მზესუმზირები (ნაწილი 2)

გაიღრჭიალეს „წითელი ღამის“ კარის ჩაჟანგულმა ანჯამებმა, საკეტმა ტკაცუნი გაიღო მათ უკან და უკან დარჩა ბარის მძიმე, ჩახუთული ჰაერი. მჭახე, კანის ამწველი სუსხი შემოეხვიათ მხოლოდ, რომელიც სუდარასავით უძრავად დაჰფენოდა შემოგარენს, მცირედი ნიავიც კი არ იძვროდა გარშემო. ცარიელი იყო გამზირი, როცა გადათოვლილ ტროტუარს დაუყვნენ, მხოლოდ შორს ისმოდა ასფალტზე გადახოხებული საბურავების ღრჭიალი და ძაღლთა ღავღავი, ერთმანეთს რომ აჰყოლოდნენ.

ცივი სითბო (ნაწილი 1/2)

-სად მიდიხარ, ტოო, აქეთ წახვალ, მე დაგხვდები, იქეთ წახვალ ის დაგხვდება, რომ ამოვარდება ახლა ქალაქიდან... - თორნიკე უაღრესად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავის. თითქმის ბედნიერი მიშტერებოდა. - დაეტიე აქ და ველოდოთ.

ათასი ცრემლის ფასი

მისი ძმა იდგა ლოგინთან, ელენეს თავზე დახრილიყო და მაიკომ თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიულად არ წამოეწყო სიცილი.
მარჯვენა მხარეს, კედელზე მიმაგრებული საღამური სინათლე ენთო, და მთელ ოთახს ნაზი ოქროსფერი დასდებოდა.