკან გადაიწია, სკამზე უკეთესად ჩამოჯდა.
-მაგ ჯერ კიდევ საკითხავია, ის ორი შენი ნამდვილი მეგობრები არიან თუ არა. – თქვა მან და მარიამმა თავი ოდნავ დააქნია. უხალისოდ, უგემურად გადაათრია თეფშის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ძეხვის ნაჭერი.
– და ჰო, მე არა მგონია, რომ მე შენს მეგობრად ვითვლებოდე. – დაამატა თაბაგარმა მალევე და პურის ნაჭერი კბილებით გაგლიჯა, თეფშზე დაწყობილ საჭმელს შეუტია. მარიამი ერთიანად გაიყინა, და იგრძნო, როგორ ჩაწყდა გული. მუცელში სიცარიელე დაუტრიალდა, მაგრამ თავი დახარა, ხმა აღარ გაუღია.
არადა ეგონა, რომ ცოტათი მაინც დაახლოვდნენ. სულ ცოტათი მაინც… ბოლოს დაბოლოს, ერთი მეტრის დაშორებით ეძინათ უკვე ერთ კვირაზე მეტი, ერთად ჭამდნენ, ლაპარაკობდნენ, მარიამმა ამდენი რაღაც მოუთხრო, გულწრფელად ეგონა, რომ მეგობრობის სტადიამდე მისულები იყვნენ უკვე…
მაგრამ როგორც ჩანდა არა. გოგონამ ყბები მაგრად შეკრა. თაბაგარი ისევ არ თვლიდა მას იმის ღირსად, რომ საკუთარ დონეზე ასულად აღექვა.
„მაშ კარგი.“ გაიფიქრა გოგონამ და მთელი ძალით დაარჭო ჩანგალი ძეხვის ნაჭერს. „როგორც გინდა.“
გული ისევ მტკივნეულად უცემდა და წყენის დაგროვებას გრძნობდა გულ-მკკერდში. არ სჯეროდა, რომ ასე სულელურად იქცეოდა, არ სჯეროდა, რომ საკუთარ თავს ნება მისცა ასე შორს შეეტოპა და საერთოდაც, ასე გადავარდნილიყო იმ ილუზიაში, რასაც გიორგი თაბაგარი ერქვა. იგი უბრალოდ მოჩვენება იყო. მათი დაახლოება, მათი თითქოსდა ურთიერთობა, ყველაფერი. როგორც ჩანდა, ეს მისი თანამცხოვრებისათვის არაფერსაც არ მიშნავდა, მეგობრობასაც კი.
მარიამი აღარ მისცემდა საკუთარ თავს ასე გასულელების უფლებას. ეს ბოლო იყო.
სასწრაფოდ დაამთავრა ჭამა. თაბაგარმა თეფშები აკრიფა და ნიჟარაში დაახვავა, მარიამმა კი ფანჯარა ჩაკეტა. საერთოდ არ კეტავდა, ასეთ ამინდში მითუმეტეს, როცა შეიძლებოდა მოეწვიმა და სიგრილე შემოსულიყო, მაგრამ რატომღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და მისი აზრით, ჯობდა რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომა მიეღო. სახლიდან რომ გავიდნენ, გოგონამ კარი დაკეტა და ახლოს გაჰყვა თაბაგარს.
ცა მოღრუბლულიყო, და აშკარა იყო, რომ იწვიმებდა. გოგონა იმედოვნებდა, რომ მათი სამუშაო ისე ჩაივლიდა, რომ მოახერხებდნენ დაუსველებლად ყველაფრის გაკეთებას. მარიამს ლექსო არსად დაუნახავს, უცნაური იყო, მაგრამ არც მაიკო, და არც თეონა. გოგონა ანერვიულდებოდა, მაგრამ ცდილობდა საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თაბაგარი ახლოს მოჰყვებოდა და მარიამმა რამდენჯერმე შეამჩნია, თუ როგორ დაჟინებით ათვალიერებდა იგი შემოგარენს, თვითონ კი ცდილობდა, რომ საქმეზე კონცენტრირებულიყო. მართალი იყო, რომ ძალიან უჭირდა, გულზე რაღაც აწვებოდა, და წამდაუწუმ თაბაგარს გადახედავდა, რომელიც უსიტყვოდ დააშტერდებოდა, უბრალოდ თავს დაუქნევდა.
მოსაღამოვდა, კონსტრუქციაზე იყვნენ. თაბაგარმა ბოლოჯერ მოუქნია ჩაქუჩი ლურსმანს და დააჭედა, მერე კი უკან გადგა და მარიამს გადმოხედა.
-შენი და დაინახე დღეს საერთოდ? – ჰკითხა მან ჩუმად. მარიამმა ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა და თავი გაუქნია.
-არა, არ მინახავს. – ამოღერღა მან. – ამოკითხვისას არ იყო, მისმა თანამცხოვრებმა თქვა, ვერ არის კარგადო. არც ლექსო და მაიკო მინახავს. – დაამატა მან.
-მახლაური რა იდიოტია. – დაისისინა უცებ თაბაგარმა, თვალები აენთო. – უაზროდ იქცევა. თუ იმას აკეთებს, რაც მე მგონია, ძალიან ცუდად გამოსდის, ეს ეჭვს უფრო ზრდის…
მარიამმა არ უპასუხა, რადგან არ იცოდა, რა მოეფიქრებინა. რატომღაც არ სურდა, რომ გაეგო ყველაფერი, რასაც თაბაგარი ამ ამბის შესახებ ფიქრობდა. თითქოს ზედმეტს გაიგებდა და ზედმეტად ინერვიულებდა…
მაგრამ არაფერიც არ მოხდა. მშვიდობიანად უახლოვდებოდნენ კაბინას, და მარიამს ძლივს შეეძლო თავისუფლად ამოესუნთქა. იცოდა, რომ საფრთხეს ჯერ არ გაევლო და ხვალ შეიძლებოდა ისევ ნერვიულობაში გაეტარებინა, მაგრამ ნორმალურად დაიძინებდა მაინც.
ის იყო, კარი უნდა შეეღო, რომ უკნიდან ყვირილი მოესმათ.
-თაბაგარი! გიორგი თაბაგარი! – გაჰყვიროდა ვიღაც. ეს ხმა მაღალ, გამხდარ ბიჭს ეკუთვნოდა, რომელიც მთელი ძალით მორბოდა მათკენ. გოგონამ იგრძნო, მის უკან როგორ გახევდა მისი თანამცხოვრები.
-რა გინდა? – ჰკითხა მან მკვახედ. – სამუშაო დამთავრდა, ახლა წესით ჩვენ დასვენების დრო უნდა გვქონდეს, არა?
-ლევანი გიძახებს. – ქოშინით ამოთქვა ბიჭმა, სახე სირბილისაგან ერთიანად დამანჭოდა.
-რაო? – დაიყეფა თაბაგარმა. – რა ჯანადაბა უნდა?
-არ ვიცი. – მხრები აიჩეჩა და ისე უპასუხა მან. – უბრალოდ მითხრა, მოძებნე და აქ მომიყვანეო… ჩქარა, თორემ მეც გამატყავებს და შენც.
თაბაგარმა ხმადაბლა შეიგინა, მერე კი მარიამისაკენ მოტრიალდა.
-კარგი… – ამოიხვნეშა მან. – შენ შედი და კარი დაკეტე. რომ მოვალ, სამჯერ დავაკაკუნებ და გამიღებ. სხვას არავის არ გაუღო, გესმის? – თქვა მან და მარიამმა თავი დაუქნია, ტუჩი მოიკვნიტა და კარი მიხურა.
წამსვე ჩაკეტა, გასაღები ბუდიდან გამოაძრო და ლოგინზე დაეშვა, ბალიშში თავი ჩარგო. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ თაბაგარის ლოგინზე იწვა და მის ბალიზე ედო თავი. მარიამი არც კი განძრეულა, პირიქით, გაიტრუნა და უკეთესად მოეწყო. ბალიშს თაბაგარის შამპუნისა და საერთოდ, მისი სურნელი ასდიოდა და მარიამმა გადაწყვიტა, რომ ეს სუნი ძალიანაც მოსწონდა. თითქოს ახალი წიგნის, ფორთოხლისა და ახალი ციტრუსის სურნელი იყო, რასაც მარიამი ყოველთვის გრძნობდა, როცა თანამცხოვრებთან ახლოს იყო, მაგრამ ადრე არ ჰქონია საშუალება, რომ ამაზე კონცენტრირებულიყო…
მთელი ტანით შეტოკდა და ფეხზე წამოიჭრა, როცა კარზე კაკუნი გაისმა. მარიამს გული ყელში მოებჯინა და ფეხზე წამოდგა.
კაკუნი სამჯერ განმეორდა.
გოგონამ მთელი ძალით ამოისუნთქა და შვების გრძნობის აღვსებულმა გაიღიმა. გასაღები აიტაცა და სასწრაფოდ მიუახლოვდა კარებს.
გასაღები გადაატრიალა და წამსვე გაუელვა ფიქრმა, რომ თაბაგარი რა უცებ მორჩა საქმეს ლევანთან, მაგრამ ეს ფიქრი გონების უკანა კუნჭულში შესწია და კარი გამოაღო.
-რა მალე მოხვედი… – დაიწყო მან, მაგრამ ამოსუნთქვა და პირის გაღებაც კი ვერ მოასწრო, რომ ხელი სტაცეს და გარეთ გაათრიეს.
მარიამს სუნთქვა შეეკრა, როცა მიხვდა, თუ რა ხდებოდა. ვიღაც შავებში ჩაცმული მამაკაცი მაჯებზე ჩაჰფრენოდა და ხელს არ უშვებდა, მეორეს მისთვის პირზე მაგრად მიეჭირა ხელი, რომ გოგონას არ ეყვირა, არავითარი ხმა არ გამოეცა.
აი, თურმე რა ჰქონდა ლექსოს განზრახული.
მარიამი მთელი ძალით აფართხალდა, ცდილობდა, რომ ფეხებით მისწვდენოდა მის გამკავებლებს, რომლებიც კიბეებზე მიათრევდნენ და ყევლაანირად ცდილობდნენ, რომ ეს სწრაფად და უხმაუროდ მოახერხებინათ. მარიამმა იგრძნო, თუ როგორ დაეჯახა პანიკის შეტევა, უფრო მეტად აფართხალდა, ცდილობდა რომ თაბაგრისათვის დაეძახა…
აი, თურმე რა საქმე ჰქონდა ლევანს მის თანამცხოვრებთან… არავითარი… ის ბიჭი უბრალოდ მოგზავნილი იყო, რომ თაბაგარი სადმე ცოტა ხნით გაეტყუებინათ, რომ მარიამი კაბინიდან გამოეთრიათ. ახლაღა გაახსენდა ის ბიჭი, ვინც მათ ამბავი მოუტანა. ის თეონას თანამცხოვრები იყო.
მარიამს ფეხები გაუცივდა და გრძნობდა, თუ როგორ ეკარგებოდა ხელებში გრძნობა. იქნებ თეონაც… იქნებ თეონაც წაიყვანეს და მისი თანამცხოვრები ამიტომ იყო აქ?
მარიამს უცებ შეეშინდა. შეეშინდა, რომ მასა და თეონას რამე მოუვიდოდათ, შეეშინდა, რომ სადღაც საშინელ ადგილას წაიყვანდნენ, შეეშინდა, რომ თაბაგარს ვეღარ ნახავდა…
გოგონას თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ახლად მოსული ენერგიით გაიბრძოლა. მის ორ გამტაცებელსა და საკუთარ თავს ებრძოდა.
მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო. მათ სწრაფად გაათრიეს უკანა ჭიშკარში, და გოგონამ ბუნდოვნად დაინახა გაპრიალებული, შავი მანქანა, მოღებული კარი, და შიგნით პირაკრული დის გაოცებული, დაფეთებითა და შიშით აღსავსე სახე და აბურძგნული თმა შეამჩნია.
უკნიდან ვიღაცის ღრიალი და ყრუ დარტყმის ხმა მოესმა, მერე კი მზერა ერთიანად დაებინდა. რაღაც ეუბნებოდა, რომ ეს ყრუ დარტყმის ხმა მას ეხებოდა, რადგან კეფაში აუტანელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ თითქოს ვეღარ აზროვნებდა კიდეც.
იგრძნო, თუ როგორ დაცურდა ქვემოთ..
მერე კი ბურანმა მოიცვა.
-*-*-*-*-*-*-*-
გიორგი უსიტყვოდ მიჰყვებოდა უკან ამ გამხდარ იდიოტს და საკუთარ თავს ეკითხებოდა, საერთოდ ღირდა თუ არა აქ წამოსვლა? ალბათ ლევანი ისევ სულელურ გაფრთხილებას მიაკერებდა არასაკმარისი მუშაობის თუ რაღაც ჯანდაბის გამო, თვითონ კი უნდა მჯდარიყო და ბეჯითი მოსწავლესავით მოესმინა, უნდოდა თუ არა, რადგან კიდევ ერთ გაფრთხილებას მოიგებდა.
ბიჭი კარს მიადგა და ზედ მიანიშნა. გიორგიმ უცნაურად გადახედა, ეს ბიჭი ნორმალურად არ იქცეოდა…
მერე კი ოდნავმა ეჭვმა გაჰკრა და სწრაფად შემოტრიალდა.
თვალები ელვის სიწრაფით გაუფართოვდა, როცა დაინახა.
მათი კაბინის კარი ღია იყო და სინათლე გადმოდიოდა. ორი, შავებში ჩაცმული მამაკაცი მარიამს უკანა ჭიშკრისაკენ მიათრევდა. გოგონას ბრაზით აღვსებულმა თვალებმა მკრთალ  შუქზე გაიელვეს. იგი მთელი სხეულით იბრძოდა, ფეხებს ისროდა და ტოკავდა.
გიორგი ვერასოდეს ვერ მოახერებდა ამ ადამიანის სიძლიერის გაგებას. ასეთ სიტუაციაშიც კი ასე იქცეოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს ორი აშკარად მასზე ფიზიკრად ძლიერები იყვნენ…
წამიც არ დაუყოვნებია, მთელი ძალა მოიკრიბა და ბანაკის უკანა მხარისაკენ გაიქცა, წამიერად გაუელვა თავში იმან, რომ ამ გამხდარმა იდიოტმა უბრალოდ გაიტყუა და საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ მას ყბას მოუნგრევდა, მაგრამ ახლა ეს მისი მთავარი პრიორიტეტი არ იყო.
მთელი ძალით დაიღრიალა, რომ ამით გამოეხატა მასში დაგროვებული აუტანელი მრისხანება და შიში, შიში იმისადმი, რომ გოგონას წაიყვანდნენ და ვეღარ დაიბრუნებდა…
მარიამი ჭიშკარში გაათრიეს, გიორგი იმ ორ იდიოტს თითქმის წამოეწია, როცა იგრძნო, როგორ წამოუდეს ფეხებში რაღაც და წინ გადაიწია, ძირს მძიმედ დაენარცხა.
მხოლოდ და მხოლოდ თავის აწევა მოახერხა, რომ მარიამის თმა დაენახა, სანამ თავში რაღაც ჩასცხეს.
მერე კი დაბნელდა.
-*-*-*-*-*-*-13
მარიამს თვალებზე მუქი, ნისლისებრი ბურუსი გადაჰკვროდა, და ყველანაირად შეეცადა გონება გადაეწმინდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ხელები ერთიანად დაბუჟებოდა, და სუსტად შეანძრია ისინი. უხერხულად, გვერდზე იწვა, ხელები ზურგსუკან ჰქონდა გატანილი და ვერ ინძრეოდა…
მარიამმა ელვის სიწრაფით გაახილა თვალები, როცა გაახსენდა სიტუაცია, რომელშიც ჩავარდა. გაახსენდა ის შოკი და შიში, რომელიც ორი შავებში ჩაცმული მამაკაცის დანახვისას დაინახა კაბინის კართან, ის განცვიფრება, რომელიც პირაკრული დის დანახვისას დაინახა, და აუტანელი, ყრუ ტკივილი კეფაში. ყველაფერი ახლა თითქოს სიზმრად ეჩვენებოდა, მაგრამ იმ საშინელმა გაცნობიერებამ, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო, მწარე რეალობაში მოისროლა და ერთბაშად გააშეშა. ენაწართმეული მიაჩერდა მის წინ, ახლოს აღმართულ კედელს, რომელსაც ერთიანად აქერცლოდა მუქი მწვანე, დამტვერილი საღებავი და საშინელ მდგომარეობაში იყო. გვერდში, ნეკნებში რაღაც მტკივნეულად გარჭობოდა და წამოწევას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ხელების გათავისუფლებაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, თითქოს მაჯებს რაღაც აკავებდათ ერთმანეთთან…
მარიამმა წამსვე იბრუნა გვერდი და ზურგზე გადაგორდა, შიშითა და ნერვიულობით მოცული მიაშტერდა დამტვერილ, კუთხეებში დანესტიანებულ თეთრ ჭერს. მიხვდა, რომ ხელები ზურგსუკან გაკოჭილი ჰქონდა და ამიტომ ვერ ინძრეოდა, და ასევე სადღაც, ძველ ტახტზე თუ საწოლზე იწვა, თუ ზურგში გაჩრილი, წაწვეტებულპირიანი ზამბარებით იმსჯელებდა.
-მარიამ! – გაიგონა უცებ და მოულოდნელობისაგან შეხტა, სწრაფად მოღრიცა თავი მარცხნივ, საიდანაც ხმა მოვიდა. თვალები გაუფართოვდა, როცა მოპირდაპირე, ასევე აქერცლილი მწვანე საღებავით დაფარულ შიშველ კედელთან მიდგმულ სკამზე თაბაგარი დაინახა.
-შენ… – დაიწყო მან და ყველანაირად შეეცადა, რომ წამომჯდარიყო, მაგრამ ზურგში ალბათ ტახტიდან თუ საწოლიდან ამოწეული ზამბარები ეჩრებოდა და ყოველი განძრევა ტკივილს ანიჭებდა. – შენ აქ რას აკეთებ… – გააგრძელა მან, სუნთქვა კისერში გაჩროდა. გაშტერებული შესცქეროდა თაბაგარის მკერდზე მაგრად შემოკრულ თოკებს, მის ყბაზე გაჩენილ ჩალურჯებასა და ძალაგამოცლილ გამომეტყველებას, და გული ეკუმშებოდა.
-ვზივარ, რას ვაკეთებ სხვას, შენი აზრით? – შეუბრუნა თაბაგარმა, და გაღიმება სცადა, მაგრამ აშკარა იყო, რომ არ გამოუვიდა. მარიამს ტუჩები არც კი შეუტოკდა, პანიკითა და შოკით აღსავსე შესცქეროდა მის თანამცხოვრებს, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო აქ იყო, სკამზე მიკრული…
ოდნავმა ხმაურმა გოგონა ოთახის მეორე კუთხეში გაახედა, სადაც მეორე სკამზე ასევე მიკრული იყო თეონა, ტუჩები ბრაზითა და ზიზღით დამანჭოდა, ყოველთთვის მოწესრიგებული თმა ერთიანად აბურძგნოდა, და დაჟინებით მიშტერებოდა მარიამს.
-ძლივს გამოიღვიძე! – დაიყეფა მან. – ამიხსნი თუ არა, რა ხდება? რატომ შეგვტენეს მანქანაში? – თაბაგარმა თეონას წარბაწეული გამომეტყველება სტყორცნა, მაგრამ მას ეს არც კი შეუმჩნევია. – მითხარი, რანაირად ავიტანო ეს სიტუაცია და როგორ გავიგო?
-საიდან იცი, რომ მე ვიცი რამე ამის შესახებ? – უხეშად უპასუხა მარიამმა. – იქნებ მეც ასევე გაურკვევლობაში ვარ შენსავით?
-ოო, არა, არც კი გაბედო. – დაუსისინა თეონამ. – მამასთანაა ეს დაკავშირებული, ხომ? ვიცოდი, რომ ამ გამოსასწორებელ ბანაკში ორივეს იმისი გულისათვის არ გვაგზავნიდნენ, რომ მე ვეწევი და ბევრ ფულებს ვუხარჯავ, ხომ ასეა? მე კიდევ მესმის, აი შენ კი ყოველთვის სამაგალითო ბრძანდები, მამა აქ არ გამოგიშვებდა შენ თავიდანვე იცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ მე არ მომიყევი. და პლიუს, ჩვენს შორის აშკარად რაღაც განსხვავებაა, რადგან მე საჯდომი და ზურგი მაქვს დაბუჟებული აქ ჯდომით, შენ კი საწოლზე  გორაობ….
მარიამს გული კისერში ამოუჯდა, ბრაზიანად ამოიხვნეშა და თაბაგარს,გადახედა, ყველანაირად შეეცადა წამოჯდომას. ხელებს დაებჯინა და მოახერხა გასწორებულიყო, მერე კი ოთახში მასთან მყოფ ორ ადამიანს გვერდულად გადახედა.
-ჯერ ერთი, საერთოდ არ არის ეს საწოლი კომფორტული. – დაიწყო მან, უსიტყვოდ მოკუმა ტუჩები და თაბაგარს დააშტერდა, რომელიც თვალდაუხამხამებლად მიშტერებოდა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა. – მერე მეორე… ჰო, მამა შარში გაეხვა. უფრო სწორად, სხვა გააახვია და ამით გაეხვა. ყალბი დოკუმენტებით იშოვა ფული და როგორც ჩანს, ეს უკვე აღმოაჩინა დაზარალებულმა კომპანიამ. ახლა კი ყველანი აქ ვართ. როგორც ვიცი, ლექსო არის რაღაცნაირად მათთან დაკავშირებული, ალბათ სწორედ მან მოაწყო აქ ჩვენი მოყვანა… ალბათ მამასაგან გამოსასყიდს მოითხოვენ…
-რატომ ხარ ასე მშვიდად? – შეუყვირა უცებ თეონამ, და მარიამმა ნერწყვი გადაყლაპა, როცა დის თვალებში აკიაფებული ცრემლები და დამანჭული სახე დაინახა. – როგორ შეგიძლია მასე იჯდე და ისე მოყვე, თითქოს საზრუნავი არაფერი გაქვს და სხვის ამბავს ჰყვები?
მარიამმა არ უპასუხა, თავი მიატრიალა. თეონა არ იყო მართალი, სულაც არ გრძნობდა ისე თავს, რომ სხვის ამბავს ჰყვებოდა, და სულაც არ იყო მშვიდად. მთელი ძალით ცდილობდა ნერვიულობის სეკავებას, იცოდა, რომ ეს არაფერს კარგს არ მოუტანდა. რატომღაც ამ ყველაფრისათვის მომზადებულიც იყო თითქოს, და რაღაცნაირად ფიქრობდა, რომ  ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მის ცხოვრებაში როგორც კი პრობლემა წამოიჭრებოდა, ყოველთვის მოვლენების რიგი გამოასწორებდა მას, ამიტომ მარიამი ყოველთვის არჩევდა თავის ინსტინქტებსა და დინებას მიჰყოლოდა.
ხელები ოდნავ შეარხია და დაისისინა, როცა მაჯებზე შემოხვეული, უხეში თოკი მტკივნეულად გაეხახუნა ზედ. კიდევ კარგი რომ ფეხები არ ჰქონდა შეკრული და ასე თუ ისე, გადაადგილებას მოახერხებდა. წამსვე სწრაფად მოავლო ოთახს თვალი. საწოლთან ახლოს კარი იყო, რომელიც აუცილებლად დაკეტილი იქნებოდა, ჭერიდან ჩამოკონწიალებული ერთადერთი ნათურა ყვითელ შუქს ჰფენდა ოთახს და მისი დისა და თანამცხოვრების სახეებზე ავადმყოფურ, გაცრეცილ ელფერს აჩენდა. მარიამმა უცებ საკუთარი თავი წარმოიდგინა, ჯინსის მოკლე შორტსა და მოკლესახელოებიან, ნარინჯისფერ მაისურში გამოწყობილი, თმა ისევ შუბლზე ჩამოჰყროდა. ალბათ სახე ფერმკრთალი ჰქონდა უძილობისაგან, თვალის უპეები ჩამოსიებული, ფეხები და მკლავები ერთიანად დაბუჟებული… თაბაგარის ლოყაზე გაჩენილ ჩალურჯებებსა და მუხლებზე გადატყავებულ, დამტვერილ შარვალს გახედა და ყბები მაგრად შეკრა.
თავი ასწია, ოთახში ისეთი დახუთულობა იყო, რომ ვეღარ სუნთქავდა. არც იყო გასაკვირი, ოთხივე კედელი მთლიანი იყო, ფანჯარა კი არა, სარკმელიც არ გააჩნდათ. მარიამს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეს ოთხი კედელი ერთიანად წნეხავდა, ზედ აწვებოდა და მხარზე დაწოლილ ბარგს უფრო მეტად უმძიმებდა. რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი ფანჯარა, თუნდაც გისოსებით? საკუთარი თავი არასოდეს წარმოუდგენია კლაუსტროფობად, მაგრამ ამწუთას სული ეხუთებოდა, თითქოს ვეღარც სუნთქავდა.
-თაბაგარო, აქ რა გინდა? – იკითხა მან ისევ, თანამცხოვრებისაკენ სწრაფად მოატრიალა თავი. – როგორც ვიცი, შენ ამ სიტუაციაში არა ხარ გამოხვეული, საერთო არაფერი გაქვს ჩვენთან… რატომ წამოგათრიეს ჩვენთან ერთად?
თაბაგარი უსიტყვოდ მიშტერებოდა სერიოზული თაფლისფერი თვალებით, და მარიამიც დაჟნებული ჩააშტერდა, პასუხებს ეძებდა. თაბაგარმა ოდნავ გაიცინა, თავი გვერდზე გაატრიალა, თმა თვალებში ჩამოეყარა.
-შენი აზრით რატომ ვარ აქ? – ხმადაბლა შეუბრუნა კითხვა მან. – როგორ ფიქრობ, მარიამ, მე სულელი ვარ? არ, მივხვდი, რომ საქმე რაღაც ვერ იყო კარგად, როცა იმ გაჩხინკულმა იდიოტმა იქ მიმიყვანა. რას გავაკეთებდი, შენი აზრით, როცა დავინახე, რომ ვიღაც ნაძირალა ტიპები მიგათრევდნენ გასასვლელისაკენ? – თაბაგარს სახე ერთიანად დაეძაბა, მარიამი ხედავდა, თუ როგორ დაეჭიმა კუნთები კისერსა და მკერდზე და როგორ გამოებერა ყელზე ძარღვი. გოგონას გული ისევ ყელში მოებჯინა, პირი ძლივს გააღო, რომ ეპასუხა.
-რას გააკეთებდი და არაფერს. – მოუჭრა მან და თვალები სწრაფად დაახამხამა, როცა თაბაგარის გაფართოებულ თვალებს გადახედა. – თუმცა არა… ალბათ ვინმეს დაუძახებდი.
-ო, არა… – მწარედ გაიცინა მისმა თანამცხოვრებმა. – როგორ ცდები. – რას ნიშნავს, არაფერს გავაკეთებდი? უგულო გგონივარ? ვცადე, რომ უკან გამოგყოლოდი, ვცადე, რომ შემეჩერებინა ისინი, მაგრამ როგორც ხედავ, არ გამოვიდა. – იგი მთელი ძალით შეტოკდა სკამში, გაიბრძოლა რომ გათავისუფლებულიყო, მაგრამ მკერდსა და წელზე შემოხვეულმა სქელმა თოკებმა მოძრაობა შეუზღუდეს. – მეც წამომიყვანეს, იმიტომ რომ მოწმე ვიყავი. უბრალოდ ვერ დამტოვებდნენ. – დაამთავრა მან და ისევ გაიბრძოლა, მაგრამ ისევ ვერ გაინძრა და თვალებში მრისხანება აუკიაფდა.
მარიამმა სწრაფად მიმოიხედა, და ლოგინის პირთან მიცოცდა, ფეხზე წამოდგა. თავი ერთიანად სტკიოდა და კინაღამ ჩაიკეცა დაუძლურებულ, დაბუჟებულ მუხლებშოი, მაგრამ თავი შეიკავა და მხრით კედელს მიეყუდა, რომ წონასწორობა დაეცვა და არ დაცემულიყო. თავს სუსტად გრძნობდა, პირი ჰქონდა ერთიანად გამშრალი და მუცელი უღრუოდა, ამდენი ხნით უჭმელობას აპროტესტებდა.
კართან მივიდა, ზედ ყური მიადო და მთელი სხეული მიეყუდა, მერე კი გაირინდა, შესაძლებელ ხმაურს უსმენდა, მაგრამ დუდუნისა და ჩახშული ხმაურის გარდა ვერაფერი გაიგონა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სადღაც, ოთახების იქით ლაპარაკობდნენ, მაგრამ კარი ალბათ სქელი და მასიური ხისა იყო, რადგან ხმა არ შემოდიოდა. მარიამი შემოტრიალდა, ოთახი მოათვალიერა, რაიმე მჭრელს ეძებდა, იქნებ ეს საზიზღარი თოკები მაინც მოეშორებინა…
-ვერაფერს იპოვი. – მკვახედ შეაწყვეტინა ფიქრი დის ხმამ და მარიამმა სწრაფად გადახედა თეონას, რომელიც ადრინდელზე უფრო დაღლილი და გაღიზიანებული ჩანდა. – ამ ვაჟბატონმა ყველაფერი სცადა, და არ გამოუვიდა…
-მაგ ვაჟბატონს ფეხზე ადგომა არ შეუძლია. – მოუჭრა მარიამმა და თაბაგარს გადახედა, რომელიც უსიტყვოდ ადევნებდა მას თვალს, მერე კი ამოიხვნეშა. – შემოვიდა ვინმე? რამე ხომ არ შემოუტანიათ? – იკითხა მან. – თეონა, შენ მოჰკარი ვინმეს თვალი?
-ვისთვის უნდა მომეკრა? – წარბები შეკრა გოგონამ. – მომკიდეს ხელი და ჩამტენეს მანქანაში. შენ ალბათ ბევრს ფხარკალებდი და იმიტომ გამოგთიშეს, ამასაც ხეთქეს რაღაც თავში… – თეონამ ტუჩი ასწია და ისე გადახედა თაბაგარს. – რა გამწარებული მორბოდა, და რა სახე ჰქონდა, ნეტავ გენახა, ერთი სანახაობა იქნებოდა შენთვის. – დაუსისინა მან.
მარიამმა ყბები შეკრა, მკლავები შეუტოკდა. ხელების განძრევა არ უნდოდა, რადგან მაჯები ისევ ეწვოდა, თორემ რატომღაც მთელი სიამოვნებით გაარტყამდა დას. არ იცოდა, რამ წამოუარა, თეონას ისეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი ტონი იმდენად დამცინავი იყო და მის ნათქვამს იმდენად დაჰკრავდა ქილიკის ელფერი, რომ გოგონას მოთმინების ძაფი გაუწყდა.
-და შენ რატომ აგიკრეს პირი? – მიახალა მან. – ზედმეტს ბღაოდი ხომ?
თეონა ოდნავ გაწითლდა, თვალები აენთო.
მარიამმა მზერა კიდევ რამდენიმე წამი გააჩერა მასზე, მერე კი ფრუტუნით მოშორდა, კედლისაკენ წავიდა. მხარი რამდენჯერმე მაგრად მიახეთქა კედელს სხვადასხვა ადგილზე, ხმას უსმენდა და ყრუ ადგილს ეძებდა. გაიგებდა მაინც, ეს ოთახი გარეთ იყო, რისგან იყო აწყობილი და ჰქონდა თუ არა შანსი, რომ გაემტვრიათ, თუ კედელი ძალიან მყიფე თაბაშირმუყაოსაგან იყო დამზადებული…
მაგრამ ვერსად ვერაფერი გაიგონა. კედელი ყველგან ჩახშულ ხმას გამოსცემდა, კართანაც კი. აშკარა იყო, რომ მინიმუმ, მთლიანად აგურისაგან აწყობილ ოთახში ისხდნენ, რომელსაც კარის გარდა გასასვლელი არსად ჰქონდა.
-არავინ შემოსულა. – სიჩუმე უცებ დაარღვია თაბაგარმა, როცა მარიამი გაწბილებული შემობრუნდა და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა. – მაგრამ ალბათ შემოვლენ ახლა მალე. რაღაც მეუბნება, რომ აქ კარგა ხანით გამოგვკეტავენ, ამიტომ საჭმელს მაინც შემოიტანენ, თან ალბათ მალე. – მან მკლავები შეანძრია და ამოიხვნეშა. – არც კი ვიცი, რამდენი ხანია, რაც აქ ვართ. მაგრამ… ალბათ ერთი შვიდი-რვა საათი იქნება.
მარიამმა კისერი მოღრიცა, რომ მარჯვენა მაჯაზე გაკეთებული საათი დაენახა, მაგრამ ვერ მოახერხა, საათი გადახვეულ თოკებს დაეფარათ. გამწარებულმა საწოლის რკინის ფეხს ჰკრა ტერფი და ტანით ქვემოთ გადაიწია, დამტვერილ იატაკს ჩააშტერდა.
