"ელისოს თვალები გაუფართოვდა, როცა ბეშქენის ფიგურა კარში გამოჩნდა და ჩარჩოს მიეყუდა. ბეშქენი ადულყაფარივით მაღალი იყო, მაგრამ მხრებში უფრო გაშლილი ჩანდა. შავი თმა ჰქონდა, და მოქუფრული იდგა. მის თვალების ფერს კარგად ვერ ხედავდა აქედან..."
დღე: 18.06.2018
იასამნის ბაღები
ლაშას ხმა არ გაუღია, არც კი განძრეულა, მაგრამ სალომემ იგრძნო, თუ როგორ მოეშვა მისი დაძაბული სხეული. დერეფანს პარაფინის სანთლების შუქი მოჰფენოდა. ისინი კი ასე ისხდნენ.

