„წყალს დავლევ და მოვალ.“ თვალთ უბნელდებოდა, ძლივს წამოდგა ფეხზე, უკან წაბარბაცდა და მაგიდას დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.
კატეგორია: 2014
პირველი ფერის გემო
ელენეს არაფერი უთქვამს. ცოტა ხანი უსიტყვოდ მიშტერებოდა. ქუჩაში ლამპიონები აანთეს. ელენეს მოყვითალო შუქი დაეფინა. თმაზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა.
გამცემლიძის საშვი
"„ც. გამცემლიძე, ფინანსთა დეპარტამენტი. აღმასრულებელი მენეჯერი.“ აჰა, ვიცოდი რომ რაღაც ხოხმა პოსტი გექნებოდა. უი, ჰო, გაცნობა ხომ საერთოდ დამავიწყდა, მეგობარო. - ქალმა აშკარა სიამაყით ასწია კისერზე, თეთრ, სქელ ზონარზე ჩამოკონწიალებული საშვი. - ნატა ბარამიძე, კვლევა და დეველოპმენტი, გენაცვა. ინტერნი ვარ. ძლივს დამნიშნეს."
34 ნაბიჯი
-*-*-*-*-*-1 კორპუსის კიბეები ძველი, ოღროჩოღრო და კარგა ხნის მოუგველი იყო. თათიამ ზიზღით გადახედა კუთხეში მიგდებულ სიგარეტის ნამწვებს, საღეჭი რეზინის შესაკვრელ ქაღალდებს და მუყაოს ყუთი უფრო მაგრად ამოიჩარა იღლიაში. ზურგი და ფეხები საშინლად სტკიოდა ზემოთ-ქვემოთ განუწყვეტელი სიარულით, მაგრამ ამ ყუთებს თუ დაღამებამდე არ აათრევდა სახლში, ვერ მოისვენებდა. და ისიც გაუგებარი იყო, თუ რა ბედი ეწვეოდათ მის … Continue reading 34 ნაბიჯი
ანგელოზის სიმღერა
ის იყო, რომ პანიკის შეტევის ზღვარზე იყო მისული, რომ მანქანის დაბურული ფანჯარა ჩამოიწია და თვალებგაფართოებულმა გოგონამ თვალი შეავლო მძღოლის სავარძელში მოკალათებულ, აგდებულად მომღიმარ თაბაგარს.
შავი ლოტოსები
"ელისოს თვალები გაუფართოვდა, როცა ბეშქენის ფიგურა კარში გამოჩნდა და ჩარჩოს მიეყუდა. ბეშქენი ადულყაფარივით მაღალი იყო, მაგრამ მხრებში უფრო გაშლილი ჩანდა. შავი თმა ჰქონდა, და მოქუფრული იდგა. მის თვალების ფერს კარგად ვერ ხედავდა აქედან..."
იასამნის ბაღები
ლაშას ხმა არ გაუღია, არც კი განძრეულა, მაგრამ სალომემ იგრძნო, თუ როგორ მოეშვა მისი დაძაბული სხეული. დერეფანს პარაფინის სანთლების შუქი მოჰფენოდა. ისინი კი ასე ისხდნენ.






