გაიღრჭიალეს „წითელი ღამის“ კარის ჩაჟანგულმა ანჯამებმა, საკეტმა ტკაცუნი გაიღო მათ უკან და უკან დარჩა ბარის მძიმე, ჩახუთული ჰაერი. მჭახე, კანის ამწველი სუსხი შემოეხვიათ მხოლოდ, რომელიც სუდარასავით უძრავად დაჰფენოდა შემოგარენს, მცირედი ნიავიც კი არ იძვროდა გარშემო. ცარიელი იყო გამზირი, როცა გადათოვლილ ტროტუარს დაუყვნენ, მხოლოდ შორს ისმოდა ასფალტზე გადახოხებული საბურავების ღრჭიალი და ძაღლთა ღავღავი, ერთმანეთს რომ აჰყოლოდნენ.
