უზარმაზარი იყო ზღვა, მიუწვდომელი, უძირო, მთელი სამყარო ეტეოდა შიგნით. შიგნით კაცი იდგა. და არ უნდოდა კაცს, რომ ვინმეს დაენახა. მიტრიალდა და უთხრა, რომ არ უნდოდა ვინმეს დაენახა.
კატეგორია: 2024
ცოცხალი ჟანგი (თავი 10)
Meteor Shower ვეებერთელა მეტალის კარს მარჯვნიდან მოჰფენოდა ჩამავალი მზის მონარინჯისფრო შუქი. ქროდა გრილი სიო და თავი საშინლად დამძიმებოდა ნარას, ჯიბეებში ჩაჩურთული ხელები ეწვოდა. კარზე ოთხჯერ დააკაკუნა მის გვერდით მდგარმა სორენმა. მეორე და მესამე კაკუნს შორის დატოვებული მოზრდილი პაუზა მძიმედ გამოკიდებულიყო კარს მომდგარი დაისის შუქჩრდილში.
ცოცხალი ჟანგი (თავი 9)
კარგა ხანი იჯდა ნაგვის ბუნკერის გვერდით ნარა, სანამ მის აზვირთებულ, წამლეკავ ფიქრებს მასზე დაფენილი თოვლისა და ჩამოწოლილი ღამის სიმძიმე არ დაემატა. გამალებით უსმენდა, ყურებდაცქვეტილი, ქუჩაში თითოეულ გაფაჩუნებას, მაგრამ ლერვიქენის ჩვეული ჩოჩქოლის, ახალი ამბების დუდუნისა და ელექტრონული მუსიკის მეტი არაფერი ისმოდა. შორს ჩაკარგულიყო ულსტერის ფურგონის ძრავის გუგუნი და იმ ბარმენის სასოწარკვეთილი ხმა, შველას რომ ითხოვდა.
ცოცხალი ჟანგი (თავი 8)
მოვლენ.’ სუნთქვა გაუხშირდა ნარას, წამოჯდომა სცადა. ‘მოვლენ. წადი აქედან.’ მაგრად დაიჭირა სორენმა, წამოჯდომაში მიეხმარა, სანამ მის გადაშლილ ფეხებს შორის, ცივ ბეტონზე არ იჯდა ნარა. იჯდა და ქშინავდა. სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. კუნთები თითქოს მოეკრუნჩხა, ცივმა ჟრჟოლამ დაუარა ხერხემალში და შემოჰყინა, სანამ მის გვერდით მყოფი სხეულის სითბო არ მოერია მას.