თაბაგარი უცებ შეტოკდა, წარბები შეკრა და კარს მიაშტერდა.
მარიამმა მოხედვა ვერ მოასწრო, რომ კლიტის ჩხაკუნისა და ჭრიალის ხმა გაისმა.
„კარი გააღეს!“ გაიფიქრა მან და სწრაფად შემოტრიალდა, რომ ზღურბლზე მდგარი ადამიანი დაენახა.
გული წამსვე თითქოს მუცლის ბნელ კუთხეში ჩაუვარდა.
ლექსო იდგა, ცივი, სერიოზული, ოდნავი ზიზღით მოცული გამომეტყველება ეხატა სახეზე და უსიტყვოდ დაშტერებოდა პირდაპირ მას. მარჯვენა ხელში წყლით სავსე ბოთლი და ლავაშის მოზრდილი ნატეხი ეჭირა.
-ოჰ, ამას რას ვხედავ! – სარკასტულად განაცხადა მან და პირდაპირ მარიამისაკენ წამოვიდა. გოგონა არ განძრეულა, დაჟინებით მიშტერებოდა, მზერით გამოხატავდა მთელ თავის სიძულვილს, რომელიც ახლა მძიმე ქვად დასწოლოდა ყელში და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. ბუნდოვნად დაინახა თვალის კუთხიდან, თუ როგორ გაუფართოვდა თვალები თაბაგარს და როგორ დაეჭიმა სახე, და როგორი შიშითა და აღშფოთებით გააყოლა თეონამ ლექსოს თვალი.
ლექსომ მის წინ ჩაიმუხლა, ალმაცერად გაუღიმა.
-აბა? – ჰკითხა მან, აშკარად დამცინავი ტონით. – ხომ არაფერი გტკივა?
მარიამს ბრაზი აუბუყბუყდა მკერდში. ენერგია და გამბედაობა მოიკრიბა, მერე კი მთელი ძალით ჰკრა წიხლი ლექსოს გამოწეულ მუხლში. მან წონასწორობა დაკარგა და თავისუფალი მარცხენა ხელით იატაკს დაებჯინა, რომ არ წაქცეულიყო, დამცინავი გამომეტყველება ბრაზით შეეცვალა.
უკნიდან თეონას ჩუმი, თითქმის გაუგებარი ფხუკუნი და თაბაგარის ხმამაღალი ხარხარი მოისმა. მარიამს ჩაეღიმა.
-აბა? – გაუღიმა მან ლექსოს, რომელიც ისევ ანთებული თვალებითა და დამანჭული სახით აშტერებოდა ქვემოდან. – შენ ხომ არაფერი გტკივა?
ლექსო წამსვე წამოიჭრა ფეხზე და ცალი ხელი ასწია, მარიამი დაჟინებით, ჯიუტად ააშტერდა, იმის მიუხედავად, რომ გულისცემა შიშისაგან აუჩქარდა.
-გოგო რომ არ იყო, საზიზღრად გცემდი. – ხმამაღალი, ავტორიტეტული ხმით განაცხადა მან, და მარიამს მოუნდა, რომ კიდევ ერთხელ, მაგრად ამოერტყა მისთვის წიხლი,ზედ კი რამდენიმე კარგი ალიყური მიეყოლებინა.
-გოგო ვარ, მაგრამ ხელები გამიხსენი და ვნახოთ, ვინ ვის სცემს საზიზღრად. – კბილებში გამოსცრა მან.
თითქოს ამას ელოდა, რადგან იცოდა, რომ მის  ნათქვამს ცუდი რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც ოდნავ შეკრთა, როცა ლექსომ აწეული ხელი შხუილით წამოიღო და მთელი ძალით გააწნა სახეში. მარიამს მარჯვენა ლოყა აუტანლად აეწვა, მაგრამ ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. ოთახის მეორე კუთხიდან თეონას ოდნავი, გაოცებით აღსვსე შეყვირება მოესმა, რომელიც წამსვე ჩაჩუმდა.
-ე! რას აკეთებ? – დაიღრიალა თაბაგარმა და ლექსო შეტრიალდა, რომ მისთვის შეეხედა. მარიამმა ღრმად ამოისუნთქა, როცა თანამცხოვრებს სახეში შეხედა. იგი თვალებიდან თითქოს ნაპერწკლებს აფრქვევდა, სახის ნაკვთები ბრაზისაგან ერთიანად დაჭიმვოდა. – შე ღორის გაგდებულო, ნა*ირალა ნაბი*ვარო… როგორ ბედავ?
-ეს შენი პატარა სათამაშო ნერვებს მიშლიდა, თაბაგარო. – დაუსისინა ლექსომ და მარიამი ერთიანად დაიძაბა, სახე დაემანჭა. – შენ კიდევ ზედმეტს არ უნდა ლაპარაკობდე, როცა მანდ ზიხარ, ცოდნისათვის… თორემ მოვალ, უარესს გიზამ და პირს აგიკრავ, გასაგებია? – განაცხადა მან. მარიამს თვალები წამსვე ღია კარისაკენ გაექცა, ყველანაირად შეეცადა, რომ იქეთ ჩუმად გაჩოჩებულიყო, მაგრამ ლექსოს მკლავი სწრაფად გამოიჭრა და მხარზე ხელი სტაცა, ადგილზე გააშეშა.
მარიამის თანამცხოვრებს თვალები გაუფართოვდა, მერე კი მთელი ძალით შეკრა კბილები.
-გეფიცები… – კბილებშუა გამოსცრა მან, იგი მთელი კონცენტრირებით შეჰყურებდა ლექსოს, მარიამი ვერანაირად ახერხებდა მისი მზერის დაჭერას. უნდოდა ენიშნებინა რომ გაჩუმებულიყო, ლექსო კიდევ უფრო არ გაებრაზებინა და ეს საქმე უფრო არ გაეუარესებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. თაბაგარი არ ჩერდებოდა, მთელი სხეული დაძაბვოდა და აუწერელი ზიზღით შეჰყურებდა მარიამის წინ მდგარ ლექსოს. – როგორც კი აქედან ავდგები… და გპირდები, რომ მალე ავდგები, დაგალილავებ. ისე გცემ, რომ ვერ წამოდგე, გაიგე? რა გგონია, რომ კარგა ხანი შეძლებ ჩვენს აქ შეკავებას? ადრე თუ გვიან აქედან გავაღწევთ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პასუხი გაგებინო. ციხეში ამოგალპობ, შე ა*ვარო… მაგრამ იქამდე, აი, შენ და შენი დამქაშები, იქეთ ოთახში რომ არიან და ღრეობენ? თაბაგარმა კბილები გააშიშვლა, მხეცს დაემგვანა. – ცოცხლად დაგმარხავთ.
ლექსომ თავი გადააქნია, გამომეტყველება სერიოზული ჰქონდა, თითქოს თაბაგარის მუქარა სერიოზულად მიიღოო. თაბაგარმა კი ბოლოს და ბოლოს სწრაფად სტყორცნა მარიამს მზერა და გოგონას საშუალება ჰქონდა, თავი გაექნია მისთვის, ენიშნებინა, რომ გაჩუმებულიყო, თვალებით შევედრებოდა, რომ შეეწყვიტა ეს ყველაფერი… ხვდებოდა, რომ თავისი სარკასტული პასუხებითა და უდროო დროს მოქნეული ფეხით საქმე გააფუჭა, ამიტომ არ სურდა და ამისათვის მიიღო კიდეც მარჯვენა ყბაში, მაგრამ არ სურდა აბაგარს იგივე დაჰმართოდა, რადგან გრძნობდა, რომ ლექსო მის თანამცხოვრებთან თავს არ შეიკავებდა, არც კი შეყოყმანდებოდა.
-შენ ნახევარიც არ იცი, აქ რა ხდება. – თქვა ლექსომ, სახე მასაც ერთიანად დამანჭოდა და უცებ მარიამს საშინლად მახინჯი მოეჩვენა, მითუმეტეს, როცა ყვითელი შუქი ავადმყოფურ ფერს ადებდა სახეზე. – აი, ამათმა მამამ, – ლექსომ იგი შეანჯღრია და თავი თეონასაკენ აიქნია. – მამაჩემის კარგად აწყობილი გეგმები დაამხო. საბუთები გააყალბა… იმ ნა*ირალამ ისე გააკეთა, რომ ყველანაირად სწორია ყველანაირი დოკუმენტი, ოღონდ არარსებული საქონლის შესახებ არის შედგენილი… იცი ამის გამოძიება რა რთულია? მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება, ჩვენ კი ამდენი დრო არა გვაქვს. ალბათ გსმენია ვალებზე… – ლექსომ მწარედ გაიცინა და მარიამს ხერხემალში დაუარა ჟრუანტელმა. – ვალები და პროცენტები არ იცდიან, თაბაგარო, ჩვენ ვერ დაველოდებით. შენი აზრით,მე მინდოდა ამის გაკეთება და თქვენი წამოთრევა? მეხალისება ახლა შენი სახის ყურება? – ლექსო მოტრიალდა, მარიამს გადმოხედა. – არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ჩაგვაგდო მამათქვენმა. მე აქ დამნაშავე არა ვარ, მხოლოდ თქვენ ხართ…
-ესენი რაში არიან დამნაშავენი? – იფეთქა თაბაგარმა. – ამათი  მამის საქმეები იყო გადახლართული და ინტრიგებით აღსავსე, ამათ არაფერი დაუშავებიათ!
-ოჰოჰო… შენ რა გგონია, რომ ამათი ბრალეულობა მაინტერესებს? სწორედ ისაა მნიშვნელოვანი, რომ ამათმა არაფერიც არ იცოდნენ და ყველანაირად დაუკავშირებლები არიან მამამისის ქმედებებთან… ეს პლიუსია, ვერ ხვდები, თაბაგარო? – გაუღიმა ლექსომ. – გურამ ხატიაშვილი უფრო მეტად შეეცდება ის გააკეთოს რაც გვინდა, რადგან მისი მამა აბრამის ბატკანი ქალიშვილები საფრთხეში არიან მის გამო. ყველაფერს გააკეთებს მათ გამოსათავისუფლებლად, სწორედ ეს მინდა.
-ჰო,მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს ასე მოეპყრა მათ! – დაიყვირა თაბაგარმა.
-მართალი ხარ. – მხრები აიჩეჩა ლექსომ და მარიამს ცალყბა ღიმილით დახედა. – უფლებას ნამდვილად არ მაძლევს… მაგრამ არც არჩევანს არ მიტოვებს. არ მეთანხმები? – მან ორი თითი მარიამს ნიკაპის ქვეშ ამოსდო და თავი უხეშად ააწევინა, რაზეც თაბაგარს ხმადაბალი გმინვა და ღმუილი აღმოხდა. მარიამმა თავი მთელი ძალით გადააქნია გვერდზე დაუკან გადაიწია, რომ მასზე შეხებულ თითებს მოშორებოდა.
ლექსომ ისევ გაიცინა, მერე კი ოდნავ უკან დაიწია, წყლიანი ბოთლი და ლავაშის ნაჭერი საწოლზე დადო, მარიამის გვერდით.
-აბა ისიამოვნეთ. ხვალ ისევ მოგაკითხავთ… როცა თქვენი ძილის დრო მოვა, შუქი გამოირთვება. – იგი კარს მიუახლოვდა და ხელი დაუქნია სამივეს. – აბა ჭკვიანად!
კარი ხმამაღალი ბრახუნით დაიხურა, ჭერზე ნათურა აქანავდა. ათამაშებული სინათლე ხან ერთი მხრიდან ეღვრებოდა სამივეს, ხან მეორედან.
-ეგ მძორი… – ამოიხრიალა თეონამ და კარს ზიზღით აღსავსე მზერა სტყორცნა. – ეგ აყროლებული მძორი… ბოთლს თავი არც კი მოხსნა… მშია და მწყურია, როგორ ვჭამო და დავლიო, როცა ასე ვარ გადაკოჭილი?
-ხელების გახსნა მაინც შემეძლოს რამით… – კბილები დაიკრიჭა მარიამმა და უხერხულად შეიშმუშნა. ბარძაყში ისევ ჩაერჭო ზამბარის წაწვეტებული თავი, რომელიც აშკარად ამოჩრილი უნდა ყოფილიყო ლეიბიდან და გვერდზე გადაიწია.
„მოიცა… წაწვეტებული თავი…“ მარიამი სწრაფად მოტრიალდა, ფეხზე წამოდგა და საწოლზე გადაფარებული ძველებური, გაყვითლებული ზეწარი გადასწია, მერე კი დაჟინებით დააშტერდა ზამბარის ამოჩრილ თავს.
-რას აკეთებ, მარიამ? – წამოიძახა თეონამ. – ბოთლი და პური ძირს დაეცა, ახლა რაღა ვჭამო?
მარიამმა ყურადღბა არ მიაქცია დას, სასწრაფოდ შემოტრიალდა და წაწვეტებული თავი მაჯებზე შემოკრულ თოკს დაუსვა. თუ ოდნავ მაინც მოახერხებდა თოკის დასუსტებას, იქნებ გაეწია და გაეგლიჯა იგი…
-მარიამ, რას აკეთებ? – ჩაეკითხა თაბაგარი, თვალებმოჭუტული და წარბშეკრული მიშტერებოდა, მაგრამ გოგონამ ყური არ ათხოვა.
ცდილობდა, თოკი გაეხვრიტა ზამბარის თავით, თან მთელი ძალით ეწეოდა მას მაჯებით. გრძნობდა, თუ როგორ ნებდებოდა ნელა იგი მისი მაჯების ძალას, და ტკივილს ყურადღება არ მიაქცია, ხელები მოადუნა, და მთელი ძალით გაქაჩა.
ხელები აქეთ-იქით გადაუვარდა და ტკივილისაგან კინაღამ წამოიყვირა, მაგრამ თავი შეიკავა და მუშტები მაგრად შეკრა. თეონას გაოცების ოხვრა აღმოხდა, დას გაშტერებული მისჩერებოდა. მარიამმა სხწრაფად დაიხედა ნაკაწრებითა და რამდენიმე თოკის განაჭრელით მორთულ მაჯებზე და გული ჩასწყდა.
-აჰა… – თქვა მან ბოლოს და თეონას გახედა. – ახლა თოკებს მოგხსნით…
-რომ მოგვხსნა, გაიგებენ. – უთხრა უცებ თაბაგარმა. – კარგია, რომ ხელები შეიხსენი, მაგრამ მაგას რომ მიხვდნენ, წამსვე თავიდან შეგვკრავენ, ოღონდ ამჯერად შენც მიგაბამენ სკამზე, შეიძლება საერთოდაც სხვადასხვა ოთახში გადაგვნაწილონ, გესმის?
-მესმის. – მოუჭრა გოგონამ, დაიხარა და ბოთლი და პური მიწიდან აიტაცა, პური წამსვე გაბერტყა. – ისევ შემოვიხვევ და ოდნავ გავიკოჭავ, ვითომ აქაც არაფერი… თქვენზეც ვერაფერს გაიგებენ, თუ ისევ შემოგახვევთ თოკებს. – მან ბოთლი და პური საწოლზე დადო და თაბაგარისაკენ წავიდა, მის მკერდზე შემოხვეული თოკის გამოხსნა დაიწყო, რაც მაგრად გაკოჭილი კვანძის მიუხედავად, მალევე მოახერხა. თაბაგარი წინ გადაიხარა, მკლავები დაისრისა და მარიამს მადლობით აღსავსე თვალებით ახედა. გოგონამ თეონაც გამოხსნა და სამივეს წამიერად საშუალება მიეცა, რომ თავისუფლად დამჯდარიყო.
-ძლივს! – წამოიყვირა თეონამ, სასწრაფოდ მოხსნა ბოთლს თავსახური და მაშინვე მოიყუდა. რამდენიმე ყლუპის შემდეგ საშინლად მოჭყანა სახე. – შეეძლო ცოტა ცივი მოეტანა, ეს გამთბარია… – ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ.
-შეეძლო. – უპასუხა თაბაგარმა და ლავაშის ნაჭერი ორად გახია. – მაგრამ არ ჰქნა, სადისტია ეგეთი. აჰა, აიღეთ… – მან თითო ნაჭერი მიაწოდა გოგონებს და მარიამმა გაკვირვებით ახედა მას, თან მოთმინებით ელოდებოდა, თუ როდის დაამთავრებდა თეონა წყლის სმას, რადგან ახლაღა იგრძნო, თუ როგორ ქვიშის უდაბნოსავით გამოხმობოდა ყელი.
-ორად რატომ გახიე? შენ არ გინდა? – ჰკითხა მან და ყოყმანით აიღო მისკენ გამოწვდილი ნაჭერი. თაბაგარმა მოულოდნელი სითბოთი აღსავსე თვალებით შეხედა და წამიერად მარიამს თითქოს სუნთქვა კისერში გაუჩერდა.
-არა, არ მინდა. შენ უფრო გჭირდება. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან და თეონას მოწოდებული ბოთლი მოიყუდა.
მარიამმა წარბები შეკრა.
-რას ნიშნავს მე უფრო მჭირდება? – ხმამაღლა იკითხა მან და სასწრაფოდ გატეხა პური ნახევრად, ნახევარი კი თაბაგარს მიაწოდა. – შენ არ გინდა ჭამა?
-როგორ არ მინდა. მაგრამ შენ უფრო გინდა… – შეუბრუნა ბიჭმა, მაგრამ მარიამი ამის ასე დატოვებას არ პირებდა.
-შენ რა იცი, მე როგორ მინდა? – დაჟინებით დააშტერდა იგი. – ნუ იქცევი სულელი, უტვინო რაინდივით… საჭმელი აიღე და ჭამე. ორივეს გვშია, მორჩა და გათავდა. – დაამთავრა მან ავტორიტეტული ტონით.
თაბაგარმა წამიერად დაჟინებით ჩახედა თვალებში, მერე კი მზერა აარიდა და კედელსმიაშტერდა, ოდნავ ჩაეცინა.
-პირდაპირ გასაკვირია… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან, მერე კი უსიტყვოდ აიღო ხელში ლავაშის ნატეხი. – პირდაპირ გასაკვირი… – გაიმეორა მან და პური მოკბიჩა.
მარიამმა წარბები შეკრა, ძალიან აინტერესებდა, თუ რას გულისხმობდა მისი თანამცხოვრები ამ სიტყვებით, მაგრამ ენაზე მომდგარი კითხვა პირში შეაშრა.
-ისე, თაბაგარო, ძალიან სულელივით მოიქეცი. – თქვა უცებ თეონამ და დის თანამცხოვრებს ცნობისმოყვარე მზერა მიანათა. -არც კი იცოდი ზუსტად, რაში ხვეოდი, როცა მარიამის დასახმარებლად გარბოდი, ხომ? ვინმეს რომ უბრალოდ ცოცხალი არ დაეტოვებინე და იქვე მიეხვრიტე, მერე?
-მერე არაფერი. – თავი გააქნია თაბაგარმა, ისევ კედელს მიშტერებოდა. მარიამს უცებ მის ყბაზე გაჩენილი ჩალურჯება უფრო დიდი და მუქი მოეჩვენა და გული ისევ მოეკუმშა.
-როგორ თუ არაფერი? – ხმას ოდნავ აუწია თეონამ. – რომ მოეკალი ვინმეს, არაფერი? საერთოდ რატომ გაეხვიე ამ საქმეში? სულ ტყუილად! ახლა შეგეძლო  რომ ისევ ბანაკში ყოფილიყავი, პოლიცია გამოგეძახა და იქედან უფრო დაგვხმარებოდი….
თეონა გაჩუმდა, თაბაგარი კი უსიტყვოდ მისჩერებოდა კედელს. მარიამმა ინტერესით სავსე მზერით შეხედა და გაფიჩხებული ლავაში მთელი ძალით დაღეჭა.
-არაფერი იმიტომ, რომ იმ წამში მაგ არ მიფიქრია. – თქვა უცებ თანამცხოვრებმა. – არ მიფიქრია, რომ მართლა შეიძლებოდა მოვეკალი ვინმეს. უბრალოდ არ ამოტივტივდა გონებაში, გესმის? – თაბაგარმა მოკლე პაუზა გააკეთა, ეტყობოდა, რომ ისევ დაჟინებით ფიქრობდა. – და ვიცი, მართალია, რომ იქნებ ჯობდა იქ დავრჩენილიყავი, პოლიცია გამომეძახა და რამე, მაგრამ… მე აქ მირჩევნია, რატომღაც მგონია, რომ აქაც გეხმარებით. ეს საკითხავია, რამდენად, მაგრამ აქუფრო გამოსადეგი ვარ და თავს აქ უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე იქ  ვიგრძნობდი.
-ეგ როგორ? – ჩაეძია წარბშეკრული თეონა, მაგრამ თაბაგარს მისთვის არ შუხედავს, თავი მარიამისაკენ მოატრიალა.
-არ ვიცი. – თქვა მან და თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, მარიამი აათვალიერა. გოგონა თვალებგაფართოებული უყურებდა, გონებაში განგაშის ზარები რეკდნენ. იგი ხვდებოდა, თუ რას გულისხმობდა თაბაგარი, ყველაფერს, რაც აქამდე მოხდა ერთმანეთთან აკავშირებდა, და რანაირადაც არ უნდა მიგდომოდა ამ სიტუაციას, ერთი და იგივე დასკვნა გამოდიოდა.
მაგრამ მარიამს ამის დაჯერება არ უნდოდა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
თავი გვერდზე გადაატრიალა, კალთაში ჩადებული მაჯები შეარხია. რატომღაც ჭამის მადაც აღარ ჰქონდა.
-ხელები უნდა დაიბანო, თორემ ინფექცია შეგეჭრება. – თქვა თაბაგარმა და ხელებზე მიანიშნა.
-ჰო, მარიამ! გინდა, წყალს დაგისხამ და გადაგბან. – უთხრა თეონამ და ბოთლი ასწია, რომელიც უკვე შუამდე იყო დაცლილი.
-კარგი, ოღონდ ცოტა, დაღვრილი არსად შეამჩნიონ. – მარიამი სწრაფად წამოდგა, ლოგინთან ჩაიმუხლა. თეონამ იქვე გადაავლო ცოტა წყალი.
როცა მაჯებს ისრესდა და წყალს თითებიდან იწურავდა, წარბაწეულმა შეამჩნია, თუ როგორ ამოაძრო თაბაგარმა შარვლის ჯიბიდან ჭრელი, ლურჯი ცხვირსახოცი.
-სუფთაა. – თქვა მან და არც კი შეყოყმანებულა, ნაჭერი ორად გადახია და სწრაფად შემოავლო თითო ნახევი მარიამს თითო მაჯაზე, მერე კი ფრთხილად გადაკვანძა. მარიამი მთელი პროცედურის განმავლობაში თაბაგარს სახეზე აკვირდებოდა, მის ნაკვთებს ათვალიერებდა. თაბაგარმა გაკვანძვა დაამთავრა და უსიტყვოდ ამოხედა, მერე კი დონავ აწია ტუჩის კუთხეები.
-სურათი რომ გადაიღო, არა? – ჰკითხა მან და მარიამმა სასწრაფოდ აიჭმუხნა ცხვირი.
-არა, არ მინდა. – ჩაიბურტყუნა გოგონამ და შეხვეულ მაჯებზე დაიხედა. – ამისათვის… მადლობა, მართლა… – მარიამმა თვალები დაახამხამა თბაგარის აწეულ წარბებსა და გადიდებულ ღიმილზე. – მაგრამ ამას დაინახავენ და მიხვდებიან რამეს…
-რატომ ართულებ? – მისკენ მოულოდნელად გადმოიწია თეონა და მარიამი შეკრთა, თითქოს დავიწყებოდა, რომ მისი და აქ იყო. – უბრალოდ გქონდეს, სანამ ცოტათი მოგიშუშდება, მერე კი როცა მაგენი შუქს ჩართავენ, მაშინ მოიხსენი.
-მაშ კარგი. – ჩაიბურტყუნა გოგონამ. – მასე ვიზამ…
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ მათ თავზე შუქი შეთამაშდა, რამდენჯერმე ჩაქრა და ისევ აინთო, მერე კი საერთოდ გაქრა, ოთახში კუნაპეტი სიბნელე ჩამოწვა.
-როგორც ჩანს დაღამდა ჩვენთვის. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა თაბაგარმა. – ჯობია წავიდე, სკამზე დაძინება არაკომფორტული კი იქნება, მაგრამ ახლოს მაინც ვიქნები თოკებთან, თუ რამე.
საწოლის ჭრიალი გაისმა, მისი მარჯვნიდან თეონა წამოდგა და ჩუმი ნაბიჯით გაემართა ოთახის კუთხისაკენ, ალბათ თავისი სკამისაკენ მიდიოდა. თაბაგარი არ განძრეულა, მარიამი ისევ მისგან წამოსულ სითბოს გრძნობდა და უცებ დასცხა.
-როგორ ფიქრობ, მამაჩემი რას იზამს? – ჰკითხა მან უცებ, სიტყვები კისერში ეჩხირებოდა და გრძნობდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, და თითქოს ეს ახლა ერთადერთი კითხვა იყო, რომელიც აზრად მოუვიდა.
-გაგათავისუფლებთ, რა თქმა უნდა. – გადმოუჩურჩულა თაბაგარმა, და მარიამი კინაღამ შეხტა, როცა მის ხელზე უკვე ნაცნობი მძიმე, თბილი ხელი იგრძნო. თაბაგარმა მისი თითები ხელში მოიქცია და მაგრად მოუჭირა, მერე კი ოდნავ მისკენ გადმოიხარა.
-და თუ არა, გპირდები, რომ ყევლაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გავიდეთ. – ამოისუნთქა მან, და მარიამს გააჟრჟოლა, თითები მაგრად მოუჭირა თაბაგარის ხელს.
-ყველაფერს გავაკეთებთ. – ხმადაბლა უპასუხა მან, და ხელი ერთიანად დაეჭიმა, როცა მისმა თანამცხოვრებმა ხელი გაუშვა და ლოგინიდან ადგა. ისევ დაეუფლა სიცივის შეგრძნება…
ხელით ლოგინზე დაგდებული თოკის ნარჩენები მოძებნა.
ღრმად სუნთქავდა, ოთახის იქით კი თაბაგარის ნაბიჯების ხმა ისმოდა.
მარიამმა თვალები დახუჭა და მის გვერდით წარმოიდგინა სითბო.
-*-*-*-*-*-*-*-14
მარიამი კიდევ კარგა ხანი იჯდა, მაჯები უკან წაეღო და ზედ თოკის ნარჩენები გადაეხვია. რატომღაც ეშინოდა, ძალიან ეშინოდა, რომ ლექსო ისევ შემოვიდოდა და დაინახავდა, რომ ყველანი გათავისუფლებულები იყვნენ, ეს კი კარგად არ დამთავრდებოდა. ახლაღა უფიქრდებოდა თაბაგარის სიტყვებს, როცა წყალი დალია, საჭმელი ჭამა და ცოტათი მოსულიერდა, და ამიტომ ახლაღა გრძნობდა იმ საფრთხეს, რომელიც მხრებზე დააწვა, როცა ყველას თოკები გაუხსნა. უფრო მეტი სიფრთხილე მართებდათ, რომ არ გაეცალკავებინათ და უფრო მკაცრი პირობების ქვეშ არ დაეყენებინათ…
მარიამი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ აქედან გაძრომას მოახერხებდნენ, მაგრამ ახლა ასე აღარ ფიქრობდა. თაბაგარის სიტყვებს თუ დაუჯერებდა, ლექსოს იქით ოთახში ეგრეთწოდებული დამქაშები ჰყავდა, რომლებიც სვამდნენ, ჭამდნენ და მოკლედ, ღრეობდნენ. გოგონას აზრით, მინიმუმ ორი დამქაში უნდა ყოფილიყო, ლექსოს ჩათვლით სამი, და პლიუს არც კი იცოდნენ, სად მყოფებოდნენ. ეს სახლი შეიძლება საერთოდ სადღაც კლდეებზე მდგარიყო, საქართველოს მთიან რეგიონებში… სამ მამაკაცს კი, რა ძალიანაც არ უნდა მცდარიყო თეონა თავისი ფრჩხილების გამოყენებას, ვერაფრით ვერ დაამარცხებდნენ, ამიტომ ეს ფუჭი ოცნება იყო.
რჩებოდა გაპარვის იდეაც… რომ რამენაირად კარი გაეღო და მათი ალბათ მთვრალი, გალეშილი მცველების გვერდით გაპარულიყვნენ. მაგრამ როგორ გაეღო კარი? მარიამს ბევრჯერ ენახა ფილმებში საკეტის უბრალო თმისამაგრით ჩხიკინი და გაღება, მაგრამ რაღაც ეუბნებოდა, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში არ ივარგებდა.
გოგონამ მოიხვნეშა, ვეღარ ფიქრობდა, თავი საშინლად ასტკივდა, ამიტომ ლოგინზე წამოწვა. ზეწარს შმორის სურნელი ასდიოდა და მარიამმა ცხვიი აჭმუხნა.
არ იცოდა, რამდენი ხანი იწვა, ზურგზე ხელებმიკრული და სიბნელეს აშტერებული, მაგრამ ბურანში გადაეშვა.
მჭახე სინათლემ გამოაღვიძა და სწრაფად წამოჯდა. ჭერზე ჩამოკონწიალებული ნათურა ისევ აენთოთ და კარს იქით ნაბიჯების ხმა გაისმა. „ლექსო მოდის ალბათ…“ გაიფიქრა გოგონამ და დისორიენტირებული, ლიბრგადაკრული თვალებით გადახედა თაბაგარსა და თეონას. ორივეს უკვე ეღვიძა, ნამძინარევი თვალებით მიშტერებოდნენ კარს, მკერდზე ისევ გადახვეოდათ თოკები.
უკვე ნაცნობი ჭრიალისა და საკეტის ჩხაკუნის ხმა გაისმა, მერე კი კარი გაიღო და მარიამმა მაგრად შეკრა მაჯები ერთმანეთთან, რომ შემოსულ ლექსოს, რომელსაც ისევ წყლიანი ბოთლი და ლავაშის ნაჭერი ეჭირა ხელში, არაფერი შეემჩნია.
-დამიწყნარდი, გოგონი? – გაიცინა მან, თავი მარიამისაკენ ჰქონდა მიტრიალებული და გოგონას ოდნავ გაუფართოვდა თვალები. – აწითლებული ლოყა გიხდება… – მან თავი გადმოატრიალა და ღიმილით აათვალიერა მარიამის სახის მარჯვენა მხარე. – ისე, არ გასწავლეს, მეორე უნდა შეუშვიროო?
მარიამმა იმხელა ძალით მოჭმუხნა მუშტები, რომ ფრჩხილები ხელისგულებში მტკივნეულად ჩაესო და მჩხვლეტავმა ტკივილმა დაუარა. ამწუთას წარმოუდგენელი და განუზომელი იყო ის სიძულვილი, რომელსაც ლექსოს მიმართ განიცდიდა. სულ ეგონა, რომ ვერასოდეს მოახერხებდა ადამიანის შეძულებას, მისი ფილოსოფია და პრინციპები ამის საშუალებას არ მისცემდნენ. იცოდა, რომ ლექსო როცა გავიდოდა, ისევ დაუბრუნდებოდა ლოგიკური აზროვნების საშუალება და შეეცდებოდა რაღაც დონეზე მის გამართლებას, მაგრამ ამწუთას მარიამს ლექსო მახლაური მთელი თავისი გონებით სძულდა. სხვანაირად ამ გრძნობას ვერ აღწერდა.
წამიერად თავში გაუელვა იმის გაცნობიერებამ, რომ რაღაც მომენტში თაბაგარიც ზუსტად ასე სძულდა.
მაგრამ ამწუთას მის გრძნობას თაბაგარისადმი სიძულვილს ვერც კი შეადარებდა.
-მოკეტავ თუ არა, შე ძა*ლისშვილო! – იფეთქა უცებ მისმა თანამცხოვრებმა და მარიამმა თავი მოატრიალა, თეონას შეძრწუნებულ სახეს თვალი მოჰკრა და თაბაგარს თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ იგი არ გაჩერებულა, წეღანდელი ლიბრგადაკრული თვალები ანთებულ მზერას შეეცვალათ. – დაყარე, რაც გიჭირავს და გაეთრიე, მაინც ტლიკინის მეტს არაფერს აკეთებ…
-მე რა გაგაფრთხილე? – მიახალა ლექსომ. – გუშინ ხომ გითხარი, რომ გცემ და პირს აგიკრავ მეთქი?
-მოკეტე, თაბაგარო! – დაუყვირა თეონამ, მერე კი თავი ლექსოსაკენ მიატრიალა. – რა გინდა? – წამოიძახა მან. – დაუკავშირდი მამას? გაგვაგებინე ბოლოს და ბოლოს, რა გინდა მისგან…
-საბუთებისა და ფულის დაბრუნება გვსურს. – მშრალად მიუგო ლექსომ და გაიცინა, მერე კი ხელი ასწია, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთზე დაასრისა. – პრიცენტებით, რა თქმა უნდა. თითოზე გამოსასყიდია დაწესებული.
-მერე? – მოუთმენლად მიახალა თეონამ. – ახლა გადაიხდიდა უკვე, არა?
ლექსომ გაიცინა, თავი გადააქნია.
