გამცემლიძის საშვი

"„ც. გამცემლიძე, ფინანსთა დეპარტამენტი. აღმასრულებელი მენეჯერი.“ აჰა, ვიცოდი რომ რაღაც ხოხმა პოსტი გექნებოდა. უი, ჰო, გაცნობა ხომ საერთოდ დამავიწყდა, მეგობარო. - ქალმა აშკარა სიამაყით ასწია კისერზე, თეთრ, სქელ ზონარზე ჩამოკონწიალებული საშვი. - ნატა ბარამიძე, კვლევა და დეველოპმენტი, გენაცვა. ინტერნი ვარ. ძლივს დამნიშნეს."