ცოცხალი ჟანგი (თავი 4)

ოდნავ ციმციმებდა მქრქალი ლურჯი სინათლე, ძლივს ბჟუტავდა, გამალებით ებრძოდა მასზე დაწოლილ, სულშემხუთავ წყვდიადს და ძლივს უმკლავდებოდა, ნარას პირისპირ დაჩოქილი კაცის ჩაფხუტს, შენიღბულ სახესა და მხრებს ეფინებოდა, მკრთალად ანათებდა მაღაროს კედლების უხეშ, ოღრო-ჩოღრო რელიეფს.

ცოცხალი ჟანგი (თავი 2)

რაღაც არარსებულში დაცურავდა ნარა. ანდა თვითონ იყო რაღაც არარსებული. მხოლოდ და მხოლოდ უმასო, მილიონ ნაწილაკად დაფშვნილი, ღამის კუნაპეტში განბნეული მტვერი.

მირაჟი (თავი 4)

ხმადაბლა გუგუნებდა, და თვალისმომჭრელად ციმციმებდა თაკარა მზის შუქზე სანახევროდ დამშრალი ხარისწყალი. აუტანელი პაპანაქება და იხულას მთიდან მობერილი ცხელი ქარი ათრთოლებდა ჰაერს, ჩუმად ზუზუნებდნენ მდინარესთან აღმართული ელექტროგადამცემი კოშკები და არყის ხეების ტოტებში გადახლართული სიო აშრიალებდა ფოთლებს.

მზესუმზირები (ნაწილი 4)

კარი ღრიჭოდ გააღო ლევანმა და შიგნით შესრიალდა ელვის სისწრაფით. ერთ კამერას თავისი მიკროფონითურთ ხელი ჰკრა, ძალით გასწია უკან და თვალები აუწვა ისევ პირდაპირ სახეში მონათებულმა სინათლემ, სანამ კარის ღრიჭოსთან შეჯგუფული ჟურნალისტების მოღებული პირებიდან ამოხეთქილი, ნაყვირალი სიტყვები ერთ აღრეულ, ამაზრზენ, გაურკვეველ კაკაფონიად არ იქცა.

მზესუმზირები (ნაწილი 3)

გადაეკარა. აღარ თოვდა, მაგრამ ყველაფერს თოვლის, ყინვისა და ნისლის მჭახე, გაყინული საბურველი გადაჰკვროდა. თითქმის გავსებულიყო ღრუბელთა საფარიდან გამოპარული მთვარე, და მისი ვერცხლისფერი სინათლე აღრეულიყო ლამპიონთა ოქროსფერ შუქში.

წითელი სახლის ყვავილები

-ის ბიჭი ხომ არ იცით, ვინაა? - თქვა მან და პირდაპირ ლაშა-გიორგიზე მიუთითა, რომელიც ბურთს დაატარებდა აქეთ-იქით, ხატიას ობიექტური აზრით, დაბრუსიალებული თხასავით.

მშვიდი ქარიშხალი

სოფომ გაიღიმა, ტუჩის კუთხეები უხტოდა, ნაღველთან შერეულ სიმწარესა და სიხარულს გრძნობდა.
აუტანელ ბედნიერებასაც.
თვალები ცრემლებით აევსო და ქუთუთოები მილულა, სისველე ლოყებზე გადმოუგორდა.

სინათლე გვირაბის ბოლოს

"-ლუკას მიხედე. - დაუსისინა ნიკოლოზმა ქალს, და ნათიამ ღრმად შეისუნთქა, სახის ნაკვთები მოეკრუნჩხა. თვალები ცრემლებით აევსო და შებრუნდა. ზურგი შეაქცია.
სანამ მისი ტირილის ხმის გაგონებას შეძლებდა, კარი მოხურა ნიკოლოზმა."

ათასი ცრემლის ფასი

მისი ძმა იდგა ლოგინთან, ელენეს თავზე დახრილიყო და მაიკომ თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიულად არ წამოეწყო სიცილი.
მარჯვენა მხარეს, კედელზე მიმაგრებული საღამური სინათლე ენთო, და მთელ ოთახს ნაზი ოქროსფერი დასდებოდა.

ცხრა სავსე მთვარე

სოფიომ სიგნალის ხმაზე გამოიხედა და ლაშას მანქანა რომ იცნო, თვალებგაფართოებული მიაშტერდა. წამიერად შედგა.

შავი ლოტოსები

"ელისოს თვალები გაუფართოვდა, როცა ბეშქენის ფიგურა კარში გამოჩნდა და ჩარჩოს მიეყუდა.
ბეშქენი ადულყაფარივით მაღალი იყო, მაგრამ მხრებში  უფრო გაშლილი ჩანდა. შავი თმა ჰქონდა, და მოქუფრული იდგა. მის თვალების ფერს კარგად ვერ ხედავდა აქედან..."