-გგგონია მასეთი უგულო ვარ, ლამაზო? – ჩაეკითხა ის. – მასეთი დრო რომ მიმეცა, პოლიციაში დარეკავდა. მაგრამ, საბედნიეროდ, გავაფრთხილეთ და მე პირადად აღვუწერე, თუ რა მოხდება, თუ ორ დღეში არ გადაიხდის… – მან ცალყბად გაიღიმა და მარიამს მტკივნეულად აუფეთქდა გონება ყველანაირი საშინელი სცენარით, რომელიც ლექსოს ჩაფიქრებული ჰქონდა. – დარწმუნებული ვარ, რომ აღწერილობამ დააფიქრა. ხვალ ბოლო დღეა. თუ არ გადაიხდის, იძულებული ვიქნები, რომ უფრო მკაცრ ფორმებს მივმართო…
-გადაიხდის! – წამოიძახა თეონამ და ოდნავ წინ გადმოიწია. – რა თქმა უნდა, გადაიხდის!
-არ ვიცი. – მხრები აიჩეჩა ლექსომ. – მე მაგას დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, ჩემი აზრით, დროის გაწელვას შეეცდება…
-შენი აზრით, ამათი მამა ნებას მოგცემს რომ მის შვილებს რამე დაუშავო? – დაიღრინა თაბაგარმა და ლექსომ ისევ აიჩეჩა მხრები.
-გააჩნია რა დევს სასწორზე. – თქვა მან და გაიცინა. – მე ვიტყოდი, რომ პოლიციას დაუკავშირდება. შეიძლება ამით მისი საქციელი გამოჩნდეს, მაგრამ ჩვენ გატაცებით დაგვადანაშაულებს. ამით ალბათ იმედოვნებს რომ ჩვენი ქმდებები ერთმანეთს გააბათილებენ…
-გაგიჟდი? – დაუყვირა თეონამ და თავი მარიამისაკენ მოატრიალა. – რა თქმა უნდა მასე არ მოიქცევა! მარიამ, უთხარი, რომ ასე არ მოიქცევა!
მარიამმა ხმა ვერ ამოიღო, დას მიშტერებოდა და არ იცოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეთქვა. ის ესმოდა, რომ ლექსოს ლაპარაკში სიმართლის მარცვალი იყო, რომ იგი ცდილობდა ლოგიკურად ემსჯელა, იმის მიუხედავად, რომ მათ წინაშე ეს ერთგვარი სასტიკი საქციელიც კი გახლდათ.
ამიტომ კრინტი არ დაუძრავს, თაბაგარს გადახედა, რომელსაც ისევ დაჭიმვოდა მყესები კისერში და თვალმოუშორებლად უყურებდა, მერე კი ჩაიფრუტუნა და ქვემოთ დაიხედა, ჭუჭყიანი პარკეტით დაფარულ იატაკს დააჩერდა უსიტყვოდ.
თეონას ხმა აღარ გაუღია, მაგრამ მარიამი მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, რომელიც თითქოს თავს უწვავდა. იცოდა, რომ მისი და პასუხს, დადებით პასუხს ელოდა და გული ჩასწყდა, დამნაშავედ იგრძნო თავი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ვერ მოიტყუებდა. თუ თეონას მოატყუებდა, საკუთარ თავსაც მოატყუებდა, ეს კი არაფერში სჭირდებოდა.
-ასეც ვიცოდი. – თქვა ლექსომ, მის გვერდით, ლოგინზე დააწყო ბოთლი და ლავაშის ნაჭერი, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.
კარი ზრიალით გაჯახუნდა და კლიტის ჩხაკუნიც გაისმა. ჭერზე ჩამოკიდებული ნათურა ისევ აქანავდა და მარიამს უცებ გუშინდელი დღე მოეჩვენა…
-რატომ ხმა არ გაიღე? – ხმადაბლა დაუსისინა თეონამ. – რატომ არ უთხარი?
-მოეტყუებინა? – თქა უცებ თაბაგარმა. – რანაირადაც არ უნდა მიუდგე ამ საქმეს, სწორად თქვა მაგ იდიოტმა. მართლა გჯერა რომ პოლიციას არ გამოუძახებს?
-არა! – უცებ შესძახა თეონამ და თავიგადააქნია. – ის მამაჩემია, და კაგად ვიცნობ, გასაგებია? ვიცი, რასაც იზამს ამ სტუაციაში… უფრო სწორად, რას უფრო იზამს… მაგრამ მე მაინც მინდოდა, რომ მარიამისაგან გამეგონა. თითქოს მას დავუჯერებდი და დავმშვიდდებოდი, იმიტომ რომ ახლა საშინლად ვნერვიულობ…
თეონამ თავი დახარა, აქამდე სულ პრიალა, ღია წაბლისფერი თმა უსიცოცხლო, წვრილი, აბურდული ძაფებივით ჩამოჰკიდებოდა. მარიამს უცებ მოუნდა, რომ წამომდგარიყო და მისთვის ცოტაოდენი კომფორტი მიენიჭებინა, დას მოხვეოდა, მაგრამ თავს მოერია. ზედმეტად დაღლილი და დისორიენტირებული იყო იმისათვის, რომ ახლა ფეხზე წამომდგარიყო.
-თაბაგარო… – მიუტრიალდა იგი თანამცხოვრებს, რომელიც ჯერ კიდევ გაუჩერებლად უბღვერდა კარს და წამსვე მისკენ წამოსწია მზერა. – გთხოვ, არ გააბრაზო ზედმეტად. რომ გცემოს, მერე?
-მერე ხურდას დავუბრუნებ. – თაბაგარმა თოკები შემოიხსნა და სკამზე უფრო თავისუფლად დაჯდა, მთელი ტანით მოეშვა. – მაგ ნაბი*ვარს, გპირდები, რომ ვალში არ დავრჩები ასე იოლად…
-ის პირველად გაგისწორდება. – წარბები შეკრა მარიამმა. – არ გეშინია მაინც? რამე ისეთი რომ გააკეთოს?
-რა უნდა გააკეთოს, მარიამ?- მხრები აიჩეჩა თაბაგარმა. – ტუალეტისაკენ მიმავალი გზის გადაჭრაზე უარესს ვერაფერს გააკეთებს ამწუთას, გესმის? – მან გაიცინა და თეონას გადახედა, რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა.- არა რა, ამდენი წყალი არ უნდა დამელია… – თქვა მან და ხმადაბლა გაიცინა.
-თაბაგარო! – დაუყვირა თეონამ და თოკები გვერდით მოისროლა, მკლავები გადააჯვარედინა, სანამ მარიამს ისტერიული სიცილი აუტყდა. მაჯები გაითავისუფლა, და ლოგინს დაებჯინა, უკეთესად მოეწყო და პურზე პატარა ლუკმა მოხია.
-მეც მომშივდა. – თქვა თაბაგარმა. – მიდი, ლავაში გამოუშვი.
მარიამმა ლავაში ესროლა, სანამ თეონა ფეხებში გამოხლართული თოკებისაგან გამოთავისუფლებას ცდილობდა. მისი და წინ გადაიხარა და თავი ხელებში ჩარგო.
-რა გაცინებთ? – დაისისინა მან და წარბებაწეულმა მარიამმა გაოცებით გადახედა, მაგრამ ტეონას თავი დახრილი ჰქონდა, სახეს თმა და ხელები უმალავდა. – რა არის აქ, ასეთ სიტუაციაში სასაცილო?
-თეონა, რა გჭირს? – ფრთხილად დაიწყო მარიამმა. – რა გინდა, გამაგებინე? რაკი აქ გამოგვკეტეს, იმას ნიშნავს, რომ წამდაუწუმ უნდა ვიტირო და ცუდ ხასიათზე ვიყო?
-აღარ გამაცინო ახლა. – დაამატა თაბაგარმა და ბრაზით გადახედა თეონას. – თუ შენ გლოვა გინდა, იგლოვე კიდეც. თალხების ჩაცმა არ დაგავიწყდეს.
-აუტანლები ხართ, ერთიც და მეორეც! – წაიზუზუნა გოგონამ. – ზუსტად ერთნაირები ხართ! სადიპოვეთ ერთი ერთმანეთი? – სარკასტული ტონით ჩაიბუზღუნა მან. მარიამმა წარბები ასწია და პირი დააღო, მაგრამ ისევ დახურა. პასუხს ამ კითხვისათვის ვერ პოულობდა.
უბრალოდ გაჩუმდა და თაბაგარს გადახედა, რომელიც ოდნავი ღიმილით, დაჟინებული მიშტერებოდა და გოგონამ სწრაფადვე აარიდა თვალი, ცუებ არ მოუნდა, რომ მისთვის შეეხედა.
ისევ დამტვერილ პარკეტს ჩააშტერდა.
ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ, პურს ღეჭავდნენ და წყალს სვამდნენ. თეონა ისევ ხელებში თავჩარგული იჯდა, არც კი ინძრეოდა.
მარიამი წამოწვა, დასა და თანამცხოვრებს ზურგი შეაქცია.
იწვა ბეჭებში მოხრილი, ერთიანად დაღლილი და ძალაგამოცლილი და ხელები ზურგს უკან წაეღო. უნდოდა, რომ მაინც სიფრთხილე შეენარჩუნებინა, იმის მიუხედავად, რომ ლექსო მალე არ შემოვიდოდა.
უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგონა და გული კისერში მოებჯინა, როცა საწოლზე ვიღაც ჩამოჯდა. ნაბიჯების სიმძიმეს თუ გაითალისწინებდა, ეს შეუძლებელი იყო, რომ თეონა ყოფილიყო…
-კარგად ხარ? – გაიგონა თაბაგარის ხმა და სხეული თითქოს ერთიანად გაეყინა, სუნთქვა უცებ მტკივნეული გახდა, მკერდი დაეჭიმა.
-რატომ არ უნდა ვიყო კარგად? – მკვახედ მიახალა მან, გული მაგრად უცემდა მკერდში, და წამიერად ამის ძალიან შეეშინდა. შეეშინდა, რომ გული ამოუვარდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ხვდებოდა, ეს შეუძლებელი იყო. – შენ რაღა დაგემართა? წადი, სკამზეც გაქვს ადგილი, იქ დაჯექი…
– მე აქ მინდა. – ხმამაღლა განაცხადა თაბაგარმა და უცებ ლოგინზე წამოწვა, მარიამმა იგრძნო, თუ როგორ დაიწია ლეიბი მისი სიმძიმით მთელ სიგრძეზე და გააჟრჟოლა, თვალები გაუფართოვდა. თაბაგარი თითქმის ეხებოდა, და გოგონა მისგან წამოსულ სითბოს გრძნობდა, რომელიც ერთდროულად კომფორტულიც იყო, და ზედმეტად კომფორტულიც.
-წადი, მომშორდი… – ძლივს ამოთქვა მან. – წადი, თაბაგარო, სკამზე დაჯექი! მიდი ახლა, თორემ თეონას მოგიქსევ.
-ძაღლივით ნუ მეპყრობი, გაიგე? – გაისმა მისი დის ბურტყუნი ოთახის იქიდან. – თორემ მოვალ და დაგკბენ.
მარიამს ნერვიული სიცილი აუტყდა, მაგრამ ხმა არ გაუღია, თაბაგარის ახლოს ყოფნა აღარ გაუპროტესტებია.
ლექსო კიდევ ერთხელ შემოვიდა და უფლება მისცა, რომ საპირფარეშოშიგასულიყვნენ. მარიამი ხარბად ათვალიერებდა ყველაფერს გზაზე, და შეამჩნია, რომ ეს ახლად გალესილი სახლი იყო. თუ მათ ოთახში გამართული უწესრიგობითა და სიძველით, დანესტიანებული კედლებითა და შმორის სურნელით იმსჯელებდა, ეს იყო სახლი, სადაც ტარდებოდა რემონტი და რომელიც სადღაც, ნესტიან ადგილებში იდგა. ალბათ ზღვასთან ახლოს, მაგრამ მარიამი ამაში მთლად დარწმუნებული არ იყო. საპირფარეშო მაღალი იყო, და ახლად გარემონტებული, ღია ცისფერი კაფელით აკრული. ჭერთან ახლოს პატარა სარკმელი იყო. სარკმელში გაძრომა შესაძლებელი იქნებოდა, გოგონა ერთი ათი წლით უცროსი რომ ყოფილიყო. მარიამს ნიჟარაზე შედგომად დაუჯდა მასში ოდნავ გაჭყეტა, რომ რამე დაენახა. მაგრამ სარკმელში მაღალი ხეების მეტი არაფერი მოჩანდა.
მაგრამ ისინი ფიჭვის ხეები იყვნენ, რაც კიდევ უფრო ამყარებდა მარიამის მოსაზრებას იმაზე, რომ ამწუთას ზღვასთან ახლოს იყვნენ.
კარი გამოკეტა და წამსვე კრთომა აღმოხდა, როცა ერთ-ერთმა შავნიღაბიანმა მკლავში ხელი სტაცა. მარიამმა ოდნავ გაიბრძოლა, მაგრამ შავნიღაბიანმა საპირფარეშოში შესვლამდე მაჯებიდან მოხსნილი თოკი ისევ შემოახვია და მაგრად გადაუკოჭა, მერე კი თავისი ოთახისაკენ წაათრია. გოგონა ამჯერად არც კი შეწინააღმდეგებია, გამალებით ფიქრობდა, და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წარბები შეკრა და უფანჯრებო გზა დასწყევლა საპირფარეშოდან მათ სატუსაღომდე.
შავნიღაბიანმა ოთახში შეაგდო და კარი გამოხურა. მარიამმა წამსვე დრო იხელთა, ხელები გაიხსნა და მასთან ოთახში მყოფ ორ ადამიანსაც გაუხსნა გადაკოჭილი თოკები. მერე წამსვე მოუყვა თავისი მოსაზრების შესახებ, რაც თეონამ ძალიან მშრალად მიიღო.
-მერე? – ჰკითხა მან მკვახედ. – ვართ სადღაც ზღვასთან, ღმერთმა იცის სად. მერე რა? რა მიიღე მაგით?
-რას ნიშნავს რა მიიღო? – ჩაერია თაბაგარი, რომელიც თოკებისაგან ნატკენ მკერდს ისრესდა, შავი თმა უსიცოცხლოდ ჩამოჰყროდა შუბლზე. – ანუ შეიძლება რომ ჩვენს ბანაკთან სულ ახლოს ვართ, ამ იდიოტმა ალბათ თავის აგარაკზე ანდა სადმე მოგვიყვანა, მისთვის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას, გესმის? ანუ აქედან გაპარვა რომ მოგვინდეს, შეიძლება ფეხით მივაღწიოთ კიდეც…
თეონას ხმა აღარ გაუღია, დაჟინებული მიშტერებოდა კარს. თვალები ჩამოსიებოდა. თაბაგარსაც ამოშავებოდა თვალები, და უღიმღამოდ იყურებოდა.
სანამ შუქი არ ჩაქრა, ჩუმად იყვნენ, მერე კი ტანჯვის, შიმშილისა და წყურვილისაგან გაწამებულმა თეონამ, იმის მიუხედავად, რომ თვითონ შეჭამა ნახევარი პური და ნახევარი ბოთლი წყალი დალია, ერთი ამბავი ატეხა.
-გადაიხდის თუ არა? – სისინებდა იგი და აქეთ-იქით დაალაჯებდა, მარიამის თხოვნის მიუხედავად, რომ მას ასე ხმამაღლა არ ეარა ოთახში. – დავიტანჯე! ჩემი ხელით მივასრისავ! მარიაამ, შენ საჭმელის გაკეთება არ გაბედო, გასაგებია?
იგი იქამდე არ გაჩერდა, სანამ ყელში მოთმინებამოჭერილმა თაბაგარმა ხელი არ წაავლო და სკამზე არ მიაბა. თოკი მსუბუქად გაკვანძა, მაგრამ ისე, რომ თეონა არ განძრეულიყო. იგი ცოტა ხანი ბუზღუნებდა, მერე კი მიეძინა.
თაბაგარიც სკამზე დამჯდარიყო, მარიამი კი ლოგინზე წამოწვა. ისე დაეძინა და გაეღვიძა, რომ ვერც კი გააცნობიერა ნორმალურად. როცა გამოიღვიძა, ისევ კუნაპეტი სიბნელე და ჩახუთული ჰაერი იყო, და გოგონას ისეთი გრძნობა შეექმნა, რომ არც კი სძინებია, უბრალოდ იწვა აქ და სიბნელეს მიშტერებოდა.
ცოტა ხანი ასე იწვა.
თვალები მაგრად დახუჭა, როცა ჭერიდან თითქოს თვალისმომჭრელმა ფეიერვერკმა იფეთქა და წამიერად დააბრმავა. თვალები მოისრისა და სწრაფად წამოჯდა, კარისაკენ გაიხედა თვალებმოჭუტულმა.
კარი გაიღო და ლექსომ შემოალაჯა, დაწვრილებული თვალები მოავლო ოთახს, მერე კი ტუჩები შეუთრთოლდა, ოდნავ გაიღიმა.
-როგორც ჩანს, არ ვიყავი მართალი. – თქვა მან და თეონას გადახედა. – მამათქვენმა გადაიხადა ფული.
მარიამი ფეხზე წამოიჭრა, კინაღამ დაავიწყდა, რომ ხელები გახსნილი ჰქონდა და თოკი უარგებლოდ ეკიდა, მაგრამ მოასწრო მაჯების ერთმანეთზე მიჭერა, და გაოცებული შეაშტერდა ლექსოს.
-ჰოდა გაგვიშვი! – წამოიძახა თეონამ, თვალები გაფართოებოდა და სიხარულით აღვსებოდა. – ხომ მიიღე რაც გინდოდა, შე ღორო? ჰოდა გაგვიშვი ახლა!
-კარგი. – მხრები აიჩეჩა ლექსომ და უცებ სახე ღიმილმა გაუპო, მერე კი ოდნავი სიცილი ამოუშვა. მარიამი გაშტერებული მიაშტერდა, რატომღაც გააჟრჟოლა. – მაშ თქვენ ორი თავისუფალი ხართ. – მან მარიამისა და თეონასაკენ აიქნია თავი.
მარიამს თვალები გაუფართოვდა, ინსტინქტურად თაბაგარისაკენ გაიხედა, რომელიც განცვიფრებული შეშტერებოდა ლექსოს. გოგონამ იგრძნო, თუ როგორ წაეშალა სახიდან ფერი.
-როგორ… – ამოილუღლუღა თეონამ. – რას ნიშნავს ჩვენ ორი… აბა თაბაგარი…?
-მე ხომ ვთქვი, რომ თითოზე გარკვეული გამოსასყიდია, არა? – გაიცინა ლექსომ. – ჰოდა მამათქვენმა მხოლოდ ორის გადაიხადა, აი, თქვენი მეგობრისათვის კი ადგილი აღარ დარჩა. რა სამწუხაროა… – მან ტუჩები მოპრუწა და მარიამს მოულოდნელმა მრისხანებამ და აუტანელმა აღშფოთებამ დაუარა.
-შე სასტიკო მტარვალო! – შესძახა მან. – მამაჩემისათვის არც კი გითქვამს, რომ აქ სამი იყო, ხომ?
გოგონას თვალები გაუფართოვდა, როცა ლექსომ თავი დააქნია.
-მიხვდი, ძვირფასო. – ყალბი, დათაფლული ღიმილით გაუღიმა მან. – რატომ უნდა მეთქვა? რომც მეთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ფულს არ გადაიხდიდა ვიღაც უცნობი ბიჭისათვის…
-შენ ისიც გეგონა, რომ ჩვენთვის არ გადაიხდიდა გამოსასყიდს, შე ჯიუტო, ურწმუნო დეგენერატო… – დაისისინა მარიამმა.
-მარიამ, შენ რა მითხარი, დაგავიწყდა? – თქვა თაბაგარმა, და გოგონამ სასწრაფოდ მისკენ მიატრიალა თავი. – გეყოფა. უბრალოდ წადი.
-არა, არა, არსადაც არ წავალ! – დაიყვირა გოგონამ. ცივმა ოფლმა დაასხა, როცა ოთახში შემოსული ლექსოს დამქაშები დაინახა, რომლებიც ალბათ მის წასათრევად მოსულიყვნენ. – შენ არავითარი უფლება არ გაქვს, რომ ეს დაიტოვო, გასაგებია? – ხმას აუწია მან.
ლექსომ უბრალოდ გაიცინა, და მარიამი მიხვდა საკუთარ უძლურებას. თვალებში სისხლი მოაწვა და მზერა დაუბნელა.
-ხომ ხვდები, რას გიპირებს? – სასოწარკვეთილი მზერა სტყორცნა მან თაბაგარს, რომელიც მარმარილოსაგან გამოკვეთილი ქანდაკებასავით იჯდა სკამზე და ცივი, სუსხიანი თვალებით მისჩერებოდა ლექსოს. – გეთამაშება, გაიგე? გცემს, სულზე დაგდებს, შეიძლება მოგკ… – გოგონას სუნთქვა კისერში გაეჩხირა. არა, ლექსო ამას არ გაბედავდა, მაგრამ მარიამმა მაინც წარმოიდგინა თაბაგარის სისხლში მოსვრილი სახე, ცემისაგან ერთიანად დალეწილი სხეული და გულმკერდი მტკივნეულად მოეკუმშა.
ლექსო აპირებდა თაბაგარი თავის ნებაზე ეცემა და დაემცირებინა, რასაც მათ გარეშე უფრო იოლად მოახერხებდა. მარიამს მუცელი ამოუბრუნდა.
-მე დავრჩები, ესენი წაიყვანე. – თქვა მან უცებ, იქამდე, სანამ მისი ტვინი ამ აზრის გადამუშავებას შეძლებდა. – ორის გამოსასყიდი ხომ მიიღე? ჰოდა ეს ორი წაიყვანე…
-გადაირიე? – დაიღრიალა თაბაგარმა, და მარიამს უცებ შეეშინდა, რომ იგი თოკებს მოიშორებდა, სკამიდან წამოვარდებოდა და მას შეანჯღრევდა, მხრებში ხელებს ჩაავლებდა. – გაგიჟდი? რას ბოდავ, გესმის?
-მესმის, რასაც ვამბობ, თაბაგარო, მოკეტე, გეყოფა ბღავილი. – მიახალა მან უხეშად. – არ გესმის, რას ვამბობ? ხომ ხვდები, აქ რას გიზამენ? თქვენ უნდა წახვიდეთ, მე ვრჩები…
-გესმის, შენი სათამაშო რას ამბობს, ბიჭო? – გაუღიმა ლექსომ. – როგორ მოახერხე ასე მისი დატყვევება, ჰა? ყოველ შემთხვევაში, ქალბატონს მოვუსმინოთ… თქვენ ორი წახვალთ, ეს კი აქ დარჩება. – მან მარიამს თვალი ააყოლ-ჩააყოლა და თეონას გადახედა, რომელიც დაშოკილი, პირდაღებული მიშტერებოდა მარიამს. – სამწუხაროა, რომ შენც არ რჩები შენს დასთან… – ნელა, გაწელვით წარმოთქვა მან და მარიამი გაიყინა, თვალები გაუფართოვდა და ნერწყვი გადაყლაპა.
თვალის დახამხამება და მოტრიალება ვერ მოასწრო, რომ ოთახი ხმამაღალი, მრისხანებით სასე ღრიალის ხმამ გაკვეთა. სახესთან ახლოს მწვავე შხუილი იგრძნო და განცვიფრებულმა დაინახა, თუ როგორ შეასკდა მოქნეული სკამი სახეში ლექსოს და როგორ გადააგდო გვერდით. იგი კედელს შეასკდა და ქვემოთ დაცურდა, მოულოდნელობისა და ტკივილისაგან თვალებდაჭყეტილი.
კბილებდაკრეჭილმა და გადარეულთვალებიანმა თაბაგარმა კიდევ ერთხელ, მთელი ძალით მოიქნია სკამი და ლექსოს ერთ-ერთ დამქაშს შეახეთქა, მაგრამ მეორემ სკამი დაიჭირა და ხელი ჰკრა. თაბაგარს სკამი მკერდში მოხვდა და უკან დაბარბაცდა, შავნიღაბიანებმა დრო იხელთეს და მთელი ძალით დასცხეს მუშტები. თაბაგარი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, იბრძოდა, მაგრამ ნელ-ნელა ძალა ელეოდა. ცხვირიდან სისხლი წასკდა, წარბი გაუსივდა, მხართან, გადაწეულ მაისურში უშველებელი სისხლჩაქცევა ჩანდა..
მარიამი ამ სისასტიკეს განცვიფრებული უყურებდა, ხელები უკანკალებდა და ნერვიულობისაგან ვეღარ სუნთქავდა. იცოდა, რაღაც უნდა გაეკეთებინა…
გამწარებულმა გოგონამ გაშტერებული თეონა სკამიდან გადმოაგდო, უკნიდან მოუარა, ძალა და გამბედაობა მოიკრიბა. გვერდიდან ლექსომ გამაფრთხილებელი ღრიალი ამოუშვა, მაგრამ მარიამმა ხელები ასწია, სკამი დაიქნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კიდე ერთ-ერთ დამქაშს ჩასცხო თავში. იგი შეტორტმანდა და ხმამაღალი ბრაგვანით დაენარცხა ძირს, მეორე მოტრიალდა, მისი პატარა, ყავისფერი თვალები გაოცებითა და ბრაზით ელავდნენ ნიღბის იქით. მარიამმა კიდევ ერთხელ აღმართა სკამი და მას გაუქნია, ლოყაზე ნაკაწრი გაუჩინა. იგი ხმამაღალი ღრენით წამოვიდა მარიამისაკენ, მაგრამ სანამ გოგონა შიშისაგან დაყვირებას მოასწრებდა, თაბაგარმა ხმამაღალი ღრიალით თავში ჩაავლო ხელი და კედელზე მიანარცხა.
შავნიღბიანი დაცურდა, თაბაგარი კი მუხლებზე დაეცა და უკან უნდა გადავარდნილიყო, მაგრამ წამოვარდნილმა თეონამ შეაკავა იგი. ლექსომ წამოიწია, ბრაზით შეჰყურებდა მათ და პირი გააღო, რომ გამოელანძღა, ეგინებინა ისინი, სანამ გულს არ მოიოხებდა, მაგრამ თვალებში ზიზღგამოხატულმა მარიამმა მას წიხლი გაუქნია სახეში და ძირს დააგდო.
-წავედით. – დაიჩურჩულა თეონამ და თაბაგარი წამოსწია. ორივე და მას მხარქვეშ შეუდგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ ოთახის ღია კარიდან.
დერეფანი ელვის სისწრაფით ჩაირბინეს, და გარეთ გავარდნენ. თაბაგარი ხმადაბლა, არარეგულარულად სუნთქავდა, აშკარა იყო, რომ სუნთქვა უჭირდა, და ამაზე მარიამს გული ეკუმშებოდა. სწრაფად ჩაურბინეს ოთახებს, საიდანაც ერთიდან ლაპარაკისა და სიცილის ხმა გამოდიოდა. ეზოში გავარდნენ, სადაც რამდენიმე შავი მანქანა იდგა.
-გითხარით, ზღვასთან ვართ მეთქი… – ჩაიჩურჩულა მარიამმა, როცა სახლს შემორტყმული ღობის იქით, მინდვრებს იქით გადაჭიმული ნაპირი და ზღვა დაინახა.
-ვინ ატარებს? – შეაწყვეტინა თეონამ და სანამ რომელიმე პასუხის გაცემას მოახერხებდა, საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა. – მე.
-გადაირიე? – შეუტია თაბაგარმა. – იცი ტარება?
-დავდიოდი. მალე მოწმობასაც ავიღებ. – განაცხადა გოგონამ და ხელი შეუშვა, კარისაკენ გაემართა. თაბაგარის მთელი სიმძიმე მოულოდნელად მარიამს დააწვა და გოგონამ დაიგმინა, ის საღამო გაახსენდა, როცა მთვრალი თაბაგარი აწვებოდა, როცა საცეკვაო მოედანზე ტრიალებდნენ. ოღონდ ამჯერად მისი თანამცხოვრები ბევრად უფრო მძიმე იყო, და მის სახეზე ჩამოწვეთებული სისხლის სურნელი ასდიოდა.
თეონამ წიხლი ჰკრა მანქანის ფანჯარას, და წამსვე გადაჰყო ამომტვრეულ მინაში ხელი, რომ საკეტი ამოეწია, მერე კი უსიტყვოდ ჩაჯდა მძღოლის სავარძელში.
-რა შტერები არიან… – ჩაილაპარაკა მან, როცა სარკის ზემოთ ხელი მოუსვა და ნაპოვნი გასაღებით მანქანა სასწრაფოდ დაქოქა. – ესეც რომ არა, მაინც მოვახერხებდი, მაგრამ ეს სიშტერის საზღვრებს გადადის… დაჯექით! – შეუყვირა მან მარიამს.
გოგონამ სასწრაფოდ გაიხედა უკან, სახლისაკენ, საიდანაც მოულოდნელად ყვირილისა და ფეხების ბრაგუნის ხმა გაისმა და სასწრაფოდ გამოაღო მანქანის კარი, რომ ჯერ თაბაგარი შეეგდო შიგნით, თვითონაც ჩამჯდარიყო და კარი მოეკეტა.
კარი ჩაკეტილი ბოლომდე არც კი იყო, რომ თეონამ მანქანა დაძრა და ძლიერი ბიძგით წაიყვანა წინ. მანქანა გზაზე გავარდა, და მარიამმა ოდნავ მოჰკრა თვალი სახლის კარიდან გამოვარდნილი ლექსოს მრისხანებითა  და სასოწარკვეთილებით აღსავსე თვალებს.
თაბაგარი მისკენ გადმოიხარა, მთელი სხეულით მიეყუდა და მარიამმა სწრაფად მოატრიალა თავი, რომ მისთვის შეეხედა. მას თვალები დაეხუჭა და წარბები შეეკრა. გოგონას მუცელი ამოუბრუნდა, როცა მისი თანამცხოვრები დაცურდა, თავი კალთაში ჩაუდო და ძალაგამოცლილი, დაღლილი ხვნეშა ამოუშვა.
-ე, ეგ კარგადაა? – გამოსძახა თეონამ. მარიამმა დის შეწუხებული თვალები დაინახა სარკეში. სასწრაფოდ თანამცხოვრებისაკენ დაიხარა და შუბლზე ხელი გადაუსვა, თმა გადაუწია.
-კარგად ხარ? – ჩაეკითხა იგი, მერე კი თავი გააქნია, როცა მიხვდა, თუ რა სულელურ კითხვას უსვამდა. – სად გტკივა?
თაბაგარმა უცებ ხელზე სტაცა ხელი და ღიმილით დაადებინე მკერდზე. მარიამს დაფეთებული კრთომა აღმოხდა, როცა მისი თითების გვერდით, ახლოს გულისცემა იგრძნო.
-აქ მტკივა. – თქვა თაბაგარმა და ხელზე უფრო მაგრად მოუჭირა თითები.
მარიამმა ხმა არ გასცა, ყბები მაგრად შეკრა, მაგრამ ხელი არ გაუნძრევია, არც გათავისუფლება უცდია.
-თეონა, სად ვართ? – ჩაეკითხა იგი დას, თაბაგარის სახეს თვალი მოარიდა. დაინახა, თუ როგორ დაჟინებით დაჰყურებდა და სარკეში და მოულოდნელად თავი უხერხულად იგრძნო.
-ჩვენს ბანაკამდე ორმოციოდე კილომეტრია. ალბათ გამოგვეკიდებიან, მაგრამ მალევე ტრასაზე გავალთ, იქ კი ვერ მოახერხებენ… – უპასუხა მისმა დამ, და მარიამმა მთელი ძალით ამოიხვნეშა, სავარძელს მიეყუდა.
მოახერხეს.
ვერ წარმოიდგენდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ შესძლო, და ეს იოლად ყველაზე ძნელი რამ იყო, რაც ოდესმე გაეკეთებინა. ვერ წარმოედგინა, რომ ლექსო ასეთ სისასტიკეზე, ასეთ უაზრო თამაშზე წავიდოდა, რომელიც მისთვის უბრალო გასართობს წარმოადგენდა, მათთვის, მით უმეტეს კი თაბაგარისათვის, რადგან იქ რომ დარჩენილიყო, მას ცემით გაანადგურებდნენ, აშიმშილებდნენ, სანამ მარიამი და თეონა მოახერხებდნენ მის დახმარებას…
სანამ ვინმე მოასწრებდა მის დახმარებას.
მანქანა ისევ წინ მიიწევდა, ქვიშიან გზაზე მიხტოდა და სახლს უკან-და უკან ტოვებდა.
მარიამს სხეული აუკანკალდა, იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა თავს მორეოდა.
თაბაგარის ხელმა უფრო მოუჭირა თითებზე, მარიამისათვის მისი თბილი სხეული და აჩქარებული გულისცემა ისეთი კომფორტული იყო, რომ გოგონას ოდნავ გააჟრჟოლა.
ცალი ხელი ტანამცხოვრების შუბლზე ედო, თმას უკან უწევდა, მეორე კი მის მკერდზე მიედო და მის გულისცემას გრძნობდა. გოგონამ თაბაგარს დახედა.
იგი წარბშეკრული იწვა, თვალები დაეხუჭა, მაგრამ ტუჩის კუთხეები ოდნავ ასწეოდა.
ამ ღიმილის დანახვისას, მარიამში თითქოს რაღაც გაწყდა.
იგი ერთბაშად მოეშვა, თავი უკან გადააგდო.
ამ ღიმილის დანახვისას, თითქოს ყველაფერი ბევრად უკეთესი გახდა.

