გაიელვა. მხოლოდ ოდნავ, მქრქალად შემოიჭრა ელვის თეთრი, ცივი სინათლე ფანჯარაში, რომელიც სანახევროდ დაეფარა გაცრეცილ, მოყვითალო მაქმანის ფარდას. შემოიჭრა, მაგრამ ვერ მოერია ოთახის სითბოს და ლამპის მოყვითალო-ნარინჯისფერ სინათლეში გალღვა, გაიცრიცა და გაქრა, უკვალოდ.
