რამდენიმე დღის წინ ოცდამეთერთმეტე ქუჩაზე, ჩიხში ლიანდაგის ბოლო და სადგური გაანადგურეს. სადგური ერთიანად ჩამოლეწა აფეთქებამ, რასაც ლიანდაგის გაუთვალისწინებელი დაზიანებაც მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ არ აპირებდა ჰელმარი სამასი მეტრის სიგრძეზე ლიანდაგის გაცამტვერებას. თუმცა არც იყო საკვირველი, ბოძების სიმყიფეს თუ გაითვალისწინებდა.
ჭდე: მისტიკა
ცოცხალი ჟანგი (თავი 11)
უზარმაზარი იყო ზღვა, მიუწვდომელი, უძირო, მთელი სამყარო ეტეოდა შიგნით. შიგნით კაცი იდგა. და არ უნდოდა კაცს, რომ ვინმეს დაენახა. მიტრიალდა და უთხრა, რომ არ უნდოდა ვინმეს დაენახა.
ცოცხალი ჟანგი (თავი 10)
Meteor Shower ვეებერთელა მეტალის კარს მარჯვნიდან მოჰფენოდა ჩამავალი მზის მონარინჯისფრო შუქი. ქროდა გრილი სიო და თავი საშინლად დამძიმებოდა ნარას, ჯიბეებში ჩაჩურთული ხელები ეწვოდა. კარზე ოთხჯერ დააკაკუნა მის გვერდით მდგარმა სორენმა. მეორე და მესამე კაკუნს შორის დატოვებული მოზრდილი პაუზა მძიმედ გამოკიდებულიყო კარს მომდგარი დაისის შუქჩრდილში.
ცოცხალი ჟანგი (თავი 8)
მოვლენ.’ სუნთქვა გაუხშირდა ნარას, წამოჯდომა სცადა. ‘მოვლენ. წადი აქედან.’ მაგრად დაიჭირა სორენმა, წამოჯდომაში მიეხმარა, სანამ მის გადაშლილ ფეხებს შორის, ცივ ბეტონზე არ იჯდა ნარა. იჯდა და ქშინავდა. სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. კუნთები თითქოს მოეკრუნჩხა, ცივმა ჟრჟოლამ დაუარა ხერხემალში და შემოჰყინა, სანამ მის გვერდით მყოფი სხეულის სითბო არ მოერია მას.
დალიჰარი (თავები 1-20)
იდგნენ ორივენი ფერდობზე და გადაჰყურებდნენ დათოვლილ ჩრდილოეთს. გაივსო ღამე, გადაშალა უკიდეგანო მკერდი მისი და გულში ჩაიკრა მდუმარე მიწა, სათუთად ეამბორა ცივი ბაგეებით. ნამგალა მთვარე მიცურავდა ცის გაყინულ ოკეანეში, და უდარდელად ჩახჩახებდნენ ვარსკვლავები.
ცოცხალი ჟანგი (თავი 5)
უზარმაზარი გახლდათ სორენის თავის მიღმა, გალავნის გარშემო გადაშლილი იგაზან-ლა. თვალს ვერც კი აწვდენდა მის კიდეს ნარა, და ისეთივე ვეებერთელა გახლდათ იგი, ისეთივე იდუმალი და უცხო, როგორც ნარას გულმკერდში გაღვივებული, ჯერ კიდევ მისთვის შეუცნობელი თბილი გრძნობა, რომელმაც თითქოს მუშტში მოუჭყლიტა ფილტვები.
ცოცხალი ჟანგი (თავი 3)
თვალები გადმოეკარკლა ნარას. მაგრამ თითქოს დაბრმავებულიყო ანაზდად, რკინის ფარდა ჩამოფარებოდა მის თვალთახედვას. ვერაფერს ხედავდა.
მირაჟი (თავი 10 -ეპილოგი)
მილასლასებდა ბილიკზე ლეილა. ძლიერად აცხუნებდა ლელესის ტბის თავზე ამოწვერილი მზე, მის მძიმე, ტოტებს შორის ჩამოღვრილ სულშემხუთავ სხეულს სუდარასავით დაჰფენოდა ნამგალა მთვარის ვერცხლისფერი შუქი. ირწეოდნენ ხეები იხულას მთიდან მონაბერ ნიავქარში, შრიალებდნენ ფოთლები და ხეთა წვერებზე შემოსკუპებულიყვნენ ყვავები, დროდადრო რომ ჩამოსჩხაოდნენ თავზე.
მირაჟი (თავი 9)
თვალები გაახილა ლეილამ. კოკისპირული წვიმა შხაპუნებდა გარეთ, სახურავზე რახუნებდნენ სქელი წვეთები და თქრიალით გამოეხეთქა შემოსასვლელთან ახლოს, საწვიმარ მილში წყლის ნაკადს. უკვე გუბეები დამდგარიყო ეზოში, რომელთაც მოყვითალო ელფერი მოსდებოდათ შემოსასვლელიდან გაღვრილ სინათლეზე.