 

-*-*-*-*-*-*-15
მანქანა შხუილით მიჰქროდა ტრასაზე. მარიამს თავის შეკავება უხდებოდა და რამდენჯერმე გაღიზიანებულს მოუნდა, რომ დისათვის ესაყვედურა, რადგან თეონა ასე ატარებდა მანქანას, მაგრამ იცოდა, რომ მისი და ამას იმის გამო აკეთებდა, რომ მათ დადევნებული ლექსო და მისი დამქაშები არ დასწეოდნენ, ამიტომ ხმას არ იღებდა. რამდენჯერმე თეონამ ისე მკვეთრად მოუხვია, რომ მარიამს ძალიან უკვირდა ის, რომ აქამდე გული არ აერია. სამაგიეროდ, მანქანის ასეთი მკვეთრი მოძრაობები აშკარა იყო, რომ თაბაგარს ისედაც ნატკენ სხეულზე უფრო მეტ ტკივილს აყენებდა. იგი შუბლშეკრული იწვა, და მარიამი გრძნობდა, თუ როგორ გაუცხელდა შუბლი და როგორ დაეფარა პერსპირაციით.
-თეონა, როდის მივალთ? – დაუძახა მან დას. მანქანის წინა ორი ფანჯარა ჩამოეწიათ და ცხელი ქარი აუტანელი ხმაურით გუგუნებდა სალონში და მარიამს თმა სახის გარშემო ეშლებოდა, ჰაერში ტკაცუნობდა და იშლებოდა…
-რატომ, კვდება მაგ? – გამოსძახა თეონამ და მარიამი მოიღრუბლა, თაბაგარს დახედა, რომელსაც თვალები გაეხილა და ისე აჰყურებდა. მან ოდნავ გაიცინა და თავი გადააქნია. მისი ხელი ჯერ კიდევ მარიამის ხელს აკავებდა საკუთარ მკერდზე, რომელიც თითქმის ისევე გახურებული იყო, როგორც მისი შუბლი.
-ნუ ბრუტუნებ და ნუ ლაპარაკობ რაღაც სისულელეს, გთხოვ, თეონა… – თქვა მარიამმა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. – არ კვდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სასწრაფო დასჭირდება…
-სასწრაფოსთან ერთად პოლიციასაც ხომ არ გამოვუძახოთ? – გამოსძახა თეონამ. მას თვალები მოეჭმუხნა, წარბები შეეკრა და რაც მთავარი იყო, საშინლდ დაღლილი ჩანდა. მარიამმა მის დანახვაზე თითქოს თავიდან იგრძნო საკუთარი სხეულის დაღლილობა, კუნთების ტეხვა და სახსრების ტკივილი.
-არა, რა პოლიცია… – უპასუხა მან ბოლოს. – რომ გაიგონ ამის შესახებ, მამას ყველაფერს გამოუძიებენ, საქონელს ჩამოართმევენ და დააყადაღებენ, შეიძლება თაღლითობისათვის ციხეშიც კი ჩააყუდონ…
-შენ რა, აპირებ რომ ეს ასე დატოვო? – თქვა უცებ თაბაგარმა და მარიამმა ისევ სწრაფად დახედა. მისი თანამცხოვრები თვალებმილულული უყურებდა, მაგრამ მზერაში მიზანდასახულობა ეხატა. – მაგათმა მოგიტაცეს, გაშიმშილეს… ამაზე სისხლის სამართლის საქმე რომ უნდა აღიძრას, ვერ ხვდები?
-რა თქმა უნდა ვხვდები. – მოკლედ მოუჭრა მარიამმა. – უბრალოდ აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმე დევს სასწორზე, ჩემი საკუთარი მართლმსაჯულების შეგრძნება…
-შენი საკუთარი მართლმსაჯულების შეგრძნება არ არსებობს. – თვალები დახუჭა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა თაბაგარმა, ხმა ჩახლეწილი ჰქონდა. – არსებობს ზოგადი მართლსაჯულება და კანონი, რომელიც მაგ ნაბი*ვრებმა დაარღვიეს.
-მართალი ხარ. და იცი რა? კანონი მამაჩემმაც დაარღვია. და თაღლითობისათვის ციხეში ამწყვდევენ, მითუმეტეს ასეთი დონის თაღლითობისათვის, გესმის? – გოგონამ გამჭოლი მზერით დახედა თაბაგარის შავ თმას, რომელიც მის კალთაზე გადაფენილიყო. – ის რომ ციხეში გამოკეტონ, ჩვენ რა გვეშველება?
-აბა რას აპირებ? – წარბები ასწია მან და თვალები ისევ გაახილა, მზერა ინტენსიური და ჯიუტი ჰქონდა და მარიამს სუნთქვა კისერში გაეჩხირა. – დაუსჯელად იპარპაშონ? არა, არავითარ შემთხვევაში. მე დავპირდი მაგათ რომ ციხეში ამოვალპობდი, მე კი ჩემს დაპირებებს ვასრულებ. დაარღვიეს კანონი? პასუხი აგონ.
-თაბაგარო, ისე ამბობ, თითქოს მართლმსაჯულება აქ შეჩერდება და მამაჩვენის ამბავს არ გამოჩხრიკავს… – ხმამაღლა თქვა თეონამ, რომელიც ჯერ კიდევ დაჟინებით მიშტერებოდა მზისაგან ალაპლაპებულ და სიცხისაგან ოხშივარადენილ გზას. – კი ბატონო, კანონი და რამე, მაგრამ ამით ჩვენც დავზარალდებით, თან ძალიან. დედა აღარ გვყავს, ეგ ალბათ უკვე გეცოდინება, იზოლირებულები ვცხოვრობდით, მამაჩვენის ხუშტურების გამო. სად წავიდეთ გამაგებინე? ფული როგორ ვიშოვოთ?
-უდანაშაულო ადამიანებს ყოველთვის აქვთ გამოსავალი პრობლემებიდან. – განაცხადა თაბაგარმა დარწმუნებით.
მარიამმა თავი გააქნია.
-მამაჩვენი დაზარალდება, ისინიც დაზარალდებიან, ჩვენც დავზარალდებით… – თქვა მან ჯიუტად. – ამიტომ არ ღირს სადმე დარეკვა და სამართალდამცავების გამოძახება. თან ამ სიტუაციაში ეგეთი ფილოსოფიური სიტყვები არ გამოდგება. სიტყვები ყოველთვის ლამაზია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, აღმოჩნდება, რომ უბრალოდ უმნიშვნელო ასოების გროვაა.
თაბაგარმა ხმა აღარ გასცა, თავი ოდნავ გვერდით გადასწია, ისე რომ მძღოლის სავარძლის ზურგს შეაშტერდა. ჯერ კიდევ რამდენიმე წამის წინ მოსვენებული სახე ერთიანად დაეჭიმა.
-ჩემთან იცხოვრეთ მერე. – თქვა მან უცებ.
თეონამ მოულოდნელობისაგან მკვეთრად მოუხვია და გაოცებულმა გადმოიხედა, მარიამი თანამცხოვრებს თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა. არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა.
-უკაცრავად? კარგად ვერ გავიგე… – ძლივს ამოილუღლუღა მან.
-რა ვერ გაიგე?  გეუბნები, რომ ჩემთან დარჩით, თუ რამე მოხდა, გასაგებია? მე ცალკე ვცხოვრობ, ბინა მაქვს. ორივე გადასარევად დაეტევით. – თაბაგარმა ამოხედა, თაფლისფერი თვალები მოულოდნელად გაუბრწყინდა. – ეს შემოთავაზებაა. თუ რამ მოხდა, ყოველთვის შეგიძლიათ ჩემთან მოსვლა. – დაამთავრა მან და გაიღიმა.
მარიამს გული ყელში ამოუჯდა.
ვერ დაიჯერებდა, რომ თაბაგარი ასე შორს წავიდოდა. მათ შორის საკმაოდ სივილური ურთიერთობა იყო დამყარებული, მაგრამ როგორც მისმა თანამცხოვრებმა თქვა, იგი მის მეგობრად არ ითვლებოდა, მარიამი თავის ამხანაგად არ წარმოედგინა. მაშინ რატომ, რისი გულისათვის, რა მიზეზით? რატომ უნდა სდომოდა მას ორი თითქმის უცნობი გოგო თავის სახლში?
მარიამი უცებ მიხვდა, გული მოეკუმშა და გონება თითქოს ჩამოუბნელდა.
ალბათ თაბაგარს თეონა მოსწონდა და მასთან ახლოს ყოფნა სურდა.
ამიტომაც სთავაზობდა მათ მათთან დარჩენას იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდებოდა.
მარიამს მოულოდნელად გულმკერდის არე ეტკინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც ძალიან ძლიერმა ურო ჩასცხო თავში. რატომღაც ქველმოქმედებას შეადარა თაბაგარის ქმედება, და მოიღუშა. მისი თანამცხოვრების ქველმოქმედება და შეცოდება არაფერში სჭირდებოდათ, არც მას და არც თეონას…
-არა, მადლობა. – მოჭრა მან უცებ მკვახედ და თაბაგარმა სწრაფად გადმოხედა, სახეზე გულწრფელი გაოცება ეხატა. – მაგ არ მოხდება, ამიტომ მაგ შემოთავაზება არაფერში გვჭირდება.
თაბაგარი მოიღუშა, თვალები თეონასაკენ გაექცა, რომელიც სარკეში იყურებოდა, წარბებაწკეპილი.
-მე უბრალოდ ვთქვი. – ნელა დაილაპარაკა მან. – არ არის აუცილებელი, რომ ასე იუარო. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
-რა, შენ თვითონ აპირებ პოლიციის გამოძახებას? – ხმას აუწია მარიამმა. მკერდში ყრუ ტკივილი გაღიზიანებამ შეუცვალა და მარჯვენა ხელი ასწია, რომ თანამცხოვრების შუბლიდან მოეშორებინა, რაზეც თაბაგარმა წარბები შეკრა და დაბნეული მზერა გააყოლა.
-რა თქმა უნდა არა! – დაიყეფა მან. – და რომც გამოვიძახო, მერე რა? მე დაზარალებული ვარ ამ სიტუაციაში, თქვენთან ერთად, და მაქვს უფლება სამართალდამცავებს მივმართო. და მე რომც არ გამოვიძახო, შენი აზრით, რას გააკეთებდა ლევანი, როცა აღმოაჩენდა, რომ მისი ბანაკიდან სამი სტუდენტი უკვალოდ გაქრა, ჰა?
მარიამმა ყბები შეკრა, ხმა აღარ გაუღია, მაგრამ მარჯვენა ხელი ისევ ჯიუტად მოემუჭა მის გვერდით.
თვალების იქით წვა იგრძნო და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
არ ესმოდა, რა სჭირდა, მაგრამ წამიერად აუტანელი ნაღველი მოერია, რომელმაც მძიმე ქვად დაისადგურა მის მკერდში და საშინელ სიმძიმედ დააწვა.
მარიამს ტირილი მოუნდა.
ასეთი რაღაც არასოდეს დაჰმართია, ტვინი უშიშინებდა უამრავი ფიქრით, და აზრების მორევიდან ორი სახე ამოიზიდა.
თეონასი და თაბაგარისა. მარიამს მტკივნეულად გაწიწკნა, მაგრამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. უნდა დამშვიდებულიყო, რადგან ეს უაზრო ნერვიულობა არაფერს მოუტანდა, სტრესისა და ტკივილის გარდა.
-მოვედით. – თქვა უცებ თეონამ და მარიამი შეკრთა, როცა მოულოდნელი ბიძგი იგრძნო, რომელმაც წინ გადააგდო. ცალი ხელი ქვეცნობიერად დაჭიმა თაბაგარის მკერდზე, და მარჯვენა თეონას სავარძლის ზურგზე მიაბჯინა, რომ ორივენი წინ არ გადავარდნილიყვნენ, მერე კი თაბაგარს დახედა, რომ ხმამაღლა ქშინავდა. მან წამოწევა გადაწყვიტა, მაგრამ ტკივილით სავსე გმინვა ამოუშვა და ისევ დაეცა სავარძელზე.
-თეონა, დროზე, წადი და სასწრაფოს გამოუძახე… – სწრაფად მიახალა მარიამმა, თან შეწუხებული დაჰყურებდა თაბაგარის შეკრულ ყბებსა და მაგრად დახუჭულ თვალებს. გრძნობდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, რომ მის თანამცხოვრებს რაღაც სერიოზული სჭირდა და ერთ სული ჰქონდა, სანამ მას სასწრაფოს ექიმები მიხედავდნენ…
-მგონი გამოძახება არ დაგვჭირდება. – მოკლედ, ხმადაბლა უპასუხა თეონამ და მარიამმა სწრაფად ასწია თავი.
თაბაგარის ნათქვამი გამართლდა.
ბანაკის შესასვლელთან, რომელიც მარიამს სულ ხალისიანი, წყნარი და მზის შუქით სავსე ეჩვენებოდა, ახლა თითქოს ბურანი გადაჰკვროდა. სასწრაფოსა და ორი პოლიციის მანქანები იდგნენ, სამართალდამცავები გადმოსულიყვნენ და რამდენიმე ბავშვს ელაპარაკებოდნენ, შორიახლოს ლევანი დააბოტებდა, აშკარად ანერვიულებული. მარიამმა დაინახა, თუ როგორ გადათელა ერთ-ერთმა პოლიციელმა მწვანე ბალახი თავისი პრიალა ფეხსაცმლით და პირი მაგრად მოკუმა.
თეონამ კარი გააღო და გარეთ გადახტა. ლევანმა კარის მიჯახუნების ხმაზე სწრაფად გამოიხედა და თეონას დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
-ხატიაშვილო! – იჭექა მან. – ეს… სად… ბატონებო, როგორც ხედავთ, დაბრუნდა! დარწმუნებული ვარ, რომ აქ რაღაც გაუგებრობა იყო… – გადასძახა მან ორ პოლიციელს, რომლებიც სწრაფი ნაბიჯით, მოღრუბლული და რაღაც დონეზე მობეზრებული სახეებით გამოემართნენ თეონასაკენ.
მარიამმა წარბები შეკრა. თუ ლევანის სიტყვებით იმსჯელებდა, მას სულაც არ გამოუძახია არც პოლიცია და არც სასწრაფო, პირიქით, ამტკიცებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მათი გაუჩინარება დაუდევრობისა და გაუგებრობის შედეგი იყო. მარიამმა ტუჩები მოკუმა, ბრაზმა სახეში აასხა. იცოდა, რომ არალოგიკურად იქცეოდა, ლევნმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ და მხოლოდ თავისი ბანაკის უმწიკვლო რეპუტაციის პრეზერვაცია სურდა, მაგრამ შიგნით, სადღაც ხვდებოდა მისი სიტყვების ინორანტობას და მის თავკერძა განზრახვას, ამაზე კი თვალებში უბნელდებოდა.
სასწრაფოდ გააღო კარი გადმოხტა, პოლიციელებსა და ლევანს დაენახა. ბანაკის ხელმძღვანელს თვალები გაუფართოვდა, და გოგონა მიხვდა, რომ მისი ფერშეცვლილი ლოყა, ერთიანად მოჭმუჭნული ტანსაცმელი და დასერილი მაჯები დაინახეს. მკერდში თვითკმაყოფილება აუბუყბუყდა.
დაიხარა და თაბაგარს წამოდგომაში შეეცადა დახმარებოდა. მისი თანამცხოვრები ხმადაბლა გმინავდა და წამდაუწუმ გვერდზე იჭერდა ხელს. იგი სისინით გადმოძვრა დამთელი სიმძიმით დაეყრდნო მარიამს, გოგონამაც სწრაფად შემოხვია წელზე ხელი და მხარქვეშ შეუდგა. ბუნდოვნად, თვალის კუთხიდან დაინახა, თუ როგორ გადმოაგორეს თეთრ ხალათში გამოწყობილმა ექთნებმა საკაცე.
თეონა გაცხარებით ელაპარაკებოდა პოლიციელებს, რომლებიც თავებს უქნევდნენ და სასწრაფოდ რაღაცას იწერდნენ მომარჯვებულ წიგნაკებში.
ექთნებმა გვერდზე მიუყენეს საკაცე და თაბაგარმა კბილები დაკრიჭა, რომ ხმა არ გაეღო, მერე კი ზედ წამოწვა, ისე რომ მარიამისათვის ხელი არ გაუშვია, ისევ ჯიუტად ეჭირა მისი თითები. როცა ექთანმა გოგონას ეჭვით გადახედა, თაბაგარმა მას უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
-ესეც ნატკენია, მაჯები დაკაწრული აქვს. – თქვა მან და დაჟინებით გადმოხედა მარიამს. – ჩემთან ერთად წამოვა. – დაამატა მან და თავი უკან გადადო, მერე კი ძალაგამოცლილმა თვალები დახუჭა. ექთანმა გადმოხედა, ეჭვით აათვალიერა მარიამის მაჯები, მერე კი თავი ოდნავ დააქნია.
-შევხედავთ მაგასაც. – მოკლედ მოჭრა მან და საკაცე წააგორა, მარიამის სწრაფად გაჰყვა გვერდზე, თან შვებით სავსე სუნთქვა ამოუშვა. თეონას გადახედა, რომელიც ჯერ კიდევ გაცხარებით ესაუბრებოდა პოლიციელებს და გამეტებით იქნევდა ხელებს. დამ გადმოხედა და მარიამმა თვალით სასწრაფოზე ანიშნა, რაზეც თეონამ გაგებით დაუქნია თავი, მერე კი ისევ მის წინ გამოჭიმულ სამართალდამცავებს მიუბრუნდა.
მარიამმა სასწრაფოში ისკუპა და საკაცეს გვერდით მიუჯდა. გვერდით გაწევა რომც ნდომოდა, ამას ვერ გააკეთებდა, რადგან თაბაგარი ისევ მასზე ჩაჭიდებულიყო.
სასწრაფო დაიძრა, და მოულოდნელმა ბიძგმა მარიამი კინაღამ წააქცია. შეკრთა, როცა ექთნები წამსვე შემოეხვივნენ საკაცეს, ერთ-ერთმა პრიალა მაკრატელი მოიმარჯვა და ელვის სისწრაფით გაჭრა მისი თანამცხოვრების მაისურის წინა მხარე, მერე კი შეწუხებული სახით დააშტერდა გამოჩენილ სხეულს.
მარიამი შეძრწუნებული დააშტერდა. თაბაგარის მკერდი თითქმის მთლიანად დაეფარათ სისხლჩაქცევებს, მუცელზე რამდენიმე სისხლმდენი ნაფხოჭნი ჰქონდა. ექთანმა გვერდზე მოჰკიდა ხელი მას, ნეკნები მოუსინჯა და თაბაგარმა ხმამაღალი გმინვა ამოუშვა, გვერდზე გაიწია, რომ მის ხელს მოშორებოდა.
-კონტუზიები… კანის ზედაპირული დაზიანებები… სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი… – ისმოდა ექთნის ხმა, მაგრამ მარიამი მას ყურს არ უგდებდა, მისი ლაპარაკი საერთოდ არ ესმოდა. თაბაგარს დაყურებდა, ხვდებოდა, თუ რად დაუჯდა მას იქედან გამოპარვა და გული ეკუმშებოდა. საკუთარი გულმკერდი დაჭიმული და მტკივნეული მოეჩვენა.
-*-*-*-*-*-*-
როგორც ექთანმა თქვა, თაბაგარს გატეხილი ნეკნი აღმოაჩნდა. იგი ახლა პალატაში იწვა, სახვევებით დაფარული და ეძინა. მარიამს მაჯები დაუმუშავეს და შეუხვიეს, ახლა კი თანამცხოვრებთან ერთად იჯდა პალატაში და ხელებს იგრეხდა.
იცოდა, რომ მასაც გამოიძახებდნენ პოლიციაში, შეიძლებოდა წუთი-წუთზე შემოსულიყვნენ და განყოფილებაში წაეყვანათ, სადაც ახლა თეონაც უნდა ყოფილიყო. მისი დის სიტყვებზე დაყრდნობით კი ახლა ალბათ უკვე გააგზავნიდნენ ძალებს ლექსოს მოსაძებნად, რომ იგი დაეკავებინათ და ბრალი წაეყენებინათ…
მარიამი ისეთი დაძაბული იყო, რომ კუნთები უხტოდა და ერთნაირად კანკალებდა. ყველაფერი ისე გართულდა, ყველაფერი ისე აირია, რომ ამაზე ფიქრიც კი უჭირდა, სურვილიც კი არ გააჩნდა, რომ დაფიქრებულიყო. თითქოს მავთულხლართებს მოეცვათ მისი გონება, ტკენდა ამაზე აზრის გავლებაც კი.
არადა ეგონა რომ მშვიდობიანად გაატარებდა ზაფხულს, უყურებდა უამრავ სერიას, დახატავდა ათას რამეს და დაასრულებდა თავის პროექტს, სექტემბერში კი ისევ ჩვეულებრივად დაიწყებდა სწავლას, ისევ მოუწევდა მამამისის ქცევებისა და თეონას ამპარტავნობის ატანა, ისევ ყოველთვის მარტო იქნებოდა თავის ფიქრებთან.
მაგრამ არა. მარიამს არ სჯეროდა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა.
ჯერ ის იყო, რომ თაბაგარს შეხვდა, ბიჭი მალევე შეიჯავრა მისი ღორული საქციელისა და ქარაფშუტა ხასიათის გამო. შეჯავრება აბსოლუტურ სიძულვილსა და ზიზღში გადაეზარდა ტყეში მომხდარი ინციდენტის გამო. თაბაგარის გამო ძლიერი ასთმის შეტევა ჰქონდა, ფიზიკურადაც დაზიანდა და კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდა. ერთადერთი კარგი ამ ინციდენტიდან, მისი აზრით ის იყო, რომ თაბაგაის ნამდვილი სახე დაინახა. მიხვდა, რომ ამ გულგრილი ადამიანის სახის უკან, რომელსაც ყველაფერი ფეხზე ე*იდა საკუთარი ინტერესების გარდა, ცივი, შეუბრალებელი, სადისტი ცოცხლობდა, რომელსაც მარიამის დატანჯვა უნდოდა და გამოუვიდა კიდეც.
მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. მარიამს ვერც კი წარმოედგინა, რომ ტყეში დანახულ ადამიანს მადლობის თქმა ანდა რაიმე საჩუქრის გაკეთება შეეძლო. თაბაგარი თითქოს ერთიანად შეიცვალა. მარიამმა თავიდან მისი საქციელი სინდისის ქენჯნას მიაწერა, მაგრამ ნელ-ნელა ვეღარ შეძლო ყველაფრის სინდისთან გაიგივება. ძალიან გაუჭირდა ამასთან შეგუება, წამდაუწუმ ცდილობდა, რომ მიზეზი მოეძებნა, მიზეზი, რომელიც თაბაგარის ასეთ საქციელს აღწერდა. მეგობრობაზე მისმა თანამცხოვრებმა უარი უთხრა, მარიამს ჯერ კიდევ ახსოვდა ის მჟავე შეგრძნება პირში, როცა თაბაგარის სიტყვების მნიშვნელობას მიხვდა. „და ჰო, მე არა მგონია, რომ მე შენს მეგობრად ვითვლებოდე“, უთხრა მან და წამსვე გაანადგურა ის კომფორტი და თბილი შეგრძნება, რომელიც მარიამს მის გარშემო ყოფნისას ჰქონდა.
გოგონამ თავი გააქნია. არა, თაბაგარი ალბათ ცრუობდა.
სიმართლე რომ ეთქვა, ეს სიტყვები რომ ეგულისხმა, ახლა აქ აღარ იქნებოდა.
აღარ იქნებოდა საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე და მძინარე, ნეკნმოტეხილი და დალილავებული.
რამდენჯერმე მარიამმა წამიერად გაიფიქრა ის, რომ თაბაგარი ასე მხოლოდ მათი გულისათვის არ დაზიანდა, უბრალოდ საკუთარი თავის გამოხსნა უნდოდა იმ სატუსაღოდან, რომელშიც ლექსომ გამოამწყვდია, რომ მისი მეტოქისათვის სათანადო სამაგიერო მიეზღო.
მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, თაბაგარი რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აემოძრავებინათ ამ საქმეში, იმ ოთახში მასა და თეონასთან ერთად საერთდაც არ მოხვდებოდა. ეს ამბავი ხომ მას საერთოდ არ ეხებოდა? უბრალოდ მარიამს გამოეკიდა, როცა დიანახა, როგორ მიათრევდნენ მას უცნობი მამაკაცები და ამ დროს შეიპყრეს.
გოგონას თვალები აეწვა და ხელები ასწია, სახეზე აიფარა, რომ ქვითინი არ წასკდომოდა.
აცრემლებული შეაშტერდა თაბაგარის სახეს, მის შავ თმასა და დახუჭულ თვალებს ამოშავებული უპეებით, და მკერდში ნაზი გრძნობა დაუგროვდა.
შეკრთა, როცა უკნიდან კარის ოდნავი ჭრიალი მოესმა და სასწრაფოდ მოიწმინდა თვალები. ალბათ სამართალდამცავები მოვიდნენ და უნდა წაეყვანათ, როგორც მოწმე…
-როგორ არის? მითხრეს უკეთესადააო. – მოესმა ხმა უკნიდან და შეხტა, სკამზე მოტრიალდა, რომ ზღურბლზე დამდგარი ადამიანი დაენახა, რომელმაც კარი ზურგს უკან მიხურა და ისე შემოაბიჯა.
ოდნავ შევერცხლილი მამაკაცი იდგა, და ლურჯი თვალებით დაჟინებით დაშტერებოდა საწოლზე მძინარე ადამიანს. მარიამმა სწრაფად აათვალიერა, ოდნავი უნდობლობა მოაწვა მზერაში. მამაკაცს სავი ულვაში ჰქონდა, ასეთივე შავი თმა. დაძაბული იდგა, ტანზე ნაცრისფერი, კარგად მომდგარი კოსტიუმი ეცვა.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? – იკითხა მან და თვალები ოდნავ დაავიწროვა.
მამაკაცმა თაბაგარს თვალი მოსწყვიტა და წარბაწეულმა გადმოხედა.
-მე ამის მამა ვარ. ცოტნე თაბაგარი. – თქვა მან ბოლოს და ისევ მის თანამცხოვრებს გადახედა. მარიამს თვალები გაუფართოვდა, უნდობლობა წამსვე გაუქრა და ფეხზე წამოიჭრა ანერვიულებული. – თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით?
-მე… მე მისი თანამცხოვრები ვარ. – ამოილუღლუღა ძლივს, მამაკაცს ინტერესით ათვალიერებდა. ახლაღა ამჩნევდა მათ შორის მსგავსებას. ერთნაირი ცხვირი, ყბა და თმის ფერი ჰქონდათ ორივეს. მარიამს წამიერად მოეჩვნა, რომ გამოხედვაც ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ. – აი, ხომ იცით… ბანაკში…
-მე რომ ჩემი შვილი ბანაკში გავაგზავნე, არ მეგონა, თუ კისრის მოტეხვას დააპირებდა იქ. – ცივად განაცხადა კაცმა და მკლავები გადააჯვარედინა. – აბა მითხარით, ახლა ვიღას ეჩხუბა? ალბათ ზედმეტი მოუვიდა და ამის გამო ცემეს კარგად, არა?
მარიამს სახის ბაკვთები მოეჭმუხნა, მუშტები მთელი ძალით შეკრა და ხმამაღლა ამოისუნთქა. იცოდა, რომ ბატონმა ცოტნემ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ, მაგრამ ეს უფლებას არ აძლევდა რომ საკუთარ შვილზე ასე აგდებულად ელაპარაკა. მარიამი შეეცადა რომ ამბისათვის მეორე მხრიდანაც შეეხედა. ხვდებოდა, რომ ცოტნე თაბაგარი ამას შვილის ბევრჯერ მომხდარი საქციელიდან გამომდინარე ამბობდა, მაგრამ არ სურდა რომ ამის გამო მისი სიტყვები არ სწყენოდა. ამწუთას საშინლად განერვიულებული, დამფრთხალი და გაღიზიანებული იყო, და თაბაგარის მამის სიტყვებმა მასში თითქოს დამცავი ინსტინქტი აღძრა, რომელმაც ყველანაირ ლოგიკას გადააჭარბა.
-რატომ ამბობთ მაგას? – მკვახედ დაიწყო მან და წინ წაიწია, მუშტები უფრო მაგრად შეკრა, როცა ცოტნე თაბაგარმა მოულოდნელობისაგან წარბები შეკრა და ზემოდან დახედა, გაკვირვებულმა. მარიამმა თავისდაუნებურად მის მარცხენა არათითზე გაკეთებულ ვერცხლის ბეჭედს ჰკიდა თვალი. – თქვენ არ გაქვთ არავითარი უფლება, რომ ასე განსაჯოთ იგი, იმის მიუხედავად, რომ თქვენი შვილია და ალბათ მას უკეთესად იცნობთ, ვიდრე მე… მაგრამ იცით რა მოხდა? დიახ, მან იჩხუბა! დიახ, იგი ცემეს! მაგრამ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ საკუთარი თავი და ორი სხვა ადამიანი დაეცვა და გამოეთავისუფლებინა… – მარიამი ველური თვითკმაყოფილებითა და ერთგვარი, მწარე ნიშნისმოგებით უყურებდა, თუ როგორ ჩამოერეცხა ცოტნე თაბაგარს ოდნავ გაღიზიანებული გამომეტყველება, რომელიც განცვიფრებულმა, ოდნავი შიშითა და აღშფოთებით აღსავსე თვალებმა შეცვალეს. – ალბათ ეს არ იცით, მაგრამ თქვენი შვილი მოიტაცეს, დაატყვევეს ჩემთან და ჩემს დასთან ერთად და ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ მე ჯერ კიდევ აქ ვდგავარ…
მარიამს სიტყვა გაუწყდა და მოულოდნელობისაგან გული ყელში მოებჯინა, როცა ცოტტე თაბაგარი წინ წამოიწია, მხრებში ხელები ჩაავლო და ძალით დასვა სკამზე, მერე კი საწოლის ბოლოში დამდგარი სკამი მოითრია და გვერდით მიუჯდა.
-ვინ? – იკითხა მან. ერთიანად დაძაბულიყო, სახე გადაფითრებოდა და წამდაუწუმ თავის შვილს გადახედავდა, თითქოს ეშინოდა რომ არ გამქრალიყო.
-ლექსო მახლაური. – ხმადაბლა უპასუხა გოგონამ. – ალბათ გეცოდინებათ…
-ვიცი, ვიცი, როგორ არ ვიცი. – ცოტნე თაბაგარმა სახესთან ხელი მიიტანა და მარიამმა შეამჩნია, რომ მას თითები ოდნავ უთრთოდა. – და რატომ? როგორ მოახერხეთ ასეთ ამბავში გარევა? ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა…
მარიამი უყურებდა მამის გაფითრებულ თვალებს, შეწუხებულ გამომეტყველებას და მთრთოლვარე თითებს და გრძნობდა, თუ როგორ აწვებოდა კისერში სინდისის ქენჯნა. თაბაგარის უზომოდ მადლობელი იყო, იცოდა, რომ მან ეს მისთვის, მათთვს გააკეთა და ეს განუზომელ სიამოვნებასა და იმ ნაზ გრძნობას ანიჭებდა, მაგრამ მამამისის დანახვისას თითქოს თავიდან მიხვდა, თუ რაში გახვია იგი.
-მაპატიეთ. – ამოღერღა მან, თავი დახარა, ცოტნე თაბაგარს სახეში ვეღარ უყურებდა. – სულ ჩემი ბრალია… მე გამომყვა, როცა დაინახა, თუ როგორ მტენიდნენ მანქანაში, მისი ბრალი არაფერი არაა. – მარიამს მზერა დაებინდა, მკერდი მოეკრუნჩხა, იგრძნო, როგორ მოაწვა თვალებში ცრემლები. – მე მართლა არ მინდოდა, არ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა… მე მაპატიეთ…
გოგონა შეკრთა, როცა მის მხარზე მძიმედ დაეშვა ხელი და შეეცადა ცრემლები მოეწმინდა, რომლებიც უბოდიშოდ ჩამოგორებოდნენ ლოყებზე.
-შენი კი არა, იმ მახლაურის ბრალია, გასაგებია? – გაისმა ცოტნე თაბაგარის ხმა, მაგრამ მარიამი არ განძრეულა, ისევ ჯიუტად დაეხარა თავი და ხელებით მაგრად ჩაჭიდებოდა საკუთარ მუხლებს. – მე კარგად ვერ გავიგე, ამწუთას აქ რა ხდება, მაგრამ რაც თქვი, ის საკმარისია იმისათვის, რომ საერთო ამბავი აღვადგინოთ. მახლაურმა რაღაც მიზეზის გამო განიზრახა თქვენი გატაცება, გიორგიმ დაინახა ეს და შეეცადა თქვენს დახმარებას, მერე კი ისიც წამოიყვანეს თქვენთან ერთად, რადგან მოწმე იყო. ასე არ არის? – იკითხა მან. მარიამმა სწრაფად დაუქნია თავი და ოდნავ შეკრთა, როცა მისკენ გამოწვდილი ხელსახოცი დაინახა. მადლობა ჩაიბურდღუნა ხმადაბლა, ერთიანად უხერხულობისაგან ალეწილმა, და სახე მოიწმინდა.
-შენი და და მშობლები სად არიან? – ჰკითხა კაცმა. – შენი დაც ცუდად ხომ არ არის?
-არა, არა, თეონა ალბათ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს… ჩემთანაც მოვლენ, რომ როგორც მოწმე წამიყვანონ. თქვენს შვილს ვერ წაიყვანენ ჯერ, მაგრამ მასაც მოუწევს მოწმედ გამოსვლა. ჩემი მშობლები… დედა არ მყავს, მამა კი აქ ვერ მოვა. – თქვა გოგონამ და თავი ასწია, ცხვირი მოიწმინდა, არ სურდა მამამისზე ზედმეტი ინფორმაცია გაეცა. ცოტნე თაბაგარმა ინტერესით მოათვალიერა იგი.
-თქვენ მეგობრები ხართ? – ჰკითხა მან და მარიამმა წარბები ასწია, თვალები კიდევ ერთხელ მოიწმინდა და ყოყმანით გადახედა თაბაგარს. მისი თანამცხოვრების გადახვეული მკერდი რიტმულად იწეოდა და ეშვებოდა, და მარიამს უცებ მოეჩვენა, რომ იგი ოდნავ შეინძრა, თითქოს იღვიძებდა, მაგრამ თავი სწრაფად მოატრიალა. ისევ გაახსენდა მისი სიტყვები მათი თითქოსდა არარსებული მეგობრობის შესახებ, მაგრამ საკუთარ თავს აიძულა რომ წამიერად დაევიწყებინა ისინი.
-დიახ. – ამოილუღლუღა ბოლოს. – მეგობრები ვართ, თანამცხოვრებლები. – დაამატა მან, და ცოტნე თაბაგარს ახედა, რომელიც ინტერესით, ოდნავ თვალებმოჭუტული დაჰყურებდა.
-აჰა. – თქვა მან ბოლოს და უსიტყვოდ გადახედა თავის შვილს, სახის ნაკვთები ისევ მოეჭმუხნა. ეტყობოდა, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან უკნიდან კარის რახუნი გაისმა და ორმა პოლიციელმა შეამობიჯა. მარიამი ფეხზე წამოიჭრა.
-მარიამ გურამის ასული ხატიაშვილი? – იკითხა ერთ-ერთმა და თვალებგაფართოებულმა გოგონამ თავი დაუქნია. – განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ. თქვენი და და მამა იქ გელოდებიან. – მკაცრად თქვა ჩასუქებულმა სამართალდამცავმა და კარისაკენ მიანიშნა. მარიამმა ძალაუნებურად ცოტნე თაბაგარს გადახედა, რომელიც ასევე წამომდგარიყო და მოღუშული მიშტერებოდა კართან მდგარ ორ ადამიანს.
-მაშ კარგი… – ამოიხვნეშა მარიამმა. – ნახვამდის, ბატონო ცოტნე, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. – მან თაბაგარს გადახედა. – კარგად იქნება. – დაამატა ბოლოს და უკანმოუხედავად გაიარა კარში.
პოლიციელები წამსვე მხარში ამოუდგნენ და როგორც კი გარეთ გავიდნენ, მაშინვე სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში.
-მამას დაუკავშირდით თუ როგორ გაიგო ამ ამბის შესახებ? – სიჩუმე დაარღვია გოგონამ. მგზავრის სავარძელში მჯდომმა პოლიციელმა, რომელსაც, როგორც მარიამმა წეღან შეამჩნია, გვარი „მახარაძე“ ჰქონდა დაკრული, წარბაწევით გადმოხედა.
-ჩვენ მოვიყვანეთ. – თქვა მან ბოლოს.
მარიამმა მუხლებს ხელები მოუჭირა, უფრო მეტად აფორიაქდა.
-თქვენ… მახლაური ხომ არ გიპოვიათ? – ფრთხილად იკითხა მან.
-არა. – მოკლედ მოჭრა მახარაძემ. – მაგრამ მალე იპოვიან. საათში ან საათნახევარში განყოფილებაში იქნება და ბრალს წავუყენებთ მასა და მის სუბორდინატებს.
-თეონამ ყველაფერი მოგიყვათ მომხდარის შესახებ? – იკითხა გოგონამ, რაზეც მახარაძემ წარბები შეკრა.
-რას გულისხმობთ ყველაფრით? – კითხვა შეუბრუნა მან. – ჩვენთვის ყველაფერი და თქვენთვის ყველაფერი შეიძლება ბევრად განსხვავებული იყოს. ცალკე დაგკითხავთ და იმედია რომ თქვენს ყველაფერს მოგვიყვებით.
-კი, კი, რა თქმა უნდა! – წინ წამოიწია მარიამი. – ყველანაირად შევეცდები რომ დავეხმარო გამოძიებას! – დაჰპირდა იგი.
მახარაძემ გაიცინა და მიტრიალდა.
-*-*-*-*-*-*-
მარიამმა ტუჩები მოკუმა, ნერვიულობით აღსავსე მიშტერებოდა მის წინ წამოჭიმულ, კოსტიუმსა და ყელში ჩაჭერილ მწვანე ბლუზაში გამოწყობილ გამომძიებელს, რომელიც ქაღალდებს შლიდა. ქალმა მთელი ხუთი წუთი მოანდომა მისი სტატუსის, შემდეგ მარიამის სტატუსის, შემდეგ კითხვების ხასიათის ახსნას, რაც, გოგონას აზრით, საჭირო საერთოდ არ იყო.
-იცნობთ პიროვნებას სახელად ალექსანდრე გიორგის ძე მახლაური? – დაიწყო მან და მარიამს გამჭოლი, თითქმის შავი მზერით დააშტერდა. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.
-დიახ, ვიცნობ. – უპასუხა მან.
-სად გაიცანით ზემოხსენებული პიროვნება? – ქალმა ქაღალდები გადაფურცლა და თვალებმოჭუტულმა ჩახედა.
-საზაფხულო ბანაკ „საზაფხულო მზეში“. კონსტრუქციაზე გავიცანი. – გოგონამ კისერი წაიგრძელა, რომ ქაღალდებში ჩაეხედა, მაგრამ ქალმა ახლოს მოიწია ისინი და კალამი მოიმარჯვა.
-ოდესმე ახლო კონტაქტში შესულხართ მასთან? და როგორ დაახასიათებდით თქვენს ურთიერთობას? ოდესმე გქონიათ კონფლიქტი თქვენს გატაცებამდე? – თქვა მან ისე, რომ მისკენ არც კი ამოუხედია.
-დიახ. კაბინაში ვესტუმრე, მე, მისი თანამცხოვრები და თვითონ ვიყავით. ერთხელ ჩემი თანამცხოვრებიც გვესტუმრა. ზღვაზეც ვიყავით ერთად, ჩვენ ოთხნი… მე, იგი, და ჩვენი თანამცხოვრებლები. – გოგონამ ამოიხვნეშა. – ჩვენი ურთიერთობა… ადრე მეგონა, რომ მეგობრები ვიყავით, ახლა აღარ. აქტიური კონფლიქტი კი არ გვქონია, არასოდეს არ წაგვიჩხუბია. პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო ინტერაქცია გვქონდა. მაგრამ გატაცებამდე ასე ხუთიოდე დღით ადრე თითქოს ჩამომშორდა, აღარ მელაპარაკებოდა. არა მარტო მე, არამედ თავის თანამცხოვრებსაც არ ელაპარაკებოდა.
-ალექსანდრე მახლაური ოდესმე ბანაკიდან გასულა? ეჭვი ხომ არ შეუქმნია თქვენში მის მოძრაობას? – ქალმა კალამი დადო და ამოხედა.
-რა თქმა უნდა. ჩვენ თავისუფალი დღეები გვქონდა, ზღვაზე გავდიოდით. კვირაში ერთხელ ქალაქში ჩავდიოდით, მარშუტით, პროდუქტის საყიდლად. ქალაქში მე ჩემს საქმეზე მივდიოდი, ამიტომ არ ვიცი, თუ სად მიდიოდა იგი, ამიტომ ვერ დაგიკონკრეტებთ… ისე არა, ეჭვი არასოდეს მქონია. მხოლოდ ჩემი დის სიტყვების შემდეგ გამიჩნდა… – მარიამმა წარბები შეკრა.
ქალმა ოდნავ გაიღიმა და რაღაც ჩაინიშნა წიგნაკში.
-ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ ამ სიტყვებს? – ჩაეკითხა იგი.
-თეონამ თქვა, რომ ეს სიტყვები ლექსო მახლაურმა მაშინ წარმოთქვა, როცა ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო. – თქვა მარიამმა და წარბები შეკრა, ზუსტად უნდა გაეხსენებინა დის ნათქვამი. – თქვა, რომ მისი გამოხედვა არ მოეწონა, რომ კომპანიასა და თანხებზე ლაპარაკობდა, და კიდევ უთქვამს „სულ ცოტაც“, რაც იმ დროს ჩვენთვის გაუგებარი იყო. მაშინღა მივხვდით, როცა მეორე დღეს მანქანაში ჩაგვტენეს…
გამომძიებელმა კიდევ უამრავი კითხვა ატაკა, მარიამი ყველანაირად ცდილობდა, რომ ამომწურავად გაეცა პასუხი, მაგრამ საშინლად დაღლილი იყო, თან იცოდა, რომ ამას უფრო მეტი მოჰყვებოდა, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა განზრახ გატაცებაზე. თითოეულ დეტალს, რაც ახსოვდა, აღწერდა, ყველაზე მეტად სატუსაღოში ყოფნაზე დასმულ კითხვებზე დაიღალა. ქალს ყოველი ნიუანსი აინტერესებდა, კითხვებს ატრიალებდა და თითქოს რამდენჯერმე უსვამდა ერთსა და იმავეს. მარიამი ხდებოდა, რომ ეს იმისათვის იყო, რომ გამოძიებას რაც შეიძლებოდა ნათელი სურათი ჰქონოდა მომხდარის შესახებ, მაგრამ მის ლოგიკურ მსჯელობას გადაღლილი, სახსრებში მტეხი სხეული და თითქმის ცარიელი კუჭი აპროტესტებდნენ.
იმ ღამესვე სახლში გადაიყვანეს, საქმეს დედაქალაქის განყოფილება აიღებდა საკუთარ თავზე. მარიამი ჯერ ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ როცა ტრასაზე მიმავალ მანქანაში ჯანყალებდა მის გვერდით მძინარე, გასავათებულ თეონასთან ერთად, უცებ მიხვდა.
მახლაური დააკავეს, როგორც მახარაძემ თქვა, და დაკითხვის დროს მან ყველაფერი დაფქვა გურამ ხატიაშვილის თაღლითობის შესახებ, რაც სერიოზული საქმე იყო, თან მათი ქონება დედაქალაქში მდებარეობდა. მარიამი თვითონ ყველანაირად შეეცადა ამ გატაცების მიზეზზე დასმული კიტხვები თავიდან აერიდებინა, თუმცა გამომძიებელსაც ბევრი არ დაუსვამს ამის შესახებ. ალბათ მას ეგონა, რომ ახლაურს დაიჭერდნენ და სწორედ ის იტყოდა ყველაფერს.
მარიამი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ მამამისს მსჯავრდებულის სკამზე იხილავდა. მაგრამ იხილა და ჩვენების მიცემა, იმ სიტყვების თქმა, რაც აუცილებელი იყო, საშინელი აღმოჩნდა მისთვის. ყოყმანობდა, სიტყვებს წელავდა, მამას თვალს არიდებდა. რატომღაც თაბაგარის სიტყვები ახსენდებოდა მართლმსაჯულებაზე. თუ ეს სწორი იყო, თუ ეს ის იყო, რაც უნდა გაეკეთებინა და რაც უკეთესი იყო, მაშინ რატომ გახლდათ ეს ყველაფერი ასეთი მტკივნეული?
და თითქმის იგივე პროცესი რატომ ანიჭებდა თვითკმაყოფილების გრძნობას, როცა ლექსო მახლაურის სახეს უყურებდა მსჯავრდებულის სავარძელში? ეს ხომ აბსოლუტურად იგივე პროცესი იყო, ორივე ინციდენტი მტკივნეულად გადაიტანა. მხოლოდ ადამიანი, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა, იყო შეცვლილი.
„რამდენს ნიშნავს პირადი დამოკიდებულება…“ გაიფიქრა მან, როცა მოწმის ადგილას წამომდგარ გიორგი თაბაგარს უყურებდა, მის სახეს, თმასა და ნაკვთებს ათვალიერებდა და ამდენ დაძაბულ მომენტებში პოულობდა იმ ერთ, კომფორტულ და ბედნიერ კადრს.
მაგრამ ვერაფერი ვერ აღწერდა იმ ორ, სრულიად სხვადასხვანაირ ემოციას, რომლებიც ორი ვერდიქტის მოსმენისას განიცადა.
-ალექსანდრე გიორგის ძე მახლაურს, სამი მძევლის აყვანის საფუძველზე, რაც შესრულებული იყო იმისათვის, რომ ეიძულებინათ ახლობელი პირი, კონკრეტულად კი გურამ ხატიაშვილი გადაეცა მათთვის გამომსასყიდი და საბუთები, ნაფიცი მსაჯულების ერთხმა გადაწყვეტილებით, მიესაჯოს შვიდი წელი.
-გურამ სანდროს ძე ხატიაშვილს, ტაღლითობის საფუძველზე, რაც წინასწარი განზრახვით შესრულებული იყო იმისათვის, რომ ექსპლუატაცია გაეკეთებინა პატნიორი კომპანიისათვის, ნაფიცი მსაჯულების ერთხმა გადაწყვეტილებით მიესაჯოს ოთხი წელი.
ერთზე მარიამს ისე გაუხარდა, რომ წამიერად სინდისის ქენჯნაც კი იგრძნო იმისათვის, რომ სხვისი უბედურება უხაროდა.
მეორეზე თვალებში ჩამოუბნელდა, თითქოს მეხი დაეცა და ერთიანად გააშეშა.
მის მარჯვენა მხარზე თეონა დაეშვა და მის მკლავზე ცაჭიდებულმა ისტერიული ტირილი მორთო. მის გვერდით დამჯდარმა თაბაგარმა მაგრად ჩასჭიდა, მისკენ გადმოიხარა და შუბლი მის საფეთქელს შეახო, და გოგონამ იგრძნო, როგორ დაუარა განუზომელმა სითბომ.
მაგრამ გოგონა მხოლოდ მამის სახეს ხედავდა, რომელიც ნელა გაჰყავდათ დარბაზიდან სამართალდამცავებს და გრძნობდა, როგორ ისადგურებდა მის მკერდში გამოღრუებული, ყრუ სიცარიელე.

