ტაატით მიცურავდნენ ცის კამარაზე რუხი ღრუბლები. დათარეშობდა უწყალო ქარი, თან მოჰქონდა მოძალული ცივი თვეების სუსხის სურნელი და უტიფრად, ზუზუნით მიჰქროდა ბინგემის მოედანზე შექუჩებულ მაღაროელთა შორის. ზედ ეხლებოდა მისი ყინულოვანი სუნთქვა ნარას, ნიღბით დაუფარავ ქუთუთოებსა და შუბლის კანს უწვავდა.
ჭდე: სულწყვილი
ცოცხალი ჟანგი (თავი 4)
ოდნავ ციმციმებდა მქრქალი ლურჯი სინათლე, ძლივს ბჟუტავდა, გამალებით ებრძოდა მასზე დაწოლილ, სულშემხუთავ წყვდიადს და ძლივს უმკლავდებოდა, ნარას პირისპირ დაჩოქილი კაცის ჩაფხუტს, შენიღბულ სახესა და მხრებს ეფინებოდა, მკრთალად ანათებდა მაღაროს კედლების უხეშ, ოღრო-ჩოღრო რელიეფს.
ცოცხალი ჟანგი (თავი 1 – პროლოგი)
ანაზდად გამოეღვიძა ნარას. ხმამაღალი წუილითა და გრუხუნით მიჰქროდა მის ფანჯარასთან ათიოდე მეტრის დაშორებით, სიმძიმისა და სიძველისაგან დაფეხვილ, აღრჭიალებულ ბოძებზე შემდგარ ცალფეხა ლიანდაგზე მატარებელი.


