სახლი ცარიელი გახლდათ. თუმცა მთლად ცარიელი არა, კედლები იყვნენ შიგნით. კედლები და თვითონ. მიწა არ იყო, ოდნავ დაბურულ მინაზე იდგა, რომლის ქვეშ თვალუწვდენელი ცა და ღრუბლები მოჩანდნენ. კედლებზე წყალი წურწურებდა და ნელ-ნელა ივსებოდა სახლი, სანამ წელამდე არ მისწვდა და მაშინღა მოიფიქრა ლეილამ, რომ კარი უნდა გაეღო.
ჭდე: დეტექტივი
მირაჟი (თავი 4)
ხმადაბლა გუგუნებდა, და თვალისმომჭრელად ციმციმებდა თაკარა მზის შუქზე სანახევროდ დამშრალი ხარისწყალი. აუტანელი პაპანაქება და იხულას მთიდან მობერილი ცხელი ქარი ათრთოლებდა ჰაერს, ჩუმად ზუზუნებდნენ მდინარესთან აღმართული ელექტროგადამცემი კოშკები და არყის ხეების ტოტებში გადახლართული სიო აშრიალებდა ფოთლებს.