 

-*-*-*-*-*-*-16
სასტუმრო ოთახში სიჩუმე იდგა, იმის მიუხედავად, რომ იქ სამი ადამიანი ჩამომჯდარიყო. მარიამი ტახტზე იჯდა, ჟურნალის მაგიდას მიშტერებოდა უსიტყვოდ და თითებს სახელურზე აკაკუნებდა. თეონა მის გვერდით ჩამომჯდარიყო და საკუთარ თითებს ჩაშტერებოდა, მის პირდაპირ კი თაბაგარი იჯდა და დაჟინებით უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს.
მუქ მწვანედ შეღებილ კედელზე ჩამოკიდებული ვერცხლისფერი საათი ტიკტიკებდა. მოსაღამოვებული იყო, უშველებელ ფანჯარაზე ჩამოკიდებული შავი ფარდები ოდნავ გადაეწიათ და გარედან ლამპიონების მჭახე, ყვითელი სინათლე შემოდიოდა.
ერთი კვირა დასჭირდა თაბაგარს მისი და თეონას დაყოლიებისა, რომ მის ბინაში გადასულიყვნენ. მარიამი მთელი თავისი ძალით ებრძოდა ამ შემოთავაზების რეალიზაციაში მოყვანას, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა, რადგან გრძნობდა, ორივენი იქ ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ამის მიუხედავად მაინც სახლში ერჩივნა ყოფნა, ფრთხილად იქნებოდნენ, თან მამას მათთვის ნაგროვები ფული ჰქონდა დატოვებული ბანკში, რომელსაც თავისუფლად გამოიყენებდნენ, როცა დასჭირდებოდათ.
მაგრამ მისი სურვილი იმას არ ცვლიდა, რომ დღეს მთელი დილა და ნაშუადღევი ბარგის ჩალაგებას მოანდომა თეონასთან ერთად, თაბაგარმა მოაკითხათ და ახლა მის ბინაში ისხდნენ.
-როდემდე აპირებთ ასე ჯდომას? – იკითხა თაბაგარმა მობეზრებული გამომეტყველებით და ფეხი ფეხზე გადაიდო. – ვიცი, რომ მამათქვენის ამბავს ძალიან განიცდით, სახლიც შეგეცვალათ და ამასაც განიცდით, მაგრამ…
-სწორედ მაგაშია საქმე. – მკვახედ შეაწყვეტინა მოღრუბლულმა მარიამმა. – ძალიან განვიცდით და მორჩა.
-მაგ არ არის მიზეზი იმისათვის, რომ ასე იჯდე და არაფერი აკეთო, როცა ჩემოდნები ამოსალაგებელი გაქვთ ორივეს. – თავი გადააქნია თაბაგარმა. – უკვე ნახევარი საათია, რაც აქ მოვედით და ჯერ კიდევ არ განძრეულხართ.
-როგორ არ არის მიზეზი ეგ? – ბრაზიანად მიმართა თეონამ. – მამა ციხეში ჩასვეს, როგორ არ გესმის? მამაშენი რომ ჩაესვათ, რას გააკეთებდი?
-ყოველ შემთხვევაში, იმას არ გავაკეთებ, რასაც თქვენ აკეთებთ. ანუ უაზროდ ჯდომას, გასაგებია? – წარბები შეკრა თაბაგარმა და ხმას აუმაღლა. – ორივე მაკვირვებთ. ერთი კვირა გავიდა უკვე, ნუთუ მამათქვენს ენდომებოდა რომ ასე მოქცეულიყავით ჯერ კიდევ? – წარბები ასწია მან და მარიამს სახეზე დააშტერდა. გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა და გვერდზე გაიხედა. – არა, არ ენდომებოდა. ზაფხული უკვე დამთავრდა, წარმოგიდგენია? მთელი სექტემბერი და ოქტომბრის ნახევარი აცდინე ამ ამბის გამო, მაგრამ… რას აპირებთ? მარიამ, შენ ხომ სტუდენტი ხარ, ნუთუ უნივერსიტეტში არ დაბრუნდები იმის გამო, რომ განიცდი?
-რა სისულელეა. – მწარე ტონით მოუჭრა მარიამმა. – რა თქმა უნდა არ შევწყვეტ სწავლას, მაგ საიდან მოიტანე? უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, სულ ესაა.
-რა უაზრობაა. – დაიფრუტუნა თაბაგარმა. – ასე თუ გააგრძელებთ, სწავლა კი არა, დილით ფეხზე ადგომაც კი დაგეზარებათ…
-მორჩები? – ხმას აუწია მარიამმა. – გავიგე, მივხვდი, რატომღა აგრძელებ? თუ არ გესმის, რას გეუბნებით, ჰა? ჩვენც გაგვიგე… ვიცი, რომ ამწუთას ცოტა არაბუნებრივად ვიქცევი, მაგრამ ნუთუ არ მაქვს ამის საბაბი? და ის, რომ ახლა შენს ბინაში ვიცხოვრებთ ცოტა ხნით, იმას არ ნიშნავს, რომ მბრძანებლობა დაგვიწყო და აქეთ-იქით მოგვისროლო შენს ჭკუაზე.
-ჯერ კიდევ ვერ გავიგე, თუ რატომ დავთანხმდით ამის შემოთავაზებას… – წაიდუდუნა თეონამ და იჭვნეულად გადახედა თაბაგარს. – ბოლოს და ბოლოს, ჩვენს სახლში გადასარევად მოვახერხებდით, მამას ფული აქვს დატოვებული, შეგვეძლო რომ რომელიმე ჩემს მეგობართან დავრჩენილიყავით, მაგალითად თამთასთან და ხატიასთან, ანდა მადისთან, უშველებელი გარდერობი აქვს, მეც მინდა ეგეთი, კიდევ შეიძლება ნინისთან…
-სამწუხაროდ, გამომძიებლის აზრით, ჯობია რომ მამაჩვენის სახლში არ დავრჩეთ, ხომ მოვისმინეთ ეს უკვე… – ამოიხვნეშა მარიამმა და თავის ჯინსის შარვალს ჩააშტერდა. – შეიძლება რომ კიდევ არიან თანამზრახველები, მაგალითად რომელთა სიცილიც ჩვენ გავიგონეთ, როცა სახლიდან გამოვიქეცით… ისინი კი ჯერ არ უპოვიათ. შეიძლება მათ შური იძიონ და სახლში მოგვაკითხონ, ამიტომ აქ უფრო უსაფრთხოა.
-ჰო, თეონა… – დაიწყო თაბაგარმა და მას ბრაზით სავსე მზერა სტყორცნა. – ძალიან კარგადაც შეგიძლია წაბრძანდე შენს მეგობართან, ისე.
-რაო? – წარბები შეკრა და ისე წაილუღლუღა თეონამ. – რატომ? რაო, მაგდებ?
-ნაწილობრივ კი. – ცალყბად გაუღიმა თაბაგარმა და მარიამმა წარბი ასწია, აშკარად გაღიზიანებულ, ალეწილ თეონას გადახედა. – უბრალოდ უკეთესი იქნება, თუ ორივე ერთ სახლში არ ხართ. უფრო ნაკლებად აიღებენ თქვენს ახალ საცხოვრებელზე ეჭვს, თუ ხვდებით რას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
თვითონ განცვიფრებამ დაუარა. არ სჯეროდა, რომ თაბაგარმა ასეთი შემოთავაზება გააკეთა. მისი პრინციპით მოქმედება უფრო იოლი იყო, ამიტომაც მისი მოტივიც გასაგები იყო, მაგრამ რატომ ეუბნებოდა ამას თეონას და არა მარიამს? რატომ თვითონ არ იჯდა ამწუთას გაღიზიანებული, მისი დის მაგივრად? არადა დარწმუნებული იყო, რომ თაბაგარს სწორედ თეონას გამო უნდოდა მათთან ცხოვრება, მარიამი კი უბრალოდ ზედმეტი ბარგი იყო, რომელიც აუცილებლობის გამო შეიფარა მისმა თანამაცხოვრებმა. იჯდა და უსიტყვოდ მიშტერებოდა თაბაგარს, რომელიც ჯერ კიდევ იღიმებოდა.
ნეტავ რას ფიქრობდა იგი? ახლა რა უტრიალებდა თავში?
გოგონა თან ცდილობდა, რომ არაფერი შეემჩნია, რომ სახეზე არაფერი გამოხატვოდა, რომ მათ არ შეემჩნიათ და ათასი კითხვა აღარ დაესვათ.
-მე გავიგე. – ხელი ასწია მარიამმა და თეონას განცვიფრებულ გამომეტყველებაზე გაეცინა. მის დას სახე მოეჭმუნა.
-მაშინ მე გავედი. ქალაქში გავისეირნებ და რაღაც-რაღაცებს ვიყიდი. – თქვა თეონამ და ფეხზე წამოდგა, მერე კი მწველი მზერა სტყორცნა თაბაგარს. – არც კი მჯერა რომ ჩემი აქედან გაგდება გინდოდა. იცი რა? – თქვა მან უცებ, და სახე უშველებელმა ღიმილმა კინაღამ გაუხია. მან წამსვე თაბაგარისაკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი. – მიგიხვდი! შენ მარიამთან გინდა მარტო დარჩე და ამიტომ მაგდებ, ხომ?
მარიამს ყბა ჩამოუვარდა და თვალები კინაღამ გადმოსცვივდა. გაშტერებული მისჩერებოდა თეონას, რომელსაც ტრიუმფატორული გამომეტყველება ეხატა სახეზე და რატომრაც ძალიან ბედნიერიც ჩანდა. მარიამმა ძლივს მოახერხა მზერის თაბაგარისაკენ მიტრიალებდა, რომელიც ასევე განცვიფრებული შეშტერებოდა თეონას.
„იმასაც ისევე გაუკვირდა, როგორც მე…“ გაიფიქრა მარიამმა და ხელები ოდნავ მომუჭა, სახის გამომეტყველება შეეცვალა, ღიმილიც ჩამოერეცხა. „ ესე იგი ისიც ფიქრობს, რომ სისულელე წამოროშა თეონამ.“ გაუელვა ისევ გონებაში და თავისდაუნებურად გული ჩასწყდა. თაბაგარს ოდნავი ნაღველით შეშტერებოდა და გულმკერდი სტკიოდა.
-რას ამბობ, თეონა? – გაიცინა მან უცებ, იმის მიუხედავად, რომ ეს სიცილი მის სახეზე უცხოდ და შეუფერებლად ეჩვენებოდა, თითქოს ეხამუშებოდა კიდეც. – რა სისულელეა… თაბაგარს ჩემთან მარტო დარჩენა უნდოდეს? ეგ რომ ნდომოდა მთელი ეს ხანი და კაბინაში არ გავეწვალებინე, რა ბედნიერება იქნებოდა… პლუს, ალბათ ამწუთას სწორედ შენს გამო ვარ აქ და არავითარი სხვა მიზეზის გამო. – მან მზერა თეონასკენ მიატრიალა, რატომღაც თვალები ეწვოდა, და არ სურდა თანამცხოვრებისათვის შეეხედა. – თუ ვინმე უნდა წავიდეს აქედან სხვაგან საცხოვრებლად, ეს მე ვარ.
სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამი უსიტყვოდ მიშტერებოდა თეონას სახეს, რომელსაც განცვიფრებული გამომეტყველება მიეღო.
-ვერ გავიგე. – გაისმა უცებ თაბაგარის დაჭიმული, დაბალი ხმა და გოგონამ სწრაფად მოატრიალა თავი. მისი თანამცხოვრები წინ გადმოწეულიყო სავარძელში და სახეზე გაღიზიანებული გამომეტყველება ეხატა, თვალები ანთებოდა და ხელები სავარძლის სახელურებზე დაჭიმულიყვნენ. – გესმის საერთოდ, ახლა რას ამბობ?
-აჰა… – ხელები ასწია თეონამ. – ჰო, იცით რა? თქვენ დაილაპარაკეთ, მე ახლა გავდივარ…- იგი თითქმის სირბილით გავარდა კარიდან, მაგრამ სანამ გაუჩინარდებოდა, მარიამს კიდევ ერთი მზერა სტყორცნა, რომელიც გაკვირვებას გამოხატავდა. – დღეს შეიძლება მადისთან დავრჩე, ამიტომ არ დამელოდოთ! -გაისმა მისი ყვირილი შემოსასვლელიდან და კარის გაჯახუნების ხმა გაისმა, ისეთი, რომ კედლები შეზანზარდნენ.
ბინაში სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამი ჯერ კიდევ მეზობელ ოტახში გასასვლელ კარს მიშტერებოდა, რომელშიც თეონა გაუჩინარდა. ვერ გაეგო, თუ რატომ გაიქცა მისი და. იქნებ იმის გამო, რომ ეს უხერხული საუბარი თავიდან აეცილებინა? „ჰო, ალბათ ამის გამო მოიქცა ასე…“ გაიფიქრა გოგონამ და ხელები ერთიანად დაეძაბა. გვერდიდან თაბაგარის დაჟინებულ მზერას გრძნობდა და სახეზე წვა იგრძნო.
-მიპასუხე. -თაბაგარის ხმამ გამოაფხიზლა და ნელა მოტრიალდა, თანამცხოვრებს მზერა გაუსწორა. იგი ისევ მოღუშული, და დაბნეული მიშტერებოდა. – შენ ხუმრობდი, თუ რა იყო წეღან ეს? ვერ გავიგე, რა იგულისხმე…
-რა არის აქ გაუგებარი? – წარბები შეკრა გოგონამ. – მგონი, ძალიან გასაგებად ვთქვი ყველაფერი, არა? შენ უბრალოდ თეონასთან ყოფნა გინდოდა, თავიდანვე ასე არ იყო ეს? ყოველთვის თეონა… იმაში არ გაგიმართლა, ერთადერთი, რომ მასთან კაბინაში ვერ მოხვდი და ჩემთან მოგიწია ცხოვრება… რა საშინელი იყო, არა? – მარიამი ფეხზე წამოდგა, ზემოდან დაჰყურებდა თაბაგარს და მთელი გულით იმედოვნებდა, რომ იგი ვერ ხედავდა მის გადაგლესილ თვალებს. – ახლა კიდევ გაქვს საშუალება ჩემს დასთან ცხოვრებისა, გილოცავ. ხელს გიშლით, ის კი არა, მე უნდა წავიდე. – გოგონამ მკლავები გადააჯვარედინა და შეეცადა წარბები შეეკრა, იმის მიუხედავად, რომ სახის ნაკვთები უთრთოდა, უბრალოდ სურდა, რომ სახე მოეჭმუხნა და თვალებში დაგროვებული, მოღალატე ცრემლები მოეწმინდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
თაბაგარის გამომეტყველება მოულოდნელი იყო. იგი გაშტერებული, თავლებგაფართოებული მისჩერებოდა, თვალებში გულწრფელი დაბნეულობა ეხატა.
-მე მაინც ვერ გავიგე. – თქვა მან ბოლოს და იჭვნეულად, დაჟინებით ჩახედა მარიამს თვალებში. – შენ რა გგონია, რომ მე თეონა მიყვარს? – წარბები შეკრა მან და სახეზე ისეთი გულწრფელად გაოცებული გამომეტყველება ეხატა, რომ მარიამი შეცბა, უხერხულად შეიშმუშნა.
-ჰო, ზუსტად მასე მგონია. რა, არა? – იკითხა დაბნეულმა. თაბაგარს თვალები უფრო მეტად გაუფართოვდა, მერე კი დაუვიწროვდა და ხმამაღალი ქშენით გადავარდა სავარძელში.
-არადა მეგონა, რომ ჭკვიანი იყავი. – ხმადაბლა თქვა მან და მარიამს მოულოდნელობისაგან ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე კი გაღიზიანება აუგროვდა მკერდში. იგრძნო, როგორ აუწითლდა ბრაზისაგან სახე.
-რაო? – მიახალა მან. – რას ბოდავ? ამიხსნი თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რას გულისხმობ?
-მე მეგონა, რომ აშკარა იყო ეს ყველაფერი და არ მომიწევდა უაზრო სიტყვების დახარჯვა… – ხელი გაიქნია თაბაგარმა და ოდნავი გაღიზიანებით ამოხედა. – თეონაც კი მიხვდა, შე სულელო! შენი აზრით, რატომ გიყიდე საჩუქარი, რატომ დაგდევდი სულ უკან, შენს გვერდით რატომ მეძინა ამდენი ხანი? რატომ გამოგეკიდე, როცა დაგინახე, რომ იმ ვირებს მიყავდი, ჰა? აბა მითხარი, რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის უკან?
მარიამს ყბა მოეღრიცა, უსიტყვოდ დაჰყურებდა თაბაგარს. რამდენჯერ გაუვლია გონებაში თითქოსდა აშკარა მიზეზი ყველა იმ უცნაური საქციელისათვის, რასაც მისი თანამცხოვრები აკეთებდა, მაგრამ არ სურდა რომ ეს დაეჯერებინა. ეს მისთვის უბრალოდ მიუღებელი იყო, იგი და თაბაგარი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, ისინი სხვადასხვანაირი ადამიანები იყვნენ, თან არ ესმოდა, თუ რატომ უნდა აღძვროდა მის მიმართ გრძნობები თაბაგარს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
ამიტომ თავი გააქნია და შეტრიალდა.
-არ ვიცი. – მოკლედ მოჭრა მან და ტახტს შემოუარა, რომ ჩემოდანი აეღო და თავისი დროებითი საძინებლისაკენ გაეთრია, უამრავი საქმე ჰქონდა დაძინებამდე. – მე მივდივარ. ესე იგი, რომელ ოთახში…?
მარიამმა სიტყვა ვეღარ დაამტავრა, საშუალება აღარ მიეცა, როცა უკნიდან ელვის უსწაფესად გაიგონა ნაბიჯების ხმა და სანამ შემოტრიალებას მოახერხებდა, მხარში ხელი სწვდა და ერთი მძლავრი მოქაჩვით მოაბრუნა. გოგონას გაოცებული კრთომა ამოხდა, როცა თანამცხოვრებს ახედა. მისი თავი სინათლის წყაროს, მოპირდაპირე კედელზე მიმაგრებულ ბრას ეფარებოდა და შუბლზე ჩამოყრილი თმა სახეზე ბნელ ჩრდილს აჩენდა, რომელშიც მარიამი ძლივს არჩევდა მის ნაკვთებს. სუნთქვა შეეკრა, როცა თაბაგარმა მოულოდნელად წელზე მოჰკიდა ხელები და ასწია, მერე კი მკერდზე მიიკრა, მკლავებით იჭერდა. მარიამი ხმამაღლა შეკრთა, სუნტქვაკისერში გაეჩხირა და იგრძნო, თუ როგორ მოაწვა სისხლი სახეში. გაოცებული, დაბნეული და ცოტათი შეშინებული დაჰყურებდა თანამცხოვრებს. მოულოდნელმა სითბომ მთელ ტანში უშველებელი ტალღასავით დაუარა და გააჟრჟოლა, მერე კი თავი რომ დაეკავებინა,თაბაგარს კისერზეხელები შემოხვია, მთელი ძალით ჩაეჭიდა.
ხელის გაშვება არ უნდოდა, იმის მიუხედავად, რომ არ ესმოდა, თუ რა ხდებოდა, რას აკეთებდა თაბაგარი და საერთოდ, რაზე ფიქრობდა იგი. ყოველი ლოგიკური აზრი თავიდან გაუფრინდა, მხოლოდ და მხოლოდ თაბაგარის სითბოს გრძნობდა და მისი სუნთქვა ესმოდა, რომელიც სახეზე ეფრქვეოდა.
წამიერად გაუელვა თავში კითხვამ, თუ რატომ აძლევდა თაბაგარს ამის გაკეთების უფლებას, და საერთოდაც, რატომ აძლევდა საკუთარ თავს ამის გაკეთების უფლებას, მაგრამ აღარ სურდა საკუთარი გონებისათვის მოესმინა. თაბაგარმა შუბლზე მიადო საკუთარი შუბლი და ნახევრად მილულული თავლებით ამოხედა. მარიამი ანერვიულდა, ტუჩზე იკბინა, მაგრამ გათავისუფლება არ უცდია, უსიტყვოდ მიშტერებოდა თანამცხოვრებს და ელოდა, თუ რას გააკეთებდა იგი, ელოდა ახსნას, სიტყვებს, რომლებიც ამ ყველაფერს, ამ გაუგებრობას ნათელს მოჰფენდნენ.
მაგრამ თაბაგარმა მხოლოდ გაუღიმა და გოგონას კიდევ ერთხელ მოაწვა გული ყელში. არა, ეს არ იყო ნიშნისმომგები, ალმაცერი ან ცალყბა ჟესტი, ეს იყო ნამდვილი, გულღია ღიმილი, რომელმაც ძალაუნებურად მარიამიც გააცინა, იმის მიუხედავად, რომ ახლა სიცილის დრო ნამდვილად არ იყო.
მერე კი თაბაგარმა, ისე რომ მისი თვალებისათვის საკუთარი მზერა არ მოუშორებია, თავი ოდნავ გვერდზე გადაატრიალა და მის ყელზე შემოხვეულ მარიამის მკლავს, რომელიც გამოჩენილიყო მოკლე სახელოში, მოკლე, სწრაფი კოცნა მიაკრა, მერე კი ისევ ამოხედა, ისევ იმ მილულული თვალებით.
მარიამი დარწმუნებული იყო, რომ სისხლი სახის გარდა სხვაგან აღარ უტრიალებდა. ყურები ეწვოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მკლავზე, სადაც ორიოდე წამის წინ თანამცხოვრების ტუჩები შეეხო, ცეცხლი ეკიდა. ალი მოჰკიდებოდა სხეულის წინა მხარეზეც, რომელიც მთლიანად იყო აკრული თაბაგარის მკერდზე.
თაბაგარმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და მარიმი შეხტა, როცა მისი ბეჭები კედელს მიებჯინა. თაბაგარი სახეს უთვალიერებდა, მისი მზერა მარიამს შუბლზე, თვალებზე, ლოყებსა და ტუჩებზე ევლებოდა. მკლავებს მის გარშემო ჭიმავდა. მარიამი გამომწყვდეული გრძნობდა თავს, მისი ზურგი კედელზე აკრულიყო, წინიდან კი თითქმის მთლიანად ფარავდა თაბაგარი, ტერფებს ვერაფრით აწვდენდა იატაკს.
მარიამს გულმკერდი სტკიოდა, ისეთი ძალით ურტყამდა მკერდის ძვალზე გული. თხელ, საშინაო მაისურში თაბაგარის გულისცემას გრძნობდა და ისევ შეეკრა სუნთქვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ენა მუცელში გადაუვარდა, რაც ალბათ მართალიც იყო, იმიტომ რომ ტუჩებო გაეპო, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
თაბაგარმა კი მოულოდნელად მისი დათვალიერება შეწყვიტა და მზერა გაუსწორა. მარიამს შეეძლო დაეფიცა, რომ მის თანამცხოვრებს თითქოს ელვამ გაჰკრა თვალებში, მერე კი იგი ელვის უსწრაფესად წამოიწია წინ, პირდაირ მარიამისაკენ. გოგონა შეკრთა,  მოასწრო თავის გვერდზე გატრიალება, მაგრამ თაბაგარი გამოედევნა, თვითონაც გვერდზე გადმოსწია თავი, და ანერვიულებული, განცვიფრებული მარიამი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, თუ რას აკეთებდა იგი, და ტვინი კინაღამ აუფეთქდა.
თაბაგარი მის კოცნას ცდილობდა.
მარიამს მეტი შოკი თავის ცხოვრებაში არ განუცდია და უეცრად მოეჩვენა, რომ ვერც ვერასოდეს განიცდიდა. თავი მეორე მხარეს გადასწია, ფეხები ოდნავ გაატოკა, თაბაგარს მზერა აარიდა, არ ფიქრობდა, რომ ახლა მასზე შეხედვას აიტანდა მისი სახე.
-რატომ გამირბიხარ? – თქვაუცებ თაბაგარმა და მარიამმა ელვის სისწრაფით მოატრიალა თავი, რომ მისთვის შეეხედა. მის თანამცხოვრებს წარბები შეეკრა, და ანთებული თაფლისფერი თვალებით შეჰყურებდა, პირი მაგრად მოეკუმა. – ახლაც ვერ ხვდები? ვერც კი წარმოგიდგენია, თუ რას ვგრძნობდი, როცა შენ გვერდით მეწექი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო… – დაიწყო მან და მარიამს თითქოს ერთ წამში ერთიანად დაუმძიმდა სხეული. ვერ ინძრეოდა, გაშტერებული შეჰყურებდა თაბაგარს. – თყმცა, როგორ არ შემეძლო, მაგრამ უბრალოდ არ მინდოდა რომ დამეჩქარებინა, გასაგებია? ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიჭირდა მოთმენა. წარმოგიდგენია, ადამიანს აღმერთებდე და ის შენზე შემოხედვას ვერ იტანდეს? აქამდე არ გაგიგონია ჩემგან, თუ რას ვფიქრობ იმ ღამეს, ტყეში მომხდარ ინციდენტზე, ამიტომ ახლა მინდა რომ გითხრა… – თაბაგარს სახე მოეჭმუხნა, ეტყობოდა, რომ ამაზე ლაპარაკი ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიშტერებოდა მარიამს. – ამაზე მეტად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მინანია. ეს იმ მხრივ, რომ კინაღამ მოგკალი… მაგრამ მეორე მხრივ… მეორე მხრივ მომეცა საშუალება სხვანაირად შემეხედა შენთვის…
-ის ინცინდენტი რომ არ მომხდარიყო… – ამოილუღლუღა გოგონამ. – რომ არ მომხდარიყო, ისევ ის, ღორი იდიოტი ბიჭი დარჩებოდი… – მარიამს ტუჩები აუთრთოლდა, სხეული ერთიანად უხურდა. ცალი ხელი ასწია და თაბაგარის კეფაზე სქელ თმაში თითები გაუყარა.
თაბაგარმა გაიცინა და თვალები გადაატრიალა, მარიამს წამიერად მოეჩვენა, რომ მას სახეზე შვებით სავსე გამომეტყველება გამოეხატა, თითქოს რაღაც აწუხებდა და მხრებიდან მოეხსნაო…
-ჰო, აბა როგორ… შენ კი ისევ წუნკალი, გესლიანი გოგო, არა? – უთხრა მან. მარიამმა კანკალით გაუღიმა, თვალები დაებინდა, მერე კი თავი აქეთ-იქით გადააქნია.
-შეიძლება. – მიუგო მან. – მოიცა, და შენ ფიქრობდი, რომ მე წუნკალი, გესლიანი გოგო ვიყავი? – ჰკითხა მან. იცოდა, რომ ცოტა სულელურად გამოუვიდა, მაგრამ ხმა უნდა ამოეღო, ასე ვერაფრით ვერ გაჩერდებოდა, უმოძრაოდ და უსიტყვოდ. უნდა დალაპარაკებოდა თაბაგარს, რომ ცოტათი მაინც დაეწყნარებინა ნერვები.
-რა, აქამდე ეგ არ იცოდი? – გაუცინა თბაგარმა, თაფლისფერი თვალები გაუბრწყინდა. უცებ წინ წამოიწია და მარიამს ლოყაზე აკოცა. გოგონას ისევ აეწვა სახე. – მაგრამ დამიჯერე, არა უსას. ჯერ კიდევ ეგეთი ხარ, მაგრამ… ჩემთვის არა აქვს არანაირი მნიშვნელობა.
-შენც ისევ ღორი და იდიოტი ხარ, იცი? – წაილუღლუღა მარიამმა. – ისევ საშინლად იქცევი, ისევ ისეთი ხარ… მაგრამ მხოლოდ ერთი მხრით, მეორე სულ სხვანაირია… ამიტომ ჩემთვისაც არა აქვს მნიშვნელობა…
თაბაგარს თვალები თითქოს დაუბნელდა.
მერე კი კიდევ ერთხელ წამოსწია თავი წინ და მარიამს პირდაპირ ტუჩებზე აკოცა.
გოგონა მოულოდნელობისაგან მთელი სხეულით შეტოკდა, მაგრამ თავი გვერდზე არ გაუწევია, უცებ მიხვდა, რომ არ უნდოდა. თაბაგარი მთელი ნდომით ჰკოცნიდა, სწრაფად ამოძრავებდა ტავს და გახურებულ ტუჩებს აკრავდა მარიამის ათრთოლებულ ტუჩებზე. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, თვითონაც ამოძრავდა, გამოუცდელად, მაგრა, თაბაგარს ეტყობოდა, რომ ეს სულ არ ანაღვლებდა. მისი ყოველი მოძრაობა მარიამის სხეულში ცეცხლის ახალ-ახალ ტალღებს გზავნიდა, ტუჩები ერთიანად გაუხურდა, და როცა თაბაგარმა თავი უკან გასწია, ოდნავ, საშინლად სასიამოვნო ჩხვლეტა უვლიდა მათში.
-თაბაგარო… – ძლივს ამოილუღლუღა მან, მთელი სხეული დაუდნა და მის თანამცხოვრებს რომ არ სჭეროდა, დარწმუნებული იყო, რომ უძვლო გროვად დაეშვებოდა იატაკზე. მაგრამ თაბაგარი ხელის გაშვებას არ აპირებდა, ჯერ კიდევ მაგრად ჰქონდა კედელზე მიკრული და წელის გარშემო ისევ შემოეხვია მისთვის მკლავები. მან ელვის უსწრაფესი, რამდენიმე პატარა კოცნა მიაკრა შუბლზე, ლოყებზე, მის კისერზე შემოხვეულ მკლავებზე.
-აღარ მინდა გვარი რა. – ხმამაღალი ქშენა მოუშვა მან და მარიამს ისეთი ძალით გააჟრჟოლა, რომ მთელი სხეული ერთიანად შეუხტა. – სახელი დამიძახე, სახელი…
-გიორგი… – მარიამს ხმა აუთრთოლდა, ორივე ხელი თმაში გადაუსვა თანამცხოვრებს და მისკენ წაიწია, ტუჩის კუთხესა და ყბაზე აკოცა. – გიორგი. გიორგი, გიორგი, გიორგი, გიორგი…
-მასე ჯობია, არა მარიამ? – გაიცინა თაბაგარმა, მერე კი კბილები ერთმანეთს დააჭირა, თავი დახარა და მარიამის კისერში ჩარგო. – ჩემს გვარს ვეღარ ვიტან… რამდენჯერ მითხარი, რომ ვერ მიტანდი და გძულდი, როცა გვარით მომმართე…
-იმსახურებდი. – დაიჩურჩულა გოგონამ. – იმსახურებდი… შენ მე ძალიან მატკინე, გიორგი. ისე, რომ არავის არ უტკენია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… მაგრამ ალბათ მეც ძალიან გატკინე, არა?
-ვიცი, ვიცი… და ჰო. – მან ჩაიცინა და თავი ასწია, თვალები ისევ ჩამობნელებული ჰქონდა, ტუჩები მოულოდნელად მოეკუმა. – საშინელება იყო შენი დანახვა იმ ტიპთან ერთად… და ზღვაზე რომ ხელი მოგკიდა? კინაღამ გავაფრინე. იმნაირი ნაბი*ვრები არ უნდა არსებობდნენ… – დაისისინა მან.
-ამიტომ გინდოდა ჩემი წამოთრევა, ხომ? – გაეცინა მარიამს, თითქოსდამშვიდდა, მაგრამ გული ისევ მძლავრად ურტყამდა მკერდში და მთელი ტანით კანკალებდა.
-ჰო, მაგრამ არ მინდოდა კიდევ დამეძალებინა ან იმ იდიოტისათვის შემეხედა, ამიტომ წამოვედი. – თქვა მან და გაუღიმა. – სამაგიეროდ, ახლა ციხეშია ჩაყუდებული… ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. იმსახურებს ეგ გაუთლელი იდიოტი…
-შენც გაუთლელი იდიოტი ხარ. – თქვა მარიამმა, მაგრამ როცა თანამცხოვრების სკეპტიკურად აწეულ წარბს წააწყდა, გაიცინა. – კარგი, ჰო. ხანდახან ხარ. ხანდახან არა. ხან ეს, ხან ის…
-ბოდავ. – თქვა უცებ თაბაგარმა და მარიამს სახე აუწითლდა. იცოდა, რომ სისულელეებს ამბობდა, მაგრამ გონება იმდენად ჰქონდა აფორიაქებული და არეული, რომ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ გიორგი თაბაგართან გადმოსვლის პირველ დღეს ასე მოხდებოდა. ელოდა უხერხულ პაუზებს, ჩემოდნების ამოლაგება-გადალაგებას, თეონას წუწუნის მოსმენას და მის დახმარებას, საჭმლის ფუჭ ძებნას თაბაგარის ცარიელ მაცივარში, მაგრამ არა ამას.
ეს გათვალისწინებული არ ჰქონდა.
