ბნელოდა. თუმცა არა, არ ბნელოდა. არც სინათლე იყო, არც სიბნელე, არც დღე, არც ღამე, არც არაფერი. მხოლოდ უმასო სიცარიელე, რომელშიც ერთიანად გაცრეცილიყო ყველაფერი, დაღვენთილიყო, როგორც უცნაური, უმასო, ბლანტი სიცარიელე, რომელიც სულს უხუთავდა, გუდავდა, არარსებულ ყელში უჭერდა არარსებულ ხელს.