მირაჟი (თავი 8)
გაიელვა. მხოლოდ ოდნავ, მქრქალად შემოიჭრა ელვის თეთრი, ცივი სინათლე ფანჯარაში, რომელიც სანახევროდ დაეფარა გაცრეცილ, მოყვითალო მაქმანის ფარდას. შემოიჭრა, მაგრამ ვერ მოერია ოთახის სითბოს და ლამპის მოყვითალო-ნარინჯისფერ სინათლეში გალღვა, გაიცრიცა და გაქრა, უკვალოდ.
მირაჟი (თავი 7)
თვალები გაახილა ლეილამ. ციოდა. გააჟრჟოლა. ტუჩები უთრთოდა. რუხ, დაგორგლილ ღრუბლებს მოერეკებოდა ქარი იხულას მთიდან. არსად ჩანდა ცის უძირო სილურჯე, გარიჟრაჟის წითელი მზე და სადღაც გადაკარგულიყო აშრიალებული ხეების ფოთლებს შორის გადახლართული ნარინჯისფერი სინათლე.
მირაჟი (თავი 6)
ბნელოდა. თუმცა არა, არ ბნელოდა. არც სინათლე იყო, არც სიბნელე, არც დღე, არც ღამე, არც არაფერი. მხოლოდ უმასო სიცარიელე, რომელშიც ერთიანად გაცრეცილიყო ყველაფერი, დაღვენთილიყო, როგორც უცნაური, უმასო, ბლანტი სიცარიელე, რომელიც სულს უხუთავდა, გუდავდა, არარსებულ ყელში უჭერდა არარსებულ ხელს.
მირაჟი (თავი 4)
ხმადაბლა გუგუნებდა, და თვალისმომჭრელად ციმციმებდა თაკარა მზის შუქზე სანახევროდ დამშრალი ხარისწყალი. აუტანელი პაპანაქება და იხულას მთიდან მობერილი ცხელი ქარი ათრთოლებდა ჰაერს, ჩუმად ზუზუნებდნენ მდინარესთან აღმართული ელექტროგადამცემი კოშკები და არყის ხეების ტოტებში გადახლართული სიო აშრიალებდა ფოთლებს.
მირაჟი (თავი 3)
მზე ინავლებოდა. ოდნავადღა მოჩანდა შორს, მთათა შორის მისი დაღვენთილი წითელი დისკოს წვერი. სულს ღაფავდა მზის შუქი, და გოროზად გადმოჰყურებდა მას მუქ იისფრად დაფერილი ცის კამარა, რომელზეც ისე აკიაფებულიყვნენ ვარსკვლავები, თითქოსდა მუქ ბარხატზე მარგალიტები მიმოუბნევიათო.
მირაჟი (თავი 2)
ერთბაშად გამოეღვიძა ლეილას. ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო. თვალებგადმოკარკლული იწვა მუცელზე, ქშინავდა. მარჯვენა მკლავი ტანქვეშ მოჰყოლოდა, ვერცხლის ძეწკვი ყელში აჭერდა და გრძნობდა, თუ როგორ გადახლართულიყო მის ფეხებში ზეწარი.
მირაჟი (თავი 1 – პროლოგი)
მაისის მზე ნებივრად მისწოლოდა დასავლეთში გაფენილ იისფერ ღრუბლებს და მისი თბილი ნარინჯისფერი სინათლე მოჰფენოდა არჭამას ხეობასთან, ჩუმშიდის უღელტეხილზე შეფენილ და ტყეთი გარშემორტყმულ ზრეას, როცა კოჭლი ბესარიონის ღრიალმა მთელი დაბა შეაზანზარა.
მზესუმზირები (ნაწილი 8 – ეპილოგი)
პირველი რეანიმაციული განყოფილების მეორე მხარეს ხმამაღლა, გულისგამაწვრილებლად წრიპინებდა მონიტორი. ვიღაც ახლადმოყვანილი, აშკარად მთვრალი პაციენტი ღრიალებდა, ლოგინიდან გადმოძრომას ცდილობდა და ცხრასართულიანი გინებით ამკობდა ყველა გარშემომყოფს, ძლივს აკავებდა ორი ჩაფსკვნილი დაცვის თანამშრომელი.
მზესუმზირები (ნაწილი 5)
ძლივს წამოიწია ლევანი, გაჭირვებით აათრია არაქათგამოცლილი სხეული. ქეთის მიუახლოვდა, მისი საწოლის გვერდით მიადგა სკამი და ჩამოჯდა, მძიმედ. ქეთი ჭერს აჰყურებდა. კაშკაშა თეთრ სინათლეზე თბილი ქარვისფერი უჩანდა თვალები, მაგრამ ერთიანად გასციებოდა ისინი.
შავი ლოტოსები
"ელისოს თვალები გაუფართოვდა, როცა ბეშქენის ფიგურა კარში გამოჩნდა და ჩარჩოს მიეყუდა.
ბეშქენი ადულყაფარივით მაღალი იყო, მაგრამ მხრებში უფრო გაშლილი ჩანდა. შავი თმა ჰქონდა, და მოქუფრული იდგა. მის თვალების ფერს კარგად ვერ ხედავდა აქედან..."


