-ბოდავ, ნამდვილად… – თავი გადააქნია თაბაგარმა. – დაღლილი ხარ და ძილი გესაჭიროება სასწრაფოდ. – განაცხადა მან, მარიამი სწრაფად წამოსწია კედლიდან და უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა დერეფანში.
მარიამი არ განძრეულა, არც არაფერი უთქვამს. უბრალოდ თავი თაბაგარის მხარზე ჩამოედო, მისი სიახლოვითა და სითბოთი ტკბებოდა. გული სწრაფად უცემდა და საშინლად სიამოვნებდა, როცა ასეთივე აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა საკუთარ გულმკერდზე თაბაგარის მკერდიდან.
თაბაგარი ბნელ დერეფანში გაჩერდა და ცალიხელით უფრო მაგრად დაიკავა იგი, მეორეთი კი კარი შეაღო. მარიამმა ამოიხვნეშა და თავი ასწია მისი მხრიდან. ახლა მისი თანამცხოვრები დასვამდა და აქ დატოვებდა…
-გაიცანი, ჩემი ოთახი. – თქვა უცებ თაბაგარმა და სანამ მარიამს შესაძლებლობა ჰქონდა თვალები დაეჭყიტა, შუქი აინთო. გოგონამ თვალები დახუჭა, მაგრამ მალევე გაახილა, მერე კი კისერი მოიღრიცა, რომ ოთახი სასწრაფოდ მოეთვალიერებინა.
სასტუმრო ოთახის მსგავსად, აქაც დიდი ფანჯარა იყო, რომელზეც სქელი შავი და შედარებით თხელი, ნაცრისფერი ფარდა ჩამოეფარებინათ. მთელი იატაკი თეთრი ხალიჩით იყო დაფარული, კედელთან სამუშაო მაგიდა იდგა, რომელზეც კომპიუტერი დაედგათ და როგორც თაბაგარს ახასიათებდა, მიეყარ-მოეყარათ ქაღალდები, რვეულები და კალმები. რამდენიმე დაჭმუჭნული ფურცელი იატაკზე ეყარა. გვერდით დიდი კარადა იდგა, ფანჯრის წინ სავარძლები, მოპირდაპირე კედელთან კი დიდი საწოლი იდგა, რომელზეც მწვანე საბანი გაადეფარებინათ.
მარიამი მოტრიალდა, ვერ გაეგო, თუ რატომ მოიყვანა ამ ოთახში თაბაგარმა. რატომ არ დატოვა საძინებელ ოთახში, რომელიც სტუმრებისათვის იყო განკუთვნილი? გოგონას სუნთქვა აუჩქარდა და თაბაგარს თვალებში ჩახედა, პასუხს ეძებდა.
-დაწყნარდი, მარიამ… – თქვა უცებ თაბაგარმა, შუქი ისევ ჩააქრო და ლოგინისაკენ წავიდა. – მაგდენი თავშეკავება მაქვს ჯერ კიდევ, არაფერს არ ვაპირებ… – მან ხმამაღლა ამოისუნთქა და მარიამს მოეჩვენა, რომ ხმა აუთრთოლდა. – უბრალოდ ღამე სხვა ოთახში ახლა ვერ დაგტოვებ, აქ უნდა იყო… შენ უარზე ხომ არა ხარ? – იკითხა მან და ლოგინზე დაუშვა. მარიამმა წამსვე მოაშორა კისერზე შემოხვეული მკლავები, მაგრამ მზერა არ მოუშორებია, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ვერაფერს ვერ ხედავდა საძინებელში გამეფებული სიბნელის გამო. ძლივს გამოერკვა, რომ თაბაგარის კითხვაზე ეპასუხა, რომელმაც ლოგინს შემოუარა და მეორე მხრიდან წამოგორდა.
-არა. არ ვარ უარზე, იყოს დღეს ღამეს. – უპასუხა გოგონამ, და იმის მიუხედავად, რომ გულისცემის ფეთქვას მთელ ტანში გრძნობდა, სწრაფად წამოწვა, საბანი ასწია და შიგნით შეგორდა. ოქტომბერი იყო, საკმაოდ გრილი ამინდები დამდგარიყვნენ უკვე, მაგრამ როგორც ჩანდა, თაბაგარს ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა თავის სახლში გათბობის ჩართვა.
მარიამი არც კი შემკრთალა, როცა მისმა თანამცხოვრებმა სხეულზე მკლავი შემოხვია და ახლოს მიიზიდა, სახეზე ხელი ჩამოუსვა და კიდევ ერთხელ მაგრად აკოცა. გოგონას გააჟრჟოლა და მთელი ძალით აეკრო თანამცხოვრებს, მის ზურგზე შემოხვეული ხელით გრძნობდა, თუ როგორ ტოკავდა იგი.
თბაგარმა კოცნა გაწყვიტა და უკან გადაიწია, ღრმად ამოისუნთქა. მარიამმა ათრთოლებული ხელი ბალიშის ქვეშ ამოდო და მთრთოლავი სუნთქვა ამოუშვა.
-დღეს რა დალიე? – ჰკითხა უცებ თაბაგარმა და გოგონამ გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო.
-დილით წყალი… სანამ წამოვიდოდი, ცოტა შევჭამე და ლიმონათი დავლიე, რატომ? – ჰკითხა მან და ღრმად ამოისუნთქა, უნდოდა, რომ ბოლოს და ბოლოს აჩქარებული გულისცემა ნორმაში მოეყვანა.
-არაფერი… უბრალოდ მიყვარს მსხლის ლიმონათი. – გაანცხადა თაბაგარმა და მარიამი აწითლდა, ბედნიერი იყო, რომ ამას მის გვერდზე მწოლიარე ადამიანი ვერ ხედავდა.
-გიორგი. – თქვა მან ხმადაბლა.
-ჰმ? რა იყო? მსხლის ლიმონათი ხომ არ მოგინდა? – ჰკითხა თანამცხოვრებმა და მარიამს გაეცინა, თავი გადააქნია.
-არა, არაფერი. უბრალოდ შენი სახელი მინდოდა მეთქვა. – თქვა გოგონამ და თავი უფრო მაგრად ჩარგო ბალიშში.
თაბაგარს არაფერი უთქვამს, უბრალოდ უფრო ახლოს მოიწია და მაგრად ჩაიხუტა.
და სწორედ მაშინ, როცა მისი თანამცხოვრები მის ზურგზე ნელა ხატავდა თითებით წრეებს, მარიამს ამ ყველაფრის გაცნობიერება დაეჯახა.
თაბაგარს იგი უყვარდა, რაც არ უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო.
და მით უფრო დაუჯერებელი ის იყო, რომ თვითონაც უყვარდა თაბაგარი… არა, გიორგი.
ალბათ სწორედ ამიტომ იყო ეს ასეთი სასიამოვნო.
-*-*-*-*-*-*-*-17
პირველი, რაც მარიამმა გააცნობიერა, განუზომელი სითბო იყო, რომელიც თითქოს ყველა მხრიდან შემოხვეოდა. მის ქვეშ საწოლის ლეიბი რბილი იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავი რაღაც მაგარზე ედო…
მერე კი უეცრად ყველაფერი გაახსენდა.
გუშინ ჩემოდნების ჩალაგება, თაბაგარის მოსვლა, ბარგის მის ბინაში ათრევა, კამათი და საკუთარი გულდაწყვეტა… თაბაგარის სიტყვები, გაოცება და ოდნავი შიში, მერე კი მისი თანამცხოვრების ტუჩები და მისი მკლავები მარიამის წელის გარშემო, ლოგინი და სითბო.
სითბო, რომელიც ჯერ კიდევ შემოჰკვროდა გარშემო.
თაბაგარი გვერდზე იწვა, მისკენ გადმობრუნებული. ცალი მკლავი გვერდზე გამოეშვირა, რომელზეც მარიამს თავი ედო, მეორე კი დაუდევრად იყო გადაგდებული გოგონას წელზე. სახის ნაკვთები მოშვებოდა და თმა ისევ დაუდევრად ჩამოჰყროდა საფეთქლებზე. მარიამს სახე აუწითლდა, მაგრამ გაიღიმა. წინ წაიწია და თანამცხოვრებს შუბლზე აკოცა, ცალი მკლავი შემოხვია მკერდზე და მაგრად მიეხუტა.
-ცოტა მცხელა, მაგრამ მაინც სასიამოვნო გაღვიძება იყო. – მოესმა ხმა, მაგრამ არ განძრეულა, ისევ გაიღიმა და მკლავი უფრო მეტად მოუჭირა.
-არადა სიგრილეა სახლში, გათბობა არ არის ჩართული. – თქვა მარიამმა ჩუმად, თავი ისევ თაბაგარის მკლავზე ედო და მიხვდა, რომ ეს ბალიშს ერჩივნა, იმის მიუხედავად, რომ ბალიშზე ბევრად მაგარი იყო. ჰაერი მართლაც საკმაოდ გრილი იყო, ისეთი, რომ ღამე საბნის დაფარება აუცილებელი გახლდათ. – შენი ბრალია, ცხელი კანი გაქვს.
-ჯანსაღი ვარ. – განაცხადა თაბაგარმა, ხმა ოდნავ ჩახლეჩილი ჰქონდა ძილისაგან. – ამიტომ მაქვს ცხელი კანი. თუმცა გასაკვირიც კია… – დაამატა მან რამდენიმე წამიანი სიჩუმის მერე.
-რა არის გასაკვირი? – ჩაეკითხა მარიამი, მაგრამ სიმართლე რომ ეთქვა, პასუხი დიდად არ აინტერესებდა. უბრალოდ უნდოდა თაბაგართან ელაპარაკა, მისი ხმა გაეგონა და უბრალოდ ასე წოლილიყვნენ. – ჰმ? – ჩაეძია იგი, როცა თაბაგარმა პასუხი დააგვიანა.
გოგონას კისერში გაეჩხირა სუნთქვა და მოულოდნელობისაგან თვალები საცერისოდენა გაუხდა, როცა თაბაგარმა მკლავი თავის ქვეშიდან გამოაძრო და ზემოდან მოექცა, ორივე ხელი მისი თავის გვერდებზე დააბჯინა. სახის მარცხენა მხარეს ფანჯრიდან შემომავალი, მკრთალი სინათლე ეფინებოდა. გარეთ ალბათ თენდებოდა ახლა…
-იცი რა გამახსენდა? – დაილაპარაკა თაბაგარმა, წარბები შეჭმუხნა, სახის ნაკვთებიც დაეძაბა. – გახსოვს, როცა ვლაპარაკობდით იმაზე, რომ შენ ჩემთან შედარებით პატარა და გამოუცდელი  ხარ…
-არა ვარ პატარა და გამოუცდელი. – უპასუხა მარიამმა და წარბები თვითონაც შეკრა, თან ოდნავ წამოიწია. – საიდან მოიტანე ეს ასე უეცრად?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – კითხვა შეუბრუნა თაბაგარმა. – მაინტერესებს უბრალოდ… და შენ მითხარი, რომ მეგობრები და შეყვარებული გყავდა. რომ ვიღაც ვინტერი ბრძანდებოდა შენი შეყვარებული, გესმის?
მარიამს თვალები გაუფართოვდა, როცა გაბრაზების მომენტში წამოროშილი სიტყვები გაახსენდა. იმ წამს გონება თითქოს დაუბნელდა, თანამცხოვრებისადმი მრისხანებამ ვულკანივით ამოფეთქა და დააძალა იმის თქმა, რაც საერთოდ არ უნდა ეხსენებინა. სურდა დაემტკიცებინა თაბაგარისათვის, რომ არ იყო ცამეტი წლის გოგოსავით გამოუცდელი, სურდა, რომ ნიშნი მოეგო მისთვის… და პირველი, ვინც აზრად მოუვიდა თავში, ვინტერი იყო.
ვინტერი მისი მეგობარი გახლდათ, ერთმანეთთან ძალზე ახლოს იყვნენ. რასაკვირველია, რომ იგი გაახსენდებოდა მარიამს. გაახსენდა და ვინტერი ამ საქმეში გარია. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ მაინცდამაინც ახლა გაიხსენა ეს ამბავი თაბაგარმა. ახლა კი არ მოისვენებდა, სანამ სათანადო პასუხებს არ მიიღებდა.
-კარგი. – ამოიხვნეშა მან და თავი უკან, ბალიშზე გადადო, მერე კი წამწამების ქვემოდან ახედა თაბაგარს. – ახლავეაგიხსნი. ვინტერი უბრალოდ ჩემი მეგობარია, თან ინტერნეტ-მეგობარი, არასოდეს შევხვედრივარ…
-შენ ძალიან გარკვევით მითხარი, შეყვარებულიო. – დაისისინა თაბაგარმა და მისკენ დაიხარა, თაფლისფერ თვალებზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა. – რა ჰქვია სახელი? არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს შეხვდე დღესდღეობით, რათა შენი შეყვარებული გახდეს… მისი სახელი მინდა რომ ვიცოდე, გესმის?
მარიამმა წარბები შეკრა და თვალები გადაატრიალა.
-დაყრუვდი თუ რა დაგემართა? – ხმას აუწია მან და წამოიწია, წამოჯდომა სცადა, მაგრამ თანამცხოვრებმა მაგრად ჩაავლო ცალი ხელი მხარში და ელვის სისწრაფით მიაკრა ლოგინზე. – რას აკეთებ? – შეუყვირა გოგონამ და მხარში ხელი ჰკრა, ოდნავმა შიშმა გაჰკრა გულში. – ახლავე გამიშვი! არ ვიცი ვინტერის სახელი, უბრალოდ ვინტერი ეწერა, მეტი არაფერი, გაიგე?
მარიამს სიტყვა გაუწყდა, როცა თაბაგარი მისკენ დაიხარა, გულზე დააწვა და სახე ახლოს მოუტანა. გოგონა ჯიუტად შეაშტერდა, იმის მიუხედავად, რომ მისი გამომეტყველება ძალიან აწუხებდა.
-აქამდე მაგ ტიპზე არ მიფიქრია, უბრალოდ ძალიან ბევრი რამ მოხდა და არ გამახსენდა. – დაბალი ტონით თქვა მან და ცალყბად გაიცინა, მარიამს რატომღაც ჟრუანტელმა დაუარა. – მაგრამ გპირდები, რომ თუ მასზე გავიგებ და მივაგნებ, ძვლებს დავულეწავ, მარტო იმიტომ, რომ შენ მასე თქვი. და ხომ იცი, რომ მე ჩემს დაპირებებს ვასრულებ? ეგ შენი ვინტერი ვერ გადამირჩება, გასაგებია? – ხმას აუწია მან.
-რაო? გიორგი, რა ჯანდაბა გჭირს, ამას სერიოზულად ამბობ? – წარბები შეკრა გოგონამ. – არ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ წამომცდა, არ მინდოდა რომ ჩემზე გეფიქრა, როგორც ვიღაც პატარა გოგოზე…
თაბაგარი უცებ წამოიწია, მარიამს მთელ სხეულზე დაწოლილი ტვირთი მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა. უცებ კი თანამცხოვრებმა გაიცინა, შუბლი მოისრისა, მერე კი ხმამაღალი ხარხარი აუვარდა.
-კარგი რა, მარიამ… – ამოიხვნეშა მან და სიცილით გამოხედა თვალებდაჭყეტილ გოგონას. – ნუ მიყურებ მასე თვალებდაქაჩული. შენ რა გგონია, მე ახლა სერიოზულად გელაპარაკებოდი და შენი მართლა არ მჯერა?
მარიამმა არ უპასუხა, ლოგინზე გადაცოცდა და ფეხები გვერდზე გადასწია, მუხლებს ხელებით დაებჯინა. ოდნავმა შიშმა გაუარა და მხოლოდ მკერდში აბუყბუყებული გაღიზიანება დარჩა, რომლის ჩასახშობადაც ყველაფერს აკეთებდა.
-არა. – მოკლედ მოჭრა მან. – უბრალოდ არ ვიცი. არც ისე დიდი ხანია გიცნობ, თაბაგარო, არ ვიცი ამაზე რა ვიფიქრო…
-ხომ გთხოვე, სახელი დამიძახე მეთქი? – მარიამი შეკრთა, როცა უკნიდან სხეულზე მკლავები შემოეხვია და უკან გადასწიეს. გოგონა გაწითლდა, როცა თაბაგარმა შემოატრიალა და კალთაში ჩაისვა, მერე კი მაგრად ჩაიხუტა. მარიამმა თავი მხარზე დაადო და და ხელები მის მკლავებს მოსჭიდა. – უბრალოდ ვხუმრობდი. და იცი რა? მაგ ვინტერს ვიცნობ.
მარიამი მოულოდნელობისაგან წამოიწია, თვალებგაფართოებულმა თაბაგარს მზერა გაუსწორა. როგორ თუ იგი ვინტერს იცნობდა? ალბათ მისი მეგობარი იყო, და ვინტერმა მოუთხრო, რომ იგი ცნობილ თეონა ხატიაშვილს იცნობდა ფეისბუქზე, და ტაბაგარმა უბრალოდ დაასკვნა, რომ თეონა თავის დას მოუთხრობდა თავის კომპანიონზე…
-ჰოო? – თქვა მან და ცნობისმოყვარეობით აღვსებულმა ინტერესით გადახედა თაბაგარს. თვალებით ეკითხებოდა, რომ გაეგრძელებინა, მეტი მოეყოლა ვინტერზე. თაბაგარმა რატომღაც ისევ გაიცინა, და ღიმილით გადმოხედა.
-მარიამ, ნუთუ ვერ მიხვდი? ვინტერი მე ვარ. – თქვა მან და ისევ გაიცინა, როცა მარიამის გაშეშებულ სახეს შეხედა. გოგონას ყბა ჩამოუვარდა და განცვიფრებული დააშტერდა თანამცხოვრებს, მერე კი თავი გააქნია.
-როგორ… – თქვა გაოცებულმა. – როგორ შეიძლება ეგ? არა, ეგ ზედმეტი დამთხვევაა, ასეთი რაღაცები არ ხდება…
-მე ცურვა არ ვიცი. – გააწყვეტინა თაბაგარმა. – ვერ ვიტან რეალითი შოუებს და იაფფასიან საშინელებათა ფილმებს. შენ მოგწონს ანიმეს ყურება, ინტერნეტი და ბოლო წიგნი, „მარიამ სტიუარტის“ წინ „გრაფი დე მონტე-კრისტო“ წაიკითხე. და გრცხვენია, რომ ამ წიგნამდე აქამდე არ მიხვედი.
მარიამი ვერ გაინძრა, განცვიფრებული მიშტერებოდა. ტუჩები აუთრთოლდა და თავი გადააქნია, გრძნობდა როგორ აეწვა თვალები. ვერც კი წარმოედგინა რომ ეს შესაძლებელი იყო, და მისი პირველი, საუკეთესო მეგობარი ვინტერი, რომელსაც ყველაფერზე ელაპარაკებოდა და ვისთანაც კონტაქტის გაწყვეტამ ძალიან, გამწარებამდე დასწყვიტა გული, ახლა მის გვერდით იჯდა.
-ტირიხარ? რატომ, ასე ძალიან გეწყინა ჩემი ვინაობა? – გაიცინა თაბაგარმა, მარიამმა დაუბღვირა და თვალები მოიწმინდა.
-არა, რა თქმა უნდა არა. – თქვა მან. – პირიქით… ასეთი დამთხვევა ვერც კი წარმომედგინა რომ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მოხდა და არ ვიცი რა ვიფიქრო. მაგრამ იცი რა? მინდა რომ იცოდე… – მარიამი შემოტრიალდა, და თაბაგარს ახეზე ხელები დაადო. – შენ ჩემი პირველი და საუკეთესო მეგობარი იყავი. იცი როგორ მეწყინა როცა აღარ შემეძლო შენთან კონტაქტი? თეონამ პაროლი შეცვალა და…
-პაროლი შეცვალა? აი, რატომ გახდი ბოლოში ასეთი უცნაური. – თქვა თაბაგარმა და გაიცინა მარიამის გაკვირვებულ და დაბნეულ გამომეტყველებაზე. – შენმა დამ მომწერა, ვინ ხარო. მეც ვუთხარი ჩემი ვინაობა, მერე კი მეგობრებიდან მომშალა და აღარც მპასუხობდა. ვიფიქრე, რომ მან იცოდა ჩემს შესახებ და ამიტომ გააკეთა ასე. და ჰო, შენ რა გინდოდა თეონას გვერდთან?
-თეონას ეზარებოდა გვერდის მოვლა, ხალხისათვის პასუხის გაცემა და ათასი სტატუსის წერა, ამიტომ მე დამავალა. – აუხსნა გოგონამ. – და ესე იგი თეონამ იცოდა, ვინ იყავი, როცა მოგშალა. – დაასკვნა გაოცებულმა. – ვერც კი წარმოვიდგენდი… კი მაგრამ, რატომ?
-ალბათ ეჭვიანობდა. -განაცხადა თაბაგარმა. – იცოდა, ვინც ვბრძანდებოდი და ვერ აიტანა, რომ შენ მასზე ადრე გაიცანი.
მარიამმა წარბი ასწია, თაბაგარის მიერ გაკეთებული დასკვნა თეონას შესახებ არც ისე მოეწონა. თუ თეონას სურდა რომ თვითონ დაკონტაქტებოდა მას მარიამის ნაცვლად, რატომ არ გააგრძელა მასთან საუბარი? ნუთუ თეონას ისე სძულდა ის „თეონა“, რომელიც ვინტერმა გაიცნო, რომ მისი წაშლა უნდოდა ვინტერის მეხსიერებასა და ხელისმიწვდომობისაგან?
თუმცა მარიამი ამას ალბათ ვერც კი გაიგებდა. რა თქმა უნდა, თეონას ამას ჰკითხავდა, მაგრამ მისი და ყოველთვის გაუგებარ პასუხს გასცემდა პირდაპირ კითხვაზე, ანდა საკუთარ საქციელს უბრალოდ მიზეზს ვერ მოუძებნიდა. საერთდ, მარიამის აზრით, იგი უბრალოდ იტყოდა, რომ ასესურდა გაეკეთებინა, თვითონ კი ვეღარ ჩაეძიებოდა, სამწუხაროდ.
-შენ… შენ რა ჯანდაბაში გჭირდებოდა ვინტერი? – ჩაეკითხა გოგონა, უცებ მოაწვა კითხვა გონებაში.
-ოოო… ეს უბრალოდ სულელური ექსპერიმენტი იყო. – თქვა თაბაგარმა და თავი გადააქნია, მარიამი გაოცებული მიაშტერდა, როცა ოდნავი სიწითლე შეამჩნია მის სახეზე. – მე ჩემი ფეისბუქის გვერდი მაქვს, და ჩემმა დეიდამ უბრალოდ ნიძლავი დადო ჩემთან, რომ იმ სურათების გარეშე ისეთ პოპულარულ გოგოსთან, როგორიც თეონაა, ვერაფერსაც ვერ მოვახერხებდი…
-და შენ დათანხმდი? – წარბი ასწია გოგონამ. – რა სისულელეა. რაო, „დაკერვის“ ხერხების გავარჯიშება გინდოდა?
-ზუსტადაც. – თითები გაატკაცუნა თაბაგარმა. – ზუსტად ეგრეა. თუმცა, ვიღაც სჭირდება შენი და ახლა, არა? მოდი, უფრო სასიამოვნო თემაზე ვილაპარაკოთ.
-რა სასიამოვნო თემაზე? – წარბები ასწია მარიამმა და ლოგინისპირა ტუმბოზე დადებულ საათს გადახედა. – ისე, თუ თეონა ღამე სხვაგან დარჩა, ამ დროისთვის მოვა უკვე…
-აღარ მინდა თეონა. – მოკლედ მოჭრა თაბაგარმა და ხელი მაგრად ჩაავლო, მერე კი ერთი მძლავრი ბიძგით ლოგინზე დასცა. მარიამმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, რომ თვალებანთებული და მომღიმარი თანამცხოვრები ზედ დააცხრა და მთელი ძალით მიაკრა ტუჩები ყელზე. გოგონას კრთომა აღმოხდა და ერთიანად გადაწითლდა, როცა თაბაგარმა თავი ასწია და ტუჩებზე აკოცა.
მარიამს ისევ ცეცხლოვანმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში. თვითონაც მთელი ძალითა მონდომებით აკოცა, იმის მიუხედავად, რომ თაბაგარს ეტყობოდა, ომ მასზე ბევრად უფრო გამოცდილი იყო და გაცილებით უფრო სწრაფად და ოსტატურად მოძრაობდა. გოგონამ ხმადაბალი კვნესა ძლივს ჩაახშო და თანამცხოვრებს მაგრად შემოხვია ბეჭებზე ხელები, როცა თაბაგარმა მოულოდნელად წელსქვეშ ამოსდო მკლავი და მათი სხეულები ერთმანეთს მიაკრა. გოგონას ისევ ცეცხლი მოეკიდა სახესა და ტანზე და წამიერად გაიფიქრა, თუ რას გრძნობდა ახლა თაბაგარი…
-ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ ამას არა. – მოესმა უცებ და თვალები დაჭყიტა, თანამცხოვრების ასევე გაფართოებულ თვალებსა და დაბნეულ მზერას შეეჩეხა. მათი ტუჩები ოდავი ტკაცუნით დაშორდა ერთმანეთს და მარიამს ჯერ სისხლმა აასხა სახეში, მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდა.
თაბაგარმა, ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია, თავი მოატრიალა, რომ კარში, ზღურბლზე მდგარი თეონასათვის დაებღვირა.
-ცოტა მოგვიანებით რომ მოსულიყავი, რა იქნებოდა? ან კიდევ ხმა რომ არ ამოგეღო, მოკვდებოდი? – დაიღმუვლა მან.
მარიამმა თაბაგარის მხრის იქიდან თეონას სახეს გადახედა. მისი და სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა, არა, თქვენ გააგრძელეთ. – ხელი აიქნია მან, მრე კი მხრით კარის ჩარჩოს მიეყუდა და ნიკაპქვეშ ხელი ამოიდო. – მე გიყურებთ, ისე მოიქეცით თითქოს აქ არც ვარ.
მარიამს თვალები გაუფართოვდა, და თავი თაბაგარის მხარში ჩარგო სიცილის შესაკავებლად. დის სიტყვებმა კარგ ხასიათზე დააყენა, იმის მიუხედავად, რომ მისი მოსვლისას გაოცება და უხერხულობა დაეუფლა. თვითონ ეცინებოდა, მაგრამ გრძნობდა, როგორი დაძაბულობა ჩამოწოლილიყო ოთახში გიორგი თაბაგარის გამო, რომელიც აშკარად გაღიზიანებული მიშტერებოდა კარში გამაგრებულ თეონას.
-სიამოვნებით გავაგრძელებდი, მაგრამ სენს დას სირცხვილისაგან ოხშივარი ასდის. – განაცხადა მან, რაზეც მარიამმა თვალები დაჭყიტა და თავი წამოსწია, მერე კი მკლავზე წაარტყა თანამცხოვრებს, რაზეც თეონას სიცილი აუტყდა.
-ეე, ცოტა ნელა ჩემს დასთან, თაბაგარო. – თითი მიუშვირა თეონამ. – ანგელოზია, მაგაზე ნაკლებად არ მოეპყრა, გასაგებია?
-ჯერ ერთი, სახელი დამიძახე, შენც გეუბნები ამას, გესმის? – თქვა თაბაგარმა… გიორგიმ, გონებაში შეასწორა მარიამმა. – ანგელოზი? ანგელოზები რომ ჩემს ლოგინში არ გორაობენ? – თქვა მან და გოგონამ კიდევ ერთხელ, უფრო მაგრამ წაარტყა მკლავზე, იმის მიუხედავად, რომ ეცინებოდა.
-მერე გეყოთ გორაობა, მშია ახლა მე. – განაცხადა თეონამ და დაჟინებით დააშტერდა ორივეს. – ადექით, ადექით! – ტაში შემოჰკრა მან. – ორივე თუ შეეცდებით, უცებ დაამზადებთ რამეს!
გიორგიმ ხელი გაუშვა, მარიამი ძლივს წამოიზლაზნა ლოგინიდან. უნდოდა კიდევ ცოტა ხანი დარჩენილიყო საწოლში გიორგისთან ერთად, უბრალოდ წოლილიყვნენ და ის კომფორტი და სითბო მიეღო, რომელსაც მისი თანამცხოვრები ასხივებდა.
მაგრამ როცა გიორგიმ მაგრად გადახვია ცალი მკლავი, მეორეთი კი თეონა მოიშორა, როცა იგი დასთან მიახლოებას შეეცადა სიცილით, რაზეც თეონა გაანჩხლებული გამოეკიდა უკან, მარიამი მიხვდა.
მიხვდა, რომ მისი ცხოვრება, გადატანილის მიუხედავად, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ადრე. თეონასთან ბევრად ახლოს იყო, ვიდრე ოდესმე, და ბევრად თბილად იქცეოდა მის მიმართ, თითქოს ამდენი წლის მანძილზე უქონელი ურთიერთობა ერთბაშად შეგროვდა და თბილ ზღვად იქცა, რომელიც მარიამს თავზე დაატყდა და მოულოდნელად გააშეშა.
მისი ახალი მეგობარი და შეყვარებული კი, გიორგი თაბაგარი, ასეთივე მოულოდნელობით გამოირჩეოდა, იმას თუ გაითვალისწინებდა, რომ მისი ახლოს ყოფნა მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს აღძრავდა მასში. მაგრამ ყველაფერი შემოტრიალდა, მარიამს იგი შეუყვარდა, ისე რომ თვითონაც ვერ შეამჩნია. თბილმა გრძნობამ, რომელიც აქამდე გოგონას საერთოდ არ განეცადა, ერთბაშად ვულკანივით იფეთქა. მარიამმა არ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. მამამისი ციხიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდოდა, რამდენი რამ მოხდებოდა იქამდე? გოგონას ეშინოდა კიდეც, რომ ამ ადგილს ისე შეეჩვეოდა, რომ მშობლიურ სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა. ეშინოდა იმისა, რომ შეთქმულების სხვა წევრები, რომლებიც ჯერ დაჭერილნი არ იყვნენ, მათ მიაგნებდნენ და შურს იძიებდნენ. ერთხელ მათ გადაურჩნენ, მაგრამ მარიამს არ სჯეროდა საკუთარი იღბლის. ეშინოდა, რომ მისი დაავადება უფრო ძლიერი გახდებოდა, მედიკამენტური თერაპიის მიუხედავად, და ერთი დღეც იქნებოდა, მოკლავდა.
ყველაფერი თავს ატყდებოდა ერთიანად, ამიტომ მარიამმა არჩივნა ეს ყველაფერი უკან, საკუტარი გონების შორეულ კუნჭულში მიეწია და ჯერ მათზე არ ეფიქრა. ეს იგივე იყო, რაც სიკვდილზე ფიქრი, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან მოაწვებოდა ხოლმე ასეთი აზრი და პანიკურად შეეშინდებოდა, ხვდებოდა, რომ ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო. ჯერ მთელი ცხოვრება უნდა ეცხოვრა, ისე არ გამოვიდოდა სიკვდილი.
ამიტომ მარიამმა სწრაფად დაჭრა პური, გიორგის მიერ ათქვეფილ კვერცხსა და ყველში ჩაუძახა ნაჭერს და ყიყლიყო ტაფაზე გადადო.
-*-*-*-*-*-*-
მარიამს მართლა გაუჭირდა. უკვე ხუთი თვე იყო, რაც აქ ცხოვრობდა და მიხვდა, თუ რა აუტანელი იყო ორ ღორთან ცხოვრება. გიორგი და თეონა ზუსტად ერთნაირები იყვნენ, როცა საქმე უწესრიგობას ეხებოდა. თეონა ღამეებს ხშირად მეგობრებთან ატარებდა და თითქმის მტელი დღე თავის ოთახში იყო ჩაკეტილი, მაგრამ ეს არ ცვლიდა იმას, რომ გამოსვლისას ჭურჭელს მიანაგავებდა, ტანსაცმელს მიმოყრიდა და მისი ოთახი ყოველთვის ნაგვის ბუნაგი იყო. გიორგი კი უარესი გახლდათ. მეცადინეობის დროს ყველგან ისროდა დაჭმუჭნილ ქაღალდებს, მის ტანსაცმელს მარიამი მთელ ბინაში პოულობდა, და ჟურნალის მაგიდა ყოველთვის სავსე იყო ათასი ნაგვით.
