მჭახე იყო საოპერაციოს ცივი, მოცისფრო სინათლე, თვალს სჭრიდა ლევანს. ზუზუნებდა სავენტილაციო სისტემა. შალვა წიკლაური რაღაცას გაჰყვიროდა. ჩოჩქოლი ამტყდარიყო, აქეთ იქით სანიტრები დარბოდნენ, ექთნები გამალებით, გაუთავებელი წკარუნით აწყობდნენ სტერილურ მაგიდებზე სხვადასხვა ინსტრუმენტებს.
თვე: იანვარი 2023
მზესუმზირები (ნაწილი 6)
სახის მარჯვენა მხარეს დაჰფენოდა მზის სინათლე ეკას, ნარინჯისფრად უპრიალებდა თვალის კაკლები. თვალებგაფართოებული შეჰყურებდა, ადგილზე ცმუკავდა. რაღაც იგრძნო უცებ ლევანმა. მისი უმასო, თეთრი, თავისუფლად მოფარფატე შვების სხეულში გაჟონა ავი, საშინელი წინათგრძნობის სიბნელემ.
მზესუმზირები (ნაწილი 5)
ძლივს წამოიწია ლევანი, გაჭირვებით აათრია არაქათგამოცლილი სხეული. ქეთის მიუახლოვდა, მისი საწოლის გვერდით მიადგა სკამი და ჩამოჯდა, მძიმედ. ქეთი ჭერს აჰყურებდა. კაშკაშა თეთრ სინათლეზე თბილი ქარვისფერი უჩანდა თვალები, მაგრამ ერთიანად გასციებოდა ისინი.


