. . -*-*-*-*-*-*-*-17 თითქოს ცურავდა ბარბარე. რაღაც თხევადში, მაგრამ ამავდროულად მსუბუქში. ძლივს იყურებოდა, თითქოს მილულვოდა თვალები, მაგრამ ვერ გრძნობდა მათ, ვერც საკუთარ სხეულს გრძნობდა. თითქოს რაღაც უმასო ქმნილებად გარდაქმნილიყო და სადღაც, ნათელ უსასრულობაში მიცურავდა. მზე ამოიწვერა. მერე მეორე, მესამე, მეოთხე. გარშემო ყველაფერი გაბრწყინდა, იმის მიუხედავად, რომ თვალწინ უვარვარებდა უამრავი მზე ბარბარეს, თვალები არ სტკიოდა, არც … Continue reading ცივი სითბო (ნაწილი 2/2)
ჭდე: აუტანელიუფროსი
ცივი სითბო (ნაწილი 1/2)
-სად მიდიხარ, ტოო, აქეთ წახვალ, მე დაგხვდები, იქეთ წახვალ ის დაგხვდება, რომ ამოვარდება ახლა ქალაქიდან... - თორნიკე უაღრესად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავის. თითქმის ბედნიერი მიშტერებოდა. - დაეტიე აქ და ველოდოთ.
მშვიდი ქარიშხალი
სოფომ გაიღიმა, ტუჩის კუთხეები უხტოდა, ნაღველთან შერეულ სიმწარესა და სიხარულს გრძნობდა. აუტანელ ბედნიერებასაც. თვალები ცრემლებით აევსო და ქუთუთოები მილულა, სისველე ლოყებზე გადმოუგორდა.
გამცემლიძის საშვი
"„ც. გამცემლიძე, ფინანსთა დეპარტამენტი. აღმასრულებელი მენეჯერი.“ აჰა, ვიცოდი რომ რაღაც ხოხმა პოსტი გექნებოდა. უი, ჰო, გაცნობა ხომ საერთოდ დამავიწყდა, მეგობარო. - ქალმა აშკარა სიამაყით ასწია კისერზე, თეთრ, სქელ ზონარზე ჩამოკონწიალებული საშვი. - ნატა ბარამიძე, კვლევა და დეველოპმენტი, გენაცვა. ინტერნი ვარ. ძლივს დამნიშნეს."
იასამნის ბაღები
ლაშას ხმა არ გაუღია, არც კი განძრეულა, მაგრამ სალომემ იგრძნო, თუ როგორ მოეშვა მისი დაძაბული სხეული. დერეფანს პარაფინის სანთლების შუქი მოჰფენოდა. ისინი კი ასე ისხდნენ.