-გიორგი თაბაგარი! – დაიყვირა მარიამმა და ლუდის ბოთლს ყელში წამოავლო ხელი, თან თვალებმოჭუტულმა მოათვალიერა მინგრეული სასტუმრო ოთახი. გუშინ გიორგის მეგობრები იყვნენ გადმოსული, რაღაც მატჩის საყურებლად. ისეთი ენთუზიაზმით ღრიალებდნენ და უყვიროდნენ ეკრანს, რომ მარიამმა და თეონამაც ძალაუნებურად უყურეს მთელი მატჩი, ბოლოში კი ბიჭებთან ერთად ყვიროდნენ. სამწუხარო ის იყო, რომ გიორგის ფავორიტმა გუნდმა წააგო, ამიტომ მგლოვიარე ბიჭებმა ლუდის ბოთლები დახსნეს. საათნახევარი სმის შემდეგ მარიამი რომ ოთახში შემოვიდა, სიტუაცია ისეთი იყო, რომ წარმოდგენაც არ უნდოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საიდან მოახერხეს ბიჭებმა ღვინისა და ვისკის შემოტყუება, რადგან სახლში კრძალავდა ასეთ მძიმე ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ სამხილად ცარიელი ბოთლები დახვდა მაგიდაზე. თვითონ გამოიძახა ტაქსი და გალეწილი მთვრალები მოხარხარე თეონასთან ერთად ძლივს ჩაათრია ქვემოთ, პირველ სართულზე, რომ მანქანაში ჩაესვა და გაესტუმრებინა ყველა. თეონა ისტერიულად იცინოდა მობარბაცე ბიჭების დანახვისას, მერე კი განაცხადა, რომ მეგობართან მიდიოდა, რადგან დაჰპირდა, რომ გოგოების შეხვედრაზე იქნებოდა. მარიამი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თეონას უბრალოდ ნაგვის ალაგება არ უნდოდა, მაგრამ აღარ შეწინააღმდეგებია. ახლა კი სასტუმრო ოთახში იდგა და გიორგის ეძებდა, რომელიც აქვე, ტახტზე გაშხლართული დატოვა.
-გიორგი თაბაგარი მეთქი! – თქვა გოგონამ და წარბშეკრულმა მოათვალიერა იქაურობა. ამ მდგომარეობაში გიორგი ვერსად გაიქცეოდა, ამიტომ სადღაც აქ უნდა ყოფილიყო. და როგორც კი აღმოაჩენდა მას, მარიამი სიამოვნებით გასინჯავდა ამ ბოთლის სიმაგრეს მის თავზე. – გამოხვალ თუ არა? თუ ჩემით მოგძებნო?
-გამოვდივარ, გამოვდივარ, ჰო… – მოესმა ლუღლუღი და წარბები შუბლზე აუვიდა, როცა ტახტის ზურგის იქიდან აბურძგნული შავი თმა და მისკენ მოშვერილი, ამღვრეული თაფლისფერი თვალები ამოიწვერნენ.
-რას აკეთებ? – ჩაეკითხა იგი, და პირზე ხელი აიფარა, რომ სიცილი არ ატყდომოდა. – მანდ რატომ შეძვერი?
-აუ, არ ვიცი… – ამოილუღლუღა გიორგიმ და წარბები შეკრა, თითქოს მთელი კონცენტრაციით ფიქრობდა. – ა, ჰო… შუქი იყო, აი ის, – ხელი გაიშვირა მან ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღისაკენ. – თვალებში მეჭყიტებოდა, აქ კი არ არის სინათლე… – დაამთავრა მან და ფეხზე წამოიზლაზნა, ბარბაცით შემოუარა ტახტს. მარიამმა ტუჩები მოკუმა, რომ არ გაეცინა და ბოთლი სასწრაფოდ დადო, რომ მისკენ გადმოწეული გიორგი დაეჭირა და მაგრად შემოეხვია ხელები, რომ იგი არ დაცემულიყო და სადმე თავი ცუდად არ მიერტყა.
-შე გამტყვრალო მთვრალო… – მარიამმა წარბაწევით გადახედა მაგიდაზე დაწყობილ ბოთლებს. – იმდენი დაგილევიათ, რომ მიკვირს კიდეც, რომ ფეხზე დგახარ. წამოდი, დაიბანე, ასე ვერ დაწვები, გასაგებია? თეონას დილისათვის „ლიკანს“ დავაბარებ… – ჩაიდუდუნა მან და ოდნავ შეკრთა, როცა თავზე ხელის შეხება იგრძნო.
გიორგიმ გაუღიმა, მისკენ ცხელი ამოსუნთქვით დაიხარა, რომელსაც ღვინის ტკბილი სურნელი ასდიოდა, მაგრად მოეხვია, თმაზე ხელი გადაუსვა და თავზე ჩამოსდო ნიკაპი.
-გიორგი, წავიდეთ, გამოადგი ფეხი. – დაიჩურჩულა გოგონამ, და მაგრად მოქაჩა იგი მის მკერდზე შემოხვეული მკლავებით, რომ სააბაზანოსაკენ წაეთრია.
-ჩემი თანამცხოვრები, ეეე! – წამოიძახა უცებ მან, და მოულოდნელობისაგან მარიამი ჯერ შეხტა, მერე კი თვალები გადაატრიალა. – ჩემი თანამცხოვრები… ჩემი, ჩემი…
-ჰო, ჰო, შენი თანამცხოვრები, გავიგეთ. – ჩაილაპარაკა გოგონამ და ისევ მოქაჩა. ამჯერად იგი დაჰყვა და ერთად გავიდნენ დერეფანში, საიდანაც მარიამი ჯერ გიორგის ოთახში შევიდოდა და მის ნივთებს წამოიღებდა, მერე კი სააბაზანოში გავიდოდნენ. – რომელმა წამოათრია ნეტავ ამდენი ალკოჰოლი, ან როგორ შემოიტანეს? არა, მუთოს ნახელავია უეჭველი, ხომ გავაფრთხილე, მაგარი ღვინო არ მოიტანოთ მეთქი? მისიკვდილება უნდა ხომ?
-ჩეეემი… – წაიმღერა გიორგიმ და მარიამმა ტუჩები მაგრად მოკუმა. არ სჯეროდა, რომ იგი ისევ იგივეს იმეორებდა. ბიჭმა თავი დასწია, ტუჩები მარიამს ყურთან მოუტანა. – ჩემი ცოლი… ჩემი ჭკვიანი ცოლი…
მარიამს თვალები გაუფართოვდა. ნაბიჯი არ შეუნელებია, მაგრამ შიგნით ყველაფერი ამოუტრიალდა და გონება თითქოს ჩამოუბნელდა. ამას არ ელოდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ გიორგი სიმთვრალეში თუ სიფხიზლეში ასეთ რამეს იტყოდა. ეს მისთვის ჯერ-ჯერობით წარმოუდგენელი იყო, ამაზე ჯერ არც კი უფიქრია. ნეტავ გიორგი ამაზე ფიქრობდა თუ ეს უბრალოდ სიმთვრალეში მოუვიდა აზრად? მარიამი ჯერ მხოლოდ ცხრამეტის იყო, გიორგიც მხოლოდ ოცდაორის.
-რაებს როშავ, გაჩუმდი რა… – ძლივს ამოილუღლუღა მან, ოთახის კარი გააღო და გიორგი შიგნით შეათრია, მერე კი ტუმბოები გამოაღო, რომ მისი პიჟამა, საცვალი და პირსახოცები ამოეღო, მერე კი ყველაფერი ცალ ხელში დაიკავა. – საიდან მოგდის ასეთი აზრები, პირდაპირ მიკვირს.
-რა, არ გინდა? – წაიდუდუნა გიორგიმ, მისკენ დაიხარა, სახე ახლოს მიუტანა სახესთან და მაგრად აკოცა საფეთქელზე, მერე კი შუბლი მიადო ზედ. – არ გინდა ჩემი ცოლი იყო? მე მინდა… ძალიან მინდა…  – განაცხადა მან და მარიამს სახე გადაუწითლდა, თვალები საცერისოდენა გაუხდა. იგრძნო, როგორ დაუარეს ცხელმა ტალღებმა სხეულში და როგორ გამოჟონა ხელისგულებში ოფლმა.
-გეყო ლაპარაკი, შედი და დაიბანე. – ხელი ჰკრა მან და ხელში მისი ნივთები მიაჩეჩა. გიორგ სააბაზანოსაკენ წაბარბაცდა, ზღურბლზე გაჩერდა და წარბშეკრულმა გადმოხედა.
-ესე იგი არ გინდა? – ჩაილაპარაკა მან. – რატომ?
-გიორგი, შედი და დაიბანე, მთვრალი ხარ. – უთხრა გოგონამ და ოდნავ შეიშმუშნა, როცა თანამცხოვრების თვალებში წყენა დაინახა, ამას არ ელოდა. – ჰო, კარგი, კარგი! – დაამატა ბოლოს, განერვიულებულმა და გვერდზე გაიხედა, გრძნობდა რგორო აწვებოდა სახეში სისხლი. – მინდა, ჰო, მინდა! მაგრამ ჯერ ადრეა, გასაგებია? ჯერ არა, გიორგი!
თავი როცა ასწია, მზერა პიდაპირ თანამცხოვრებს გაუსწორა და თვალები ოდნავ გაუფართოვდა. გიორგი სულელური, მთვრალის ღიმილით უღიმოდა, მერე თავი უკან გადააგდო და გადაიხარხარა.
-ვიცოდი! – წამოიძახა მან, მერე კი შებრუნდა და სააბაზანოს კარი მოიჯახუნა. მარიამმა სახე მოიწმინდა და თავი გადააქნია, მერე კი საწოლ ოთახში შებრუნდა.
ლოგინზე იჯდა და კედელს მიშტერებოდა უსიტყვოდ. ცხოვრება მართლაც უცნაური იყო, ეს უნდა ეღიარებინა, რადგან ახლა იმაზე დაფიქრდა, რაც ადრე აზრადაც არ გაუვლია. ჯერ უნდოდა, რომ სწავლა დაემთავრებინა, რა თქმა უნდა, და მერე ეზრუნა ყველაფერ დანარჩენზე. თან ორ წელსა და ნახევარში მამამისი გამოვიდოდა ციხიდან და საკუტარ ბინაში მოუწევდა გადასვლა…
იქამდე ჯერ დრო იყო.
მარიამმა იცოდა, თუ რას ნიშნავდა ოჯახი. ოჯახი ნიშნავდა უდროობას, შვილებს, საშინლად დატვირთულ ყოველდღიურობას. სურდა რომ ოჯახი ჰქონოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მოუმწიფებელი ახალგაზრდების დაქორწინების წინააღმდეგ იყო, ყოველთვის უკმაყოფილოდ უყურებდა მათ ასეთ მოქმედებას. ცდილობდა, რომ ამ სიტუაციისათვის მიზეზი მოეძებნა და ეყურებინა, როგორც ორი პიროვნებისპირადულ საქმეს, მაგრამ არ გამოსდიოდა, როცა ფიქრობდა მათ მომავალ განხეთქილებებზე, გაყრაზე, ბავშვის დაბადებასა და მის უმამოდ ან უდედოდ აღზრდაზე.
არა, ჯერ არ იყო მზად ქორწინებისათვის, თან მხოლოდ ხუთი თვე იყვნენ ის და გიორგი, ჯერ ადრე იყო, თან ძალიან…
მარიამი ფიქრებიდან გამოერკვა, როცა კარის ღრჭიალი გაისმა და ოთახში გიორგი შემობანცალდა. პიჟამა ეცვა და თავი სველი ჰქონდა, შუბლს ისრესდა. პირდაპირ მარიამისაკენ წამოვიდა ისევ ისეთი სულელური ღიმილით, მერე კი ხელი მოავლო და მასთან ერთად დაეცა ლოგინზე.
-მარიამ, შენი მუსიკა დამიკარი. – მოითხოვა მან უცებ და გოგონამ წარბები ასწია. თავისი პროექტი ძლივს დაამთავრა ორიოდე თვის წინ, და სიამოვნებდა კიდეც მისი დაკვრა ხოლმე, მაგრამ თეონასა და გიორგის ყელში ამოუვიდათ, გაანჩხლებულმა თეონამ ერთხელ გიტარაც დაუმალა…
-აბა არ მინდაო? – გაიცინა მან, და ლოგინზე წამოჯდა, გიორგიმ კი თავი გააქნია.
-ახლა მინდა. – თქვა მან, თვალები მილულვოდა. – დამიკარი რა.
მარიამმა გაიღიმა და წამოდგა, ოთახის კუთხეში მიყუდებული გიტარა აიტაცა და სიმები შეუმოწმა, მერე კი ისევ ჩამოჯდა ლოგინზე.
ოთახი მისი მელოდიის ნაზმა ხმამ აავსო. გიორგი თავლებდახუჭული უსმენდა, სახეზე გარედან შემოსული მკრთალი შუქი ეფინებოდა და მარიამმა წამიერად გაიფიქრა, რომ ეს ადამიანი საუკეთესო იყო, რომლისთვისაც შეიძლებოდა გიტარა დაეკრა და ისიც, თუ როგორ ძალიან უყვარდა იგი…
გოგონამ დაკვრა ჩაამთავრა და გიტარა ლოგინის ბოლოზე მიაყუდა. გიორგი ღრმად სუნთქავდა და მარიამმა გაიღიმა, საბანი გადმოსწია, რომ გადაეფარებინა მისთვის. თვითონ სასტუმრო ოთახში ბოთლებს მაინც აკრეფდა, მათი სიმაგრის შემოწმება გიორგის თავზე კი ხვალამდე მოიცდიდა.
-მარი. – თქვა უცებ თანამცხოვრებმა და გოგონამ თავი მოატრიალა მისკენ. – მაგ სიმღერას რა დაარქვი?
-ხომ გითხარი, ეს სიმღერა არ არის. – გაიცინა გოგონამ. – უბრალოდ მელოდიაა. და არც კი ვიცი, რა დავარქვა.
-არა, ეს სიმღერაა. – დაიჩურჩულა გიორგიმ და თვალები ოდნავ გაახილა, მისი თაფლისფერი, ოდნავ ამღვრეული მზერა მარიამის მწვანე თვალებს ჰგავდა. – შენი სიმღერაა. ანუ ანგელოზის სიმღერა…
-ანგელოზის სიმღერა? – გაიცინა მარიამმა, გონებაში საკუთარი მელოდიის ბგერები გაიხსენა. – კარგი, იყოს ეგ.
-დაწვები? – ჰკითხა გიორგიმ და მასზე გადაფარებული საბანი ოდნავ გადასწია.
-ბოთლებს ავალაგებ და მალე მოვალ. – უთხრა მარიამმა და საბანი ისევ დააფარა. – შენ დაიძინე, მე არ დავიკარგები.
მან თავი დაუქნია, გოგონა კი მისკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა. სწრაფად გადაჭრა ოთახი და ზღურბლიდან გადმოხედა მას.
გირგი გვერდზე იწვა, ხელი მარიამის გვერდისაკენ ჰქონდა გადმოდებული. სახის ნაკვთები მოშვებოდა, ეტყობოდა, რომ მალე დაიძინებდა.
მარიამი დერეფანში გავიდა, და კარი უკან ჩუმი წკაპუნით, ფრთხილად მოკეტა.
-*-*-*-*-*-*-18
16 წლის შემდეგ
-*-*-*-*-*-*-
თათია მამას ხელზე ჩაეჭიდა ცალი ხელით და ინტერესით მოათვალიერა გარემო, მეორეთი კი უფრო მაგრად მობღუჯა ნარცისების თაიგული. ადრიანი გაზაფხული იყო და გრილოდა. მზიანი დღე გახლდათ, და მზის სინათლე ხეთა ფოთლებს შორის იპარებოდა, მათ გზაზე პატარა ნათელ ლაქებს აჩენდა. გოგონამ ინტერესით გადახედა ძმას, რომელიც მათ წინ გარბოდა და აქეთ-იქით ისროდა გზაზე დაყრილ კენჭებს.
-ირაკლი, შორს არ წახვიდე, გასაგებია? – დაუძახა მამამ, და თათიამ ჩაიხითხითა, როცა ირაკლი მოტრიალდა და ტუჩები უკმაყოფილოდ მობუსხა.
-არ წავალ შორს, მამი… – წაიზუზუნა მან. – მაგრამ ეს ადგილი ლაბირინთივითაა! თან ძალიან მაგარია, სულ არ არის საშიში! ზურას აუცილებლად ვეტყვი, რომ სასაფლაოზე ვიყავი და არავითარი მოჩვენებები არ მინახავს! – ამაყად წამოსწია მან წინ პატარა მკერდი. მამამ ჩაიცინა, და თათიას დახედა, მერე კი სწრაფად აიტაცა ხელში. გოგონა ახლოს მიეხუტა და კისერზე თავისუფალი ხელი შემოხვია.
-ზუსტადაც რომ ლაბირინთივითაა… – თქვა მან. – არ მინდა დამეკარგო და მერე ათას საფლავს შორის გეძებო, გესმის? ამიტომ ფრთხილად!
-კარგი! – დაუძახა ირაკლიმ და გულმოდგინედ წაჰკრა ფეხი კენჭს, რომელიც წკარუნით გადაგორდა შორს.
-მამი, მალე მივალთ? – დაიჩურჩულა თათიამ, და გიორგიმ სწრაფად გადმოხედა მას. გოგონას შეწუხებული, მრგვალი მწვანე თვალების დანახვისას გაეცინა და თავი დაუქნია.
-კი, მალე მივალთ. – თქვა მან და უსიტყვოდ დააშტერდა გზას. – აი, აქ ჩავუხვევთ… ირაკლი! აქეთ მოდი, რა გითხარი მე შენ? – დაიძახა მან, რომ შვილისათვის ხმა მიეწვდინა, რომელიც ახლა გზისპირას იდგა, დახრილიყო და რაღაცას დაჟინებით უყურებდა. – რას აკეთებ?- დაუძახა გიორგიმ და მოიღუშა, როცა მისმა შვილმა მიწისაკენ ხელი წაიღო.
-ენძელები ამოსულან. – თქვა ირაკლიმ და რამდენიმე მოგლიჯა, მერე კი სირბილით წამოვიდა მათკენ, დაკრეფილი სამი ყვავილი მამისაკენ აიშვირა. – დედას მივუტანოთ!
-კარგი, მივუტანოთ… – თქვა გიორგიმ და სწრაფად ჩამოართვა ირაკლის მისკენ გამოწვდილი ენძელები. გულში წყენამ და ცივმა გულდაწყვეტამ გაჰკრა, როცა შვილის მწვანე თვალებს ჩახედა, მაგრამ წამსვე მოიშორა ეს შეგრძნება. მისი ბავშვები უკვე დიდები იყვნენ მის აზრით, აუცილებლად შეამჩნევდნენ, თუ ახლა გუნება წაუხდებოდა. არ უნდოდა, რომ დედის საფლავთან ვიზიტებზე ცუდი მოგონებები ჰქონოდათ და შემდეგში ფეხი ეთრიათ აქ წამოსვლაზე. იმის მიუხედავად, რომ მარიამი უკვე სამი წელი გახლდათ, რაც აქ არ იყო, და თათიას თუ არა, მხოლოდ ირაკლის ახსოვდა იგი, ბავშვებს ყოველთვის ჰქონდათ სურვილი რომ აქ წამოსულიყვნენ. გიორგი ხვდებოდა, რომ ისინი თავიანთი ბავშვური გონებით მთლიანად ვერც კი ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა, უბრალოდ ესმოდათ, რომ მათი დედა აქ იყო, მაგრამ მისთვის მთავარი იყო, რომ ბავშვებს ამ ვიზიტებისათვის ისე შეეხედათ, როგორც დედასთან სტუმრობისათვის და არა დრამატული და მტკივნეული პროცესისათვის.
-ირაკლი, ჟაკეტი შეიკარი, რამდენჯერ უნდა გითხრა? – თქვა მან, როცა შვილს გადახედა. ირაკლი სირბილისაგან აწითლებულიყო, ქუდიც გვერდზე მოქცეოდა, ჟაკეტი კი გაეხსნა და წითელი მაისური მოუჩანდა.
-რომ მცხელა? – წაიბუზღუნა მან, მაგრამ მაინც აიწია ელვა-შესაკრავი.
-იმიტომ გცხელა, რომ ირბინე. – თქვა გიორგიმ და მათ გზაზე, ვიღაცის საფლავიდან გადმოწეული ბუჩქის ტოტი გადასწია, რომ თათიას სახეში არ მოხვედროდა. – მზე კია, მაგრამ მაინც სიგრილეა, გესმის? შეიძლება გაცივდე.
ირაკლიმ თავი დაუქნია, ქუდი უფრო მაგრად ჩამოიფხატა ყურებზე და თათიას გადმოხედა. წამსვე წარბები შეკრა.
-თათია რატომ მოგყავს ხელით? – გააპროტესტა მან და ინტერესით გააყოლა თვალი მუქი მარმარილოთი გაფორმებულ საფლავს. – არ ითვლება, მეც მინდა!
-აგიყვანდი, მაგრამ მაგდენი ხელი არ მაქვს. – უპასუხა გიორგიმ და ჩაიცინა, ირაკლის წარბი აუწია. – თან ცხრა წლისა ხარ, ირაკლი, დამძიმდი. სად შემიძლია შენი თრევა.
თათიამ ჩაიხითხითა და გაბრწყინებული თვალებით გადახედა ირაკლის, მერე კი პატარა ჯინსსა და წითელ ფეხსაცმელში გამოწყობილი ფეხები გააქანა, ცალი ხელით უფრო მაგრად მიეხუტა მამას და ლოყაზე აკოცა. აკოცა და წამსვე მოიჭმუხნა.
-მააა, ზღარბი ხარ! – წამოიძახა მან და გაუპარსავ ყბაზე პაწაწინა თითი ჩამოუსვა. ირაკლის სიცილი აუტყდა.
-აბა ახლა! – გაუწყრა მათ გიორგი, თუმცა თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს. – გეყოთ მაიმუნობა, მოვედით უკვე.
-მოვედით? – ირაკლი სასწრაფოდ გატრიალდა, და შეხტა, წამსვე აირბინა თეთრი მარმარილოთი შემოსაზღვრულ, მწვანე ბალახით დაფარულ ადგილთან და პატარა, რკინის ხვეულებისაგან დამზადებული, დეკორატიული კარი გამოაღო, მერე კი ნელი ნაბიჯით შევიდა შიგნით.
გიორგიმ ამოიხვნეშა, რატომღაც მკერდი მოეკუმშა, და სწრაფი ნაბიჯით შეჰყვა ირაკლის. თათიამ ფეხები გააფხარკალა, აშკარად ქვემოთ ჩამოსვლა უნდოდა, ამიტომ კაცმა სწრაფად დაუშვა იგი. თათიამ შარვალი ჩაისწორა, რაზეც გიორგის ჩაეცინა. თათია ამ ქცევით დედამისს აგონებდა…
გოგონამ ნარცისების თაიგული ხელში შეასწორა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა საფლავის ქვას, და ყვავილები მის გვერდით, მიწაში ჩამაგრებულ მარმარილოს ლარნაკში ჩააწყო. ირაკლიმ ენძელები ნარცისებს მიუწყო გვერდით, გიორგი კი მარმარილოს დაბალი გალავნის პირზე ჩამოჯდა და ამოიხვნეშა.
თათია ცოტა ხანი იდგა და საფლავის ქვას უყურებდა ძმასთან ერთად, და გიორგიმაც მას გაუშტერა თვალი. ქვიდან მარიამის სახე უღიმოდა, ქვემოთ კი თეთრად ამობეჭდილიყვნენ თარიღები: „28 მაისი 1990 – 7 მარტი 2022“.
გიორგიმ ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ მოუახლოვდნენ შვილები, სანამ თათიამ შარვალზე არ მოქაჩა და მისი ყურადღება მათზე არ გადაიტანა. მან ბავშვებს გაუღიმა, როცა გამოერკვა, და ორივე გალავანზე დასვა, მერე კი ისევ უსიტყვოდ მიაშტერდნენ საფლავს.
-მამა… დედა როგორ წავიდა? – დაიჩურჩულა ირაკლიმ, თან ცალი ხელით თავისი ჟაკეტის ელვა-შესაკრავს აწვალებდა.
-ხომ მოგიყევით, არა? – ასევე ჩუმად უპასუხა გიორგიმ. არ სურდა, რომ შვილებისათვის კიდევ ერთხელ მოეყოლა ეს ამბავი. – აღარ გახსოვთ?
-ჩემმა პარალელკლასელმა მითხრა, რომ დედები და საერთოდ, მშობლები მაშინ მიდიან, როცა შვილები აღარ უნდათო. – თქვა უცებ ირაკლიმ და გიორგიმ წარბები შეკრა, და თათიას მხარზე მოუჭირა ხელი, როცა გოგონა ძმის სიტყვების გაგონებაზე მაგრად მიეხუტა. ირაკლიმ ამოხედა, მწვანე თვალებში დაბნეულობა ეტყობოდა. – მართალია?
-არა, რა თქმა უნდა არა. – თქვა გიორგიმ და ყბა გვერდზე გადასწია. – ეგ ვინ გითხრა, ჰა? ეგ სხვანაირი სახის წასვლაა, ირაკლი. დედათქვენი სამუდამოდ წავიდა, მაგრამ მას არ უნდოდა წასვლა, გესმის? იგი გარდაიცვალა, ეს მოხდება, გინდა თუ არა. და მშობლებს, რომლებიც შვილებს თავიანთი ნებით ტოვებენ, უნდათ წასვლა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია, რადგან ისინი ცოცხლები არიან.
-ანდრიამ მითხრა. – ტუჩები ისევ გაბუსხა ირაკლიმ და ხელები მუშტებად შეკრა. – სახეს მივულამაზებ, რომ მივალ სკოლაში, ამ ტყუილისათვის. – წაიდუდღუნა მან.
-ანდრია? – წარბი ასწია გიორგიმ. – ეგ ვინღაა?
-ხომ ვთქვი არა… – ამოხედა აშკარად გაბეზრებულმა ირაკლიმ. – ანდრია ლორთქიფანიძეა, ჩემი პარალელკლასელია და იდიოტია.
-ირაკლი, სახეს არ მიულამაზებ და იდიოტსაც არ დაუძახებ. – მკაცრი ტონი მიიღო გიორგიმ. არ მოსწონდა, როცა ირაკლი ასე იქცეოდა, რატომღაც საკუთარი თავქარიანობა ახსენდებოდა და არ სურდა, რომ ირაკლიც ასე ყოფილიყო. – რაც მან თქვა, არასწორი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაარტყა, გასაგებია? დარტყმა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
-გასაგებია. – წაიდუდუნა ირაკლიმ და თითები აათამაშა, მერე კი მამას მკლავზე მიეყუდა, თვალი საფლავის ქვაზე გაუშტერდა, რომელსაც მარმარილოთი შემოსაზღვრული პატარა მინდვრის კუთხეში მდგომი, ახლად კვირტებგამოსული ალუბლის ხე გადმოჰფარებოდა.
-დედათქვენი ავად იყო და წამალი უნდა დაელია ხოლმე. – თქვა მან. – მაგრამ ძალიან ავად გახდა. ერთ დღესაც სამსახურში გავიდა და… დაიკარგა… – გიორგიმ თავი გადააქნია, ორივეს მაგრად შემოხვია ხელები. – საავადმყოფოშივე დააწვინეს, მოკლედ. როგორც კი შემატყობინეს, მაშინვე მივედი, მაგრამ დედათქვენი უკვე წასული იყო.
გიორგი გაჩუმდა, აუტანელი ტკივილი, მწარე სინანული და მონატრება დაუგროვდა მკერდში. იცოდა, რომ ეს უცნაური იყო, მაგრამ ამ ამბავში თავს მარტო გრძნობდა. ირაკლი მხოლოდ ექვსი წლისა იყო, როცა მარიამი გარდაიცვალა, თათია კი სამის. მათ ჯერ კიდევ არ ესმოდათ, თუ ვინ იყო მათი დედა, არ იცნობდნენ მას. გიორგის სინდისი ქენჯნიდა ამის გამო, მაგრამ ცოტათი შურდა შვილების. ისინი ხომ არ გრძნობდნენ ისეთ მონატრებასა და იმ საზიზღარ, მწარე გრძნობას, რომელიც შიგნეულს ყოველდღე, ცოლის ნებისმიერ ნივთზე შეხედვისას უღრღნიდა. მისი ალბათ ყველაზე მეტად თეონას ესმოდა, მაგრამ ეს მაინც იგივე არ იყო. თეონას მარიამი ძალიან უყვარდა და უმისობას ძალიან განიცდიდა, მაგრამ…
-დედა გახსოვთ? – იკითხა უცებ. ირაკლიმ ამოხედა, ღიმილით დაუქნია თავი.
-მე მახსოვს. – განაცხადა მან. – დილით შემოდიოდა, მიღუტუნებდა და მაღვიძებდა. თათია სულ ხელში აყვანილი დაჰყავდა და მისი წიგნები დაჰქონდა აქეთ-იქით. ხანდახან შენ დაგსდევდა ცარიელი ბოთლით, შენ კიდევ გარბოდი და ყვიროდი…
თათიამ ჩაიხითხითა, გიორგისაც გაეცინა, როცა ლუდის ბოთლმომარჯვებული მარიამი გაიხსენა.
-მეც მახსოვს, ოღონდ ცოტათი. – წაილუღლუღა თათიამ. – თეთრი ეცვა ხოლმე და უცნაური სურნელი ასდიოდა. მაგრამ მე მომწონდა… და სარკის წინ ივარცხნიდა ხოლმე თმას. – დაამთავრა მან და ფეხები მთელი ძალით დაჰკრა მარმარილოს გალავანს.
გიორგის ხმა აღარ გაუღია, უსიტყვოდ მიშტერებოდა საფლავს და უცებ უცნაური გრძნობა დაეუფლა. შვილების სიტყვებმა თითქოს ხელახლა აღადგენინა მარიამი გონებაში და გული მოეწურა, შიგნეული თითქოს გაეკვანძა. სინანულისა და მონატრების გრძნობები ხელახლა დაეჯახნენ, და მკერდში აბუყბუყებული სიმწარე იგრძნო, რომელიც ყელში აწვებოდა და სუნთქვას უხშობდა. რა იქნებოდა, რომ მარიამი ცოცხალი ყოფილიყო? რა იქნებოდა, რომ ეს დაწყევლილი ასთმა არ ჰქონოდა და სრულიად მოულოდნელად კრუნჩხვებში არ ჩავარდნილიყო? რა იქნებოდა, რომ მარიამი ამწუთას მათ გვერდით ყოფილიყო, სადმე კაფეში, ირაკლის მოთხუპნულ პირს მოსწმენდდა, თათიას თმას ლამაზად გადაუწნიდა გვერდით, რასაც გიორგი თვითონ ვერაფრით ახერხებდა, საღამოს მაგრად ჩაეხუტებოდა ქმარს და შესაძლებელი იქნებოდა მისი ცხელი სუნთქვისა და სხეულის სინაზის გრძნობა…
-მამი? მა, ტირიხარ? – გაიგონა თათიას ხმა და წამიერად გახევდა. ახლაღა იგრძნო, როგორ ეწვოდა თვალები და როგორ უჭირდა სუნთქვა. ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, როცა იგრძნო, თუ როგორ ჩაეჭიდა ირაკლის ხელი სახელოზე.
-რატომ წავიდა? – ძლივს ამოიხრიალა მან. – ხომ დამპირდა, არ დავიკარგებიო, ხომ დამპირდა… მაგრამ დაიკარგა, ახლა სად არის, რატომ არ არის აქ?
-მა, არ იტირო, რა… – თათიას პატარა, თბილი ხელი მისი სახისაკენ აიჭრა და ლოყები მოსწმინდა. როცა გიორგიმ თვალები გაახილა, გოგონას აწყლიანებული მზერა მიშტერებოდა ქვემოდან. – მეც ვიტირებ… – თათიას ტუჩი აუკანკალდა და ცრემლები აწითლებულ ლოყებზე გადმოუგორდა.
ირაკლი მთელი ძალით მიეკრო და მის მკერდში ჩარგო თავი, მკლავები კი წელზე შემოხვია. გიორგიმ ატირებული თათია მაგრად მიიხუტა. ორივეს მაგრად იკრავდა გულში და წამიერად შეეშინდა, რომ ისინიც გაექცეოდნენ, ისინიც დაეკარგებოდნენ…
-ჩემი პატარები, ჩემი ჭკვიანი პატარები… – ამოილუღლუღა მან, თათიას თმაზე, ირაკლის კი შუბლზე მაგრად აკოცა და დასველებული თვალები სწრაფად მოიწმინდა. ირაკლის ისევ მის მკერდში ჩაერგო თავი და მხრები უკანკალებდა, თათია კი სლუკუნებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ცოტათი დამშვიდებულიყო.
-სახლში წავიდეთ, კარგი? – თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა, თათია ხელში აიტაცა. გოგონამ მის მხარში ჩარგო თავი, ირაკლი კი ისევ მიხუტებოდა, წელზე ხელები შემოეხვია და არ უშვებდა. – ხელი მომეცი, ირაკლი. გინდათ, დეიდა თეონას გავუვლით და ბაბუასთან წავალთ, აბა? – თქვა მან, შეეცადა, რომ ხმისათვის მხიარული ტონი მიეცა, იმის მიუხედავად, რომ ოდნავ ჩახლეჩოდა.
თათიამ თავი დააქნია, მაგრამ თავი არ აუწევია. ირაკლიმ სახე ჯიუტად მოიწმინდა და შუბლზე ქუდი ჩამოიფხატა, დაბღვერილმა, მერე კი რაღაც ჩაიდუდღუნა.
-ეგ რა იყო, ირაკლი? – გაიცინა გიორგიმ. – ვერ გავიგონეთ…
-წავიდეთ ბაბუასთან, თეონა დეიდაც წავიყვანოთ. – წაიდუდუნა ბიჭმა, და მამას ხელი მაგრად ჩასჭიდა.
მარმარილოს დაბალი გალავნიდან გავიდნენ, და გიორგიმ კარი უკან ფეხის ფრთხილი კვრით მიიკეტა.
საფლავებს შორის ვიწრო ბილიკს დაადგა, ბავშვებს ხელები მოუჭირა და უკან, წამიერად მოიხედა.
ალუბლის ხის ტოტებს შორის გამოპარული მზის სხივები მარიამის საფლავის ქვას დაჰყურებდნენ.
გიორგიმ გაიღიმა, და მიტრიალდა. თათია უკეთესად დაიჭირა ხელში, ირაკლის კი მისკენ მოშვერილ, დედის მწვანე თვალებში ჩახედა და ჩამოფხატული ქუდი სიცილით გაუსწორა.
გზის ბოლომდე უკან აღარ მოუხედავს.
Fin

