სახის მარჯვენა მხარეს დაჰფენოდა მზის სინათლე ეკას, ნარინჯისფრად უპრიალებდა თვალის კაკლები. თვალებგაფართოებული შეჰყურებდა, ადგილზე ცმუკავდა. რაღაც იგრძნო უცებ ლევანმა. მისი უმასო, თეთრი, თავისუფლად მოფარფატე შვების სხეულში გაჟონა ავი, საშინელი წინათგრძნობის სიბნელემ.
