ხმადაბლა გუგუნებდა, და თვალისმომჭრელად ციმციმებდა თაკარა მზის შუქზე სანახევროდ დამშრალი ხარისწყალი. აუტანელი პაპანაქება და იხულას მთიდან მობერილი ცხელი ქარი ათრთოლებდა ჰაერს, ჩუმად ზუზუნებდნენ მდინარესთან აღმართული ელექტროგადამცემი კოშკები და არყის ხეების ტოტებში გადახლართული სიო აშრიალებდა ფოთლებს.
თვე: მარტი 2023
მირაჟი (თავი 3)
მზე ინავლებოდა. ოდნავადღა მოჩანდა შორს, მთათა შორის მისი დაღვენთილი წითელი დისკოს წვერი. სულს ღაფავდა მზის შუქი, და გოროზად გადმოჰყურებდა მას მუქ იისფრად დაფერილი ცის კამარა, რომელზეც ისე აკიაფებულიყვნენ ვარსკვლავები, თითქოსდა მუქ ბარხატზე მარგალიტები მიმოუბნევიათო.

