სახეს სწვავდა მაღაროებიდან მონაბერი ქარი. არ ესმოდა, მაგრამ გრძნობდა ცეცხლნარევი ქარის ღრიალსა და მაღაროების გუგუნს, ჟრუანტელად გასდგომოდა სხეულში. მაგრამ არაფერს ნიშნავდა ეს ყველაფერი. მთრთოლვარე მიწა, მხრჩოლავი ალი და ცეცხლში გახვეული მაღაროები შორს იყვნენ მისგან, ძალიან შორს, მიუწვდომელი გამხდარიყო მათთვის, როცა სორენი მოჰხვეოდა გარშემო.