 

Start: 03.07.2014
End: 20.08.2014

8 thoughts on “ანგელოზის სიმღერა

  1. სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორია, პერსონაჟები, გარემო და ყველაფერი სხვა, რაც კი შენი შექმნილია! ❤
    არაჩვეულებრივი ხარ, ლინდა! ❤

    Liked by 1 person

    1. პირველი კამენწარი შენია, იიიი ❤ ტკბილო გოგოვ ❤ უღრმესი მადლობა შენი სიტყვებისათვის, უზომოდ მიხარია რომ ასე ფიქრობ! ^_^<3 ❤ ❤

      Liked by 1 person

  2. ვაიმე ძალიან მაგარი იყო.ადრეც მაქვს წაკითხული და მახსოვდა სიუჟეტები..
    ბოლოს,მარიამის გარდაცვალებამ დამაღონა 😔
    მიყვარს მე თაბაგარი ❤მარიამი

    Like

    1. ვაიმე, ძალიან ძალიან დიიდი მადლობა 💖💖💖
      მარიამის სიკვდილს რომ ვიხსენებ მუდამ ცუდად მხვდება გულზე 😦 მეც ძალიან მიყვარს ეს წყვილი 💖💖 მათი პირველი შეხვედრის გახსენებაზე სულ მაჟრიალებს 😂😂😂💞💞

      Like

  3. ყველაფერი რა კარგად მიდიოდა და… არ ველოდი ასეთ დასასრულს. ლინდა შენი მეორე ისტორიაა ჩემგან წაკითხული და ორივე ცუდი დასასრულით 🙂 იმედია მესამე კარგად დამთავრდება?! ❤️

    Like

  4. უფ,მერამდენეჯერ წავიკითხე არც კი მახსოვს,უძალიანესად მიყვარს ეს შენი შემოქმედება!💜💜💜დაბოლოებაზე სულ ვღნავი.

    Like

  5. 😭😭მერამდენედ ვკითხულობ დ სულ მეტირება დასასრულზე😭😭
    ძალიან კარგია❤️❤️

    Like

Leave a reply to mariamtsiklauri1706 კომენტარის გაუქმება