მჭახე იყო საოპერაციოს ცივი, მოცისფრო სინათლე, თვალს სჭრიდა ლევანს. ზუზუნებდა სავენტილაციო სისტემა. შალვა წიკლაური რაღაცას გაჰყვიროდა. ჩოჩქოლი ამტყდარიყო, აქეთ იქით სანიტრები დარბოდნენ, ექთნები გამალებით, გაუთავებელი წკარუნით აწყობდნენ სტერილურ მაგიდებზე სხვადასხვა ინსტრუმენტებს.
