დალიჰარი (თავები 1-20)

იდგნენ ორივენი ფერდობზე და გადაჰყურებდნენ დათოვლილ ჩრდილოეთს. გაივსო ღამე, გადაშალა უკიდეგანო მკერდი მისი და გულში ჩაიკრა მდუმარე მიწა, სათუთად ეამბორა ცივი ბაგეებით. ნამგალა მთვარე მიცურავდა ცის გაყინულ ოკეანეში, და უდარდელად ჩახჩახებდნენ ვარსკვლავები.

წითელი სახლის ყვავილები

-ის ბიჭი ხომ არ იცით, ვინაა? - თქვა მან და პირდაპირ ლაშა-გიორგიზე მიუთითა, რომელიც ბურთს დაატარებდა აქეთ-იქით, ხატიას ობიექტური აზრით, დაბრუსიალებული თხასავით.

ცივი სითბო (ნაწილი 2/2)

. . -*-*-*-*-*-*-*-17 თითქოს ცურავდა ბარბარე. რაღაც თხევადში, მაგრამ ამავდროულად მსუბუქში. ძლივს იყურებოდა, თითქოს მილულვოდა თვალები, მაგრამ ვერ გრძნობდა მათ, ვერც საკუთარ სხეულს გრძნობდა. თითქოს რაღაც უმასო ქმნილებად გარდაქმნილიყო და სადღაც, ნათელ უსასრულობაში მიცურავდა. მზე ამოიწვერა. მერე მეორე, მესამე, მეოთხე. გარშემო ყველაფერი გაბრწყინდა, იმის მიუხედავად, რომ თვალწინ უვარვარებდა უამრავი მზე ბარბარეს, თვალები არ სტკიოდა, არც … Continue reading ცივი სითბო (ნაწილი 2/2)

ცივი სითბო (ნაწილი 1/2)

-სად მიდიხარ, ტოო, აქეთ წახვალ, მე დაგხვდები, იქეთ წახვალ ის დაგხვდება, რომ ამოვარდება ახლა ქალაქიდან... - თორნიკე უაღრესად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავის. თითქმის ბედნიერი მიშტერებოდა. - დაეტიე აქ და ველოდოთ.

მშვიდი ქარიშხალი

სოფომ გაიღიმა, ტუჩის კუთხეები უხტოდა, ნაღველთან შერეულ სიმწარესა და სიხარულს გრძნობდა.
აუტანელ ბედნიერებასაც.
თვალები ცრემლებით აევსო და ქუთუთოები მილულა, სისველე ლოყებზე გადმოუგორდა.