"„ც. გამცემლიძე, ფინანსთა დეპარტამენტი. აღმასრულებელი მენეჯერი.“ აჰა, ვიცოდი რომ რაღაც ხოხმა პოსტი გექნებოდა. უი, ჰო, გაცნობა ხომ საერთოდ დამავიწყდა, მეგობარო. - ქალმა აშკარა სიამაყით ასწია კისერზე, თეთრ, სქელ ზონარზე ჩამოკონწიალებული საშვი. - ნატა ბარამიძე, კვლევა და დეველოპმენტი, გენაცვა. ინტერნი ვარ. ძლივს დამნიშნეს."
დღე: 19.06.2018
34 ნაბიჯი
-*-*-*-*-*-1 კორპუსის კიბეები ძველი, ოღროჩოღრო და კარგა ხნის მოუგველი იყო. თათიამ ზიზღით გადახედა კუთხეში მიგდებულ სიგარეტის ნამწვებს, საღეჭი რეზინის შესაკვრელ ქაღალდებს და მუყაოს ყუთი უფრო მაგრად ამოიჩარა იღლიაში. ზურგი და ფეხები საშინლად სტკიოდა ზემოთ-ქვემოთ განუწყვეტელი სიარულით, მაგრამ ამ ყუთებს თუ დაღამებამდე არ აათრევდა სახლში, ვერ მოისვენებდა. და ისიც გაუგებარი იყო, თუ რა ბედი ეწვეოდათ მის … Continue reading 34 ნაბიჯი
ანგელოზის სიმღერა
ის იყო, რომ პანიკის შეტევის ზღვარზე იყო მისული, რომ მანქანის დაბურული ფანჯარა ჩამოიწია და თვალებგაფართოებულმა გოგონამ თვალი შეავლო მძღოლის სავარძელში მოკალათებულ, აგდებულად მომღიმარ თაბაგარს.


