კარი ღრიჭოდ გააღო ლევანმა და შიგნით შესრიალდა ელვის სისწრაფით. ერთ კამერას თავისი მიკროფონითურთ ხელი ჰკრა, ძალით გასწია უკან და თვალები აუწვა ისევ პირდაპირ სახეში მონათებულმა სინათლემ, სანამ კარის ღრიჭოსთან შეჯგუფული ჟურნალისტების მოღებული პირებიდან ამოხეთქილი, ნაყვირალი სიტყვები ერთ აღრეულ, ამაზრზენ, გაურკვეველ კაკაფონიად არ იქცა.
თვე: დეკემბერი 2022
მზესუმზირები (ნაწილი 3)
გადაეკარა. აღარ თოვდა, მაგრამ ყველაფერს თოვლის, ყინვისა და ნისლის მჭახე, გაყინული საბურველი გადაჰკვროდა. თითქმის გავსებულიყო ღრუბელთა საფარიდან გამოპარული მთვარე, და მისი ვერცხლისფერი სინათლე აღრეულიყო ლამპიონთა ოქროსფერ შუქში.
მზესუმზირები (ნაწილი 2)
გაიღრჭიალეს „წითელი ღამის“ კარის ჩაჟანგულმა ანჯამებმა, საკეტმა ტკაცუნი გაიღო მათ უკან და უკან დარჩა ბარის მძიმე, ჩახუთული ჰაერი. მჭახე, კანის ამწველი სუსხი შემოეხვიათ მხოლოდ, რომელიც სუდარასავით უძრავად დაჰფენოდა შემოგარენს, მცირედი ნიავიც კი არ იძვროდა გარშემო. ცარიელი იყო გამზირი, როცა გადათოვლილ ტროტუარს დაუყვნენ, მხოლოდ შორს ისმოდა ასფალტზე გადახოხებული საბურავების ღრჭიალი და ძაღლთა ღავღავი, ერთმანეთს რომ აჰყოლოდნენ.


