თვალები გაახილა ლეილამ. ციოდა. გააჟრჟოლა. ტუჩები უთრთოდა. რუხ, დაგორგლილ ღრუბლებს მოერეკებოდა ქარი იხულას მთიდან. არსად ჩანდა ცის უძირო სილურჯე, გარიჟრაჟის წითელი მზე და სადღაც გადაკარგულიყო აშრიალებული ხეების ფოთლებს შორის გადახლართული ნარინჯისფერი სინათლე.
